რადიოგადაცემა – ევროპის დროით

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის რადიო გადაცემა „ევროპის დროით“ ეთერში გადის 2010 წლის 1 მაისიდან კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ყოველ შაბათს, 16.10 წუთზე, „რადიო ერთის“ პირდაპირ ეთერში (FM 102.4-ზე) ვსაუბრობთ ევროპის კავშირზე და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებზე. გადაცემა ატარებს შემეცნებით ხასიათს და ემსახურება ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში.
ტრადიციულად გადაცემის სტუმარი პასუხობს კონკრეტული თემის ირგვლივ არსებულ ყველა შეკითხვას. პირდაპირ ეთერში კითხვების დასმის საშუალება აქვთ მსმენელებსაც ტელეფონის ნომრებზე 2 40 9192 ან 2 40 9292. ასევე მსმენელს საშუალება აქვს ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიაწოდოს მისთვის საინტერესო თემის იდეა გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს, ელექტრონული ფოსტის მისამართზე :  ეს ელ. ფოსტის მისამართი დაცულია სპამბოტებისგან. თქვენ გჭირდებათ ჯავასკიპტის ჩართვა მის სანახავად.
გადაცემაზე მუშაობენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტები: ირინა ცერცვაძე და მიხეილ ნაკაშიძე.

 

რადიოგადაცემები

 

 

არქივი

 

 

 
modules