ოქმი #14

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #14

.                                                                                                                                           თბილისი                                     18 აპრილი, 2011 .

 

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: თეიმურაზ წურწუმია

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

ომიტეტის წევრები:

. მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, გ. კანდელაკი, . კიკალეიშვილი, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, . ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, ვ. ქარუმიძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია   _ ფინანსთაA მინისტრის მოადგილე, სერგო ბირკაძე _ ფინანსთაA სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

 

დღის წესრიგი:

 

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა–პროექტი2)“

/მომხ. რუსუდან კემულარია/  

 

  1. 2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს სახელით როგორც მსესხებელი, და SOCIETE GENERALE – ს, როგორც უფლებამოსილ წამყვან ორგანიზატორს და სესხის გამცემს, შორის COFACE – ის მყიდველის საკრედიტო ხელშეკრულება“

/მომხ. რუსუდან კემულარია/  

1.       განიხილეს:

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა–პროექტი2)“ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულება.

 

აღინიშნა, რომ პროექტის დონორიაზიის განვითარების ბანკი (ADB). მასთნ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა       2011 წლის 24 მარტს.

 

სესხის ფინანსური პირობებია: სესხის ოდენობა150 მლნ. აშშ დოლარი, ხანგრძლივობა     25 წელი; აქედან შეღავათიანი პერიოდი       5 წელი. საპროცენტო განაკვეთი Libor - ზე დაფუძნებული ცვალებადი განაკვეთი, რომელიც 2011 წლის 24 მარტისთვის შეადგენდა დაახლოებით 0.74%- წლიურად.                  

 

პროექტის მიზანია:    . ბათუმის ახალი, ორზოლიანი შემოვლითი (დაახლოებით 14 კმ. სიგრძის)         გზის მშენებლობა; საბაჟოსათვის სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ავტომანქანებისა და მგზავრების შესამოწმებელი აღჭურვილობით უზრუნველყოფა.

 

მშენებლობის ვადები შემდეგია: სამობილიზაციო-სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2011 წლის მეორე ნახევარში. მშენებლობის დასრულება ნავარაუდევია 2014 წლისთვის. პროექტის განხორციელება, კოორდინაცია და მონიტორინგი ევალება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩარკვიანმა, ბირკაძემ, წურწუმიამ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

2.   განიხილეს:

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს სახელით როგორც მსესხებელი, და SOCIETE GENERALE – ს, როგორც უფლებამოსილ წამყვან ორგანიზატორს და სესხის გამცემს, შორის COFACE – ის მყიდველის საკრედიტო ხელშეკრულების“ შესახებ.

 

აღინიშნა, რომ 30 მარტს საქართველოს სახელით მოქმედი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ფრანგულ ბანკ Societe Generale-ს შორის, Eurocopter-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის სამი ვერტმფრენის (ორი AS 332 L1 და ერთი AS 350 B3) მიწოდების და თანმდევი მომსახურების დაფინანსების მიზნით, დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება (Coface Buyer Credit Agreement) რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 41,538,825 ევრომდე კრედიტის გამოყოფას შემდეგი პირობებით: კრედიტის ხანგრძლივობაა 9.5 წლამდე, მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 2.5 წლამდე (დამოკიდებულია საკრედიტო ტრანშების ათვისების გრაფიკზე). წლიური საპროცენტო განაკვეთი:         EURIBOR + 1.8%; ერთჯერადი მომსახურების საკომისიო:   0.95%; ვალდებულების გადასახდელი:                წლიური 0.7% კრედიტის აუთვისებელ თანხაზე; COFACE-ის სადაზღვევო პრემია:                    ჯამში 3,169,825 ევრო, რომელიც ფინანსდება კრედიტის თანხიდან

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, ჯაბუამ, წურწუმიამ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                   თეიმურაზ წურწუმია

 

სხდომის მდივანი                                                              რამაზ ყანჩაველი

 

 

დანართი 1

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:          საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ სასესხო ხელშეკრულებაზე

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა–პროექტი2)“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა–პროექტი2)“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

 

 

თეიმურაზ წურწუმია

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს სახელით როგორც მსესხებელი, და SOCIETE GENERALE – ს, როგორც უფლებამოსილ წამყვან ორგანიზატორს და სესხის გამცემს, შორის COFACE – ის მყიდველის საკრედიტო ხელშეკრულებაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომელიც მოქმედებს საქართველოს სახელით როგორც მსესხებელი, და SOCIETE GENERALE – ს, როგორც უფლებამოსილ წამყვან ორგანიზატორს და სესხის გამცემს, შორის COFACE – ის მყიდველის საკრედიტო ხელშეკრულება“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

 

 

თეიმურაზ წურწუმია

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე