| ოქმი # 16 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი # 16
ქ. თბილისი 3 მაისი 2011 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
/პირველი მოსმენა/ /მომხ. ზვიად კუკავა/ 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ /პირველი მოსმენა/ /მომხ. ნინო ენუქიძე/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
პროექტი საქართველოს კანონში
,, ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
მუხლი 1. ”ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N59, 02.11.2010, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
”თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ”.
”მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს.”.
”მუხლი 2. ეს კანონი ვრცელდება დანართ 1 და 2-ით გათვალისწინებულ ქობულეთის და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონის და სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.”
”გ) თავისუფალი ტურისტული ზონა - ზონა, სადაც მოქმედებს ამ კანონით დადგენილი პირობები და შეღავათები.”.
ვ) სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობა.
“2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.”.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე ,, ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ,,ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
,,მუხლი 48. წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.”
,,მუხლი 49. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების თვითნებური დაკავება
– გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. დაცული ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში მიწების თვითნებური დაკავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“
,,მუხლი 66. უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით 1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით. 3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის, ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე. 4. ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით.“.
„მუხლი 662. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის” (ჩIთEშ) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის” (ჩIთEშ) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
„მუხლი 792. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარით.“ შენიშვნა: ამ მუხლის თანახმად ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში დაღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
,,მუხლი 841. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარვევის მუხლებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნების შეუსრულებლობა 1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევების ჩადენის შემდეგ, მათი აღმოფხვრის თაობაზე, ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციული მიწერილობის დადგენილი ვადებში შეუსრულებლობა, - გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) დადებას ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა დარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით, ხოლო დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) არსებობის შემთხვევაში იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა დარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევების აღმოფხვრის თაობაზე, ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილი ვადებში შეუსრულებლობა, - გამოიწვევს დაკისრებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გაორმაგებას. 3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა), - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: სალიცენზიო ან სანებართო პირობების დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
,,მუხლი 841. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით”.
„მუხლი 1282. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა 1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, –გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. 4. ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით. 6. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება), – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარეების კონფისკაციით ან უამისოდ. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხე-მცენარეების კონფისკაციით. 8. სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესების დარღვევით ან ხე–ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან/ხე-მცენარეებთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ (საჭაპნე ტრანსპორტის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობა არ მოითხოვება), გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ/ხე-მცენარეებად ჩაითვლება ხე-ტყე/ხე-მცენარეები, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ გააჩნია სათანადო დოკუმენტი ან ამავე აქტით დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, ოქმის შემდგენს უფლება აქვს განახორციელოს პირველადი გადამუშავების ადგილების დათვალიერება, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება, ასევე მოითხოვოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დოკუმენტები, ხოლო დარღვევის აღმოჩენისას მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.”.
„მუხლი 1283. ხე–ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილ ვადებში ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ანგარიშის (მათ შორის ყოველთვიური ანგარიშის) ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის შესაბამის ორგანოში წარუდგენლობა, ასევე სპეციალური ფირნიშის ან/და საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარეების ან/და მისგან მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარეების ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარეების მიღებასთან, შენახვასთან, გადამუშავებასთან ანდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარეების ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის და სახერხი დანადგარებისა და მოწყობილებების კონფისკაციით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე/ხე-მცენარეები, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით.“
„მუხლი 1284. იმპორტირებული ხე–ტყის მარკირებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. იმპორტირებული ხე–ტყის მარკირებისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ხე–ტყის მარკირების მოთხოვნების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით.“.
„მუხლი 1285. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე–ტყის მარკირების, ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა 1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე–ტყის მარკირების, ასევე მათი აღრიცხვის წესების დარღვევა, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ხე–ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების გაუხარჯავი ან/და დაზიანებული ფორმების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილ წესით წარმოუდგენლობა, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“ 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
,,1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური მოჭრა, ან გამწვანებისათვის გამოყოფილი ზოლის დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე–491, 501–554, 56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281, 1282 – 1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.
,,მუხლი 222. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვს ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–573, 58-ე, 581, 59-ე, მე–60–603, 611–792, 82-ე–855, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 89-ე–893, 1031, 1283-1285, 151-ე (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 2. ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო განიხილავს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის პროცესში ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 572, 962 და 1735 მუხლებით. 3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“
,,4. ამ კოდექსის 48-ე–49–ე, 51-ე–512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57–ე–59–ე, მე–60, 603, 611–792, 82-ე–86, 89-ე–893, 1031, 104-ე, 1282–1285, 151-ე (გარდა 151–ე მუხლის მე–3 ნაწილისა), 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები.“
,,41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლები.”
,,42. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე–2 ნაწილით, 511, 512, 531 , 554, 58-ე, 581, 582, 59–ე, მე–60, 603, 611, 63 , 631, 641, 65–ე მუხლებით, 66–ე მუხლი პირველი და მე–2 ნაწილებით, 661–68, 69–ე, 694, 695 მუხლებით, 71–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით, 73–ე, 76–ე, 77–ე, 78–ე, 791, 792, 82–ე, 821 მუხლებით, 822 მუხლის 1–4–ე ნაწილებით, 84-ე, 85–ე, 851, 852, 853, 854, 855 მუხლებით, 86–ე მუხლის (გარდა 86–ე მუხლის მე–2 და მე–6 ნაწილებისა), 89–893, 912 მუხლებით, 1282–ე მუხლის (გარდა 1282–ე მუხლის მე–2, მე–6 და მე–7 ნაწილებისა), 1461, 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.“
„43. ამ კოდექსის 51–ე, 512, 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.“.
”41. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-4−მე-5 ნაწილებით, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან ერთად).”
”ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს - ამ კოდექსით სააგენტოს ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში.“.
,,5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიძლება განხილულ იქნას სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში დამრღვევისათვის დადგენილი წესით საქმის განხილვის ადგილისა და დროის წინასწარი შეტობინების საფუძველზე.“
,,21. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ამ კოდექსის 222–ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება თოთხმეტი დღის ვადაში.“
,,3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა დამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად და გადახდისას მიეთითება დამრღვევი პიროვნების მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ან სასამართლო დადგენილების ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (მისი არსებობის შემთხვევაში).“
მუხლი 2. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე–16-მე–19 ნაწილებისა ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან. 2. ამ კანონის მე–16-მე–19 ნაწილები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, ¹ 1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) XVI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“XVI თავი სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი 1. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო. 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.”
მუხლი 2. 1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამოცემულ იქნეს საქართველოს მთავრობის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) “საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ”; ბ) “გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ”; 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში გამოცემულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) “საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებების და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ”; ბ) “საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნებით სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ”; გ) “ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ”; დ) “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ”.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2010 წლის 4 მაისის საქართველოს კანონის (სსმ, 26, 20.05.2010) მე-2 მუხლი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. “საქართველოს ტყის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹28(35), 1999 წელი, მუხ. 148) 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მუხლი 108. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი
ტყეების მდგომარეობის, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების, აგრეთვე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ბუნებრივი რეუსრსების სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
“საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. “საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 2009 წლის 16 ივლისის საქართველოს კანონის (სსმ, 20, 28.07.2009) მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
“სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის “ე1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ე1) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
“ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის (სსმ, ¹43, 2000 წელი, მუხ. 122) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისათვის სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. “გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹47, 26.12.2007, მუხ. 404) მე-19 მუხლის:
“2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აკონტროლებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ბუნებრივი რესურსების სააგენტო.”
“4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გაცემისას სანებართვო პირობებში ასახული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ბუნებრივი რესურსების სააგენტო.” 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმებით.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე |






