ოქმი #11

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #11

 

.    თბილისი     5 აპრილი, 2011 . 

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, კ. ბადაგაძე, გ. კანდელაკი, კ. კურდღელაშვილი, დ.ოვაშვილი, გ. ჩახვაძე, გ.ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, . სირაძე,  თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

დიმიტრი ძაგნიძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

 

დღის წესრიგი:

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საპარტნიორო ფონდის შესახებ“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. დიმიტრი ძაგნიძე /

 

  1. 1.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის   თაობაზე.

 

მომხსენებელმა   წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 1) რადაქტირებული კანონპროექტი (დანართი 2).

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, ბადაგაძემ, სამადაშვილმა.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                   რამაზ ყანჩაველი 

 

დანართი ¹1

 

„საპარტნიორო ფონდის შესახებ“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÀÅÔÏÒÉ

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÌÏÊËÄ ÛÉÍÀÀÒÓÉ

ÂÀÈÅÀËÉÓßÉÍÄÁÉÓ ÌÃÂÏÌÀÒÄÏÁÀ

1

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის თანახმად ფონდი წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომლის მიზნებია ინვესტიციების მოზიდვა და შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა. ანალოგიური მიზნებითაა შექმნილი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანობის თვალსაზრისით, ვფიქრობთ, მართებულია თუ არ მოხდება ფუნქციების დუბლირება და კანონით შექმნილი ერთი უწყება შეითავსებს ინვესტიციების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, განსაკუთრებით კი პროექტების დაფინანსებას;

არ არის გათვალისწინებული

 

სს საპარტნიორო ფონდის ფუნქციები და ამოცანები სრულიად განსხვავდება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციებისაგან

 

 

2

პროექტის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი შექნილია სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით. მიზანშეწონილია, აღნიშნული დაკონკრეტდეს კანონპროექტის ტექსტში. პროექტის მთელი რიგი ნორმები შეუსაბამობაშია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან;

გათვალისწინებულია

3

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად სააქციო საზოგადოების შემთხვევაში სახელწოდება უნდა შეიცავდეს დამატებას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“, ან „კორპორაცია“. შესაბამისად, კანონპროექტის სათაურიც და ტექსტიც საჭიროებს კორექტირებას;

გათვალისწინებულია

4

პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ფონდი ხელმძღვანელობს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სააქციო საზოგადოებას აქვს წესდება. გარდა ამისა, მე-3 პუნქტის თანახმად, დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს სამეთვალყურეო საბჭოს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე (რადგან მთავრობა ამტკიცებს დებულებას) მართებულია თუ ცვლილება და დამატება მოხდება იმავე სახის ნორმატიული აქტით

გათვალისწინებულია

5

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი აყალიბებს კონკურენტული შერჩევის კრიტერიუმს, კერძოდ, გამარჯევებული იქნება ის პირი, რომელიც ფონდისაგან მოითხოვს პროექტის უფრო დაბალ თანადაფინანსებას. ვფიქრობთ, ისეთ სფეროში როგორიც სოფლის მეურნეობაა, არ არის მართებული აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით პროექტების დაფინანსება;

გათვალისწინებულია

 

 

6

პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ფონდის მიზანია შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა. პროექტში ცალსახად არ არის ფორმულირებული, ახდენს თუ არა ფონდი ახალი პროექტების დაფინანსებას. რაც შეეხება დაუსრულებელი პროექტების დაფინანსებას, ამ შემთხვევაში მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროექტების მინიმალური ზღვარი (სოფლის მეურნეობა - მინიმუმ 5 მილიონი ლარი, არასასოფლო სამეორნეო სფერო - მინიმუმ 30 მილიონი ლარი) გაუმართლებელია;

გათვალისწინებულია

 

7

მე-2 მუხლის მე-6 პუნქტში უმჯობესია მიეთითოს, რომ ფონდი არ დააფინანსებს ისეთ პროექტს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მომსახურეობის სფეროს და უძრავ ქონებაში ინვესტირებას, რადგან 30 მილიონზე მეტი ღირებულების პროექტი, შეუძლებელია არ შეეხოს უძრავ ქონებას;

გათვალისწინენებულია

ფონდში არ განიხილება ისეთი პროექტები, რომელიც პირდაპირ შეეხება მომსახურების სფეროს და უძრავ ქონებაში ინვესტირებას

8

კანონპროექტის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად ფონდის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდები და პრივატიზების შედეგად მიღებული თანხები. აღნიშნული ეწინააღმდეგება კანონს „საბიუჯეტო კოდექსის“ შესახებ, რომლის თანახმადაც პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავალი და დივიდენდები ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში;

ნაწილობრივ

გათვალისწინებულია

9

მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით პროექტის წილის გასხვისებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა რაც წინააღმდეგობაში მოდის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სააქციო საზოგადოებისათვის გათვალისწინებულ ნორმებთან;

გათვალისწინებულია

 

 

10

გაურკვეველია რატომ უნდა იყოს ფონდის მთავარი აღმასრულებელი პროექტების განხორციელების უშუალო ხელმძღვანელი (მხული 7, პ.4), მაშინ როცა კერძო სექტორის მონაწილეობა პროექტში შეიძლება აღემატებოდეს ფონდის მიერ გაწეულ ხარჯებს და შესაბამისად წილს.

არ არის გათვალისწინებული

აღნიშნული რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით

11

პროექტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში უნდა იყოს საინვესტიციო საბჭო;

გათვალისწინებულია

12

მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში სავარაუდოდ საინვესტიციო საბჭოს რაოდენობას

უნდა ამტკიცებდეს სამეთვალყურეო საბჭო;

გათვალისწინებულია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

13

 

 

 

 

 

 

 

საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტებულია მთავრობის წარმომადგენლებით, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, აზრს კარგავს ფონდის მიერ საქართველოს მთავრობისათვის ანგარიშის წარდგენა. მიზანშეწონილია, ფონდმა ან მთავრობამ, ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინოს პრეზიდენტს ან საქართველოს პარლამენტს. ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა მოხდეს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

გათვალისწინებულია

14

მე-10 მუხლში უნდა მიეთითოს, რომ ფონდის ლიკვიდაცია განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გათვალისწინებულია

15

აგრარულ საკითხთა კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლით ფონდის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო ცვლილებები შეაქვს სამეთვალყურეო საბჭოს. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან.

გათვალისწინებულია

16

კანონპროექტის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად ფონდის სახელმძღვანელო პრინციპია, ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც არ შეუქმნის კონკურენციას კერძო სექტორს. აღნიშნული დებულება ბუნდოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ფონდი ახდენს პროექტების დაფინანსებას.

გათვალისწინებულია

 

17

სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვის აქტუალობიდან გამომდინარე, ფონდში განსახილველი პროექტის ღირებულების მინიმუმი სასურველია შემცირდეს 1 მილიონამდე მაინც.

არ არის გათვალისწინებული

 

 

18

მე–3 მუხლის მე–3 პუნქტით დგინდება, რომ ფონის დაფინანსების წყარო არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტით დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები, რაც „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“ განსაზღვრულია, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი.

გათვალისწინებულია

19

მე–4 მუხლის პირველ პუნქტში უნდა აღინიშნოს, რომ ფონდის

გათვალისწინებულია

 

 

წილის განსახელმწიფოებრიობა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

 

20

კანონპროექტის მე–6 მუხლით ფონდის მმართველობის ორგანო – სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლობისაგან, ხოლო მე–9 მუხლით ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. მიზანშეწონილია ფონდი ანგარიშვალდებული იყოს საქართველოს პარლამენტის ან პრეზიდენტის წინაშე.

გათვალისწინებულია

21

მე–8 მუხლის მე–2 პუნქტში საკონსტიტუციო საბჭოს მაგივრად უნდა ეწეროს საინვესტიციო საბჭო.

გათვალისწინებულია

22

პარლამენტის წევრი

გურამ ჩახვაძე

 

„მეწარმეთა შესახებ“ კანონით მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – მარეგისტრირებელი ორგანო).

ამდენად ფონდის, როგორც სააქციო საზოგადოების არა დებულებას არამედ წესდებას რეგისტრაციაში ატარებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და არა როგორც პროექტშია   "ამტკიცებს საქართველოს მთავრობა".

გათვალისწინებულია

23

„მეწარმეთა შესახებ“ კანონით სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

ფონდი, როგორც სააქციო საზოგადოება არის მეწარმე სუბიექტი, არის ორიენტირებული მოგებაზე და შედის კონკურენციაში სხვა მეწარმე სუბიექტებთან, ამიტომ დასაზუსტებელია რა შეიძლება იყოს ისეთი პროექტი, რომელიც კონკურენციას არ შეუქმნის კერძო სექტორს. ან აქ შეიძლება საუბარი, რომ ფონდი საფრთხეს არ შეუქმნის სამართლიან კონკურენციას.

გათვალისწინებულია

 

24

პროექტის დაფინანსება მხოლოდ კონკურენტული შერჩევის წესით და თან ისე, რომ პარტნიორმა უნდა მოითხოვოს ფონდის რაც შეიძლება ნაკლები თანამონაწილეობის წილი. რატომ არ შეიძლება პროექტში კერძო სექტორიდან მონაწილეობა მიიღოს არა ერთმა გამარჯვებულმა არამედ რამოდენიმემ. რატომ ვზღუდავთ გაუგებარია.

 

გათვალისწინებულია

ფონდი ხელმძღვანელობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რის თანახმადაც პროექტში მონაწილე პირების რაოდენობა არ არის შეზღუდული

25

ფონდში არ განიხილება პროექტები რომლებიც შეეხება მომსახურებას, საგადასახადო კოდექსით ( მუხლ14) მომსახურებას მიეკუთვნება მშენებლობა, ენერგო რესურსების ტრანსპორტირება,დამკვეთის ნედლეულით საქონლისა და სხვა ქონების წარმოება, ტვირთების მომსაურება, საჰაერო, საზღვაო ინფრასტრუქტურის მომსახურება. გამოდის რომ ამ მნიშვნელოვან სფეროებში უარს ვამბობთ ინვესტიციებზე

გათვალისწინენებულია

ფონდში არ განიხილება ისეთი პროექტები, რომელიც პირდაპირ შეეხება მომსახურების სფეროს და უძრავ ქონებაში ინვესტირებას

26

"სახელმწიფო ვალის შესახებ" კანონით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხები ასახვას პოვებს ბიუჯეტში, მისი გარანტი სახელმწიფოა, ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული ბიუჯეტის კანონის თანახმად განსაზღვრული მიზნებისათვის

გათვალისწინებულია

27

მოქმედი კანონმდებლობით სახემწიფოს კუთვნილი დივიდენდები და პრივატიზაციიდან შემოსული თანხები ბიუჯეტის საშემოსავლო წყაროებია;

გათვალისწინებულია

28

კერძო სექტორიდან თანადაფინანსებით მოზიდული თახები პროექტშიში იდება. შესაბამისად ეს თანხები პროექტის (პროექტის განასახორციებლად შექმნილი ერთობლივი საწარმოს) და არა ფონდის დაფინანსების წყარო იქნება

ფონდის დაფინანსების წყაროა როგორც კერძო სექტორიდან მოზიდული სახსრები, ასევე სხვა თანხები: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხი; სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდები; სახელმწიფო ბიუჯეტის პრივატიზაციის შედეგად მიღბული შემოსავლები   და სხვა.

29

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხი, პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდები არიან ბიუჯეტის შემოსავლის წყაროები. საერთოდ რატომ ვიზღუდებით და რატომ არ შეიძლება ბიუჯეტის თანხებით განვახორციელოთ ინვესტიციები.

გათვალისწინებულია

30

პარლამენტის წევრი

გურამ ჩახვაძე

 

ფონდმა განხორციელებული პროექტიდან შეიძლება თავისი წილი დივიდენდი მიიღოს და არა მოგება. პროექტის მართვა უნდა განახორციელოს ერთობლივად შექმნილმა საწარმომ ( მ.შ. კორპორაციამ)

აღნიშნული რეგულისრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით

31

თუ პროექტის დასრულებისთანავე ხდება ფონდის წილის გასხვისება მაშინ როგორ იღებს ფონდი დივიდენდებს გახორციელებული პროექტიდან.

პროექტს არ გააჩნია მხოლოდ ერთი დაფინანსების წყარო

32

წილის გასხვისებაზე მთავრობა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას რადგან მეწარმეთა შესახებ კანონით ეს შეიძლება გააკეთოს ან ფონდის საერთო კრებამ ან სამეთვალყურეო საბჭომ.

გათვალისწინებულია

33

პროექტის განხორციელებისთვის უნდა შეიქმნას ერთობლივი საწარმო, ამიტომ აღნიშნული პროექტების განხორციელებას ფონდის მთავარი აღმასრულებელი ვერ უხემძღვანელებს თანაც უშუალოდ.

არ არის გათვალისწინებული

გაურკვეველია რატომ ვერ უხელმძღვანელებს მთავარი აღმასრულებელი პროექტის განხორციელებას

34

მეწარმეთა შესახებ კანონით ფონდის ლიკვიდაციას ახდენს იმ საწარმოს, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ხოლო ლიკვიდაციის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

გათვალისწინებულია

 


დანართი 2

პროექტი

საქართველოს კანონი

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის შესახებ

 

მუხლი 1. სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი

  1. 1.სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება.
  2. 2.ფონდი შექმნილია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით.
  3. 3.ფონდი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ფონდის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
  4. 4.ფონდის წესდებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    1. 5.ფონდის მიზნებია:

ა) სამუშაო ადგილების შექმნა;

ბ) ინვესტიციების მოზიდვა;

გ) შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა;

დ) განხორციელებული პროექტების განსახელმწიფოებრიობა.

 

მუხლი 2. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები

  1. 1. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსებისათვის სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) პროექტის დაფინანსება კერძო სექტორის თანადაფინანსების შემთხვევაში (კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროეტის განხორციელებისათვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას), თუ სამეთვალყურეო საბჭო არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

ბ) პროექტის დაფინანსება მოხდება კონკურენტული შერჩევის წესით.

  1. 2.ფონდში პროექტის განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში იქნება მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო სამეურნეო სფეროში მინიმუმ 30 მილიონი ლარი.
  2. 3.პროექტში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10%–ის ოდენობით.
  3. 4.ფონდში არ განიხილება ისეთი პროექტები, რომელიც უშუალოდ შეეხება მომსახურების სფეროს და უძრავ ქონებაში ინვესტირებას.

 

მუხლი 3. ფონდის სახსრები, დაფინანსების წყარო

  1. 1.ფონდი მოიზიდავს და განკარგავს საკუთარ სახსრებს.
  2. 2. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხი და გრანტები (სახელმწიფო გრანტების გარდა), რომლის დაბრუნებაზე ფონდი თავად აგებს პასუხს;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის წილების ან ფასიანი ქაღალდების გაყიდვა);

დ) კერძო სექტორიდან თანადაფინანსებით მოზიდული თანხები.

ე) სახელმწიფო ბიუჯეტის პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები.

4. ფონდს უფლება აქვს მოზიდული სახსრების შედეგად განხორციელებული პროექტების ხარჯზე მიღებული მოგება მოახმაროს ფონდის მიზნებს.

 

მუხლი 4. პროექტში ფონდის მონაწილეობის ფორმა

  1. 1.პროექტის შესრულების შემდეგ ფონდი ახდენს მისი წილის არანაკლებ 25%-ის განსახელმწიფოებრიობას.
  2. 2.წილის გასხვისებაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
  3. 3.პარტნიორული უფლებამოვალეობათა გადანაწილებისა და პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი პირის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა;

ბ) სხვა შემთხვევაში, მათ შორის ახალი პროექტების დაფინანსების შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

 

მუხლი 5. ფონდის მმართველობის სტრუქტურა

  1. 1.ფონდის მმართველობითი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო.
    1. 2.ფონდის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს საინვესტიციო საბჭო.

 

მუხლი 6. სამეთვალყურეო საბჭო

  1. 1.სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან.
  2. 2.სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემირ–მინისტრი.
  3. 3.სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
  4. 4.სამეთვალყურეო საბჭო ხმათა უმრავლესობით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, საინვესტიციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, პროექტის დაფინანსების შესახებ.

 

მუხლი 7. აღმასრულებელი ორგანო

  1. 1.აღმასრულებელი ორგანოს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს:

ა) დამტკიცებული პროექტის ოპერატიულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება;

ბ) პროექტის მართვის პროცესის მონიტორინგი.

  1. 2.პროექტს ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო.
  2. 3.აღმასრულებელი ორგანო თავის სტრუქტურასა და წევრების რაოდენობას უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს.
  3. 4.მთავარი აღმასრულებელი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტების განხორციელებას.

 

მუხლი 8. საინვესტიციო საბჭო

  1. 1.საინვესტიციო საბჭო არის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს პროექტის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენად.
  2. 2.საინვესტიციო საბჭო შედგება ექსპერტების და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან.
  3. 3.საინვესტიციო საბჭოს რაოდენობასა და შემადგელობას ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.

 

მუხლი 9. ანგარიშგება

ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

 

მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია

                ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                მიხეილ სააკაშვილი

 

 

დანართი 3

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„საპარტნიორო ფონდის შესახებ“

საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 5 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საპარტნიორო ფონდის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.  

 

 

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე