ოქმი #20

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #20

 

 

. თბილისი                                     19 მაისი, 2011 წელი

 

სხდომ თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, რ. მაისურაძე, გ. ჩახვაძე;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, . სირაძე, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, . ჯულაყიძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, ირაკლი აბესაძე – ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

 

 

დღის წესრიგი

 

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ხათუნა კაპანაძე/

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ხათუნა კაპანაძე/

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

/მეორე მოსმენა/

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/პირველი მოსმენა/

/მომხ. ირაკლი აბესაძე/

 

  1. 6.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”

/პირველი მოსმენა/

/მომხ. ირაკლი აბესაძე/

 

 

 

 

 

1. მესამე

მოსმით

განიხილეს:

  1. 7.მოხსენება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა ამდენად, კანონპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹1).

 

2. მესამე

   მოსმით

   განიხილეს:

  1. 8.მოხსენება „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა ამდენად, კანონპროექტის ტექსტს   ცვლილება არ განუცდია.

  1. 9.

აზრი გამოთქვეს:

ხ.კაპანაძემ, რ. მარსაგიშვილმა, გ. მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

 

3.  მეორე

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა ამდენად, კანონპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

სამადაშვილმა, კურდღელაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

4.    მეორე

       მოსმენით

       განიხილეს:

მოხსენება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზესაქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ   შენიშვნები არ გამოთქმულა ამდენად, კანონპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

ბადაგაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹4).

 

5.     პირველი

       მოსმენით

       განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე   საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 5) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის თანახმად, . თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განხორციელების მიზნით, კონკურსის წესით შეარჩიოს ოპერატორი ან განახორციელოს აღნიშნული მომსახურეობა . თბილისის მთავრობის მიერ 100%–იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

6.   პირველი

     მოსმენით

      განიხილეს:

მოხსენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 7) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებსაქართველოს კანონის პროექტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება . თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დარღვევისათვის, სამართალდამრღვევი პირისათვის (ფიზიკური ან იურიდიული პირები) ჯარიმის ოდენობა, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი საურავის დაკისრების წესი და ოდენობა.

 

ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (ან მის მიერ უფლებამოსილი პიზიკური ან/და იურიდიული პირი) იძენს უფლებას, სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე შეუფარდოს ჯარიმა, რითაც ეფექტური გახდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ფაქტობრივი განხილვა, ვინაიდან სამართალდამრღვევს ადგილზევე დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი (გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს).

 

ცვლილებით ასევე განისაზღვრება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სახდელის (ჯარიმის) გასაჩივრებისას, საჩივრის გამხილველი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანო (ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური).

 

აზრი გამოთქვეს:

მაისურაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹8).

 

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                   გიორგი მელაძე

 

 

სხდომის მდივანი:                         რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონპროექტზე

„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს

კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დ ა ს კ ვ ნ ა

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს დედაქალაქისთბილისის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. საქართველოს დედაქალაქისთბილისის შესახებსაქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N11-12, 14.03.1998, გვ. 42) 441-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

                ,,მუხლი 441. . თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში

 

1. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის სფეროში . თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას განეკუთვნება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება, რომლის განხორციელება მთავრობას შეუძლია:

) უშუალოდ საქალაქო სამსახურის მეშვეობით;

) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით;

) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით;

) ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით;

) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით.

2. მოსახლეობა და ორგანიზაციები ვალდებული არიან, მოქმედი წესების დაცვით, თავად შეარჩიონ ოპერატორი იმ შემთხვევაში, თუ ისინი უარს აცხადებენ . თბილისის მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის , „, ,,’’, და ,,’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიღებაზე.

3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურს ფიზიკური და იურიდიული პირები ანაზღაურებენ მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის გადახდით. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფს და მისი გადახდის წესს ადგენს საკრებულო. არ შეიძლება ერთსა და იმავე მომსახურებაზე მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის ერთდროულად დაწესება. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი არის რეგულირებადი ტარიფი (ფასი).

4. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი და მისი გადახდის წესი დგინდება ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის “, „, ,,’’ და ,’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეგროვებული ნარჩენები წარმოადგენს . თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, . თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას წარმოადგენს . თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნაგავსაყრელზე (. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნარჩენების საბოლოო განთავსების სხვა ადგილზე) განთავსებული ნარჩენები.

6. დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას . თბილისის მთავრობას უფლება აქვს, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები, თავის მიერვე დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმეს.’’

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მიხეილ   სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1462 მუხლი:

„მუხლი 1462. საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დარღვევა

1. ქვეითად მოსიარულის მიერ ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების დედაქალაქის ტერიტორიაზე გადაგდება, დატოვება ან დაყრა

გამოიწვევს ქვეითად მოსიარულის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი (მიკროავტობუსი)) შემთხვევაში – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებზე, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

4. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაჯარიმების უფლებამოსილმა პირმა ადგილზე არ შეადგინა საჯარიმო ქვითარი- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან მძღოლს არ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.’’.

 

2. 2093 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით და 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1462 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.’’.

3. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1462, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’.

4.              242-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებითა და 1462 გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.’’.

5. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1462 და 1511 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სამართალდამრღვევი პირი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.’’.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                         მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე