ოქმი #13

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი  #13

 

.                                                                                                                                        თბილისი                                 8 აპრილი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ.სამადაშვილი, თ. წურწუმია, . მარსაგიშვილი, .ბადაგაძე, ზ.კიკალეიშვილი, კ. კურდღელაშვილი, რ. მაისურაძე, დ. ოვაშვილი, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, ი. გაბისონია, . სირაძე, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, პავლე კუბლაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან ვეფხვაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტის კოორდინატორი,სოფო ვერძეული – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საპარლამენტო მდივნის თანაშემწე, ზვიად ქორიძე – ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ელისო ჩაფიძე – საინიციატივო ჯგუფის წევრი.

 

დღის წესრიგი

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების   შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ჩიორა თაქთაქიშვილი/

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, აკაკი მინაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ჩიორა თაქთაქიშვილი/

 

3.საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

1. მესამე

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“   საქართველოს კანონში ცვლილებების     შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“  საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტის შესახებ. მომხსენებელმა წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 1) რედაქტირებული კანონპროექტი (დანართი 2).

 

აზრი გამოთქვეს:

პ. კუბლაშვილმა, ლ. ვეფხვაძემ, გ. მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

2. მესამე

   მოსმით

   განიხილეს:

მოხსენება „მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, აკაკი მინაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. მომხსენებელმა   წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 4) რედაქტირებული კანონპროექტი (დანართი 5).

 

აზრი გამოთქვეს:

პ. კუბლაშვილმა, ლ. ვეფხვაძემ,გ. მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

3.  მესამე

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

მომხსენებელმა   წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 7) რედაქტირებული კანონპროექტი (დანართი 8).

 

აზრი გამოთქვეს:

პ. კუბლაშვილმა, თ. კორძაიამ, ე. ჩაფიძემ, გ.მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹9).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                   გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                         რამაზ ყანჩაველი

 


დანართი 1

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის, ზვიად კუკავასა და ჩიორა თაქთაქიშვილის   მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

შენიშვნის

ავტორი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების

მდგომარეობა

1

 

 

 

 

საქართველოს მთავრობა

 

კანონპროექტიდან ამოღებულ იქნეს პირველი მუხლმე–5 პუნქტი

  1. 5.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ო) ქვეპუნქტი:

”ო) ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის სამართლებრივი რეგულირება”;

გათვალისწინებულია

2

კანონპროექტიდან ამოღებულ იქნეს პირველი მუხლ24–ე პუნქტი

     24. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-17 პუნქტი:

”17. კომისიამ 2012 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება ”ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ”.

გათვალისწინებულია

3.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

 

შესაბამისად მოხდეს დარჩენილი პუნქტების გადანომრვა

გათვალისწინებულია

 


დანართი 2

პროექტი

 

 

საქართველოს კანონი

 

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

  1. 1.მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ჰ47 პუნქტი:

”ჰ47) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული წესით 1 წლის ვადით მინიჭებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება;”

 

  1. 2.მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 48 პუნქტი:

”ჰ48) საოპერაციო აქტივი - არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;”

 

  1. 3.მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 49 პუნქტი:

”ჰ48) რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის რესურსის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება - პირების მიერ, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება, კომისიის მიერ გაცემული ნებრთვის საფუძველზე.”

  1. 4.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა, ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა და გაუქმება;

 

  1. 5.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის პ) ქვეპუნქტი:

”პ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მიღება, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის ადმინისტრატორის ღია კონკურსის წესით გამოვლენა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე მონიტორინგი;”

 

  1. 6.მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

 

  1. 7.მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

 

  1. 8.მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ნ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება), კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად.”

 

  1. 9.დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-191 მუხლი:

”მუხლი 191. ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას,

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას,

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

2. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელება, კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე;

3. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირის მიერ კომისიის წინაშე შესრულებული უნდა იყოს ყველა კანონისმიერი ვალდებულება;

         4. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია, კანონით დადგენილი წესით.”

 

             10. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 25. ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივების შეძენის რეგულირება

  1. 1.ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივების შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ წილის ან აქციების შეძენის შედეგად, შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5% ან მეტი;

       2. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხორციელდება ავტორიზებული პირის 5%-მდე აქციების ან წილის შეძენა”.

 

               11. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26. შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა

1. შერწყმის ან წილის, აქციების, საოპერაციო აქტივების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.

2. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენაც ხდება.

3. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას ყოველი მონაწილე ავტორიზებული პირისა და მათთან ურთიერთდამოკიდებულებული (აფილირებული) პირების შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეულ მომსახურებაზე;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილისა ან აქციების მფლობელების შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან აფილირებულ პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივ მონაწილეობ თაობაზე.

4. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას;

5. კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს;

6. ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილისა და აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვ.

7. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდგომ განახორციელოს 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

 

       12. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება

1. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმის ან შეძენის თაობაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

2. შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია, შემდეგ გარემოებებისას:

) თუ შერწყმის ან შეძენის შემდგომ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიჰონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;

) შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;

) შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწმა ან მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტის, რომელიც აღმავალი (დაღმავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას;

3. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე შერწყმის ან შეძენის თაობაზე კომისიაში წარმოდეგნილი შეტყობინება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია კონფიდენციალურია;

4. კომისია უფლებამოსილია თანხმობის მიცემის შემთხვევაში მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ან საოპერაციო აქტივების შემძენ ავტორიზებულ პირს, შემდგომ საქმიანობაში ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის შენარჩუნებას;

                5. კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოთხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვან დარღვევას;

6. კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვნი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივების შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა,   ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);

7. შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილი არიან შერწყმის ან შეძენის ნებისმიერ ეტაპზე შესთავაზონ კომისიას საკუთარი წინადადებები მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად;

 

       13. 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

 

14. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 45. პასუხისმგებლობა

1. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

2. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;

3. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;

4. პირის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ნებართვის მოქმედების განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პირს ნებართვა ჩამოერთმევა.

 

         15. 471-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით - 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებული პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.”

 

           16. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-31 მუხლი:

”31. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსი გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსების ოპტიმალური და ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით;”

 

         17. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25%-ს ან მეტის მფლობელი.

 

                18. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 51. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებას.

2. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს გადაპირება:

ა) თუ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა, რომ პირს, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიმართ აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი და იმავდროულად აღიარებული ფინანსური ვალდებულებები, ხოლო ერთობლივი განცხადებით წარმოდგენილ გადაპირების ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული შეუსრულებელ ვალდებულებათა ბედი და გადაპირების შეზღუდვის თაობაზე კომისიას განცხადებით მიმართა დაინტერესებულმა საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა;

) თუ გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება;

) თუ პირი, პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას,  დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად, ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 % - ან მეტის მფლობელი;

დ) თუ ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებლებს მიეწოდებათ სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მათთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.”

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა გ) ქვეპუნქტისა, ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველი პირის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდგომ.

4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობების და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გაივლის შემდეგ.

5. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით.”

 

 

19. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-81 მუხლი:

”81. დაუშვებელია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის განმავლობაში;”

 

                20. 52-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია, ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ, მომხმარებლებისათვის (მათ შორის ბოლო მომხმარებლებისათვის) მომსახურების მიწოდება;”

 

21. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 54. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში;

) ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა;

დ) სალიცენზიო პირობების დარღვევა, ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;

2. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის გაუქმების უფლება.

3. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.

 

22. 64-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნას;

 

23. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 18-ე პუნქტი:

”18. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებმა, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ აქვთ, პრაქტიკული საქმიანობა დაიწყონ 2011 წლის 1 სექტემბრამდე.”

 

 

მუხლი 2. ეს კანონი გამოქვეყნდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                              მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 8 აპრილის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების   შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 


დანართი 4

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, აკაკი მინაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÀÅÔÏÒÉ

ÛÄÍÉÛÅÍÉÓ ÌÏÊËÄ ÛÉÍÀÀÒÓÉ

ÂÀÈÅÀËÉÓßÉÍÄÁÉÓ ÌÃÂÏÌÀÒÄÏÁÀ

1

 

 

 

 

 

 

საქართველოს

პარლამენტის წევრი ლევან ვეფხვაძე

 

 

 

 

 

 

 

 

კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის2, “3” და4ქვეპუნქტებ:

2) ბენეფიციარი მესაკუთრეპირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინმისი მმართველი ორგანოს წევრი;”;

3) იდეალური მიზნებისათვის შექმნილი იურიდიული პირი _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ქონება, მათ შორის მოგება არ შეიძლება განაწილდეს მის წევრთა შორის;”;

4) ოფშორული ზონა - სახელმწიფო ან სახელმწიფოს ტერიტორია,   რომელშიც დაცულია იურიდიული პირის საკუთრების, საქმიანობისა და მისი პარტნიორების/აქციონერების კონფიდენციალობა;”;

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

          

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს

პარლამენტის

წევრი

ლევან ვეხვაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კანონპროექტის პირველი მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

4. 37- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

) ადმინისტრაციული ორგანო;

) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი.

) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.“;

 

გათვალისწინებულია

 

 

          

 

3

 

 

 

საქართველოს

პარლამენტის

წევრი

ლევან ვეხვაძე

 

კანონპროექტის პირველი მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის 371- მუხლი:

მუხლი 371. შესაბამისობის დეკლარაცია

1. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სალიცენზიო განაცხადს თან დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

 

) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

) მონაცემები, ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ  ამ კანონის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს;

) ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებლის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

2. შესაბამისობის დეკლარაცია კომისიას წარედგინება ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

 

გათვალისწინებულია

4

საქართველოს

პარლამენტის

წევრი

ლევან ვეხვაძე

 

კანონპროექტის პირველი მუხლის მე–11 პუნქტი „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”19. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე.”

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 5

 

პროექტი

საქართველოს კანონი

მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.მაუწყებლობის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის2, “3” და4ქვეპუნქტებ:

2) ბენეფიციარი მესაკუთრეპირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ პირს არ გააჩნია მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინმისი მმართველი ორგანოს წევრი;”;

3) იდეალური მიზნებისათვის შექმნილი იურიდიული პირი _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ქონება, მათ შორის მოგება არ შეიძლება განაწილდეს მის წევრთა შორის;”;

 

4) ოფშორული ზონა - სახელმწიფო ან სახელმწიფოს ტერიტორია, რომელშიც დაცულია იურიდიული პირის საკუთრების, საქმიანობისა და მისი პარტნიორების/აქციონერების კონფიდენციალობა;”;

 

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-9 პუნქტი:

 

”9. კომისია საჯაროობის უზრუნველსაყოფად ქმნის საკუთარ ვებ-გვერდს ინტერნეტში და ახდენს განთავსებული ინფორმაციის სისტემატურ განახლებას; კომისიის გადაწყვეტილებები, მათ შორის კომისიის ბიუჯეტისა და მისი შესრულების ანგარიშის დამტკიცების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებები, კომისიის ვებ-გვერდზე განთავსდება გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისობის დეკლარაციები მათი კომისიაში წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.”;

3. 36-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

”11. მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.”;

 

4. 37- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:

) ადმინისტრაციული ორგანო;

) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი.

) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.“;

 

5. კანონს დაემატოს შემდეგი რედაქციის 371- მუხლი:

მუხლი 371. შესაბამისობის დეკლარაცია

1. ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სალიცენზიო განაცხადს თან დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

) ლიცენზიის მაძიებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

) მონაცემები, ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ წარმოადგენენ  ამ კანონის 37–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს;

) ინფორმაცია, ლიცენზიის მაძიებლის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

2. შესაბამისობის დეკლარაცია კომისიას წარედგინება ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

 

6. 38-ე მუხლი მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება:

,,ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.”;

 

7. 41- მუხლის:

) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. კომისია მაუწყებლობის ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.”;

 

) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციისქვეპუნქტი:

) ,,შესაბამისობის დეკლარაცია;”;

 

გ) მე-4 პუნქტის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;”

 

) დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:

”7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,, და ,, ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია და საქმიანობის დაფინანსების გეგმა, მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში, განისაზღვრება სალიცენზიო პირობებად.”

 

8. 61- მუხლის:

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ა) შესაბამისობის დეკლარაცია;”

 

) ამოღებულ იქნასქვეპუნქტი;

 

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-ლი პუნქტი:

„ლიცენზიის მფლობელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1-ლი თებერვლისა.”

 

) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

“3. ლიცენზიის მფლობელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებ-გვერდზე.

 

 

9. 62- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“1.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია, მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებ-გვერდზე

 

10. 70-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გარდა გათვალისწინებული უნდა იყოს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის შემოსავლები რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულობებიდან ცალ-ცალკე.“

 

11. 76-ე მუხლის:

ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”19. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა მოამზადოს წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის თაობაზე.”

 

) დაემატოს შემდეგი შინაარსის 29- პუნქტი:

„29. მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არაუგვიანეს 2012 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ამ კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარდგენა, ასევე შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნება საკუთარ ვებ-გვერდზე ინტერნეტის მეშვეობით.“

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 8 პრილის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, აკაკი მინაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და პავლე კუბლაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 


დანართი7

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვისას

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

შენიშვნის

ავტორი

მუხლი, პუნქტი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების

მდგომარეობა

1.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი

მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ან სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.

გათვალისწინებულია

2.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი

მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.

გათვალისწინებულია

3.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

24-ე მუხლის მე-31 პუნქტი

24-ე მუხლს დაემატოს მე-31 პუნქტი:

“31. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ნაცვლად დანიშნული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მეურვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის თანამდებობა რჩება ვაკანტური უფლებოსილების ვადის ამოწურვამდე.“

გათვალისწინებულია

4.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

33-ე მუხლს მე-6 პუნქტი

33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

“6. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს საკრედიტო დავალიანებების და წლის ბოლოს წარმოქმნილი გარდამავალი გადასახდელების დასაფარავად.“

გათვალისწინებულია

5.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

63-ე მუხლის მე-8-9 პუნქტები

63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

          “8. საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე იკრძალება კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის განთავსება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით და ამ კანონის 64-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

        9. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის განთავსებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისი არხით მაუწყებლობაზე, რომელიც ხორციელდება მხოლოდ სატელიტის ან/და ინტერნეტის საშუალებით.“

გათვალისწინებულია

6.

 

 

 

 

 

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

41-ე მუხლის

მე-3 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი

41-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ”ვ)” ქვეპუნქტი:

 

ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;”

 

ამასთან დაკავშირებით შეიცვალოს კანონპროექტის სათაური და ეწოდოს:   „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

გათვალისწინებულია

7.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

41-ე მუხლის

მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტი

41-ე მუხლის მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;”

გათვალისწინებულია

8.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

64-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი

64-ე მუხლის:

          ა) 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                “1. კომერციული რეკლამა ან ტელეშოპინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში, საკონკურსო პროგრამების დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.

                2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე ტელეშოპინგს დღე-ღამის განმავლობაში უნდა დაეთმოს არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო კომერციულ რეკლამას – არა უმეტეს 30 წუთისა. კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის საერთო მოცულობა 1 საათში არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს (6 წუთს). საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე სპორტულ რეპორტაჟში კომერციული რეკლამა განთავსდება მხოლოდ რეპორტაჟის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.“

გათვალისწინებულია

9.

 

 

 

 

 

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

72- მუხლის პირველი პუნქტი

72- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონის 71- მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

გათვალისწინებულია

10.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

72- მუხლის მე-2 პუნქტი

72- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

2. ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

გათვალისწინებულია

11.

პარლამენტის წევრი

პავლე კუბლაშვილი

კანონპროექტს დაემატოს მუხლი

კანონპროექტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე მუხლი:

უხლი 2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის როტაციის უზრუნველსაყოფად ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის 1/3-ის განახლება 2 წელიწადში ერთხელ. ამ მიზნით, წილისყრის შედეგად საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წევრისთვის განისაზღვრება 2013 წლის  1 სექტემბრამდე , 5 წევრისთვის - 2015 წლის 1 სექტემბრამდე და 5 წევრისთვის - 2017 წლის -1 სექტემბრამდე.

გათვალისწინებულია

 


დანართი 8                                  

                                                           პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

 

  1. 1.მე-14 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                5. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დეკლარაციის შესახებ. მაუწყებელი ვალდებულია 5 დღის ვადაში საკუთარ ეთერში საუკეთესო დროს გადასცეს დეკლარაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა ან სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.

 

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განიხილოს მაუწყებლის მიმართ შესაბამისი სანქციის გამოყენების საკითხი.

 

  1. 2.24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

         “31. მეურვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ნაცვლად დანიშნული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მეურვის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის თანამდებობა რჩება ვაკანტური უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.“

  1. 3.33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

“6. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები მიმართოს საკრედიტო დავალიანებების და წლის ბოლოს წარმოქმნილი გარდამავალი გადასახდელების დასაფარავად.“

 

  1. 4.41-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციით ”ვ)” ქვეპუნქტი:

               ”ვ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა;”

                   ბ) მე-4 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             ”გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიოსამაუწყებლო პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;”

 

  1. 5.63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

                “8. საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე იკრძალება კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის განთავსება, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით და ამ კანონის 64-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

        9. ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები კომერციული რეკლამის და ტელეშოპინგის განთავსებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისი არხით მაუწყებლობაზე, რომელიც ხორციელდება მხოლოდ სატელიტის ან/და ინტერნეტის საშუალებით.“

          6. 64-ე მუხლის:

          ა) 1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                “1. კომერციული რეკლამა ან ტელეშოპინგი საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე შეიძლება განთავსდეს მხოლოდ სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ფარგლებში, საკონკურსო პროგრამების დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.

                2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე ტელეშოპინგს დღე-ღამის განმავლობაში უნდა დაეთმოს არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო კომერციულ რეკლამას – არა უმეტეს 30 წუთისა. კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის საერთო მოცულობა 1 საათში არ უნდა აღემატებოდეს 10%-ს (6 წუთს). საზოგადოებრივი მაუწყებლის არხზე სპორტულ რეპორტაჟში კომერციული რეკლამა განთავსდება მხოლოდ რეპორტაჟის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.“

 

                ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                4. იკრძალება ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:

 

ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;

 

ბ) რელიგიური ცერემონია;

გ) პროგრამა, მათ შორის ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინა- საარჩევნო დებატების პროგრამა ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია;

) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია.”

 

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „5. პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ.”

 

დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ;

 

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:

“9. ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით.”

 

                ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ.

 

ზ) მე-11 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ტელე- ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20 %-ს. ტელეშოპინგს, გარდა სპეციალიზებული ტელეშოპინგის არხისა, ეთმობა უწყვეტად არა უმეტეს 15 წუთისა. ტელეშოპინგის საერთო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

 

  1. 6.72- მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონის 71- მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის მფლობელს ან/და საზოგადოებრივ მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

 

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

2. ლიცენზიის მფლობელის ან/და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

 

 

უხლი 2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის როტაციის უზრუნველსაყოფად ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში სამეურვეო საბჭოს მოქმედ წევრებს შორის ტარდება წილისყრა, რომლის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის 1/3-ის განახლება 2 წელიწადში ერთხელ. ამ მიზნით, წილისყრის შედეგად საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წევრისთვის განისაზღვრება 2013 წლის  1 სექტემბრამდე , 5 წევრისთვის - 2015 წლის 1 სექტემბრამდე და 5 წევრისთვის - 2017 წლის 1 სექტემბრამდე. წილისყრის წესს და დროს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 8 აპრილის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 
modules