ოქმი #12

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #12 

თბილისი      7 აპრილი, 2011წ. 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:               რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

მ.სამადაშვილი, თ. წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, ი. გაბისონია, . სირაძე, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, . ჯულაყიძე, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ძაგნიძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სოფო ვერძეული – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საპარლამენტო მდივნის თანაშემწე.

 

 

დღის წესრიგი

 

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის შესახებ“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. დიმიტრი ძაგნიძე /

 

 

  1. 2. საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ანდრო ალავიძე /

 

3. საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ანდრო ალავიძე /

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის, ჩიორა თაქთქიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების   შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ჩიორა თაქთაქიშვილი/

 

 

 

1.   მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანნმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

მომხსენებელმა წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 1) რედაქტირებული კანონპროექტი (დანართი 2).

 

აზრი გამოთქვეს:

თ. წურწუმიამ,   გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

2. მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოსკანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა, რომ   შენიშვნები გამოითქვა კანონპროექტზე „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (დანართი 4) და მათი გათვალისწინებით ცვლილება განიცადა მხოლოდ ამ კანონპროექტის ტექსტმა (დანართი 5).

 

აზრი გამოთქვეს:

თ. წურწუმიამ, გ.მელაძემ;

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

3. მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

მომხსენებელმა   წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 7) რედაქტირებული კანონპროექტი (დანართი 8).

 

აზრი გამოთქვეს:

 

გ. ჯაბუამ, გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 9).

 

4. მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების   შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის, ჩიორა თაქთქიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტის შესახებ.

 

 

მომხსენებელმა   წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 10) რადაქტირებული კანონპროექტი (დანართი 11).

 

აზრი გამოთქვეს:

 

გ. ჯაბუამ, გ. მელაძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 12).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                               გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                  რამაზ ყანჩაველი

 


დანართი 1

„საპარტნიორო ფონდის შესახებ“

საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÀÅÔÏÒÉ

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÌÏÊËÄ ÛÉÍÀÀÒÓÉ

ÂÀÈÅÀËÉÓßÉÍÄÁÉÓ ÌÃÂÏÌÀÒÄÏÁÀ

 

პარლმენტის წევრი

 

ბეჟან ბუცხრიკიძე

მე-3 მუხლი

მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში წერია, რომ „სახელმწიფო ბიუჯეტის პრივატიზაციის შედეგადო“ და მე ვფიქრობ, ალბათ შეცდომაა.

 

გათვალისწინებულია

 

 

 

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

 

დიმიტრი ძაგნიძე

მე-7 მუხლის პირველი პუნქტი

„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიული საკითხები გაურკვეველია, ბუნდოვანი ცნებაა. ბატონი პავლეს მოსაზრება იყო ხომ არ ჯობია მიმდინარე საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ყოფილიყო, რასაც ვიზიარებთ და ასახული იქნება საბოლოოდ ტექსტში.

 

გათვალისწინებულია სხვა ფორმით

მონიტორინგის ფუნქცია მიენიჭა სამეთვამყურეო საბჭოს


დანართი 2

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის შესახებ

 

მუხლი 1. სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი

  1. 1.სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სააქციო საზოგადოება.
  2. 2.ფონდი შექმნილია სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით.
  3. 3.ფონდი ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და ფონდის წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
  4. 4.ფონდის წესდებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს მთავრობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    1. 5.ფონდის მიზნებია:

ა) სამუშაო ადგილების შექმნა;

ბ) ინვესტიციების მოზიდვა;

გ) შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა;

დ) განხორციელებული პროექტების განსახელმწიფოებრიობა.

 

მუხლი 2. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპები

  1. 1. ფონდის მიერ პროექტის დაფინანსებისათვის სახელმძღვანელო პრინციპებია:

ა) პროექტის დაფინანსება კერძო სექტორის თანადაფინანსების შემთხვევაში (კერძო სექტორის თანადაფინანსება შეიძლება არ მოიცავდეს პროეტის განხორციელებისათვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას), თუ სამეთვალყურეო საბჭო არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

ბ) პროექტის დაფინანსება მოხდება კონკურენტული შერჩევის წესით.

  1. 2.ფონდში პროექტის განხილვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში იქნება მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო სამეურნეო სფეროში მინიმუმ 30 მილიონი ლარი.
  2. 3.პროექტში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია საინვესტიციო თანხის მინიმუმ 10%–ის ოდენობით.
  3. 4.ფონდში არ განიხილება ისეთი პროექტები, რომელიც უშუალოდ შეეხება მომსახურების სფეროს და უძრავ ქონებაში ინვესტირებას.

 

მუხლი 3. ფონდის სახსრები, დაფინანსების წყარო

  1. 1.ფონდი მოიზიდავს და განკარგავს საკუთარ სახსრებს.
  2. 2. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხი და გრანტები (სახელმწიფო გრანტების გარდა), რომლის დაბრუნებაზე ფონდი თავად აგებს პასუხს;

ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის წილების ან ფასიანი ქაღალდების გაყიდვა);

დ) კერძო სექტორიდან თანადაფინანსებით მოზიდული თანხები.

ე) სახელმწიფო ბიუჯეტში პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლები.

4. ფონდს უფლება აქვს მოზიდული სახსრების შედეგად განხორციელებული პროექტების ხარჯზე მიღებული მოგება მოახმაროს ფონდის მიზნებს.

 

მუხლი 4. პროექტში ფონდის მონაწილეობის ფორმა

  1. 1.პროექტის შესრულების შემდეგ ფონდი ახდენს მისი წილის არანაკლებ 25%-ის განსახელმწიფოებრიობას.
  2. 2.წილის გასხვისებაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
  3. 3.პარტნიორული უფლებამოვალეობათა გადანაწილებისა და პროექტში ფონდის წილობრივი მონაწილეობის ფორმისა და ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს:

ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი პირის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა;

ბ) სხვა შემთხვევაში, მათ შორის ახალი პროექტების დაფინანსების შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.

 

 

 

მუხლი 5. ფონდის მმართველობის სტრუქტურა

  1. 1.ფონდის მმართველობითი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო.
    1. 2.ფონდის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს საინვესტიციო საბჭო.

 

მუხლი 6. სამეთვალყურეო საბჭო

  1. 1.სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისგან.
  2. 2.სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემირ–მინისტრი.
  3. 3.სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
  4. 4.სამეთვალყურეო საბჭო ხმათა უმრავლესობით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, საინვესტიციო საბჭოს მიერ წარმოდგენილი წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, პროექტის დაფინანსების შესახებ.
  5. 5.სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს პროექტების მართვის პროცესის მონიტორინგს.

 

მუხლი 7. აღმასრულებელი ორგანო

  1. 1.აღმასრულებელი ორგანოს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს:

დამტკიცებული პროექტის მართვა.

  1. 2.პროექტს ხელმძღვანელობს მთავარი აღმასრულებელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამეთვალყურეო საბჭო.
  2. 3.აღმასრულებელი ორგანო თავის სტრუქტურასა და წევრების რაოდენობას უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს.
  3. 4.მთავარი აღმასრულებელი უშუალოდ ხელმძღვანელობს პროექტების განხორციელებას.

 

მუხლი 8. საინვესტიციო საბჭო

  1. 1.საინვესტიციო საბჭო არის სამეთვალყურეო საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანო, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს პროექტის ეფექტიანობისა და მდგრადობის შეფასება, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენად.
  2. 2.საინვესტიციო საბჭო შედგება ექსპერტების და კერძო სექტორის წარმომადგენლებისაგან.
  3. 3.საინვესტიციო საბჭოს რაოდენობასა და შემადგელობას ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.

 

მუხლი 9. ანგარიშგება

ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

 

მუხლი 10. ფონდის ლიკვიდაცია

                ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 11. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                   მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის შესახებ“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსხილვისათვის.  

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

დანართი 4

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÀÅÔÏÒÉ

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÌÏÊËÄ ÛÉÍÀÀÒÓÉ

ÂÀÈÅÀËÉÓßÉÍÄÁÉÓ ÌÃÂÏÌÀÒÄÏÁÀ

 

 

პარლამენტის წევრი

 

ვახტანგ ბალავაძე

„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე:

მე–3 პუნქტში, როდესაც ჩვენ ვამატებთ ახალ კომპეტენციებს, კარგი იქნება, ცალკე თუ გამოვყოფთ ანუ რაც არის მოქმედი, ის დარჩეს, და მე–3, ვთქვათ, პრიმა დავამატოთ, ასე გამოვაცალკევოთ. რადგან გარკვეული კომპეტენციების გადაცემაზე არის საუბარი, კარგი იქნება, თუ ვადას მივუთითებთ და ამ ვადაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ. და მესამე საკითხი, ეს გახლავთ, როდესაც ახალ ფუნქციებზე იყო საუბარი, რაღაცები ჩამოთვლილი რაც არის, ჩვენ შეგვიძლია, მე ვფიქრობ, რომ გავაერთიანოთ, იმიტომ, რომ შინაარსობრივად იგივე არის. III მოსმენის საკითხი უფრო არის, შესაბამისად, რეადაქციულად, და ერთიანად რომ ჩავწეროთ ის ფუნქციები.

 

გათვალისწინებულია ნაწილობრივ

 

დანართი 5

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ.198) მე-13 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,3. ბაკურიანის და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვების გაცემასა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობას, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, აგრათვე ტურიზმის ხელშეწყობისათვის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება თვითმმართველ ერთეულზე.“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                         მიხეილ სააკაშვილი


დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დასკვნა

კანონპროექტებზე:

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ


დანართი 7

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვისას

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის

ავტორი

მუხლი, პუნქტი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების

მდგომარეობა

1.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ან სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.

 

გათვალისწინებულია

2.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი

მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს ლიცენზიის მფლობელის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.

გათვალისწინებულია

3.

 

 

 

 

 

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

41-ე მუხლის

მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი

41-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ”ვ)” ქვეპუნქტი:

 

ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;”

 

ამასთან დაკავშირებით შეიცვალოს კანონპროექტის სათაური და ეწოდოს:   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

გათვალისწინებულია

4.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

41-ე მუხლის

მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტი

41-ე მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;”

 

გათვალისწინებულია

5.

 

 

 

 

 

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

72- მუხლის პირველი პუნქტი

72- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. ამ კანონის 71- მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

გათვალისწინებულია

6.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

72- მუხლის მე-2 პუნქტი

72- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

2. ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

დანართი 8

                                                        

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

 

  1. 1.მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ან სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.

 

  1. 2.მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.

 

  1. 3.41-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციით ”ვ)” ქვეპუნქტი:

”ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;”

 

  1. 4.41-ე მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;”

 

  1. 5.64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. იკრძალება ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:

 

ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;

ბ) რელიგიური ცერემონია;

გ) პროგრამა, მათ შორის ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინა- საარჩევნო დებატების პროგრამა ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია;

) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია.”

 

  1. 6.64-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ.”

 

  1. 7.64-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ;

 

  1. 8.64-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:

“9. ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით.”

 

  1. 9.64-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ.

 

  1. 10.64-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ტელე- ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20 %-ს. ტელეშოპინგს, გარდა სპეციალიზებული ტელეშოპინგის არხისა, ეთმობა უწყვეტად არა უმეტეს 15 წუთისა. ტელეშოპინგის საერთო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

 

  1. 11.72- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონის 71- მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

 

  1. 12.72- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

2. ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

 

უხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                         მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

დანართი 10

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის, ზვიად კუკავასა და ჩიორა თაქთაქიშვილის   მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის

ავტორი

კანონპროექტი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების

მდგომარეობა

1

 

 

 

 

იურიდიულ

საკითხთა

კომიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

კანონპროექტიდან ამოღებულ იქნეს ა), ბ), გ) ქვეპუნქტები და შესაბამისად კანონის 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 55-ე პუნქტი:

”55. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა;”

გათვალისწინებულია

2

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“   საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

კანონპროექტიდან ამოღებულ იქნეს ა), ბ), გ) ქვეპუნქტები და შესაბამისად კანონის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 29-ე პუნქტი:

”29. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა ერთ სიხშირეზე - 500 ლარი.”

შესაბემისად შეიცვალოს პროექტის სათაური.

გათვალისწინებულია

3.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

 

 

 

 

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათით მართალია კეთდება მინიშნება, თუ ვინ წარმოადგენს კომუნიკაციების სფეროში არაავტორიზებულ პირებს (ტაქსებით მომსახურება, საინფორმაციო და გადაზიდვები და სხვ), მაგრამ ჩვენი აზრით უმჯობესია მოქმედი კანონის მე–2 მუხლს დაემატოს შესაბამისი პუნქტი, რომლითაც განმარტებული იქნება   "არაავტორიზებული პირები";

არ არის გათვალისწინებული.

 

კანონში განმარტებულია ვინ არის ავტორიზებული პირი, შესაბამისად არაავტორიზებულია ყველა, ვინც არ არის ავტორიზებული.

4.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მოქმედი კანონი არ იძლევა განმარტებას ისეთი ცნების, როგორიცაა "დენადი ხასიათის" დარღვევა. აქედან გამომდინარე ამ კანონის მიზნებისათვის მიზანშეწონილია განმარტებულ იქნეს თუ რა იგულისხმება "დენად" ხასიათში.

არ არის გათვალისწინებული.

დარღვევის ”დენადი ხასიათი” დღეს მოქმედ რედაქციაში უკვე გამოიყენება. იხ. მუხლი 45,

5.

კანონპროექტის თანახმად (191 დამატება) კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რიგ შემთხვევებში აქვს უფლებამოსილება შეუჩეროს ან გაუუქმოს ავტორიზაცია იმ პირებს, რომლებიც 1 წელზე მეტი ვადით ვერ ახორციელებდნენ საქმიანობას ელექტრონული კომინიკაციების სფეროში და ამასთან ერთად ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია. მიგვაჩნია, რომ უნდა დაწესდეს შეზღუდვა, კერძოდ ერთი და იმავე პირს მიეცეს უფლება ხელახალი ავტორიზაციის გავლის მხოლოდ ერთხელ. ამავე მუხლის 1 პუნქტის ბ.ბ) ქვეპუნტის თანახმად შემოდის ცნება "ნულოვანი გაანგარიშების" სახით, რაც ასევე მიზანშეწონილია განმარტებულ იქნეს კანონპროექტით.

არ არის გათვალისწინებული.

 

ავტორიზაცია იმით განსხვავდება ლიცენზიისა და ნებართვისაგან, რომ მისი გავლა არაა შეზღუდული არაფრით. ავტორიზაციაზე უარის თქმის საფუძვლები არ უნდა არსებობდეს, ვინადიან ავტორიზაცია თავისი შინაარსით სარეგისტრაციო განაცხადია.

 

რაც შეეხება ნულოვან გაანგარიშებას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემოსავალი და ხარჯიც   ნულის ტოლია.

6.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

პროექტით კანონის 64–ე მუხლს ემატება მე–17 პუნქტი, რომლთაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება დადგენილებით განსაზღვროს "ინტერნეტ–დომენური სახელების რეგისტრაციის მინიჭებისა და მართვის სახელმძღვანელო პრინციპების", რაც უდაოდ დაარეგულირებს ინტერნეტის ქსელში ქართული დომენური სახელების რეგისტრაციის საკითხებს, მაგრამ ამასთან დასაზუსტებელია თარიღი, თუ რა კონკრეტულ ვადაში უნდა უზრუნველყოს კომისიამ შესაბამისი დადგენილების მიღება.  

გათვალისწინებულია.

 

7.

"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

შემოთავაზებული კანონპროექტით "კერძო და "სათემო" მაუწყებლობის ლიცენზია შესაბამისად იცვლება "საერთო" და "სპეციალიზებული" ლიცენზიით. ეს საკითხი საჭიროებს არგუმენტაციას, კერძოდ, რა არის მიზეზი აღნიშნული ცვლილებების და აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი "მაუწყებლობის შესახებ" კანონთან.

სათანადოდ შეიცვალოს კანონპროექტის სათაურიც.

გათვალისწინებულია

 

8.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

წარმოდგენილი კანონპრექტის თანახმად 1441 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევა გამოიწვევსსისხლის სამართლის პასუხისმგებლობასდა არა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას, როგორც ეს გათვალისწინებულიასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისპირველი მუხლით, რომელიც წარმოადგენსადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის განმარტებას”. ამასთან, თუ გარკვეული ქმედების მიმართ შესაძლებელია გამოყენებული იქნას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეს ქმედება ითვლება დანაშაულად და შესაბამისად იგი გათვალისწინებული უნდა იყოსსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით”. რადგანაცსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისმე-7 მუხლის თანახმადსისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება”.

არ არის გათვალისწინებული.

სისხლის სამართლის კოდექსში უკვე გათვალისწინებულია მე-5 პუნქტის რედაქციის ადეკვატური ნორმა, იხილეთ 3222-ე სეკუნდა მუხლი:

ამონარიდი სისხლის სამართლის კოდექსიდან:

მუხლი 3222. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული

             ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება

1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ)ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

ამასთან გთხოვთ იხილოთ ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი, სადაც აღნიშნულია, რომ:

1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა:

                                ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში;

 

 

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

კანონპროექტის პირველი მუხლის ) და ) პუნქტების თანახმადლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის 24- მუხლს ემატება 54- და 55- პუნქტები. თუმცა, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის 24- მუხლი უკვე შეიცავს 54- პუნქტს. შესაბამისად, კანონპროექტითლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონის 24- მუხლს უნდა დაემატოს 55- და 56- პუნქტები.

გათვალისწინებულია

9.

საქართველოს მთავრობა

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების   შეტანის თაობაზე

 

მიზანშეწონილია ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაცია, მინიჭება და მათ გამოყენებაზე მონიტორინგი მარეგულირებელმა კომისიამ განახორციელოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. სათანადო მითითება უნდა გაკეთდეს პროექტით შემოთავაზებულ, აღნიშნული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შეცვლილ რედაქციაში.

არ არის გათვალისწინებული

 

უცხოურ პრაქტიკაზე დაყრდნობით, დომენების მინიჭება ან საერთოდ არ რეგულირდება ან რეგულირდება   მარეგულირებლის მიერ, მინიმალურად - ნორმატიული აქტის მიღების დონეზე.

10.

საქართველოს მთავრობა

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების   შეტანის თაობაზე

 

იმის გათვალსწინებით, რომ სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დანერგვა ქვეყნის ელექტრონულ საკომუნიკაციაო ქსელებეში განსახორციელებელი პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, მიზანშეწონილია მისი დებულება მიღებულ იქნეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, სათანადო ცვლილება უნდა განხორციელდეს პროექტის მე-6 და მე-9 პუნქტებში.

არ არის გათვალისწინებული

 

დღეს მოქმედი კანონითაც ეს უფლებამოსილება კომისიას აქვს და არა მთავრობას. ევროდირექტივებიც სწორედ მარეგულირებლის ფუნქციად განსაზღვრავს პორტირების სამართლებრივ უზრუნვეყოფას.

11.

პროექტის მიხედვით, მე-191 მუხლი შეეხება ავტორიზაციის შეჩერებასა და გაუქმებას. ავტორიზებული პირების მიერ ამ კანონის მოთხოვნათა უპირობო დაცვის უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილია აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში ავტორიზაციის შეჩერების საფუძვლადქვეპუნქტის სახით, დამატებით განისაზღვროს ავტორიზებული პირის მიერელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონის არაერთგზის დარღვევის შემთხვევა. აღნიშნული შეეხება ასევე მე-191 მუხლის მე-3 პუნქტსაც.

არ არის გათვალისწინებული

 

ავტორიზაცია არ არის სანებართვო ფორმა, რომელიც პირს ანიჭებს რაიმე უფლებას, ავტორიზაცია არის განცხადება პირისა, რომ იწყებს საქმიანობას კომუნიკაციების სფეროში, ხოლო კანონდარღვევით საქმიანობის განხორციელებისას კანონი ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს, რომელიც მუშაობს და ადეკვატურია.

12.

საქართველოს მთავრობა

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების   შეტანის თაობაზე

 

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შემოთავაზებული ვარიანტით, დასაზუსტებელია ავტორიზებული პირის ვალდებულება კომისიისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. კერძოდ, კომისიას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სრულად და მოთხოვნილ ვადაში. მიზანშეწონილია დაკონკრეტდეს მოთხოვნილი ვადის მინიმალური ხანგრძლივობა.

არ არის გათვალისწინებული

 

ინფორმაციის კომისიისათვის მიწოდების ვადას განსაზღვრავს თავად კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსიდან გამომდინარე.

13.

 

 

პროექტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, “კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილისა და აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვა.” მიზანშეწონილია გარკვევით იყოს დაკონკრეტებული ყველა სახის ინფორმაცია, რომლის დამატებით გამოთხოვის უფლებაც ექნება კომისიას.

არ არის გათვალისწინებული

 

მომსახურების ბაზრის სეგმენტებისა და მათი კონკურენტუნარიანობის კვლევისთვის აუცილებელი ყველა ინფორმაცია შეუძლებელია გაიწეროს კანონით. შესაბამისი მეთოდოლოგია დამტკიცებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით.

14.

საქართველოს მთავრობა

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების   შეტანის თაობაზე

 

კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი, ავტორიზებული პირის ვალდებულებაა მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას. აღნიშნული პუნქტის პროექტით წარმოდგენილი რედაქცია კი, დეკლარაციის ცვლილების თაობაზე შეტყობინების ნაცვლად, ითვალისწინებს წილის ან აქციათა მფლობელის ცვლილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას. აღნიშნული ცვლილება არასათანადოდაა დასაბუთებული განმარტებითი ბარათით.

არ არის გათვალისწინებული

 

დღეს   მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” და ”მ” პუნქტები ფაქტობრივად ერთნაირი ინფორმაციის წარმოდგენას ითვალისწინებენ. შესაბამისად, სწორდება აღნიშნული დუბლირება და ”გ” პუნქტის რედაქცია იცვლება, კომისიის ფუნქციებიდან გამომდინარე.

 

15.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზეპროექტის 51- და 64- მუხლებში, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზეპროექტი 24- მუხლში დარღვეულიანორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალსიწინებული მუხლებისა და პუნქტების ნუმერაცია, ასევე თანამიმდევრობის უწყვეტობა.

ნაწილობრივ გათვალისწინებულია

 

არ არის გათვალისწინებული ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლთან გამოთქმული შენიშვნა. ამ მუხლს 16 პუნქტი აქვს, ემატება მე-17 და მე-18 პუნქტები.

16

საქართველოს მთავრობა

დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საზოგადოებრივი დამცველის შერჩევის საკონკურსი პირობები სახალხო დამცველის მიერ დადგინდეს სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელ სამინისტროსთან და შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

არ არის გათვალისწინებული

 

საზოგადოებრივი დამცველი განცალკევებული უნდა იყოს ხელისუფლებისაგან. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს კომუნიკაციების სფეროსთვის დამახასიათებელი სექტორული რეგულაციის პრინციპი _ მთავრობისგან განცალკევებული, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სექტორის რეგულირება. ამდენად, მიზანშეუწონელია არსებული რედაქციის გადახედვა.

 

 

 

 

 

 

დანართი11

 

პროექტი

საქართველოს კანონი

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

  1. 1.მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ჰ47 პუნქტი:

”ჰ47) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული წესით 1 წლის ვადით მინიჭებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება;”

 

  1. 2.მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 48 პუნქტი:

”ჰ48) საოპერაციო აქტივი - არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;”

 

  1. 3.მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 49 პუნქტი:

”ჰ48) რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის რესურსის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება - პირების მიერ, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება, კომისიის მიერ გაცემული ნებრთვის საფუძველზე.”

 

  1. 4.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა, ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა და გაუქმება;

 

  1. 5.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ო) ქვეპუნქტი:

”ო) ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის სამართლებრივი რეგულირება”;

 

  1. 6.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის პ) ქვეპუნქტი:

”პ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მიღება, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის ადმინისტრატორის ღია კონკურსის წესით გამოვლენა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე მონიტორინგი;”

 

  1. 7.მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

 

  1. 8.მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

 

  1. 9.მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ნ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება), კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად.”

 

  1. 10.დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-191 მუხლი:

”მუხლი 191. ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას,

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას,

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

2. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელება, კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე;

3. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირის მიერ კომისიის წინაშე შესრულებული უნდა იყოს ყველა კანონისმიერი ვალდებულება;

               4. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია, კანონით დადგენილი წესით.”

 

             11. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 25. ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივების შეძენის რეგულირება

  1. 1.ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივების შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ წილის ან აქციების შეძენის შედეგად, შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5% ან მეტი;

       2. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხორციელდება ავტორიზებული პირის 5%-მდე აქციების ან წილის შეძენა”.

 

               12. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26. შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა

1. შერწყმის ან წილის, აქციების, საოპერაციო აქტივების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.

2. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენაც ხდება.

3. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას ყოველი მონაწილე ავტორიზებული პირისა და მათთან ურთიერთდამოკიდებულებული (აფილირებული) პირების შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეულ მომსახურებაზე;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილისა ან აქციების მფლობელების შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან აფილირებულ პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივ მონაწილეობ თაობაზე.

4. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას;

5. კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს;

6. ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილისა და აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვ.

7. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდგომ განახორციელოს 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

 

       13. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება

1. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმის ან შეძენის თაობაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

2. შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია, შემდეგ გარემოებებისას:

) თუ შერწყმის ან შეძენის შემდგომ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიჰონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;

) შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;

) შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწმა ან მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტის, რომელიც აღმავალი (დაღმავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას;

3. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე შერწყმის ან შეძენის თაობაზე კომისიაში წარმოდეგნილი შეტყობინება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია კონფიდენციალურია;

4. კომისია უფლებამოსილია თანხმობის მიცემის შემთხვევაში მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ან საოპერაციო აქტივების შემძენ ავტორიზებულ პირს, შემდგომ საქმიანობაში ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის შენარჩუნებას;

                5. კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოთხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვან დარღვევას;

6. კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვნი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივების შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა,   ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);

7. შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილი არიან შერწყმის ან შეძენის ნებისმიერ ეტაპზე შესთავაზონ კომისიას საკუთარი წინადადებები მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად;

 

       14. 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

 

15. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 45. პასუხისმგებლობა

1. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

2. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;

3. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;

4. პირის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ნებართვის მოქმედების განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პირს ნებართვა ჩამოერთმევა.

 

         16. 471-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით - 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებული პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.”

 

           17. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-31 მუხლი:

”31. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსი გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსების ოპტიმალური და ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით;”

 

         18. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25%-ს ან მეტის მფლობელი.

 

         19. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 51. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებას.

2. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს გადაპირება:

ა) თუ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა, რომ პირს, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიმართ აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი და იმავდროულად აღიარებული ფინანსური ვალდებულებები, ხოლო ერთობლივი განცხადებით წარმოდგენილ გადაპირების ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული შეუსრულებელ ვალდებულებათა ბედი და გადაპირების შეზღუდვის თაობაზე კომისიას განცხადებით მიმართა დაინტერესებულმა საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა;

) თუ გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება;

) თუ პირი, პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას,  დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად, ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 % - ან მეტის მფლობელი;

დ) თუ ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებლებს მიეწოდებათ სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მათთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.”

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა გ) ქვეპუნქტისა, ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველი პირის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდგომ.

4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობების და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გაივლის შემდეგ.

5. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით.”

20. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-81 მუხლი:

”81. დაუშვებელია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის განმავლობაში;”

 

                21. 52-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია, ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ, მომხმარებლებისათვის (მათ შორის ბოლო მომხმარებლებისათვის) მომსახურების მიწოდება;”

 

22. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 54. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში;

) ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა;

დ) სალიცენზიო პირობების დარღვევა, ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;

2. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის გაუქმების უფლება.

3. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.

 

23. 64-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნას;

 

24. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-17 პუნქტი:

”17. კომისიამ 2012 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება ”ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ”.

 

25. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 18-ე პუნქტი:

”18. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებმა, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ აქვთ, პრაქტიკული საქმიანობა დაიწყონ 2011 წლის 1 სექტემბრამდე.”

 

მუხლი 2. ეს კანონი გამოქვეყნდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 5.09.2003, მუხ. 195) შევიდეს შემდეგი სახის დამატება:

ა) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 29-ე პუნქტი:

”29. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა ერთ სიხშირეზე - 500 ლარი.”

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“

საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 18.07.2005, მუხლი 264) შევიდეს შემდეგი დამატება:

ა) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 55-ე პუნქტი:

”55. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა;”

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

     საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) 1441-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 1441. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა

1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ და მეტჯერ, –

გამოიწვევს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 000 ლარის ოდენობით.

5. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმეორებით,

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

      

   საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

“დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი

ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის აობაზე

 

მუხლი 1. ”დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) მე-152-ე მუხლში შეტანილ იქნას ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

 

მუხლი 152. საზოგადოებრივ დამცველის დანიშვნა და უფლებამოსილების ვადა

1. საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევ ღია კონკურსის წესით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 10 დღის ვადაში შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე გამოსცემს დანიშვნის ბრძანებას;

2. საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ქმნის სახალხო დამცველი, არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით, რომელშიც შედიან შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, აგრეთვე საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით;

3. საკონკურსი პირობები დგინდება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

4. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება 2 წლის ვადით;

5. საზოგადოებრივი დამცველის ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამ კანონის 153, 154 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ან ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას მისი ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ანდა გარდაცვლილად გამოცხადების საფუძველზე.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                      მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 7 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების   შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 
modules