ოქმი # 23

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი # 23

 

. თბილისი                                    3 ივნისი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, . ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, ი. გაბისონია, ვ. ქარუმიძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

ვახტანგ ბალავაძე _ პარლამენტის წევრი, თამარ ჭელიძე _ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისA მინისტრის მოადგილე.

 

დღის წესრიგი:

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/  

 

  1. 2.„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ და თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე.

/მომხ. გიორგი მელაძე/

  1. 1.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის   შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად კანონპროექტის ტექსტი არ შეცვლილა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

მოისმინეს:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი მელაძის ინფორმაცია „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ საქართველოს კანონის პროექტზე.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ ჭელიძემ წარმოადგინა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი (ანრთი 2) და დააყენა საკითხი მათი დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების მიზანია, გათავისუფლდეს   ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში და ოფელ განმუხურში 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონით სამორინეს (კაზინოს) მოწყობისათვის დადგენილი მოსაკრებლისაგან.

კანონპროექტით, საქართველოში არსებულ ტერიტორიებს, სადაც სამორინეს მოწყობა გათავისუფლებულია ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრბლების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლისგან, ემატება ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ანაკლიაში და სოფელ განმუხურში 80 ნომრიანი ახალაშენებული სასტუმროს ტერიტორიები.  

 

კიკალეიშვილმა, წურწუმიამ, მელაძემ.

 

  1. 1.მიზანშეწონილად ჩაითვალოს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებისათვის ინიცირება.

 

2.   კანონპროექტზე, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომასა და კომიტეტების სხდომებზე, მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ წურწუმია.

 

3.       ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს კანონპროექტი წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომ, საკანონმდებლო პროცედურების უმოკლეს ვადაში დასაწყებად.

 

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                           გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

 

დანართი ¹1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი ¹2

 

Pპროექტი

 

საქართველოს კანონი

 

«სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ»

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

 

      მუხლი 1. «სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ¹26. 05.09.03 მუხლი 195) მე-7 მუხლის მე-102 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

102 სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქ. ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიან სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ახლად აშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                       მიხეილ სააკაშვილი