| ოქმი # 17 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი # 17 ქ. თბილისი 4 მაისი 2011 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველიa სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
/მესამე მოსმენა/ /მომხ. ანდრო ალავიძე/
/მესამე მოსმენა/ /მომხ. ანდრო ალავიძე/
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანინმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ /მეორე მოსმენა/ /მომხ. ნინო ენუქიძე/
/მეორე მოსმენა/ /მომხ. ნინო ენუქიძე/
/მეორე მოსმენა/ /მომხ. ნინო ენუქიძე/
/მეორე მოსმენა/ /მომხ. პავლე კუბლაშვილი/
/პირველი მოსმენა/ /მომხ. კახაბერ ანჯაფარიძე/
/პირველი მოსმენა/ /მომხ. თამარ ჭელიძე/
/პირველი მოსმენა/ /მომხ. თამარ ჭელიძე/
/მომხ. ანდრო ალავიძე/
/მომხ. კახაბერ ანჯაფარიძე/
/მომხ. გიორგი მელაძე/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3
”საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 4 პროექტი საქართველოს კანონი “საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ტყის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. კოდექსის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “შ”, “ჩ”, “ც”, “ძ”, “წ”, “ჭ” და “ხ” ქვეპუნქტები: “შ) ხე-ტყე _ საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მერქნული რესურსი; ჩ) სოციალური ჭრა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის) და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა პირების ხე-ტყით უზრუნველყოფისთვის შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება; ც) მრგვალი ხე-ტყე (მორი) - ხე-ტყის დამზადების შედეგად (მათ შორის მოთხრილ-მოტეხილისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი; ძ) ხე-ტყის მარკირება – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ დადგენილი წესით მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის საშუალებით აღრიცხვა; წ) სპეციალური ფირნიში - ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მრგვალი ხე-ტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება ერთიან მონაცემთა ბაზაში. ჭ) სახერხი საამქრო - მეწარმე სუბიექტის მფლობელობაში არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამამუშავებელი ობიექტი; ხ) საკონტროლო ფირნიში - სპეციალური ფირნიშის განუყოფელი ნაწილი, რომელიც სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შემდეგ აღრიცხვა-ანაგარიშების მიზნით დადგენილი წესით ექვემდებარება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარმოდგენას.”. 2. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: “მუხლი 52. ტყითსარგებლობის ვადები საქართველოს ტყის ფონდი გაიცემა მოკლევადიანი (1 წლამდე მათ შორის სეზონური) და გრძელვადიანი (49 წლამდე) სარგებლობისათვის. გრძელვადიანი სარგებლობისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვადაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის თანხობით შესაძლებელია გაგრძელებულ იქნას ტყის ფონდით სარგებლობის ვადა.
3. კოდექსის XXVII თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“თავი XXVII მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები”. 4. კოდექსის 93-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 93. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობისა და პირველადი გადამუშავების ზოგადი მოთხოვნები 1. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული, ასევე იმპორტირებული ხე-ტყის მოძრაობის, მარკირებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრება “საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული წესით საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებულ ხე-ტყეზე შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს მიერ. თვითმმართველი ერთეულისა და კერძო საკუთრების ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის პირველადი გადამუშავების მიზნით შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ. 3. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყე, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული წესის თანახმად არ გააჩნია შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ან მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სოციალური ჭრების განხორციელების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის, ასევე მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ნებისმიერი ფორმით გასხვისება.”. 5. ამოღებულ იქნეს 116-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში გამოსცეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი “საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესისა და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”. 2. საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყით სარგებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით იქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომლის წარმოების ინსტრუქცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მტკიცდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ. მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოება ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ, ამ ინსტრუქციის შესაბამისად. 3. საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლისა და 116-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, 2011 წლის პირველი იანვრამდე გაცემულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ მხოლოდ 2011 წლის პირველ ივლისამდე. 4. საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლისა და 116-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, 2011 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის 1 ივლისამდე გაცემულ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ 2011 წლის 1 აგვისტომდე მხოლოდ დადგენილი წესით შეცვლისთვის. იკრძალება აღნიშნული დოკუმენტებით ნებისმიერი ქმედების განხორციელება მათი დადგენილი წესით შეცვლამდე. 5. ამ კანონის ამოქმედებისთანავე სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული წესის თანახმად მარკირება სპეციალური ფირნიშებით, მიუხედავად მისი განთავსების ადგილისა.
მუხლი 3. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„2. მოსაკრებლის ოდენობა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გავრცელებული მერქნული რესურსის ჯგუფებისა (სახეობებისა) და კატეგორიების მიხედვით:
შენიშვნა: ტყის მერქნიან სახეობათა სხვადასხვა კატეგორიების მიკუთვნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
„3. პირი, რომელიც ახორციელებს სანიტარულ ჭრას, ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადასახადს იხდის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად პირველი კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის 60%–ის ოდენობით.“.
„4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური ჭრების შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კატეგორიის მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის მე–4 კატეგორიისთვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობით.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე სახელმწიფო ტყის ფონდში გამოყოფილ ტყეკაფებზე მოპოვებულ ხე–ტყეზე ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მოსაკრებლების მიხედვით.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის “ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ი) მომსახურების საფასური - შესაბამისი მომსახურებისათვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სსიპ “ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის” სავალდებულოდ გადასახდელი თანხა.
1. მე-6 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „მ) ხე-ტყის დამზადება; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.“.
2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „მუხლი 12. ხე-ტყის დამზადების ბილეთი ხე-ტყის დამზადების ბილეთი გაიცემა ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადებისათვის.“.
3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „მუხლი 16. მომსახურების საფასური. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 5
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე “საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი “საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 6 კანონპროექტზე ”რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 7
პროექტი საქართველოს კანონი
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. ”რეგულირების საფასურის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ¹38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის მიზნები 1. ამ კანონის მიზანია დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური დამოუკიდებლობისა და მათ მიერ რეგულირების საჯარო ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა. 2. ეს კანონი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს, – რეგულირების საფასურის ცნებას, ოდენობას, სტრუქტურასა და გადახდის წესს. კანონი არ გამორიცხავს აღნიშნული ორგანოებისათვის დაფინანსების სხვა წყაროს არსებობასაც. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა იმ ორგანოებზე, რომლებიც „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარმოადგენენ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებს და იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას. მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება 1. რეგულირების საფასური წარმოადგენს ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტის ფორმირების ერთ-ერთ წყაროს და უშუალოდ არის დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან. 2. რეგულირების საფასურის კონკრეტული ოდენობა დგინდება შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ნორმატიული აქტით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. მუხლი 4. რეგულირების საფასურის გადამხდელები 1.რეგულირების საფასურის გადამხდელია ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს: ა) შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირებად საქმიანობას; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნერივი რესურსებით სარგებლობას; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნავთობსა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვას; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მომქმედება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად პირადი მოხმარების მიზნით სარგებლობენ ბუნებრივი რესურსებით. 3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია რეგულირების საფასურის გადახდისგან გაანთავისუფლოს პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გათავისუფლებული იქნა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიისგან. 2. მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების რეგულირების საფასურის ოდენობა და სტრუქტურა“. 3. კანონის მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის წესი 1. რეგულირების საფასური გადაირიცხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე. 2. რეგულირების საფასურის გადახდა ხდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული პერიოდულობით. 3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობისათვის ან/და ბუნერივი რესურსებით სარგებლობისთვის ცალ-ცალკე ან/და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვის საქმიანობისათვის. 4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას. 5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი არასაბიუჯეტო სახსრები (რეგულირების საფასური) გადადის მომდევნო წლის ანგარიშში ან\და საქართელოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ საფასურის გადამხდელთა ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული შესაბამის ორგანოების ნორმატიული აქტებით. მუხლი 7. გადამხდელთა პასუხისმგებლობა გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის დადგენილი ოდენობით და დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ამასთანავე, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამისს ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს შეაჩეროს დამრღვევის მიმართ მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება.“
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები. 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გამოსცეს ბრძანება „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების შესახებ“
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 8
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანინმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 9 კანონპროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 10 პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
,,მუხლი 48. წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება წყლის ობიექტის თვითნებური დაკავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.”
,,მუხლი 49. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების თვითნებური დაკავება
– გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. დაცული ტერიტორიების საზღვრების ფარგლებში მიწების თვითნებური დაკავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“
,,მუხლი 66. უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით 1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე, ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით. 3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის, ან ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე. 4. ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობებისა და მოთხოვნების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით.“.
„მუხლი 662. ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის” (ჩIთEშ) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის” (ჩIთEშ) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
„მუხლი 792. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის ან ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარით.“ შენიშვნა: ამ მუხლის თანახმად ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ დადგენილ ვადაში დაღვევის აღმოსაფხვრელად დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
,,მუხლი 841. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარვევის მუხლებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნების შეუსრულებლობა 1. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევების ჩადენის შემდეგ, მათი აღმოფხვრის თაობაზე, ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციული მიწერილობის დადგენილი ვადებში შეუსრულებლობა, - გამოიწვევს ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) დადებას ამ კოდექსის იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის ფარგლებში, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა დარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით, ხოლო დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) არსებობის შემთხვევაში იმ შესაბამისი მუხლის ან მუხლის ნაწილის სანქციის მაქსიმალური საჯარიმო თანხის გაორმაგებას, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა დარღვევის აღმოფხვრა, ამ მუხლებზე მითითებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევების აღმოფხვრის თაობაზე, ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე შესაბამისი ორგანოების ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილი ვადებში შეუსრულებლობა, - გამოიწვევს დაკისრებული ძირითადი ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) გაორმაგებას. 3. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. 4. ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-4, 41 და 42 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების, მასალებისა და ინფორმაციის წარუდგენლობა, შემოწმების პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მოთხოვნის უგულებელყოფა), - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: სალიცენზიო ან სანებართო პირობების დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის შესაბამისი ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
,,მუხლი 841. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით”.
„მუხლი 1282. ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა 1. ხე-ტყის პირველადი გადამუშავება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, –გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით. 4. ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით. 6. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტის შესაბამისად სათანადო დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება (გარდა ამ კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან სპეციალური ფირნიშებით მარკირების გარეშე სახერხ საამქროში შეტანა (განთავსება), – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხე-მცენარეების კონფისკაციით ან უამისოდ. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ხე-მცენარეების კონფისკაციით. 8. სოციალური ჭრების შედეგად მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესების დარღვევით ან ხე–ტყის ნებისმიერი ფორმით გასხვისება, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით ან უამისოდ. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს საქმის განხილვამდე დროებით ჩამოერთმევა სატრანსპორტო საშუალება მასზე არსებულ ხე-ტყესთან/ხე-მცენარეებთან ერთად და მას გადაიყვანენ სპეციალურ დაცულ სადგომზე; ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს; სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის განხილვის დასრულებისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემდეგ (საჭაპნე ტრანსპორტის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობა არ მოითხოვება), გარდა ამ კოდექსის 249-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყედ/ხე-მცენარეებად ჩაითვლება ხე-ტყე/ხე-მცენარეები, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ გააჩნია სათანადო დოკუმენტი ან ამავე აქტით დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, ოქმის შემდგენს უფლება აქვს განახორციელოს პირველადი გადამუშავების ადგილების დათვალიერება, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება, ასევე მოითხოვოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დოკუმენტები, ხოლო დარღვევის აღმოჩენისას მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.”.
„მუხლი 1283. ხე–ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილ ვადებში ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ანგარიშის (მათ შორის ყოველთვიური ანგარიშის) ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშის საკონტროლო ფირნიშის შესაბამის ორგანოში წარუდგენლობა, ასევე სპეციალური ფირნიშის ან/და საკონტროლო ფირნიშის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტების (სახერხი საამქროების) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების (გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარეების ან/და მისგან მიღებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარეების ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით. 5. ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარეების მიღებასთან, შენახვასთან, გადამუშავებასთან ანდა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარეების ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის და სახერხი დანადგარებისა და მოწყობილებების კონფისკაციით. შენიშვნა: ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უკანონოდ ჩაითვლება ის ხე-ტყე/ხე-მცენარეები, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით.“
„მუხლი 1284. იმპორტირებული ხე–ტყის მარკირებისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა 1. იმპორტირებული ხე–ტყის მარკირებისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ხე–ტყის მარკირების მოთხოვნების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის კონფისკაციით.“.
„მუხლი 1285. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე–ტყის მარკირების, ასევე მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა 1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე–ტყის მარკირების, ასევე მათი აღრიცხვის წესების დარღვევა, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ხე–ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების გაუხარჯავი ან/და დაზიანებული ფორმების საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილ წესით წარმოუდგენლობა, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.“ 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
,,1. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური მოჭრა, ან გამწვანებისათვის გამოყოფილი ზოლის დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით; 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“
„მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე–491, 501–554, 56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281, 1282 – 1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.
,,მუხლი 222. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვს ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე–573, 58-ე, 581, 59-ე, 593, მე–60–603, 611–792, 82-ე–855, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 89-ე–893, 1031, 1283-1285, 151-ე (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 2. ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტო განიხილავს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის პროცესში ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 572, 962 და 1735 მუხლებით. 3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“
,,4. ამ კოდექსის 48-ე–49–ე, 51-ე–512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57–ე–59–ე, 593, მე–60, 603, 611–792, 82-ე–86, 89-ე–893, 1031, 104-ე, 1282–1285, 151-ე (გარდა 151–ე მუხლის მე–3 ნაწილისა), 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლები.“
,,41. ამ კოდექსის 592 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლები.”
,,42. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის მე–2 ნაწილით, 511, 512, 531 , 554, 58-ე, 581, 582, 59–ე, მე–60, 603, 611, 63 , 631, 641, 65–ე მუხლებით, 66–ე მუხლი პირველი და მე–2 ნაწილებით, 661–68, 69–ე, 694, 695 მუხლებით, 71–ე მუხლის მე–2 და მე–3 ნაწილებით, 73–ე, 76–ე, 77–ე, 78–ე, 791, 792, 82–ე, 821 მუხლებით, 822 მუხლის 1–4–ე ნაწილებით, 84-ე, 85–ე, 851, 852, 853, 854, 855 მუხლებით, 86–ე მუხლის (გარდა 86–ე მუხლის მე–2 და მე–6 ნაწილებისა), 89–893, 912 მუხლებით, 1282–ე მუხლის (გარდა 1282–ე მუხლის მე–2, მე–6 და მე–7 ნაწილებისა), 1461, 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.“
„43. ამ კოდექსის 51–ე, 512, 541 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.“.
”41. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-4−მე-5 ნაწილებით, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან ერთად).”
”ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირებს - ამ კოდექსით სააგენტოს ქვემდებარეობას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში.“.
,,5. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიძლება განხილულ იქნას სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის გათვალისწინებით საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებულ მათ სამსახურებრივ ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში დამრღვევისათვის დადგენილი წესით საქმის განხილვის ადგილისა და დროის წინასწარი შეტობინების საფუძველზე.“
,,21. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ამ კოდექსის 222–ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება თოთხმეტი დღის ვადაში.“
,,3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა დამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად და გადახდისას მიეთითება დამრღვევი პიროვნების მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), სახდელის დადების თაობაზე გამოტანილი შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ან სასამართლო დადგენილების ნომერი, გამოტანის თარიღი და სერია (მისი არსებობის შემთხვევაში).“
მუხლი 2. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე–16-მე–19 ნაწილებისა ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან. 2. ამ კანონის მე–16-მე–19 ნაწილები ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
“სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹18, 28.06.2001, მუხ. 58) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-5 მუხლის “ე1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ე1) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;”
“ე2) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე;”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 11
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 12
კანონპროექტზე „ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 13
პროექტი
საქართველოს კანონი
,,ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
მუხლი 1. ”ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N59, 02.11.2010, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
”თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ”.
”მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა, რისთვისაც ეს კანონი ადგენს პირობებს თავისუფალ ტურისტულ ზონებში სასტუმროების მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის, ასევე საგადასახადო და სხვა შეღავათებს.”.
”მუხლი 2. ეს კანონი ვრცელდება დანართ 1, 2 და 3-ით გათვალისწინებულ ქობულეთის, ანაკლიისა და განმუხურის თავისუფალი ტურისტული ზონებსა და სხვა ტერიტორიებზე, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.”
”გ) თავისუფალი ტურისტული ზონა - ზონა, სადაც მოქმედებს ამ კანონით დადგენილი პირობები და შეღავათები.”.
ვ) სასტუმროს ტერიტორიაზე განახორციელოს სასტუმროს პროფილთან თავსებადი საქმიანობა.
“2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად.”.
„ე) კანონით დამტკიცებული თავისუფალი ტურისტული ზონების კოორდინატების კორექტირებასა და სხვა შესაბამისი ტურისტული ზონების კოორდინატების განსაზღვრას.
მუხლი 2. ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონის კოორდინატები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი 2) და კანონს დაემატოს განმუხურის თავისუფალი ტურისტული ზონის თანდართული კოორდინატები (დანართი 3).
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 14
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე ,, ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ,,ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 15
პროექტი
საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 08/07/1999 წელი, მუხ. 147) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 16
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტზე „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 17
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, ¹22–23, 17 ოქტომბერი, 1996, გვ.25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
”ბ) აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისათვის სწავლებების ჩატარება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონფერენციების მოწყობა.”
”ბ) ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, მათ შორის: ბ.ა) აკრედიტაციის და აკრედიტებული პირების კონტროლის სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი; ბ.ბ) ცენტრის მიერ ორგანიზებული სწავლებებიდან და კონფერენციებიდან მიღებული შემოსავალი.”
”3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ.”
”მუხლი 32. გარდამავალ ეტაპზე შემოსავლების რეგულირება
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 18
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 19
პროექტი საქართველოს კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 1999 წელი - N30(37)) დაემატოს მე-181 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 181. სააგენტოს საქმიანობის საფასურის გაანგარიშების წესი
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 20
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 21
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,მ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) რეგულირებადი ფასებითა და ტარიფებით საქალაქო და შიგარაიონულ მარშრუტებზე სამგზავრო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) მომსახურების გაწევა და დასახლებულ ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების გაწევა;’’
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 22
საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი : საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ”
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე განიხილა პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 23 პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები: 1. 125–ე მუხლის შენიშვნის 42 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „42. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიერ ოქმის შედგენიდან ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. 1252 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესებით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირების შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაიყვანოს სპეციალურ დაცულ სადგომზე, თუ ამის თაობაზე მინიშნება ახლავს პარკირების ნიშანს. 2. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე, ავტოსატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ან/და მესაკუთრეს დაუბრუნდება ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოტრანსპორტის მესაკუთრეს. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. 135-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 135. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით 1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება სანებართვო პირობების დარღვევით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება შესაბამისი ნებართვის გარეშე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი სამსახური, ფიზიკური ან იურიდიული პირი უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, კონტროლის განმახორციელებლის მიერ ნებართვის მფლობელისთვის სანებართვო პირობების დარღვევის თაობაზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, ნებართვის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 4. 1534 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახდელის დადების შემდეგ ნებართვის მფლობელის მიერ დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების დარღვევის აღმოუფხვრელობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ამ კოდექსის 361 მუხლით დადგენილი წესით.“.
5. 290-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი: „6. ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის უკანასკნელი დღე თუ ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს, აგრეთვე დასვენების (შაბათი, კვირა) დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 24
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 4 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 25
პროექტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის: ა) მე-10 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – 5 000 000 ლარი;’’; ბ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ასევე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||






