| ოქმი #25 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომის
ოქმი #25
ქ. თბილისი 16 ივნისი 2011 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
/მესამე მოსმენა/
/მომხ. მიხეილ ცქიტიშვილი/
/მეორე მოსმენა/
/მომხ. გია ხუროშვილი/
/პირველი მოსმენა/
/მომხ.ირინე ქურდაძე/
/პირველი მოსმენა/
/მომხ. ზვიად კუკავა/
/პირველი მოსმენა/
/მომხ. თამარ ჭელიძე/
/მომხ. თამარ ჭელიძე/
/მომხ. რუსუდან კემულარია/
/მომხ. გია ხუროშვილი/
/მომხ. დიმიტრი ძაგნიძე/
/მომხ. სამსონ ქუთათელაძე /
/მომხ. ირაკლი კენჭოშვილი/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მასზე თანმდევ კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მასზე თანმდევ კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 233) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. პირველი მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7პუნქტები:
„6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირმა სახელმძღვანელოების სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მოტივირებული წინადადების საფუძველზე, უფლება აქვს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მხოლოდ რეგენტთა საბჭოს თანხმობით”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. სატენდერო კომისია გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
2. 121 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
8. სატენდერო კომისია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 20 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
3. 151 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მათი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან არანაკლებ 15 დღეს. ამ ვადის გასვლიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 6
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 7
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
”1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების/რეალიზაციის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განაწილების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.” (გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”4. სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ კანონის საფუძველზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გადახდის ხარვეზის შევსებისათვის დამატებით დაწესებულ 10 დღიან ვადაში არ გადაიხადა და არ წარმოადგინა საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) აუქციონში გამარვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.”
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს მე-41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
” 41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებით დაწესებული ვადის ათვლა დაიწყეება გადახდის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან.
გ) მე-4 პუნქტს დაემატოს მე-42 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
გადახდის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებად ჩაითვლება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე გადახდის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.
დ) მე-6 პუნქტს დაემატოს მე-61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
”61. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, დამატებითი ვადის დადგენის და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.”
”21. სამინისტრო უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის საკითხის მომზადებისას გამცხადებელს მოსთხოვოს ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.
4.მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს თანხა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემოთავაზებული ღირებულების 10%-ის ოდენობით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო პირობებში საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ამ პუნქტში აღნიშნული საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამის დეპოზიტზე თანხის განთავსება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) უზრუნველსაყოფად. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ღირებულებას, აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 10%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) შემდეგ ამ პუნქტით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/დეპოზიტზე განთავსებული თანხა გამოყენებულ იქნება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის.”
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში –აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.”
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. ”
”4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა აუქციონის ხარჯების გამოკლებით, საქართველოს კაონომდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.”
7. 34-ე მუხლს დაემატოს 341 მუხლი შემდეგი რედაქციით:
” 1. სახელმწიფო ორგანოს (შემდგომში დაზარალებული) უფლება აქვს მის ბალანსზე რიცხული დაზიანებული მოძრავი ნივთი ურთიერთშეთანხმების გზით ჩანაცვლების ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცეს იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (შემდგომში - ზიანის მიმყენებელი), რომლის დადგენილი ბრალეული ქმედების შედეგად აღნიშნულ ქონებას, დამოუკიდებელი ექსპერტის ან დაზარელებულის მიერ შერჩეული აუდიტის შეფასებით, მიადგა ზიანი ნარჩენი საბალანსო ღირებულების 25%–ზე მეტი, იმ პირობით, რომ ზიანის მიმყენებელი უზრუნველყოფს დაზიანებული ქონების სანაცვლოდ, იგივენაირი ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე მოძრავი ნივთის დაზარალებულისათვის უსაყიდლოდ გადაცემას. დაზარალებულის მიერ ასეთი ფორმით მიღებული მოძრავი ნივთი ექვემდებარება დაზარალებულის მიერ ბალანსზე აყვანას და სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (შემდგომში - დაზარალებული) უფლება აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მის სარგებლობაში არსებული, აგრეთვე სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი მის ბალანსზე რიცხული დაზიანებული მოძრავი ნივთი ურთიერთშეთანხმების გზით ჩანაცვლების ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცეს იმ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლის დადგენილი ბრალეული ქმედების შედეგად აღნიშნულ ქონებას, დამოუკიდებელი ექსპერტის ან დაზარალებულის მიერ შერჩეული აუდიტის შეფასებით, მიადგა ზიანი ნარჩენი საბალანსო ღირებულების 25%–ზე მეტი, იმ პირობით, რომ ზიანის მიმყენებელი უზრუნველყოფს დაზიანებული ქონების სანაცვლოდ, იგივენაირი ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე მოძრავი ნივთის დაზარალებულისათვის უსაყიდლოდ გადაცემას. დაზარალებულის მიერ ასეთი ფორმით მიღებული ქონება ექვემდებარება დაზარალებულის მიერ ბალანსზე აყვანას და სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”
” 9. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება შეიძლება გადასცენ საქართველოს მთავრობის თანხმობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, ხოლო იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც ჰყავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ ან საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ქონება შეიძლება გადასცენ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
9. 35-ე მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
”10. ამ მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის უფლების გამცემი პირი ბალანსიდან იხსნის ხოლო სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს აჰყავს ბალანსზე გადაცემული სახელმწიფო ქონება.”
10. 36-ე მუხლის
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ერიცხება ბალანსზე. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო. “
ბ) 11 პუნქტს დაემატოს 12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”12. სახელმწიფო ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით მიმღები ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია სარგებლობის განმავლობაში ქონების სამნისტროსათვის დაბრუნებამდე გადაიხადოს ნივთით სარგებლობის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ნივთის მოვლა-პატრონობა.”
11. 38-ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
”3. სამინისტროს ან სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის საფასური ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის საფასური ირიცხება სარგებლობაში გამცემის ბიუჯეტში.”
12. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს მე-21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
“21. საწარმოთა მართვის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის წილების და აქციების ასევე ფულადი შენატან(ებ)ის შეტანის შესახებ.”
13. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 44. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი
14. 45-ე მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
”5. პრივატიზებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ აქციებსა და წილებთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.”
15. 47-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 471 და 472 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 471. თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული მოძრავი ნივთის მონათხოვრის საკუთრებაში გადაცემა
1. ამ კანონის ამოქმედებიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2009 წლის 3 ნოემბრამდე თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოს მიერ მათთვის გადაცემულ მოძრავ ნივთებზე მოიპოვებენ საკუთრების უფლებას თუ მონათხოვრეები ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში სამინისტროში წერილობით არ განაცხადებენ უარს საკუთრების უფლების მიღებაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იარაღსა და მუსიკალურ საკრავებზე.
მუხლი 472. უზუფრუქტის ხელშეკრულებების შეწყვეტა და ქონების სარგებლობაში გადაცემა.
საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ჩაითვალოს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ
დანართი 8
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 9
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ
„საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმებაზე“.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმება“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაცოდ.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 10
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს
აგრარულ საკითხთა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ
„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის 2005 წლის 28 მაისს ხელმოწერილი განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (სოფლის განვითარების პროექტი) ცვლილების ხელშეკრულებაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის 2005 წლის 28 მაისს ხელმოწერილი განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (სოფლის განვითარების პროექტი) ცვლილების ხელშეკრულება“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაცოდ.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 11
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”,
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მასზე თანმდევ კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე”, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 12
საქართველოს ორგანული კანონი
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“
საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით საქართველოს მოქალაქენი ადგენენ დღევანდელი და მომავალი თაობების ეკონომიკური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტიებს. ეკონომიკური უფლებები და თავისუფლებები არის ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების ნაწილი, რომელთა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში.
სახელმწიფო უზრუველყოფს ეკონომიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს საზოგადოების განვითარებას, ხალხის კეთილდღეობისა და ეკონომიკის გრძელვადიან სტაბილურ ზრდას.
თავისუფლება, არის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი პრინციპები, რაც ნიშნავს თავისუფლებას, გამოხატულს - მთავრობის მცირე ზომაში, პასუხისმგებლიან მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში და დაბალ გადასახადებში.
მუხლი 1. საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობა საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების დადგენაში
1. ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღიდან:
ა) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვარის გაზრდა, შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივის უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.
ბ) საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთების გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.
2. ამ კანონის ძალაში შესვლის თარიღისათვის „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:
ა) საშემოსავლო გადასახადი;
ბ) მოგების გადასახადი;
გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);
დ) საბაჟო გადასახადი;
ე) აქციზი;
3. ქონების გადასახადის განაკვეთები დგინდება საქართველოს საგადასახადო კოდექსში განსაზღვრული წესის მიხედვით
4. რეფერენდუმი ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ საკითხზე ტარდება “რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
5. დაუშვებელია რეფერენდუმის საგანს წარმოადგენდეს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი.
6. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოითხოვოს გადასახადების დროებითი გაზრდა არაუმეტეს 3 წლის ვადით. გადასახადების დროებითად გაზრდის შემთხვევაში არ ტარდება რეფერენდუმი.
მუხლი 2. მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დადგენა
1. ეკონომიკის გრძელვადიანი და სტაბილური ზრდის საშუალებით კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ყოველი შემდგომი თაობისათვის სამართვად შემცირებული ფინანსური ვალდებულებების მქონე ქვეყნის გადაცემის ხელშეწყობის მიზნით, დგინდება მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგი მაქსიმალური ზღვრები:
ა. კონსოლიდირებული ბიუჯეტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს - 30%;
ბ. კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს - 3%;
გ. სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არაუმეტეს - 60%;
2. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” და/ან “ბ” ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვარს ან/და ზღვრებს, საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეიმუშავოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდგომი ორი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს, მოცემულ პერიოდში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას.
3. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაგეგმვა უნდა მოხდეს პროგრამულ საფუძველზე მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.
მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალურობის პრინციპი
საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება უნივერსალურობის პრინციპით, რაც გულისხმობს:
ა) სახელწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის ყველა შემოსულობები მიმართული უნდა იქნას ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული შემოსავლები, მიემართება შესაბამის ბიუჯეტებში საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად.
ბ) არ შეიძლება კანონმდებლობით დადგიდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართული იქნას კონკრეტული ბიუჯეტის გადასახდელის დასაფინანსებლად.
გ) ამ მუხლის ,,ბ’’ პუნქტით გათვალისწინებული არ ეხება ისეთ დაფინანსებას, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან დადებული ისეთი ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც ითვალისწინებენ დაფინანსების ასეთ პრინციპს.
მუხლი 4. კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება
1. დაუშვებელია რეზიდენტი და/ან არარეზიდენტი პირების თავისუფლების შეზღუდვა, ვალუტის კონვერტაციის, ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნის ან ამ ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობის თვალსაზრისით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ნებისმიერ პირს აქვს ფულადი სახსრების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანის შეუზღუდავი უფლება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საქართველოში კაპიტალის მოძრაობა თავისუფალია გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან, როდესაც კაპიტალის მოძრაობა დაკავშირებულია სისხლისამართველრივ პასუხისმგებლობასთან.
მუხლი 5. დასკვნითი დებულება
ეს კანონი, ამოქმედდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 13
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
„ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ“
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ“.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი საჭიროებს დახვეწას და რიგი საკითხების დაზუსტებას.
კერძოდ:
3) უმჯობესია კანონპროექტში არსებობდეს ძირითადი დებულებების ცალკე მუხლი, რომელშიც თავმოყრილი იქნება კანონპროექტის მიზანი და მოქმედების სფერო; ანალოგიურად უნდა მოხდეს კანონპროექტის სხვადასხვა მუხლებში დეკლარირებული პრინციპების ერთ მუხლში წარმოდგენა.
4) ორგანული კანონის პროექტში გამოყენებული ძირითადი ტერმინების განმარტებები დასაზუსტებელი და დასახვეწია. ამდენად, მიზანშეწონილია, ცალკე მუხლის სახით ჩამოყალიბდეს ტერმინთა განმარტებები;
5) არგუმენტირებას საჭიროებს თუ რა მიზანს ემსახურება გადასახადის ახალი ტიპის შემოღებისას ან ზედა ზღვრის გაზრდისათვის რეფერენდუმის ჩატარება.
6) კანონპროექტის მე–4 მუხლის „გ“ პუნქტში სიტყვა „გათვალისწინებული“–ს გვერდით, უმჯობესია, ჩაემატოს ტერმინი „დებულება“, რათა ზუსტად იქნას გადმოცემული მუხლის შინაარსი.
7) წარმოდგენილ კანონპროექტში უმჯობესია, დაკონკრეტდეს მე–6 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული პირები.
8) მე–7 მუხლის მე–3 პუნქტის პირველი წინადადების ფორმულირებისას უმჯობესია, რედაქციული თვალსაზრისით, მუხლის შინაარსი დაიწყოს შემდეგი სახის ჩანაწერით – „დაუშვებელია ისეთი ვალდებულების შემოღება, რომელიც...“;
9) კანონპროექტი საჭიროებს მუხლობრივ დახვეწას როგორც იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, ასევე რედაქციული კუთხით
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 14
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ და კანონპროექტთა პაკეტი მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 15
პროექტი
საქართველოს კანონი
«საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში» ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილება:
,,მუხლი 102. ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა
,,ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა, აგრეთვე ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკა-ლიკვიდაციის საკითხებზე ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.“
2. 102-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1021, 1022, 1023 და 1024 მუხლები:
,,მუხლი 1021. პირის საქმიანობა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე
საქმინობა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“
მუხლი 1022 . სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის მიერ არაკრიტიკული შეუსაბამობის დროს რეკომენდაციების შეუსრულებლობა
მუხლი 1023. სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირებულ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა
სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრირებულ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესისის შეჩერებას კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე.
მუხლი 1024. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირთან თანამშროლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების შესრულების პროცესში მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა გამოიწვევს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს ან/და დისტრიბუტორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
3. 223-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 223. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 102-ე, 1021, 1022, 1023, 1024 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების უფლება აქვთ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“
4. 239-ე მუხლის 49-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,49. ამ კოდექსის 1054 და 1543 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი. „
5. 242-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ კოდექსის 102-ე, 1021, 1022, 1023, 1024 მუხლებით, 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 112-ე მუხლით, 113-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 114-ე და 115-ე მუხლებით, 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 129-ე და 130-ე მუხლებით (გარდა 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, აგრეთვე სხვა შემთხვევებში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება დაჯარიმება და ჯარიმის გადახდევინება, ხოლო გაფრთხილება ფორმდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ოქმი არ შედგება.“
6. 242-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, 3. თუ დამრღვევი სადავოდ ხდის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის დადებულ ადმინისტრაციულ სახდელს, მაშინ შედგება ოქმი, გარდა 102-ე, 1021, 1022, 1023 და 1024 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა.“
7. .242-ე მუხლის მესამე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი:
,, 32. ამ კოდექსის 102-ე, 1021, 1022, 1023 და 1024 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი“
8. .242-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მესამე ნაწილი:
,, 3. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას, შევსებისა და წარდგენის წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.“
9. 314 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 ნაწილები:
„81 . ეს კანონი „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ყველა სხვა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოების გარდა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
82. ამ კანონის 1021, 1022, 1023 და 1024 მუხლები ამოქმედდეს „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ყველა სხვა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისათვის – 2012 წლის 3 იანვრიდან.“
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 16
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
«საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში» ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში» ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|






