| ოქმი # 15 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი # 15
ქ. თბილისი 29 აპრილი 2011 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
/მეორე მოსმენა/ /მომხ. ზვიად კუკავა/
/მეორე მოსმენა/ /მომხ. ზვიად კუკავა/
/პირველი მოსმენა/ /მომხ. ნინო ენუქიძე/
/პირველი მოსმენა/ /მომხ. ნინო ენუქიძე/
/მომხ. რუსუდან კერვალიშვილი/
/მომხ. ანდრო ალავიძე/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 2
პროექტი
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომში – შავი სია) – შავი სია, რომელსაც ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შავი სია აისახება შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომში – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი);”. ბ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ო1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ო1) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი კონკურსისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;”.
გ) ,,ყ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ყ) კონკურსი – ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველის გადაწყვეტილებით;”. დ) ,,ტ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ტ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ტ1) სტატუსი - ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტული ეტაპი;”.
2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) შავი სიის წარმოება;“.
3. მე-7 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. შეჩერებული შესყიდვის პროცედურის გაგრძელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. თუ სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს ან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს ის საწარმო, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე–19 მუხლის დებულებების გავრცელების შემთხვევები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
5. 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა: ა.ა) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სამუშაოს შესრულება; ა.ბ) თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იგივე საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა, სამუშაოს შესრულება;”.
6. 102 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 102. კონკურსი 1. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების და შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის – საშუალებით. 2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა დამატებითი საშუალებები. 3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 4. კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 5. კონკურსის მეშვეობით შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.
7. 121 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსდეს ინგლისურ ენაზედაც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა.”. ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. სატენდერო განცხადება დამატებით უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ ,,24” საათში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. სატენდერო განცხადების გაზეთ ,,24” საათში გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა დამატებითი საშუალებები.“. გ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების დამატებითი საშუალებები.“. დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიას და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორიცაა “მსგავსი”, “ექვივალენტური” და სხვა;“.
8. 202 მუხლის შემდეგ დაემატოს 203 მუხლი შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 203. ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა 1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ან ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. 2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ან ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების პირობები და წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 3. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ან ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების პირობები და წესი, სახელმწიფო შესყიდვის აღნიშნული საშუალებების თავისებურებათა გათვალისწინებით, შესაძლებელია შეიცავდეს ელექტრონული ტენდერის ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ დებულებებს.”.
9. 21-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“.
10. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის, ან ელექტრონული ტენდერისთვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.“.
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.“.
11. 24-ე მუხლს მე-10 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე - ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება.”.
მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტები, მე-3 პუნქტი, მე-6 პუნქტი და მე-7 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 3. ამ კანონის პირველი მუხლის მე–7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 29 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 29 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5 ”ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 6
საქართველოს კანონი “საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. კოდექსის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “შ”, “ჩ”, “ც”, “ძ”, “წ”, “ჭ” და “ხ” ქვეპუნქტები: “შ) ხე-ტყე _ საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი; ჩ) სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისთვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება; ც) მრგვალი ხე-ტყე (მორი) - ხე-ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ძ) ხე-ტყის მარკირება – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ დადგენილი წესით მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის საშუალებით აღრიცხვა; წ) სპეციალური ფირნიში - ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება ერთიან მონაცემთა ბაზაში. ჭ) სახერხი საამქრო - მეწარმე სუბიექტის მფლობელობაში არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი; ხ) საკონტროლო ფირნიში - სპეციალური ფირნიშის განუყოფელი ნაწილი, რომელიც სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შემდეგ აღრიცხვა-ანაგარიშების მიზნით დადგენილი წესით ექვემდებარება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარმოდგენას.”. 2. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: “მუხლი 52. ტყითსარგებლობის ვადები 1. საქართველოს ტყის ფონდი გაიცემა მოკლევადიანი (1 წლამდე, მათ შორის, სეზონური) და გრძელვადიანი (49 წლამდე) სარგებლობისათვის. საქართველოს მთავრობის თანხობით შესაძლებელია გაგრძელებულ იქნას ტყის ფონდის სარგებლობის ვადა.
3. კოდექსის XXVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“თავი XXVII მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები”. 4. კოდექსის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 93. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები
1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული, ასევე იმპორტირებული ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება “საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ. თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის პირველადი გადამუშავების მიზნით შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ.
3. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყე, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული წესის თანახმად არ გააჩნია შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სოციალური ჭრების განხორციელების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება.”.
5. ამოღებულ იქნეს 116-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი. მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი “საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”. 2. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით იქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომლის წარმოების ინსტრუქცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ. მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ, ამ ინსტრუქციის შესაბამისად. 3. საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლისა და 116-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, 2011 წლის პირველი იანვრამდე გაცემულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ მხოლოდ 2011 წლის პირველ ივლისამდე. 4. საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლისა და 116-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, 2011 წლის პირველი იანვრის შემდეგ გაცემულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ 1 აგვისტომდე მხოლოდ დადგენილი წესით შეცვლისთვის. იკრძალება აღნიშნული დოკუმენტებით ნებისმიერი ქმედების განხორციელება მათი დადგენილი წესით შეცვლამდე. 5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული წესის თანახმად მარკირება სპეციალური ფირნიშებით, მიუხედავად მისი განთავსების ადგილისა.
მუხლი 3. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„2. მოსაკრებლის ოდენობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გავრცელებული მერქნული რესურსის ჯგუფებისა (სახეობებისა) და კატეგორიების მიხედვით:
შენიშვნა: ტყის მერქნიან სახეობათა სხვადასხვა კატეგორიების მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
„3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარულ ჭრას, ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადასახადს იხდის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის 60%–ის ოდენობით.“.
„4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრების შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კატეგორიის მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის მე–4 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო ტყის ფონდში გამოყოფილ ტყეკაფებზე მოპოვებულ ხე–ტყეზე ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მოსაკრებლების მიხედვით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3031 მუხლი: „მუხლი 3031. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული მრგვალი ხე–ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება“
1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული მრგვალი ხე–ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება, ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, – ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, -ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
,,მუხლი 66. უკანონო ტყითსარგებლობა 1. ტყითსარგებლობა ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ხელშეკრულების ან ხე-ტყის დამზადების ბილეთის ან შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, ან ხე-ტყის დამზადების ბილეთში ან ხელშეკრულებაში მითითებულ პირობათა დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე. 2. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ხელშეკრულების პირობათა დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 3. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული სათანადო ლიცენზიის პირობების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე. შენიშვნა: ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ასევე გამოიყენება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ,,ლიცენზიისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ შესაბამისი სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში.“
„მუხლი 1282. ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების მოთხოვნათა დარღვევა 1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, –გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. 4. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე ან/და დადგენილი წესების დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. 5. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე სახერხ სამქროში განთავსება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით. 7. კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე–ტყით უზრუნველყოფის (დაკმაყოფილების) შემდეგ ხე-ტყის მოსარგებლის მიერ ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესების დარღვევით ან ხე–ტყის გასხვისება ნებისმიერი ფორმით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. შენიშვნა: 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირებისას ან რეალიზაციისას სამართალდამრღვევს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან, ხოლო ამ მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით დადგენილ შემთხვევაში მისგან მიღებულ პირველადი გადამუშავების პროდუქტთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებისა და ამ კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენისას, გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ ჩაითვლება ხე-ტყე, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტი ან ამავე აქტით დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით.“
„მუხლი 1283. ხე–ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, უკანონო ან/და აღურიცხავი ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ან/და აღურიცხავი ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი უკანონო ხე-ტყის მიღებასთან, შენახვასთან, გადამუშავებასთან ანდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ან/და აღურიცხავი ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის და სახერხი დანადგარებისა და მოწყობილებების კონფისკაციით.
შენიშვნა: 1. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით. 2. ამ მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღურიცხავად ჩაითვლება ის ხე-ტყე ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქცია, რომელიც არ არის აღრიცხული საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალში.”
„მუხლი 1284. ხე–ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) ანგარიშგების მოთხოვნების დარღვევა 1. ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ანგარიშის წარმოუდგენლობა, - გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასი ლარის ოდენობით. 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში და ვადებში ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების საკონტროლო ფირნიშების შესაბამის ორგანოში წარუდგენლობა, ასევე დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა, - იწვევს პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.“
„მუხლი 1285. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და ხე–ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების გამოყენების, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა, იმპორტირებული ხე–ტყის მარკირებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ხე–ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების გაუხარჯავი ან/და დაზიანებული ფორმების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში და ვადებში შესაბამის ორგანოში წარუდგენლობა, ასევე დაკარგვის შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა, - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ხუთასი ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით. 3. იმპორტირებული ხე–ტყის მარკირებისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი განაცხადის წარდგენის მოთხოვნების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას ათასი ლარის ოდენობით.“
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე–491, 501–554, 56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281, 1282 – 1285,143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.
„1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 491, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე, 571, 58-ე, 581, 59-ე–603, 611–792, 82-ე–85-ე, 854, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 89-ე–893, 103-ე−1031, 1283–1285,1461, 151-ე (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა), 1582 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“
9. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კოდექსის 47-ე–491, 51-ე–512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე–603, 611–792, 82-ე–86-ე, 89-ე–893, 103-ე−1031, 104-ე, 1282–1285, 1461, 151-ე (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა), 1582, 1735, 1778 და 1779 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროების ორგანოები.“;
10. 262-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 491, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე, 571, 58-ე, 581, 59-ე–603, 611–792, 82-ე–85-ე, 854, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 89-ე–893, 1282–1285, 1461, 151-ე, 1582 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 14 დღის ვადაში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი
საქართველოს კანონი
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის “ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ი) მომსახურების საფასური - შესაბამისი მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სსიპ “ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის” სავალდებულოდ გადასახდელი თანხა.
1. მე-6 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „მ) ხე-ტყის დამზადება; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების ბილეთი ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადებისათვის.“.
3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „მუხლი 16. მომსახურების საფასური. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 7
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე “საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 29 აპრილის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი “საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, „სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შესახებ“ და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 8 ”რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე და თანმდევ კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 10
პროექტი
საქართველოს კანონი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ”რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ¹38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის მიზნები 1. ამ კანონის მიზანია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური დამოუკიდებლობისა და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა. 2. ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს, – რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობასაც. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ ორგანოებზე, რომლებიც „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენენ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებს და იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას. მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება 1. რეგულირების საფასური წარმოადგენს ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტის ფორმირების ერთ-ერთ წყაროს და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან. 2. რეგულირების საფასურის კონკრეტული ოდენობა დგინდება შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ნორმატიული აქტით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადამხდელები 1.რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს: ა) შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნერივი რესურსებით სარგებლობას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობსა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვას; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მომქმედება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაანთავისუფლოს პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან.
2. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების რეგულირების საფასურის ოდენობა და სტრუქტურა“.
3. კანონის მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის წესი 1. რეგულირების საფასური გადაირიცხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე. 2. რეგულირების საფასურის გადახდა ხდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული პერიოდულობით. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობისათვის ან/და ბუნერივი რესურსებით სარგებლობისთვის ცალ-ცალკე ან/და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვის საქმიანობისათვის. 4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას. 5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში ან\და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ საფასურის გადამხდელთა ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული შესაბამის ორგანოების ნორმატიული აქტებით.
მუხლი 7. გადამხდელთა პასუხისმგებლობა გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამისს ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება.“
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები. 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ბრძანება „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მოქმედება (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებისა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტისა) არ ვრცელდება ამავე კანონით განსაზღვრულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე, თუ მას ახორციელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ხოლო „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებად სფეროზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტის, IV და V თავების მოქმედება. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო-საექსპერტო დაწესებულებაზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 72-ე–725 პუნქტებითა და 24-ე მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, და საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრზე, თუ ის ახორციელებს ამ კანონის მე-6 მუხლის 724 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას.“ 2. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: 4. ლიცენზიის გამცემს საქართველოს მთავრობის თანხმობით უფლება აქვს გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა. 3. 22–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 91 პუნქტები: „41. თუ აშკარაა, რომ სარგებლობის ლიცენზიის პირობების და/ან კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას შედეგი არ მოჰყვება, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია. „91. ამ კანონის მე–7 მუხლის პირველი, მე–2, მე–4, მე–5, მე–9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი წესით გადაუხდელობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას. ამასთან, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, რეგულირების საფასურის გადახდის დადგენილი ვადის გასვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს ლიცენზია.“ 4. 22-ე მუხლის 25-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,25. სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობებისა და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სარგებლობის ლიცენზიის გაუქმების უფლებამოსილება აქვს სასამართლოს ლიცენზიის გამცემის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 41 და 91 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ.49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა.“.
2. მე-12 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი: „წ) ინვესტორის მიერ რეგულირების საფასურის გადახდის ვალდებულებას.“ 3. 24-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) გადასახადებისა და სავალდებულო მოსაკრებლების, ასევე რეგულირების საფასურის დროულად გადახდა;“.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. ეს კანონი გავრცელდეს არსებულ ხელშეკრულებებზე და ამ კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებზე.
2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ამ კანონის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება 2012 წლის 1 იანვრამდე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 593 მუხლი: „593 მუხლი. „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის მოთხოვნების დარღვევა 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის გადახდის მოთხოვნათა შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთი ათასი ლარის ოდენობით; 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათი ათასი ლარის ოდენობით “.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 10
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 29 აპრილის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანინმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 11
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან კერვალიშვილის მიერ წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011–2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 29 აპრილის აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან კერვალიშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი 2011–2013 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 12
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 29 აპრილის აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||






