ოქმი #10

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #10

 

                                                                                                          ქ. თბილისი                                 31 მარტი, 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

თ. წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, გ. ჩახვაძე, რ.მაისურაძე,გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, ი. გაბისონია, . სირაძე, თ. შაბაშვილი, . ჯულაყიძე, თ. ტეფნაძე;

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ირინე ქურდაძე – განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, კობა მეტრეველი – ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი, ხატია წილოსანი – WDI საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი, ქეთევან ბოლქვაძე – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ – საპარლამენტო ასისტენტი, სოფო ვერძეული – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – საპარლამენტო მდივნის თანაშემწე.

 

  

დღის წესრიგი

 

 1.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიერ საკანონმდებლო ინიციატიცის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოსკანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ანდრო ალავიძე /

 

  1. 3.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიერ საკანონმდებლო ინიციატიცის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

 

  1. 4.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (გეო:ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

/მომხ. რუსუდან კემულარია/

  1. 5.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრობისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“ 1995 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

/მომხ. გოგიტა გვენეტაძე/

 

სავალდებულო დასკვნა

 

  1. 6.საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგებილი კანონპროექტი „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

/მომხ. პაპუნა პეტრიაშვილი /

 

  1. 7.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“

/მომხ. ირინე ქურდაძე /

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.  მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიერ საკანონმდებლო ინიციატიცის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

თ. წურწუმიამ, გ.მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

2. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,   „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოსკანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

თ. წურწუმიამ,    გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2 ).

 

3. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიერ საკანონმდებლო ინიციატიცის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 3) შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

 

გ. ჯაბუამ, გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

4. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (გეო:ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება.

აღინიშნა რომ, 2011 წლის 1 მარტს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა“ (FFA). აღნიშნული ითვალისწინებს საქართველოსთვის 2011-2019 წლებში 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნას, რომელიც მოხმარდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის სრულყოფას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას მარნეულში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ანაკლიასა და მესტიაში. დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში გამოსაყოფი სახსრების ფინანსური პირობები განსაზღვრული იქნება ცალ-ცალკე ყოველი კონკრეტული პროექტისათვის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით.

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

5. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრობისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“ 1995 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ნოტების გაცვლის გზით დადებული   შეთანხმება.

აღინიშნა რომ, ბულგარეთის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა (ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2010 წლის 21 აპრილის ¹04-11-108 ნოტა) წინადადება, რომელიც ეხება . სოფიაში 1995 წლის 19 იანვარს ხელმოწერილსაქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის შესახებშეთანხმების მე-4 მუხლის პირველ ნაწილში ცვლილებების შეტანას.

ცვლილებები ითვალისწინებს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს საგზაო ინფრასტრუქტურის გამოყენებისას მათზე ამ მხარის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებული მოსაკრებლის (არადისკრიმინაციული ხასიათის) გავრცელებას.

ზემოაღნიშნული ცვლილებების პროექტის მიღება არ საჭიროებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით სახსრების გამოყოფას.

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

ზ. კიკალეიშვილმა,    გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

6.მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგებილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიზანია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, რომელიც მიიღწევა;

  • საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებით;
  • იმ საგარეო ვალდებულებების რეფინანსირებით, რომელთა მომსახურების ვადა ბიუჯეტს უდგება 2013 წელს;

ბ) პრეზიდენტის მიერ გაცხადებული პენსიების ზრდისთვის საჭირო ფინანსური რესურსის ბიუჯეტში ასახვა. 2010 წლის ბოლოს, მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით, 2011 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენდა 4,5%-ს, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსის-7%-ს. სწორედ ეს პროგნოზები დაედო საფუძვლად 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით მიმდინარე წელს მშპ-ს რეალური ზრდა, რომელიც საფუძვლად უდევს ბიუჯეტის წარმოდგენილ ცვლილებას, პროგნოზირებულია 5,5%-ის ფარგლებში, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი 8%-ს ოდენობით. ასევე, პროგნოზირებულთან შედარებით (5,5%) უფრო მაღალი დაფიქსირდა 2010 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა და შეადგინა 6,4%.

განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით გადაანგარიშებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები და წარმოდგენილი პროექტის მიხედვით გადასახადების სახით მობილიზებული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტში იზრდება 350,0 მლნ ლარით.

კანონპროექტი ითვალისწინებს საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიის შედეგად დამატებით მისაღებ 900.0 მლნ ლარს (500,0 მლნ დოლარი). ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება ეძლევა განახორციელოს 2008 წელს გამოშვებული საგარეო ფასიანი ქაღალდების (ევრობონდების) ეტაპობრივი გამოსყიდვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცვლილება შედის როგორც ბიუჯეტის ვალდებულებების ნაწილში ასევე, სახელმწიფო საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობის სტრუქტურაში და მასში აისახება 2011 წელს გამოსაშვები ევრობონდიც. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო კურსის ცვლილების გათვალისწინებით საგარეო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ბიუჯეტის კანონის პროექტით ასევე მკაცრად განისაზღვრება, რომ საგარეო ფასიანი ქაღალდების ემისიით მიღებული დამატებითი შემოსულობები არ იქნება გამოყენებული ბიუჯეტში გაწერილი ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის დასაფინანსებლად.

საქართველოს ეროვნული ბანკთან კონსულტაციებისა და ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გათვალისწინებით იგეგმება დამატებით 100,0 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება.      დამატებით მიღებული შემოსავლებიდან (გარდა ევროობონდებისა) ნაწილი თანხები გადანაწილებულია ასაკით პენსიონერებისა და I ჯგუფის ინვალიდი პენსიონერების მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდისა და სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროების დამატებით დაფინანსებისათვის, ხოლო ნაწილი თანხები (233,9 მლნ ლარი) აკუმულირდება სახელმწიფო ხაზინის დეპოზიტებზე. აღნიშნულის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 230,2 მლნ ლარით, ხოლო ნაშთის ცვლილება ნაცვალდ 112,0 მლნ ლარის გამოყენებისა განისაზღვრება 121,9 მლნ ლარის დაგროვებით. მთლიანობაში ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 4,3%-იდან მცირდება 3,7%-მდე, რაც სრულად შეესაბამება საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივი შემცირების მთავრობის პოლიტიკას. კანპროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება 348 843,0 ათასი ლარით, მათ შორის:

­                  საგადასახადო შემოსავლები 5 300 000,0 ათასი ლარიდან იზრდება 350 000,0 ათასი ლარით და მისი საპროგნოზო მოცულობა განისაზღვრება 5 650 000,0 ათასი ლარით. საგადასახადო შემოსავლების სახით მისაღები შემოსავლების გადაანგარიშება განხორციელდა 2010 წლის შედეგების ეკონომიკური ანალიზისა და მიმდინარე წლის განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული 2011 წლის გასულ პერიოდში საგადასახადო შემოსავლების მობილიზების მიმდინარეობა. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი ცალკეული სახეების მიხედვით შემდეგია:

  • საშემოსავლო გადასახადი - 1 411 000,0 ათასი ლარი;
  • მოგების გადასახადი - 703 000,0 ათასი ლარი;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 2 730 000,0 ათასი ლარი;
  • აქციზი - 684 000,0 ათასი ლარი;
  • იმპორტის გადასახადი - 87 000,0 ათასი ლარი;
  • სხვა გადასახადები - 35 000,0 ათასი ლარი;

 

­                  დაზუსტებას განიცდის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი და განისაზღვრება            354 657,9 ათასი ლარით, მათ შორის:

  • საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტების ნაწილში იზრდება ტუბერკულიოზის რეგიონული პროგრამისთვის (KFW) და განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტისთვის - APL 2 გამოყოფილი გრანტის (WB) მოცულობა ჯამში          1 243,0 ათასი ლარით;
  • დაზუსტდა და მიმდინარე წელს რეგიონალური განვითარების სექტორული პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისგან მისაღები (გრანტის ნაწილი) 6 მლნ ევროს ჩამორიცხული იქნება 5 მლნ ევრო;

 

­                  სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა არ იცვლება, თუმცა ხორციელდება გადანაწილება ცალკეული სახეების მიხედვით, კერძოდ;

  • დაზუსტდა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების დივიდენდების მოცულობა, ბიუჯეტის აღნიშნული შემოსავალი იზრდება 23 000,0 ათასი ლარით და განისაზღვრება 60 000,0 ათასი ლარის ოდენობით. შესაბამისად 23 000,0 ათასი ლარით მცირდება შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები;

 

  • სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა განისაზღვრა 1 869 504,4 ათასი ლარის ოდენობით, რაც დამტკიცებულ მაჩვენებელზე 1 015 210,0 ათასი ლარით მეტია, კერძოდ:

­                  საშინაო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი იზრდება 100 000,0 ათასი ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვების ზრდასთან;

 

­                  საგარეო ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი იზრდება 915 210,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

  • საგარეო ფასიანი ქაღალდების (ევრობონდები) გამოშვებით დაგეგმილია 900 000,0 ათასი ლარის მობილიზება;
  • აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტი იზრდება 8 000,0 ათასი ლარით;
  • მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტი იზრდება 7 000,0 ათასი ლარით;
  • სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი საინვესტიციო ხასიათის (ხარჯზე მიბმული) კრედიტები იზრდება 1 210,0 ათასი ლარით;
  • მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი, სავალუტო კურსის ცვლილებიდან გამომდინარე მცირდება 1 000,0 ათასი ლარით;

 

  • ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები თანხების მოცულობა წარმოდგენილი პროექტის მიხედვით რჩება უცვლელი.

 

.) კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ასიგნებებზე

 

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადელები იზრდება 230 185,4 ათასი ლარით, რაც ძირითადად მიიმართება შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად:

  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 86 096,8 ათასი ლარით, კერძოდ:

­        2011 წლის 1 სექტემბრიდან 20 ლარით იზრდება საპენსიო ასაკის საფუძვლით და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დანიშნული პენსია, რისთვისაც გამოიყოფა 55 200,0 ათასი ლარი;

­        წლის განმავლობაში სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით გამოიყოფა 30 000,0 ათასი ლარი;

­        ტუბერკულიოზის რეგიონული პროგრამისთვის გამოიყოფა 896,8 ათასი ლარი;

 

  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 15 000,0 ათასი ლარით, კერძოდ:

­        აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისათვის დამატებით გამოიყოფა 8 000,0 ათასი ლარი;

­        მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მუნიციპალური განვითარების ფონდს დამატებით გამოეყოფა       7 000,0 ათასი ლარი;

 

  • რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისათვის დამატებით გამოიყოფა     9 000 ათასი ლარი;

 

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება   10 996,5 ათასი ლარით, მათ შორის:

­        ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 8 600,0 ათას ლარამდე;

­        სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაცვის ხარჯების დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 2 100,0 ათასი ლარი;

­        ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად, მის ბაზაზე შექმნილი საჯარო სამსართლის იურიდიული პირების ფუნქციონირებისათვის დამატებით გამოიყოფა 300,0 ათასი ლარი;

 

  • კაპიტალური პროექტების დაფინანსების მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ კაპიტალის გაზრდისათვის საწარმოთა მართვის სააგენტოს ბიუჯეტი იზრდება 20 000,0 ათასი ლარით;

 

  • დამატებითი სახსრები გამოიყოფა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით. ამ მიზნით 48 000,0 ათასი ლარით იზრდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი საიდანაც დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა როგორც იმ კაპიტალურ პროექტებზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს ასევე, ისეთ ახალ პრიოექტებზე, როგორიცაა ასპინძასა და ნიქოზში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, მუნიციპალური გზების, წყლის სისტემების მოწყობა და ა.შ.

 

  • ახალი საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან გამომდინარე 25 125,0 ათასი ლარით იზრდება სახელმწიფო საგარეო ვალების მომსახურებისათვის გათვალისწინებული ასიგნებები;

კანონპროექტის მიღების შედეგად პენსიონერთა ძირითად კატეგორიას გაეზრდება შემოსავლები;

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

გ. ჩახვაძემ,  გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

 

7. მოისმინეს:

მოხსენაბა „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 8) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია იმ პირთა ინტერესების დაცვის აუცილებლობით, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებულ დაწესებულებებში და ითვალისწინებს ასეთი დაწესებულებების ლიცენზირებულად ჩათვლას.

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

ი. ქურდაძემ, გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 9).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                           გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                               რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

 

ორგანული კანონის პროექტზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 31 მარტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

კანონპროექტებზე:

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქმთშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოსკანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 31 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს კანონი

 

„საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“

 

 

მუხლი 1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

 

1. "საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ" (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 ., N 18) საქართველოს კანონი.

 

 

2. "საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ"  (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 ., N 18) საქართველოს კანონი.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                            მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

 

 

„საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 31 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაზე

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (გეო:ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 31 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (გეო:ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე


დანართი 6

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებაზე

„საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრობისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“ 1995 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 31 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრობისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების შესახებ“ 1995 წლის 19 იანვრის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 


დანართი 7

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

`საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიცდიატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 31 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი `საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

საქართველოს კანონი

„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N11, 29.03.2005, მუხ. 72) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარებოდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და სახელმწიფოს მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაფუძნებული დაწესებულებები ჩაითვლება ლიცენზირებულად.“

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                      მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

დანართი 9

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

 

„სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 31 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ