ოქმი # 21

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი # 21

  

. თბილისი                                     27 მაისი  2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე,   . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, . ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, ი. გაბისონია, . სირაძე, მ. მეტრეველი, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, . ჯულაყიძე, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

ვახტანგ ბალავაძე _ პარლამენტის წევრი, მიხეილ ცქიტიშვილი – პარლამენტის წევრი, რუსუდან კემულარია _ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მამუკა ვაწაძე _ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

 

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. რუსუდან კემულარია/

  1. 2.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

/მესამე მოსმენა/

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

  1. 3.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/

 

  1. 4.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ოქმი „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო–თბილისი–ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა–თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისა და ექსპლოატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

/მომხ. მამუკა ვაწაძე/

 

  1. 5.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2010 წლია 18 თებერვლის სასესხო ხელშეკრულების   (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი) 1 ცვლილების ხელშეკრულება“

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 6.პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში’’ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

/მომხ. მიხეილ ცქიტიშვილი/

 

 

 

  1. 1.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად კანონპროექტის ტექსტი არ შეცვლილა.

აზრი გამოთქვეს:

 

ჩახვაძე, ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹1).

 

  1. 2.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

  1. 7.მოხსენება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად კანონპროექტის ტექსტი არ შეცვლილა.

აზრი გამოთქვეს:

 

კურდრელაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

 

  1. 3.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

  1. 8.მოხსენება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, კანონპროექტი განიხილება იგივე რედაქციით.

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, ვაწაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

4. მოისმინეს:

  1. 9.მოხსენება „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო–თბილისი–ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა–თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისა და ექსპლოატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ოქმის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ ხელშეკრულების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის მთავრობას შორის შეთანხმებაბაქო-თბილისი-ყარსისახალი სარკინიგზო ხაზის პროექტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საკრედიტო ხაზით გამოყოფილი თანხების ოდენობის გაზრდის მიზნით.

 

შეთანხმების შესაბამისად გამოყოფილი საკრედიტო ხაზი შედგება ორი ტრანშისაგან: და .

 

ტრანში _ კრედიტის მოცულობა – 200 (ორასი) მილიონი აშშ დოლარი (გამოყოფილი 2007 წლის 7 თებერვლის შეთანხმების შესაბამისად),

 

ტრანში _ მოცულობა – 575 (ხუთას სამოცდათხუთმეტი) მილიონი აშშ დოლარი. საპროექტო, სამშენებლო, სარეაბილიტაციო-საკონსტრუქტორო სამუშაოების დაფინანსება, მათ შორის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა განხორციელდება აზერბაიჯანული მხარის მიერ აგენტ-ბანკის მეშვეობით გამოყოფილი საკრედიტო ხაზით.

 

პროექტის განხორცილებაზე პასუხისმგებელია და სესხით გამოყოფილი თანხები განსაკარგავად გადაეცემა შპსმარაბდა-კარწახისრკინიგზას. M

 

მშენებლობის დასრულებისა და მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მონაკვეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ექსპლუატაცია გადაეცემა იურიდიულ პირსერთობლივ საწარმოს, რომელიც შეიქმნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დსსაზერბაიჯანის რკინიგზასადა შპსსაქართველოს რკინიგზისმხრიდან.

აზრი

გამოთქვეს:

 

ოვაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹4).

 

5. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2010 წლია 18 თებერვლის სასესხო ხელშეკრულების   (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი) 1 ცვლილების ხელშეკრულება“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი.

 

აღინიშნა, რომ 2010 წლის 18 თებერვლის სასესხო ხელშეკრულების ცვლილების ხელშეკრულება №1-ს ხელი მოეწერა 2011 წლის 10 მაისს საქართველოსა და EBღD-ს შორის. სასესხო ხელშეკრულების ცვლილების საჭიროება გამოწვეულ იქნა ხელშეკრულებაში არსებული ტექნიკური უზუსტობით. კერძოდ, სასესხო ხელშეკრულების II მუხლის, 2.02 (ე)(1) პუნქტში სესხის გადახდის ბოლო თარიღად მოხსენიებული იყო 2026 წლის 15 სექტემბერი ნაცვლად 2025 წლის 15 სექტემბრისა.

აზრი

გამოთქვეს:

 

ვაწაძემ, ბადაგაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹5).

 

6. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში’’ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“არლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია:

 

დაზუსტდეს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულიდანაკარგისგანმარტება;

შემოსავლების სამსახურს მიეცეს შესაძლებლობა საჯარო შეტყობინება განახორციელოს თავისი ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით;

 

განხორცილდეს ცვლილება, რომლის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში აღარ შედის ტერიტორიული ორგანოები (რეგიონული ცენტრები).

 

საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის მიმწოდებელი მხარეების მიერ გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმეტებში დაფიქსირდეს საქონლის მახასიათებლები, ფულადი შეფასებების გარეშე;

 

საიჯარო მომსახურების თანხის წყაროსთან დაბეგვრისაგან გათავისუფლდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირების მიერ გაწეულ მომსახურება;

 

ფიზიკურ პირს (სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირის გარდა), რომელიც მიღებული ერთობლივი წლიური შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს (გარდა ამ კოდექსის 153- მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) უფლება მიეცეს არ წარადგინოს საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. ამ შემთხვევაში, მის მიერ დადგენილ ვადაში ფაქტობრივად გადახდილი წლიური საშემოსავლო გადასახადის თანხა ჩაითვლება საშემოსავლო გადასახადის მიხედვით დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებად. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომში განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

დაზუსტდეს, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ ექვემდებარება გაუქმებას, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილია დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა, ამ დანაკარგის ფარგლებში გადახდილ დღგ-ის თანხაზე;

 

საგადასახადო ორგანოს მიეცეს შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატრების შესაძლებლობა;

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286- მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის განისაზღვროს სანქციის სახით გაფრთხილების/საგადასახდო სწავლების გამოყენების შესაძლებლობა.

 

შეიცვალოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- მუხლის რედაქცია იმ მიზნით, რომ ერთიდაიმავე თანხაზე არ იქნეს გამოყენებული ორმაგი სანქცია, ამასთან, შემცირდეს სანქცია პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირებაზე თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ან/და სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლით.

 

გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე საქონლის გამოვლენისას სანქციად საქონლის საბაზრო ღირებულების ორმაგი ოდენობის ნაცვლად, განიაზღვროს სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ოდენობით,

 

გადასახადის გადამხდელს საგადასახადო სანქცია არ შეეფარდოს იმ შემთხვევაში, თუ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ზედმეტობის ან/და დანაკლისის ოდენობა არ აღემატება ამავე სახის აღრიცხულის ფასეულობის 2 პროცენტს;

 

გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გარეშე საქონლის და დანაკლისის გამოვლენისას თუ საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს ჯარიმა განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 400 ლარის ოდენობით.

 

აქციზითა და აქციზური მარკებით ნიშანდების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხების, ასევე ფიზიკური პირის მიერ დაუბეგრავად შემოსატანი საქონლის სახეობისა (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06_12, 15_21 ჯგუფებისა და 0302_0307, 2201-2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი საქონლის) და ლიმიტის დაზუსტება;

 

სასაქონლო დეკლარაციაში სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ცვლილების შეტანის შემთხვევების დამატებით დაკონკრეტება.

 

შიდა და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების განხორციელებისას საქონლის მიმართ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძვლების დაზუსტება;

 

გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას შემცვლელი საქონლის გატანისა და შემოტანის დაბეგვრის დარეგულირება;

გარანტიის წარდგენისა და გარანტიის სახეების განსაზღვრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება;

 

საგადასახადო სანქციის სახეების გამოყენების შემთხვევის დამატება, რომელიც შეეხება არასატარიფო ღონისძიებების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობას;

 

საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საგადასახადო სანქციების გამოყენების დიფერენცირება, სანქციის სახეების დაზუსტება და დაკორექტირება, შესაბამისი შენიშვნების დამატება.

აზრი

გამოთქვეს:

 

კოხოძემ, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                           გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 27 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დ ა ს კ ვ ნ ა

 

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით                                       წარმოდგენილ კანონპროექტზე

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 27 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 27 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო–თბილისი–ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა–თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისა და ექსპლოატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ ოქმზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 27 მაისის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი ოქმი „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო–თბილისი–ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა–თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციისა და ექსპლოატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

დანართი 5

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2010 წლია 18 თებერვლის სასესხო ხელშეკრულების   (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი) 1 ცვლილების ხელშეკრულებაზე“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 27 მაისის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2010 წლია 18 თებერვლის სასესხო ხელშეკრულების   (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი) 1 ცვლილების ხელშეკრულება“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 27 მაისის სხდომაზე განიხილა პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“.

 

კომიტეტს მიაჩნია, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, კანონპროექტის სათაური უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 
modules