ოქმი #22

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის

 ოქმი #22

 

. თბილისი                                    2 ივნისი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, ა. თავდგირიძე, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, დ. ოვაშვილი, . ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, ი. გაბისონია, . სირაძე, მ. მეტრეველი, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, . ჯულაყიძე, ტ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

კახაბერ ანჯაფარიძე _ პარლამენტის წევრი, ვახტანგ ბალავაძე _ პარლამენტის წევრი, ზვიად კუკავა _ პარლამენტის წევრი, მიხეილ ცქიტიშვილი _ პარლამენტის წევრი, ირაკლი აბესაძე     – ქალაქ თბილისის მერიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, დიმიტრი გვინდაძე   _ ფინანსთა მინისტრის მოადგილე,     სერგო ბირკაძე       –       ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/

 

  1. 3.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. კახაბერ ანჯაფარიძე/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზართული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,

/პირველი მოსმენა/

/მომხ. მიხეილ ცქიტიშვილი/

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

 

  1. 6.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები)(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო –როგრამა – პროექტი 1)“

/მომხ. დიმიტრი გვინდაძე/

 

 

  1. 1.მესამე

   მოსმენით

   განიხილეს:

  1. 7.მოხსენება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
  2. 8.
  3. 9.აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად კანონპროექტის ტექსტი არ შეცვლილა.

აზრი

გამოთქვეს:

 

 

კიკალეიშვილმა, აბესაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

  1. 2.მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

მომხსენებელმა   წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 2) რედაქტირებული კანონპროექტი (დანართი 3).

აზრი

გამოთქვეს:

 

სამადაშვილმა, აბესაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

  1. 3.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების (დანართი   5) შესახებ.

 

აღინიშნა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს ადგენ (პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად) შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო.

 

წარმოდგენილი პროექტით პრეზიდენტის მიერ შეიძლება განისაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განსაზღვრის განსხვავებული წესი და ასევე ნორმატიული ფასის დამდგენი ორგანო.

 

ამრიგად, პროექტით, ნორმატიული ფასის დადგენის განსხვავებული წესი შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ სარეკრეაციო ტერიტორიებზე. პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულებით „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ სარეკრეაციო ტერიტორიებს წარმოადგენენ:

 

-         გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორია,

-         ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორია,

-         ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია,

-         ურეკის სარეკრეაციო ტერიტორია.

 

კანონპროექტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეითვალისწინებს, შესაძლებელი გახდეს განსაზღვროს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი სხვა ორგანო. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური განისაზღვროს მიწის ნორმატიული ფასით, რაც განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

 

კანონპროექტი ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების თაობაზეკანონპროექტი ითვალიწინებს, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის დადგინდეს შემოწმების აქტის შედგენის დამატებითი უფლებამოსილება.

 

კანონპროექტით განსაზღვრულია დადგენილების აღსრულებისათვის მიქცევის ვადა და წესი. დაზუსტებულია სამართალდამრღვევისათვის (მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების)   ჩაბარების წესი და კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების პროცედურა. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ზონაში მშენებლობის ეტაპის სანებართვო პირობებით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის გამო დასაკისრებელი საურავის ოდენობა და მისი დაკისრების წესი. გათვალისწინებულია ასევე უკვე დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლების პირობები.

 

სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეკანონპროექტი ითვალისწინებს, თვითმმართველობის ორგანოებისათვის მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელების მიზნით სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის   უფლებამოსილების მინიჭებას. კანონპროექტით განსაზღვრულია სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელების პირობები.

აზრი

გამოთქვეს:

 

ბადაგაძემ, მარსაგიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

  1. 4.პირველი

     მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზართული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტების (დანართი 7) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის წლიურ განაკვეთს სათამაშო აპარატების სალონისათვის, თითოეულ სათამაშო აპარატზეკვარტალში 1 500 - 3 000 ლარის ფარგლებში ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დაადგენს საქართველოს მთავრობა.

 

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი იზრდება და წელიწადში მისი ოდენობა შეადგენს 50 000 ლარიდან - 1 000 000 ლარამდე თანხას. კანონით განსაზღვრული განაკვეთის ფარგლებში კი, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის კონკრეტულ ოდენობას ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დაადგენს საქართველოს მთავრობა.

 

გადამხდელი უფლებამოსილია, აღნიშნული მოსაკრებელი გადაიხადოს 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თანაბარზომიერი ოდენობებით არა უგვიანეს ნებართვის აღების დღიდან 12 თვისა. ამასთან, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის პირველი ნაწილი გადაიხდება წინასწარ, ნებართვის აღებამდე. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილი არ გადაიხადოს.

 

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით, თუ სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი მოსაკრებელს იხდის ყოველწლიურად, იგი ვალდებულია, დროულად გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით.

 

კანონი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 15- დღეს. ამასთან სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვებს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2012 წლის 1 იანვრამდე, ნებართვის მფლობელთა განცხადების საფუძველზე, ვადა გაუგრძელდებათ 2011 წლის ბოლომდე, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ ნებართვებს აღარ ექნება იურიდიული ძალა.

 

სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში ანუ გათავისუფლდება დაბეგვრისაგან. ამასთან აღნიშნული არ გავრცელდება ამ კანონის ზალაში შესვლამდე გაცემილი ნენართვის მფლობელებზე.

 

სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის გამო, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელისათვის დაკისრებული პასუხისმგებლობის მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს არა დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას, როგორც ეს სხვა შემთხვევებშია გათვალისწინებული, არამედ ნებართვის გამცემის მიერ ნებართვის გაუქმებას.

აზრი

გამოთქვეს:

 

კოხოძემ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 8).

 

5. მოისმინეს:

მოხსენება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტების (დანართი 9) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტების პაკეტის მიღების მიზანია სააღსრულებო პროცესის მაქსიმალური დახვეწა აღსრულების ქმედითობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; ამასთან, გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოებისას, კრედიტორთა ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით, მეურვეთა და გაკოტრების მმართველთა საქმიანობის ხარისხის ამაღლება, მოვალის ქონების რეალიზაციის პროცედურის დახვეწა.

აზრი

გამოთქვეს:

 

ჯაბუამ, ჩახვაემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10).

 

6. მოისმინეს:

მოხსენება (სპეციალური ოპერაციები)(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო –პროგრამა – პროექტი 1) საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარნმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების თაობაზე.

 

აღინიშნა რომ, სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2011 წლის 10 მაისს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წლის 1 მარტს ხელმოწერილი „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში (FFA).

 

სესხის ოდენობაა შDღ 51,343,000 (დაახლოებით 80 მლნ აშშ დოლარი), ხანგრძლივობა –   32 წელი, აქედან შეღავათიანი პერიოდი 8 წელი. საპროცენტო განაკვეთი: წლიური 1%-ი შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 1.5%. პროექტის მიზანია წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია, გაუმჯობესება და გაფართოება, წყლის გამწმენდი ნაგებობების და წყლის მიწოდების სისტემების მშენებლობა ანაკლიაში,   მესტიაში, მარნეულსა და ზუგდიდში. პროექტის  სავარაუდო მთლიანი ღირებულება დაახლოებით 105 მილიონი აშშ დოლარია, პროექტში საქართველოს თანამონაწილეობა - თანადაფინანსება განისაზღვრა დაახლოებით 25 მლნ დოლარით. პროექტის დასრულების თარიღი  2016 წლის 31 მარტი. პროექტის განმახორციელებელია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MღDI) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას (UჭშჩG).

აზრი

გამოთქვეს:

 

წურწუმიამ, ბირკაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 11).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                           გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

დანართი ¹1

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე


დანართი ¹2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

კანონპროექტის განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

¹

შენიშვნის ავტორი

შენიშვნა

გათვალისწინების მდგომარეობა

1

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

 

ტერმინები: გადაგდება, დატოვება, დაყრა არ ასახავს ყველა ტიპის ქმედებას, რომელიც იწვევს გარემოს დანაგვიანებას, ამდენად, უმჯობესი იქნება, კანონპროექტის პირველი მუხლის პირველ პუნქტში, მუხლი 1462 – ის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ქვეითად მოიარულის მიერ ან ავოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები დედაქალაქის ტერიტორიაზე გადაგდება, დატოვება, დაყრა, ან სხვა ტიპის ქმედება.”

გათვალისწინებულია

2

კანონპროექტის პირველი მუხლის მე–5 პუნქტში საჭიროა გაკეთდეს ჩანაწერი იდენტიფიკაციის მიზნით, ტექსტი დაიხვეწოს და   შესაბამისად კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1462 და 1511 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სამართალდამრღვევი პირი, თუ მას არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში მისი იდენტიფიკაციის მიზნით.“.

გათვალისწინებულია

3

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად კანონპროექტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

დანართი ¹3

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

 

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1462 მუხლი:

„მუხლი 1462. საქართველოს დედაქალაქის ტერიტორიაზე დასუფთავების წესების დარღვევა

1. ქვეითად მოიარულის მიერ ან ავოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები დედაქალაქის ტერიტორიაზე გადაგდება, დატოვება, დაყრა, ან სხვა ტიპის ქმედება

გამოიწვევს ქვეითად მოსიარულის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი (მიკროავტობუსი)) შემთხვევაში – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

2. სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების, უვარგისი კონსტრუქციების, მასალების, ნივთების, მიწისა და კლდოვანი ქანების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებზე, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრა, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1 000 ლარის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით.

4. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, დაწესებულების, ორგანიზაციის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულების გაუფორმებლობა ნარჩენების გამტან საწარმოებთან

 

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაჯარიმების უფლებამოსილმა პირმა ადგილზე არ შეადგინა საჯარიმო ქვითარი- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან მძღოლს არ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.’’.

 

2. 2093 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

2. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით და 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 1462 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511 და 1523 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.’’.

3. 239-ე მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1462, 1501, 1511, 1522 და 1523 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’.

 

4.              242-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ კოდექსის 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125- მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებითა და 1462 გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, ამ კოდექსის 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევს ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. თუ სამართალდამრღვევი ან ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი (ოქმი) განთავსდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.’’.

 

5. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1462 და 1511 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სამართალდამრღვევი პირი, თუ მას არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში მისი იდენტიფიკაციის მიზნით.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი ¹4

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

7. საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეიძლება განისაზღვროს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის განსხვავებული წესი ან/და ნორმატიული ფასის დამდგენი სხვა ორგანო.“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების

მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე

საკუთრების უფლების აღიარების შესახებსაქართველოს

კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N29, 27.07.2007, მუხ. 318) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის N968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შესაძლებელია განისაზღვროს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი სხვა ორგანო.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

,,32. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით და შემთხვევებში შეიძლება განისაზღვროს მიწის ნორმატიული ფასით.’’.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 30, 24.06.2005, მუხ. 186) 34-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,341“ მუხლი:

     მუხლი 341. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარებისა და რეაბილიტაციის განხორციელება

  1. 1.თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელების მიზნით საკრებულოს დადგენილებით (ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით) შესაძლებელია დადგინდეს სარეაბილიტაციო არეალი.
  2. 2.სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებაში ან/და რეაბილიტაციაში თვითმმართველმა ერთეულმა შესაძლებელია მონაწილეობა მიიღოს მისი სტრუქტურული ერთეულების ან მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.
  3. 3.სარეაბილიტაციო არეალში მდებარე თითოეული უძრავი ქონების განვითარებაზე ან/და რეაბილიტაციაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
  4. 4.სარეაბილიტაციო არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარება ან/და რეაბილიტაცია შესაძლებელია დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი ბიუჯეტის, რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტის, მესაკუთრის ან/და მესამე პირების სახსრებით.
  5. 5.სარეაბილიტაციო არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის განვითარების ან/და რეაბილიტაციის ამ მუხლის მე–2 პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ განხორციელებისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობა არ არის საჭირო, ხოლო მრავალბინიანი სახლის ისეთი განვითარებისას, როდესაც შენობის საერთო ფართობი იზრდება 5%–ზე მეტით, გადაწყვეტილება თანხმობის მიცემის შესახებ მიიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე დამსწრეთა უმრავლესობით.
  6. 6.თუ მრავალბინიანი სახლის მე–5 პუნქტით განსაზღვრული წესით განვითარების შედეგად შენობის საერთო ფართობი იზრდება 5–%–ზე მეტით, დამატებული ფართობი საკუთრებაში გადაეცემათ რეაბილიტაციის განმახორციელებელ სუბიექტს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს გაზრდილი ფართობის აშენების დაფინანსებაში მათ მიერ გაწეული დანახარჯების პროპორციულად.
  7. 7. ამ მუხლის მე–2 პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე იმ სახლების განვითარება ან/და რეაბილიტაცია, რომელიც არ არის მრავალბინიანი და თუ ამის შედეგად არ იზრდება შენობის ფართობი 5 %–ზე მეტად, შესაძლებელია განხორციელდეს შენობის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, ხოლო თუ განვითარების შედეგად შენობის ფართობი იზრდება 5 %–ზე მეტად – მესაკუთრის თანხმობა აუცილებელია.
  8. 8.თუ სარეაბილიტაციო არეალში მდებარე შენობა ავარიულია და მისი არსებობა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, ამასთან მისი გამაგრება შეუძლებელია, მაშინ მისი განვითარების ან/და რეაბილიტაციისთვის აუცილებელი დემონტაჟი და ახლის აშენება ხორციელდება მესაკუთრის თანხმობის გარეშე. ახლად აშენებული შენობის ფართობი სულ მცირე უნდა იყოს დემონტირებული შენობის ფართობის ტოლი, ამასთან ახალად აშენებული შენობის ღირებულება უნდა აღემატებოდეს დემონტირებული შენობის ღირებულებას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, რეაბილიტაციის განმახორციელებელი პირი ვალდებულია დემონტაჟის განხორციელებამდე განახორციელოს შენობის ფართობის და ღირებულების შეფასება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა მესაკუთრისთვის და შესაბამისად, ახალი შენობის აშენების შემდეგ – მისი ფართობის და ღირებულების შეფასება და შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
  9. 9.რეაბილიტაციის განმახორცილებელი სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლით დადგენილი წესით მიიღოს მშენებლობის ნებართვა სარეაბილიტაციო არეალში არსებულ ნებისმიერ უძრავ ქონებაზე.

10. ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მესაკუთრისთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                    იხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე

 

მუხლი 1. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

,,31. სამშენებლო საქმიანობაში სამართალდამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლოა შედგეს მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე. აღნიშნულის თაობაზე უნდა მიეთითოს შემოწმების აქტის შინაარსში.’’;

            ბ) მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის 121 პუნქტი:

,,121. ამ კანონით გათვალისწინებული დადგენილება აღსასრულებლად მიექცევა არა უმეტეს 6 თვის ვადაში, დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.”.

                გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ,,15. თუ ვერ ხერხდება დადგენილებაში მითითებული პირისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანი წევრისათვის (თუ მითითება, შემოწმების აქტი, უწყება ან დადგენილება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციისათვის), მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარება) ან დადგენილებაში მითითებული პირი უარს აცხადებს ჩაბარებაზე, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში მითითებული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე.

       თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება:

       ) საინფორმაციო დაფა;

       ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისთვის დროებით განთავსებული შენობა;

       ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.’’;

დ) მე-19 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ,,ვ) შესაბამის ორგანოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში იმ ობიექტის ექსპლოატაციაში მისაღებად განცხადების წარუდგენლობისას, რომლის მშენებლობაც დამთავრებულია;’’;

                ე) მე-19 პუნქტს დაემატოს ,,ზ’’ ქვეპუნქტი:

                ,,ზ) როდესაც დამრღვევი განცხადების საფუძველზე აღიარებს სამშენებლო ობიექტზე არსებულ დარღვევებს და ითხოვს კანონით დადგენილი ზომების გატარებას;”.

                2. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ,,4. ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრებიდან ყოველი სამი თვის შემდეგ, ამ მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში მითითებული პირები ჯარიმდებიან დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც შეიძლება დაეკისროს სამართალდამრღვევს არა უმეტეს სამჯერ.”;

3. 23-ე მუხლს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:

,,შენიშვნა:

  1. 1.მშენებლობის ეტაპის სანებართვო პირობებით განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის გამო პირის ამ მუხლის შესაბამისად დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანის დღიდან მშენებლობის შესაბამისი ეტაპის დასრულებამდე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლამდე მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს დადგენილებით (ქ. თბილისში – ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) ასევე ვალდებულია გადაიხადოს საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოცემის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საერთო ფართის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში შესაბამისი ზონების მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. მშენებარე ობიექტის კონერვაცია არ აჩერებს ამ პუნქტით გათვალისწინებული საურავის დარიცხვას.
  2. 2.მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი ვალდებულია სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველ ორგანოს წერილობით შეატყობინოს დარღვეული მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ. ამ შენიშვნის პირველ პუნქტში მითითებული საურავის დარიცხვა შეწყდება აღნიშნული შეტყობინების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველ ორგანოსთვის ჩაბარების დღეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დარღვეული მშენებლობის ეტაპის დასრულება ამ ორგანოს მიერ იქნება დადასტურებული შემოწმების აქტის შედგენით.
  3. 3.დარღვეული მშენებლობის ეტაპის დასრულების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველ ორგანოს მიერ დადასტურების ან მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველ ორგანოს გამოაქვს დადგენილება დარიცხული საურავის ოდენობის შესახებ.
  4. 4.ამ შენიშვნის მე–3 პუნქტში მითითებული დადგენილების აღსრულება განხორციელდება ამ კანონის შესაბამისად.“

4. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-17 და მე-18 პუნქტები:

                ,,17. ის სუბიექტები, რომლებსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დაეკისრათ სამმაგი ოდენობით ჯარიმა და ის გადახდილი არ აქვთ, ასევე, ის სუბიექტები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ სამმაგი ოდენობით ჯარიმის დაკისრებას და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისთვის დაკისრებული არ აქვთ, გათავისუფლდნენ სამმაგი ოდენობის ჯარიმის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისგან. ყველა სუბიექტს განესაზღვროს ახალი სამ თვიანი ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად, რომელიც აითვლება ამ პუნქტის ამოქმედების დღიდან.

                18. ამ პუნქტის ამოქმედებიდან ამ მუხლის 15- და 16- პუნქტებში მითითებულ პირობებზე გავრცელდეს ახალი სამთვიანი ვადა.’’.

 

                მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                        მიხეილ სააკაშვილი

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მასზე თანმდევ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

დანართი 7

პროექტი

საქართველოს კანონი

 

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზეკვარტალში 15 000-დან 30 000 ლარის ჩათვლით;

) თითოეულ სათამაშო აპარატზეკვარტალში 1 500 ლარიდან - 3 000 ლარის ჩათვლით;

) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზეკვარტალში 3 750 ლარიდან 7 500 ლარის ჩათვლით;

) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზესაპრიზო ფონდის - 10%;

) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზეკვარტალში - 12 000-დან 90 000 ლარის ჩათვლით;

) ლატარიების მოწყობაზელატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა.

2. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის წლიური განაკვეთს.”.

 

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებამდე უზრუნველყოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის წლიური განაკვეთის დადგენა.

 

მუხლი 3. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

მუხლი 4. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                 მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, ¹8-9, 21.02.1998, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 1.მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, რომელიც გადაიხდევინება სათამაშო აპარატზე.”

  1. 2.მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტისა).”

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, ¹21-22, 14.06.1998, გვ.6) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს სემდეგი რედაქციით:

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (გარდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელისა რომელიც გადაიხდევინება სათამაშო აპარატზე)

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 1.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამორინეს მოწყობის ნებართვა, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა, ლოტოს მოწყობის ნებართვა, ბინგოს მოწყობის ნებართვა და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა - 5 წლის ვადით.”;

2. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

1) სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;”.

 

მუხლი 2. სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვებს, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2012 წლის 1 იანვრამდე, ნებართვის მფლობელთა განცხადების საფუძველზე, ვადა უგრძელდებათ 2012 წლის 1 იანვრამდე.

 

მუხლი 3. 2012 წლის 1 იანვრიდან ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სათათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებს არ გააჩნიათ იურიდიული ძალა.

 

მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველო პრეზიდენტი               მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

     

მუხლი 1.სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს ცვლილება:

  1. 1.მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის ცნება

სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი არის ერთჯერადი (გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სავალდებულო გადასახდელი, საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში (თუ ლიცენზიას/ნებართვას გასცემს აჭარის ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება), რომელსაც ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი გადაიხდის კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფოს მიერ მისთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის.”;

  1. 2.მე-7 მუხლის მე-10 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობაწელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით.

შენიშვნა: საქართველოს მთავრობა, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთს;”.

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა თავისუფალი საწყობის საქმიანობის და სათამაშო აპარატებოს სალონის მოწყობის ნებართვებისა, რომელზედაც სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად თანაბარზომიერი ოდენობებით არა უგვიანეს ნებართვის აღების დღიდან 12 თვისა. ამასთანავე, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვისა და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობის პირველი ნაწილის გადაიხდება წინასწარ, ნებართვის აღებამდე.”.

  1. 4.მე-9 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის “21პუნქტი:

“21. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.”.

 

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებემდე უზრუნველყოს ტერიტორიული ერთეულების მიხედვით სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთის დადგენა.

 

მუხლი 3. ეს კანონი, გარდა მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

მუხლი 4. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს ცვლილება და 309- მუხლის მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“16. ტოტალიზატორის მომწყობი პირის საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5-პროცენტიანი განაკვეთით, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არ ჩაირთვება ამ პირის ერთობლივ შემოსავალში. ამასთანავე, აღნიშნულ პირებს ამ კოდექსის 154- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტით განსაზღვრული გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულება არ ეკისრება.”.

 

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ძალაში შესვლამდე გაცემულ სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელებზე.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 1.34- მუხლში:
  2. a)მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების (გარდა, სათამაშო აპარატის სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისა) შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. ნებართვის მფლობელს ჯარიმის დაკისრებისას განესაზღვრება ვადა და შესაბამისი პირობები სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის.”.

  1. b)დაემატოს შემდეგი შინაარსის “41პუნქტი:

“41. თუ ნებართვის მფლობელმა, “ლატარიების აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებსაქართველოს კანონის 371 მუხლის1ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო დაკისრებული სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                   მიხეილ სააკაშვილი

 

დანართი 8

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მასზე თანმდევ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზართული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

დანართი 9

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე’’

 

მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

 

  1. 1.მე-3 მუხლის:

ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 , 13 და 14 პუნქტები:

12.აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია სააღსრულებო წარმოების მიზნებიდან გამომდინარე კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს მოვალის საკუთრებაში არსებული შენობისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის განსაზღვრის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების მიზნით.

13. აღსრულების ეროვნული ბიურო, უფლებამოსილია პირის მიმართვის საფუძველზე განახორციელოს ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურება. ასეთი მომსახურების ღირებულება და განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

14.   აღსრულების ეროვნული ბიურო, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას განახორციელებს მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციას, ასევე სააუქციონო მომსახურებას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით’’.

 

ბ)მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულაღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში აგრეთვე ახორციელებს ამ კანონის III2 თავით გათვალისწინებული კერძო აღმასრულებელი.“;

  1. 2.მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებულ პირზე მოახდინოს თავისი უფლებამოსილების დელეგირება. აღნიშნულ პირს ეკრძალება მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, თუ ამის შესახებ სპეციალურად არ არის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში“;

 

  1. 3.მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით უშუალოდ აღასრულებენ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე – აგრეთვე აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირები და აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები (შემდგომში – აღმასრულებელი).“;

ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

31. აღმასრულებლის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების პირობები და წესი, აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის საფასურის ოდენობა, აღსრულების ეროვნული ბიუროში კონკურსის ჩატარების და სტაჟირების გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

  1. 4.146 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობის მიმართ ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით გამოიყენება ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის „გ“, „დ“ და „ი“–„ნ“ ქვეპუნქტებისა, მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებისა, მე-3 მუხლის პირველი, 11, 12 ,1 3 პუნქტებისა, მე-4 და მე-5 მუხლებისა, III1 თავისა, 152 მუხლისა, მე-17 მუხლის მე-11 პუნქტისა, 181 მუხლის მე-2 პუნქტისა, 21-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა, 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტისა, 28-ე მუხლის მე-5 პუნქტისა, 281 მუხლისა, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტისა, 38-ე და 39-ე მუხლებისა, 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა, 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა, 50-ე, 62-ე, 69–ე მუხლის პირველი – 12 პუნქტებისა, 75-ე–76 და 771 – 772 მუხლებისა, 823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა, 901, 903–91-ე მუხლებისა, 113-ე მუხლის პირველი–მე-6 და მე-9–მე-11 პუნქტებისა, მე-12 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-13–მე-16 პუნქტებისა და 1132 მუხლისა.“;

 

  1. 5.147 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს მას სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს;

გ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს განმეორებითი და ხელახალი აუქციონების მომზადებას ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

ბ)მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აუქციონების ჩატარებას.

 

გ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. სააუქციონო მომსახურების გაწევისას კერძო აღმასრულებელი ვალდებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუყოვნებლივ აცნობოს კრედიტორის მიერ აღსრულების შეჩერებისა და განახლების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებულ საქმეზე კრედიტორის განცხადების საფუძველზე შეჩერებული აღსრულება არ განახლდება აღსრულების შეჩერებიდან 3 თვის განმავლობაში, სააუქციონო მომსახურება წყდება, ხოლო კერძო აღმასრულებელს უბრუნდება მის მიერ გადახდილი სააუქციონო მომსახურების საფასურის ნახევარი. კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააუქციონო დოკუმენტაციის განმეორებით წარდგენისას იგი სრულად იხდის სააუქციონო მომსახურების საფასურს.

 

  1. 6.149 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) რომელიც მოქმედი ნოტარიუსი, ადვოკატი, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დასაქმებული პირი ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორია“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაუუქმა სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია ამ კანონის 1414 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და ლიცენზიის გაუქმებიდან არ გასულა ერთი წელი.”;

 

  1. 7.მე-17 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. აღმასრულებელს უფლება აქვს, სააღსრულებო მოქმედება განახორციელოს ნებისმიერ დროს, მათ შორის, არასამუშაო დროს და უქმე დღეს, თუ ეს აუცილებელია კონკრეტული სააღსრულებო წარმოების ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე.“;

  1. 8.მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) გაასაჩივრონ აღმასრულებლის მოქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში ასეთი მოქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში;

 

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებულ დავაზე დაუშვებელია ამ ქონების შეფასების და მის საფუძველზე განხორციელებული სააღსრულებო მოქმედების, ასევე აუქციონის შედეგის გაუქმება, თუ პირველ აუქციონზე გამოცხადებული ქონების საწყისი ფასი არ აღემატება ამ ქონების საბაზრო ღირებულებას.“;

 

  1. 9.181 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ გადაწყვეტილებაში კრედიტორად მითითებულია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმაართველი ერთეულის ბიუჯეტი, მისი აღსრულებისას სახელმწიფოს წარმოადგენს ის სახელმწიფო ორგანო/პირი, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზედაც წარმოებს აღსრულება ან/და რომლის მიმართვის საფუძველზედაც გამოიტანა სასამართლომ აღსასრულებელი გადაწყვეტილება.

 

  1. 10.183 მუხლის:

ა)პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააღსრულებო წარმოების მხარეს და დაინტერესებულ პირს, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივროს აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო მოქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო მოქმედება.“;

 

ბ)მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სააღსრულებო წარმოების საქმის რეკვიზიტები: სააღსრულებო საქმის ნომერი, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, სააღსრულებო წარმოების მხარეები;“;

 

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

21. საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა პასუხობდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.“;

 

დ)მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში.“;

 

ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და საჩივრის შემტანს აცნობებს საჩივრის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საქმის სირთულიდან გამომდინარე, არა უმეტეს 15 კალენდარული დღის ვადით გააგრძელოს საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ვადა, რის შესახებაც იგი ატყობინებს საჩივრის შემტანს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უნდა იყოს. საჩივრის შემტანი უფლებამოსილია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი გაასაჩივროს სასამართლოში ამ კანონით დადგენილ ვადაში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმად.“;

 

  1. 11.184 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 184. ვალდებულების შესრულების განწილვადება

თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება 12 თვემდე ვადით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადების შესახებ: სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეზე – თავისი ინიციატივით, ხოლო სხვა საქმეზე – კრედიტორის თანხმობით. განწილვადების პირობების დარღვევის შემთხვევაში სააღსრულებო საქმის წარმოება განახლდება“.

  1. 12.მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. აღსრულების დოკუმენტების გაცნობა და მათი ასლების გადაცემა

სააღსრულებო წარმოების მხარეს უფლება აქვს გაეცნოს სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა და მათი ასლებისა, ხოლო სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პის, უფლება აქვს გაეცნოს იმ სააღსრულებო საქმის მასალებს და მიიღოს მათი ასლები, რომლებიც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენენ მის უფლებაზე ან/და კანონიერ ინტერესზე, გარდა კომერციული (საგადასახადო და საბანკო) საიდუმლოების შემცველი და სხვა კონფიდენციალური დოკუმენტებისა.“;

 

  1. 13.191 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. რეესტრიდან შესაბამისი ცნობისა და ამონაწერის მისაღებად საფასურის ოდენობ და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.“;

 

  1. 14.192 მუხლის პირველი, მე–2 და ე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანოებმა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელზე სატრანსპორტო საშუალებისა და სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისას ამის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩერონ მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვის და ამ კანონის მე–194 მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე და უნდა შეაჩეროს მოვალის ქონების შემდგომი განკარგვის რეგისტრაცია პირის რეესტრიდან ამორიცხვამდე, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქონების იძულებით განკარგვის და ამ კანონის მე–194 მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

         3. საბანკო დაწესებულება ვალდებულია პირის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების შესახებ. ამასთანავე, საბანკო დაწესებულება ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ავრცელებს ყადაღას აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. საბანკო დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ და ვალდებულია გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე), თუკი მანამდე განხორციელებული ანგარიშის (ანგარიშების) დაყადაღებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში.“

 

  1. 15.193 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 193. რეესტრში რეგისტრირებული პირის უფლების შეზღუდვა

რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“;

 

  1. 16.194 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანხმობის, ხოლო სხვა საქმეებზე აგრეთვე კრედიტორის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს მოახდინოს მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შედეგად შეზღუდული ქონების განკარგვა“.

 

  1. 17.21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცლის გამ­ცე­მი სა­სა­მარ­თლოს ან იმ ორ­გა­ნოს და­სა­ხე­ლე­ბა, რო­მელ­მაც მი­ი­ღო აღსასრულებელი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა;“;

 

  1. 18.23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23.         სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცლის დუბ­ლი­კა­ტის გა­ცე­მა

სა­აღ­სრუ­ლე­ბო ფურ­ცლის და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში ორგანომ, რო­მელ­მაც გას­ცა პირ­ვე­ლი ეგ­ზემ­პლ­ა­რი, შე­უძ­ლია გას­ცეს დუბ­ლი­კა­ტი.“;

 

  1. 19.25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან და უცხოელთა საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით – საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით – გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან დაკავშირებით – სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული იმ გადაწყვეტილებების აღსრულებისას, რომლებზედაც აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით ან რეგისტრირებული გირავნობით, იძულებითი აღსრულება იწარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში მოხსენიებული მოვალე. ასეთ დროს ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ დამტკიცებულა. თუ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ, სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.“;

ბ)მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სააღსრულებო ფურცელი ან/და აღსასრულებელი გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ან მისი ქონების ადგილსამყოფლის მიხედვით, ან ამ კანონის III2 თავით განსაზღვრულ შემთხვევებში – კერძო აღმასრულებელს. აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართვისას ტერიტორიულობის პრინციპის დაცვა სავალდებულო არ არის, თუ კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური პირი, კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად. სააღსრულებო ფურცელს უნდა დაერთოს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.

4. სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვისას სააღსრულებო ფურცელთან ან ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის და უძრავი ქონების შემძენის განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გასცა კომპეტენტურმა პირმა ან ორგანომ. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია არ დაეყრდნოს ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფასოს იგი. თუკი შეფასებისას აღმოჩნდება, რომ ქონება მეტი ღირებულებისაა, ვიდრე დაფიქსირებულია პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში და ამასთან ერთად დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, აღსრულების ეროვნული ბიურო კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში, იგი ვალდებულია შეავსოს მის მიერ გადახდილი საფასური სრულ ოდენობამდე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს კრედიტორისათვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებას აღუსრულებლად.“;

გ) მე–4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი:

„41. იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომელსაც სურს აღსასრულებლად წარადგინოს ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება, აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული მომსახურების ტარიფების შესაბამისად დადგენილი საზღაურის სანაცვლოდ, უფლებამოსილია შეაფასოს ქონება. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება შესაძლებელია დაიწყოს ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშეც. აღსრულების ეროვნული ბიურო, მის მიერ ქონების შეფასების შემდეგ, კრედიტორს განუსაზღვრავს ვადას დადგენილი წინასწარი საფასურის გადახდისათვის. აღნიშნულ ვადაში კრედიტორის მიერ საფასურის გადაუხდელობა გამოიწვევს მისთვის სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებას აღუსრულებლად ’’ .

  1. 20.28-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე კრედიტორის განცხადების მიღებისთანავე მოვალე სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უგზავნის წინადადებას ბიუჯეტის სახსრებით გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ.“

 

  1. 21.29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აღმასრულებელმა ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, გარდა აუქციონის ჩატარებისა, უნდა შეადგინოს ოქმი.

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

  1. 22.30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 30. მოვალის ძებნა

როდესაც მოვალის ადგილსამყოფელი უცნობია, ან როცა იგი სპეციალურად არიდებს თავს მოვალეობის შესრულებას, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით, რომლის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება პოლიციის ორგანოების მეშვეობით მოვალის ძებნისა და მოყვანის შესახებ.

 

  1. 23.32-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ ყა­და­ღა­და­დე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა უკ­ვე რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამო მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება. მტკიცების ტვირთი, რომ ეს ქონება მას ეკუთვნოდა, აწევს მესამე პირს.’’;

  1. 24.34-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა;

 

  1. 25.35-ე მუხლის:

ა) სათაური და პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება

1. სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს:

ა) კრედიტორის განცხადებით;

ბ) თუ მოვალე არ ცხოვრობს კრედიტორის მიერ მითითებულ მისამართზე, ან თუ იქ არ იმყოფება ქონება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე იძებნება პოლიციის ორგანოების მეშვეობით;

გ) თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

დ) ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ე) თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია ფაქტობრივი გარემოების ან/და სამართლებრივი საფუძვლის გამო. ამ შემთხვევაში, სააღსრულებო საბუთის დაბრუნების საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

ვ) თუ ამ კანონის 25–ე მუხლის მე–4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ შეავსებს წინასწარი საფასურის თანხას იმ ოდენობამდე, რომელიც დადგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასების შედეგად ან არ შეიტანს წინასწარი საფასურის თანხას, თუ სააღსრულებო წარმოება დაიწყო კრედიტორის მიერ წინასწარი საფასურის გადახდის გარეშე.

11. თუ თანხის გადახდევინების შესახებ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში ვერ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა იმის გამო, რომ მოვალეს არ გააჩნია ქონება, რომლიდანაც შესაძლებელია გადახდევინება, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება უბრუნდება კრედიტორს, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა. “;

ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

‘’ 2. სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებისას აღსრულებისათვის განხორციელებული ყველა ღონისძიება უქმდება, ხოლო ამ კანონით დადგენილი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ამავე საქმესთან დაკავშირებით ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.’’

 

  1. 26.36–ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება:

ა) მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას – მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობით დაიშვება უფლებამონაცვლეობა;

ბ) მოვალის მიერ ქმედუნარიანობის დაკარგვისას – მისი წარმომადგენლის დანიშვნამდე;

გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისათვის უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოქმედებაზე საჩივრის შეტანისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;

დ) იმ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ სარჩელის წარდგენისას, რომელზედაც მიქცეულია გადახდა, – სადავო ქონებაზე აღსრულების ნაწილში და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე;

ე) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოთხოვნით სარჩელის/განცხადების წარდგენისას – გადაწყვეტილების მიღებამდე;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას, სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლეზე რეგისტრაციამდე;

დ) ამ კანონის 184 მუხლით გათვალისწინებული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების განწილვადებისას საქმის წარმოების განახლებამდე;“

გ) მე–2 პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) ამ კანონის 25–ე მუხლის მე–4 და მე–41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში კრედიტორისათვის საფასურის გადახდის ვადის განსაზღვრისას ამ ვადის ამოწურვამდე;

ზ) განსაკუთრებულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით.“

 

  1. 27.38-ე მუხლის:

ა) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

61. აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 100 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ჯარიმის/საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა;

ბ) 100 ლარიდან 200 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის ჯარიმის/საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა;

გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის ჯარიმის/საურავის თანხის 15%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;

დ) 500 ლარი ან 500 ლარზე მეტი სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის ჯარიმის/საურავის თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი, გარდა ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, და ამ კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.”

 

  1. 28.39-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის, ამ კანონის 901 მუხლით გათვალისწინებული აქტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების, ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების დაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით.

ბ)მე- 4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით გაწეული ქონების შენახვის, ტრანსპორტირების, შეფასების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების ან/და დადგენის პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი, დაეკისრება მოვალეს და ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად, თუ ეს ხარჯი გაღებულია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და შესაძლებელია მისი დადასტურება შესაბამისი დოკუმენტაციით“.  

 

  1. 29.391 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 391. აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხის დაბრუნება

1. პირს უფლება აქვს, მოითხოვოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე თავის მიერ შეტანილი თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

2. პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განუხორციელებლობის შემთხვევაში, თანხა მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში.“

 

  1. 30.მე-40 მუხლს:

ა)მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე აღმასრულებელი, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ყადაღადადებულ ქონებას ამორიცხავს აღწერისა და დაყადაღების აქტიდან“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ამ ქონებაზე აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ განკარგულების გამოცემისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.“;

 

  1. 31.47-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, ქონებას ყადაღის დადების რეგისტრაციის შემდეგ შეაფასებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი.

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სააღსრულებო წარმოების მხარეებს სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების შეფასებამდე უფლება აქვთ წარმოადგინონ ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვით ქონება შეფასებულია სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაეყრდნოს სააღსრულებო წარმოების მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნას, ხოლო თუ ერთსა და იმავე ქონებაზე დასკვნა წარმოადგინა ორივე მხარემ ერთ–ერთ დასკვნას. მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნის დასაშვებად მიჩნევის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.“;

 

  1. 32.50-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აღსრულების ეროვნული ბიურო ან მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სხვა პირი მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებიდან 2 თვეში, ხოლო ამ კანონის 47–ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში, მისი რეალიზაციის მიზნით აცხადებს საჯარო აუქციონს.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ სარეალიზაციო ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობის უფლების წინ რეგისტრირებულია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სადაზღვევო ორგანიზაციის, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტის გირავნობის უფლება და თუ ვალდებულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, საფასურისა და აღსრულების ხარჯის დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდება ამ პუნქტში ჩამოთვლილ პირთა მოთხოვნები, ხოლო შემდეგ – საგადასახადო ორგანოს მოთხოვნა.

გ)მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ასევე ამ კანონის მე–2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით და ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზეც არ მოხდება, გამოიყენება ამ კანონის 771 მუხლით დადგენილი წესი.

 

  1. 33.51-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
  2. 34.62-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. უძრავი ქონების სხვადასხვა სააღსრულებო ბიუროს სამოქმედო ტერიტორიებზე არსებობის შემთხვევაში ან/და ერთიდაიგივე მოვალის მიმართ ორი ან მეტი სააღსრულებო ბიუროს მიერ აღსრულების განხორციელებისას, გადაწყვეტილებას აღსრულების ქვემდებარეობის შესახებ იღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

ბ)მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

  1. 35.69-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. იძულებით აუქციონს ამ კანონით დადგენილი წესით ატარებს აღსრულების ეროვნული ბიურო ან სხვა პირი მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ. ამ შემთხვევაში იძულებითი აუქციონი ტარდება ქონებაზე ყადაღის დადებიდან 2 თვის ვადაში, ხოლო ამ კანონის 47–ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 1 თვის ვადაში.“.

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

11. თუ მოვალე საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო რეესტრის მეშვეობით უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის ან/და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში მოვალის სახელზე რიცხული ქონების თაობაზე.

12. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან მოძიებული შესაბამისი ცნობით დადასტურდება, რომ მოვალის სახელზე რიცხულია უძრავი ქონება, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია დაადოს ყადაღა ამ ქონებას და განახორციელოს აღსრულება ამ კანონით დადგენილი წესით. მოვალე ან პირი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს ქონება მას ეკუთვნის უფლებამოსილია წარუდგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკუთრების უფლებადამდგენი მტკიცებულებები, რომელთა სარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო არ გაატარებს ან/და გააუქმებს ასეთი ქონების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს. თუ ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის და მტკიცებულებების შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ ქონების გასხვისება განხორციელდა მოვალის წინააღმდეგ სააღსრულებოს წარმოების დაწყების შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მიაქციოს ეს ქონება აღსასრულებლად. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მისი შემძენი ხდება ამ ქონების მესაკუთრე. მესამე პირი, რომელიც მიიჩნევს რომ ქონების რეალიზაციის შედეგად დაირღვა მისი უფლება ან/და მას მიადგა ზიანი უფლებამოსილია წაუყენოს პრეტენზია მოვალეს.

 

  1. 36.70–ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მოვალე ან სხვა პირი უფლებამოსილია გადაიხადოს საფასურის, აღსრულების ხარჯის, კრედიტორის მოთხოვნის დასაფარავად საჭირო თანხა იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ მოვალის ან მოვალის ინტერესებისათვის სხვა პირის მიერ საფასურის, აღსრულების ხარჯის და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, აუქციონის დასრულების შემდეგ, მოახდენს თანხის განაწილებას საერთო წესით. თუკი მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ჯამი გადააჭარბებს აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯის და კრედიტორის მოთხოვნის ოდენობას, აღსრულების ეროვნული ბიურო ნამეტ თანხას დაუბრუნებს მოვალეს, თუკი მოვალის მიმართ არ წარმოებს სხვა სააღსრულებო წარმოება იმავე ან/და სხვა კრედიტორის სასარგებლოდ და ასეთი წარმოების ფარგლებში მოვალეს არ ეკისრება რაიმე სახის გადახდევინება. ‘’

 

  1. 37.75-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ არის უზრუნველყოფილი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება. თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა სანივთო უფლება (გარდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებისა), რომლებიც ქონებაზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. თუ იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი იპოთეკარია საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სადაზღვევო ორგანიზაცია, საერთაშორისო ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ქონებაზე ასეთი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებაც, თუ ვალდებულება, რომლის გამოც განხორციელდა იძულებითი აღსრულება, წარმოშობილია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციამდე. ქონებაზე ადრე რეგისტრირებული უფლებები (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/ იპოთეკის უფლება) ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება.

გ) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. სააღსრულებო წარმოებისას გაყიდული ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

6. ქონების ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ქონებაზე.

დ) მე–7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–8 და მე–9 პუნქტები:

8. თუ დადგენილი წესით გამართული აუქციონი, რომელიც შედგება პირველი და ორი განმეორებითი აუქციონისაგან, უშედეგო აღმოჩნდა და ქონება არ გაიყიდა, ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან. აღნიშნულ ქონებაზე იმავე მოთხოვნასთან დაკავშირებით იმავე კრედიტორის სასარგებლოდ სააღსრულებო წარმოება აღარ განხორციელდება. აღნიშნული ქონება უბრუნდება მოვალეს, გარდა ამ კანონის 69-ე მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ ქონებაზე აღსრულებას გააგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული.

9. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ასევე ამ კანონის მე–2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო ორგანოს სასარგებლოდ და ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზეც არ მოხდება, გამოიყენება ამ კანონის 771 მუხლით განსაზღვრული წესი.

  1. 38.761 მუხლი ამოღებულ იქნეს;
  2. 39.771 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 771. ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემა

  1. 1.თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, ასევე ამ კანონის მე–2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო ორგანოს სასარგებლოდ და ქონების რეალიზაცია მეორე განმეორებით აუქციონზე არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო მიმართავს ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოს რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის თაობაზე შეთავაზებით და აღნიშნულის შესახებ აცნობებს იმ ორგანოს, რომლის სასარგებლოდაც წარმოებს აღსრულება.
  2. 2.აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცევის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია განაცხადოს თანხმობა ან უარი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით მიღებაზე. თუ სახელმწიფო ორგანო დადგენილ ვადაში განაცხადებს უარს ან არ განაცხადებს თანხმობას სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების მიღებაზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს მესამე განმეორებითი აუქციონის ჩატარებას და ქონების საერთო წესით რეალიზაციას.
  3. 3.სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის თაობაზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში თანხმობის მიღების შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ, რომელიც გადაეცემა ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის განმახორციელებელ ორგანოს, ხოლო ასლი ეგზავნება იმ ორგანოს, რომლის სასარგებლოდაც წარმოებდა აღსრულება.
  4. 4.განკარგულება სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს:

ა) ქონების მესაკუთრის (მოვალის) მონაცემებს;

ბ) ქონების დასახელებას (მდებარეობას) და მოკლე დახასიათებას;

გ) იმ ორგანოს დასახელებას, რომლის სასარგებლოდაც წარმოებდა აღსრულება;

დ) ქონების ღირებულებას.

5. ნატურით გადაცემისას ქონების ღირებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეორე განმეორებითი აუქციონისათვის დადგენილი საწყისი ფასით.

6. თუ აღსრულება წარმოებდა შესაბამისი ორგანოს სასარგებლოდ, რომელსაც გააჩნდა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა მოვალის მიმართ, სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში ამ ქონებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სანივთო უფლებები უცვლელი რჩება.

7. თუ აღსრულება წარმოებდა შესაბამისი ორგანოს სასარგებლოდ, რომელსაც გააჩნდა უზრუნველყოფილი მოთხოვნა მოვალის მიმართ, მათ შორის ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, სახელმწიფოს საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში უქმდება ამ ორგანოს გირავნობის/იპოთეკის შემდეგ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული   სანივთო უფლებები.

8. ქონების ნატურით მიღების შემთხვევაში სახელმწიფო იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში ამ ქონების ფლობასთან ან/და სარგებლობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

  1. 40.კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 772 მუხლი:

მუხლი 772 სამართლებრივი აქტების გამოცემა მართვის ავტომატური საშუალებებით

  1. 1.საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
  2. 2.ლებების გამოყენებით გამოცემულ დოკუმენტს. ასეთი ამონაბეჭდი არ საჭიროებს ასლის დედანთან სისწორის დამოწმებას.

 

  1. 41.823 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სახელმწიფო, ავტონომიურ რესპუბლიკების ან/და ადგილობრივ ბიუჯეტსა და არასაბიუჯეტო ფონდებში თანხების გადახდის შესახებ;“

 

მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცხადებული აუქციონი დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

 

მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივლისიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                   მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’

 

მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N9, 31.03.2007, მუხ. 87) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

  1. 1.26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26. მეურვე

1.                            მეურვეს, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო, რომელსაც სასამართლო უგზავნის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებას და აცნობებს მეურვედ მისი დანიშვნის შესახებ.

           2. მეურვის უფლება-მოვალეობებია:

ა) განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში;

1) სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დანიშვნიდან (განჩინების ჩაბარებიდან) 3 სამუშაო დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრიროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება; (27.04.2010 N 2981)

ბ) განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები;

გ) მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს;

დ) მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში;

ე) მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ;

ვ) შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან;          

ზ) განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან; ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით;

თ) დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

ი) თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით.

3. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. მეურვეს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე, ხოლო რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ამ კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნის შესახებ კრედიტორთა გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ დამტკიცებისთანავე.

           5. კრედიტორს ან მოვალეს უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს მოტივირებული და არგუმენტირებული შუამდგომლობით მეურვის წარმომადგენლის აცილების შესახებ. ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს კრედიტორის ან მოვალის მიერ მეურვის წარმომადგენლის აცილების შესახებ განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

  1. 2. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 37. გაკოტრების მმართველი

1. გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში საწარმოს დირექტორს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უჩერდება.

2.თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, მაშინ გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

3. გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე.

  1. 4.გაკოტრების მმართველსა და კრედიტორებს შორის იდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება გაკოტრების მმართველის უფლებამოსილების ფარგლები, მისი ანაზღაურებისა და პასუხისმგებლობის საკითხები. პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია საბანკო გარანტიის ან/და პასუხისმგებლობის დაზღვევის გამოყენება.

5. გაკოტრების მმართველად აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შემთხვევაში მმართველის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული   აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.

  1. 6.კრედიტორთა მიერ არჩეული გაკოტრების მმართველის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებოს შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი კრედიტორის განცხადების საფუძველზე განიხილოს გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გაკოტრების მმართველად ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ცვლილებები უნდა დარეგისტრირდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით.

7. გაკოტრების მმართველი ვალდებულია დანიშვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დაარეგისტრიროს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.

 

  1. 3.38–ე მუხლის:

ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონზე სამეურვეო ქონების გაყიდვას კრედიტორთა ინტერესების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.’’

ბ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–21 და მე–22 პუნქტები“:

„21. თუ გაკოტრების მმართველს არ წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო, კრედიტორთა მიერ შერჩეული გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის თაობაზე განაცხადით და წარუდგენს სასამართლოს მიერ დამოწმებულ სააუქციონო დომუმენტაციას, რომელიც უნდა მოიცავდეს ზუსტ ინფორმაციას მოვალის, კრედიტორებისა და მათი მოთხოვნების, სარეალიზაციო ქონების და მისი საბაზრო ღირებულების შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, თუ ეს აუცილებელია სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის. სააუქციონო დოკუმენტაციის სრულად წარუდგენლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია უარი განაცხადოს სააუქციონო მომსახურების გაწევაზე.

22 .   აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან.“

გ) მე–3, მე–4 და მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალების მეშვეობით. ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში ოფიციალური ვებ–გვერდი, სადაც გამოქვეყნდება ინფორმაცია აუქციონის შესახებ, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ.

4. აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის ჩატარების შესახებ და უზრუნველყოფს აუქციონის დაწყებამდე 14 დღით ადრე აუქციონის დაწყების თარიღის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.

5. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დრო (აუქციონის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები);

ბ) მოვალის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;

გ) სამეურვეო ქონების ადგილმდებარეობა და მისი მაქსიმალურად შესაძლებელი აღწერილობა;

დ) სამეურვეო ქონების საწყისი ფასი;

ე) ფასის მატების ბიჯის ოდენობა;

             ვ) აუქციონის სხვა პირობები.

დ) მე–7, მე–8 და მე–9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოს აუქციონის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს გაკოტრების მმართველი.

     8. აუქციონი ტარდება იმ წესითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესისა.

9. პირველი აუქციონი ტარდება გაკოტრების მმართველის არჩევიდან ან დანიშვნიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ მთლიანად სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით. დაუშვებელია პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. სამეურვეო ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ამ ქონების საბაზრო ღირებულების 50 % –ით. აღსრულების ეროვნული ბიურო, მის მიერ გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილია თავად შეაფასოს და განსაზღვროს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულება ან მოიწვიოს კომპეტენტური პირი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით.“

ე) მე–10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. თუ პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, მაშინ პირველი აუქციონის ჩატარებიდან 30 დღის შემდეგ ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი, და მიეთითება, რომ აუქციონი ტარდება მეორედ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც ერთიანი კომპლექსის სახით, ისე ნაწილ-ნაწილ. მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონების ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის ფორმაზე გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება შეუძლიათ კრედიტორებს პირველი აუქციონის დასრულებიდან 7 დღის     განმავლობაში. ამ შემთხვევაში კრედიტორები თავად განსაზღვრავენ სამეურვეო ქონების თითოეული ლოტის საწყის ფასს. თუ კრედიტორები დათქმულ ვადაში ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება გაიყიდება ერთიანი კომპლექსის სახით. ამ შემთხვევაში სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს პირველ აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 25 %–ს.

ვ) მე–11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) მე–12 და მე–121 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით. ამ შემთხვევაში საპროცესო ხარჯების და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს.

121. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, კრედიტორები უფლებამოსილი არიან ქონება ნატურით მიიღონ საკუთრებაში მეორე აუქციონის ჩატარებიდან 60 დღის ვადაში, რის შესახებაც შეთავაზების გაკეთებას უზრუნველყოფს გაკოტრების მმართველი. ქონების ნატურით მიღებაზე უარი ჩაითვლება მოთხოვნაზე უარის თქმად და ქონება ნატურით განაწილდება შესაბამის რიგში დარჩენილ კრედიტორებს შორის. ყველა რიგის კრედიტორების მიერ ქონების ნატურით მიღებაზე უარი წარმოადგენს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტისა და საწარმოს ლიკვიდაციის დაწყების საფუძველს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორებს შორის ქონების ნატურით განაწილება ხდება მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, იმ რიგითობით, როგორც განაწილდებოდა ამ ქონების გაყიდვით მიღებული თანხა. ერთიანი კომპლექსის სახით არსებული ქონება კრედიტორებს გადაეცემათ საერთო წილობრივ საკუთრებაში. საპროცესო ხარჯების და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ ქონების ნატურით მიმღებ კრედიტორებს.

თ) მე–16 და მე–17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს აუქციონის შედეგები.

17. აუქციონის შედეგების შესახებ ცნობა ქვეყნდება დაუყოვნებლივ ინფორმაციის იმავე საშუალებებით, რომელთა მეშვეობით გამოქვეყნდა ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ.

 

  1. 4.მე–40 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდება შემდეგი რიგითობით:

ა) პირველი რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური;

ბ) მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება;

გ) მესამე რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება;

დ) მეოთხე რიგი – ყველა უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

ე) მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა;

ვ) მეექვსე რიგი – ყველა დანარჩენი აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა;

ზ) მეშვიდე რიგი – დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.

 

ბ) მე–41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

41. გაკოტრების მმართველი კრედიტორთა წინასწარი წერილობითი თანხმობით უფლებამოსილია, სამეურვეო ქონების რეალიზაციამდეც ან ამ ქონების რეალიზაციის პროცესშიც დააკმაყოფილოს კრედიტორთა მოთხოვნები საერთო წესების დაცვით, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის მოვალის საკუთრებაში არსებული ან/და სამეურვეო ქონების მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციით მიღებული და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებული თანხებიდან. ასეთ შემთხვევაში უპირატესად უნდა იქნეს გათვალისწინებული საპროცესო ხარჯები, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანებები.“

  1. 5.45–ე მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. სამეურვეო ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა განაწილდება გაკოტრების პროცესის დასრულებისთანავე. დარჩენილი თანხის ნაწილი შეინახება აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე 3 თვის ვადით.

მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოებული გადახდისუუნარობის საქმეები დასრულდეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით.

მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

ასლი:    საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

დანართი 11

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაზე

(სპეციალური ოპერაციები)

(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო – პროგრამა – პროექტი 1)“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარნმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები)(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო –პროგრამა – პროექტი 1)“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ