ოქმი #19

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #19

 

 

. თბილისი                                     13 მაისი, 2011 წელი

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, კ.კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, რ. მაისურაძე, . ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, ი. გაბისონია, . სირაძე, მ. მეტრეველი, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, . ჯულაყიძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

ნინო ენუქიძე – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, თამარ ჭელიძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილე,პაატა გოგოლიძე – აკრედიტაციის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიტაძე – სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების დეპარტამენტის დირექტორი, კახა გულედანი – სტანდარტების, მეტროლოგიის და ტექნიკური რეგლამენტების ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ტყის კოდექსშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე და ტყის ფონდის მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ნინო ენუქიძე/

 

  1. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტირეგულირების საფასურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, ნავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზედა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“.

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ნინო ენუქიძე/

 

  1. 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

/მეორე მოსმენა/

/მომხ. თამარ ჭელიძე/

 

  1. 4.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. თამარ ჭელიძე/

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

/პირველი მოსმენა/

/მომხ. გურანდა ჯაბუა/

 

  1. 6.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 7.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტისაქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება საქართველოს ტყის კოდექსშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, ტყის ფონდის მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანინმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა ამდენად, კანონპროექტის ტექსტს   ცვლილება არ განუცდია.

 

 

აზრი გამოთქვეს:

კურდღელაშვილმა, მელაძემ;

 

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹1).

 

  1. მესამე

         მოსმენით

         განიხილე:

მოხსენება   რეგულირების საფასურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, ნავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებსაქართველოს მთავრობის მიერ საკანინმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე. კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა ამდენად, კანონპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

ბადაგაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

 

  1. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

  1. 8.მოხსენება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა ამდენად, კანონპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

სამადაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

  1. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა ამდენად, კანონპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება

(დანართი ¹4).

 

  1. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზესაქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 5) შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

  1. პირველი

მოსმენით

     განიხილეს:

მოხსენება საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 7) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონის მიხედვით, სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება საფასურის გადახდის გარეშე იწვევს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/ მძღოლის დაჯარიმებას დადგენილი საფასურის სამმაგი ოდენობით. ამასთან, საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულება შესაძლებელია პირის დაჯარიმების მექანიზნის გამოყენების გერეშეც. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს საფასურის გადახდის ისეთი წესის შემოღებას, რომელიც გამორიცხავს სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მძღოლის დაჯარიმებას.

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება

(დანართი ¹8).

 

7. მოისმინეს:

მოხსენება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე.

 

აღინიშნა რომ, მოქმედი რედაქციის თანახმად, დღგ-ის, აქციზისა და იმპორტის გადასახადებისაგან თავისუფლდება საერთაშორისო საავიაციო და საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საავიაციო საწვავის, საპოხი და სხვა დამხმარე საშუალებების იმპორტი/მიწოდება. წარმოდგენილი პროექტი კი ითვალისწინებს აღნიშნული გადასახადებისაგან ბორტზე მისაწოდებლად ყველანაირი საქონლის იმპორტის/მიწოდების გათავისუფლებას. ცვლილება ითვალისწინებს შესაძლებლობას თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონელი გაყიდულ იქნეს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე და მათი ოჯახის წევრებზე ამ საქონლის საქათველოს ტერიტორიის გარეთ გატანის ვალდებულების გარეშე.

 

2011 წლის 1 იანვრიდან საკუთარი წარმოების შენობა ნაგებობების ძირითად საშუალებებად ექსპლოატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. აღნიშნული ნორმა ვრცელდება ისეთ შენობა ნაგებობაზეც, რომელიც განკუთვნილია დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციების საწარმოებლად (მაგალითად აფთიაქისათვის, ფინანსური მომსახურებისათვის და სხვ). აღნიშნულ თარიღამდე (2011 წლამდე) ასეთი ობიექტების საწარმოებლად შეძენილ სამშენებლო მასალებზე და მომსახურებაზე   გადახდილი დღგ-ის ჩათვლა არ დაიშვებოდა. შენობა, რომლის მშენებლობა დაწყებულია წინა წლებში, რომლებზეც დღგ-ის ჩათვლები არ განხორციელებულა, ექსპლუატაციაში მიღების მომენტში მაინც იბეგრება დღგ-ით. ხოლო 2011 წლის 1 იანვრამდე შეძენილ სამშენებლო მასალებზე და მომსახურებაზე გასულია დღგ-ის ჩათვლისათვის სსკ 174- მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა (სამი საანგარიშო პერიოდი). პრობლემის აღმოსაფხვრელად დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოსაყენებლად განკუთვნილი შენობა ნაგებობებისათვის 2011 წლის 1 იანვრამდე შეძენილ საქონელზე და მომსახურებაზე იხსნება დღგ-ის ჩათვლისათვის სამი საანგარიშო პერიოდით დადგენილი შეზღუდვა.

 

კანონპროექტით, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული და რეალიზებული ქონების გადაცემის (მიწოდების) ანალოგიურად, ლიზინგის ფორმით გადაცემული (მიწოდებული) ქონებაც თავისუფლდება დღგ-სგან; ასევე, ტერმინი, „ჩამორთმეული საქონელი“, იცვლებასახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი ტერმინითსახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება“. ცვლილება შედის შესაბამის მუხლში, რომლითაც რეგულირდება განძეულობასთან და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხი.

 

აზრი გამოთქვეს:

გ.მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება

(დანართი ¹9).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

დანართი ¹1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს ტყის კოდექსშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 13 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტ საქართველოს ტყის კოდექსშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებდა მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ და „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

 

კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია   საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

დანართი ¹2

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

რეგულირების საფასურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 13 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანინმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი რეგულირების საფასურის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, ნავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

 

კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

დანართი ¹3

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 13 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი ¹4

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონპროექტზე

„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს

კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 13 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებ ლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

 

          მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლის:

ა) მე-10 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – 5 000 000 ლარი;’’;

ბ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ასევე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.“.

 

         

       მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

          საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 13 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

პროექტი

 

 

საქართველოს კანონი

 

საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, ¹21–22, მუხ. 463) 144 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 13 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:   საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 13 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ” და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 
modules