ოქმი #26

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #26

 

. თბილისი                                    20 ივნისი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე,  . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, . ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, . სირაძე, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

ანდრო ალავიძე _ პარლამენტის წევრი, ზვიად კუკავა _ პარლამენტის წევრი, გია ხუროშვილი _ მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ირინე ქურდაძე _ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   მოადგილე, თამარ ჭელიძე _ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

 

დღის წესრიგი:

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილები შეტანის შესახებ“, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზესაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მესამე მოსმენა/

/მომხ. გია ხუროშვილი/

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ირინე ქურდაძე/

 

  1. 3.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

  1. 5.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება“

/მომხ. თამარ ჭელიძე,  

 

  1. 1.მესამე

მოსმენით განიხილეს:

მოხსენება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილები შეტანის შესახებ“, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზესაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში   ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების შესახებ.

 

კანონპროექტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა.

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება

(დანართი ¹1).

 

2. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე.

 

მომხსენებელმა წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების (დანართი ¹2) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი   (დანართი ¹3).

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹4).

 

3. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

  1. 6.მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. იმის გამო, რომ კანონპროექტის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა, მისი ტექსტი არ შეცვლილა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

4. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და   „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების თაობაზე. კანონპროექტების მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა, ამდენად მათი ტექსტები არ შეცვლილა.

 

აზრი გამოთქვეს:

ხუროშვილმა, ჩარკვიანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

5. მოისმინეს:

  1. 7.მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმების“ შესახებ.

 

”ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ” შეთანხმებას ხელი მოეწერა 2011 წლის 10 ივნისს.

 

”ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ” შეთანხმება წარმოადგენს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის სამართლებრივ საფუძველს.

შეთანხმების პროექტის მიხედვით ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისათვის საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. ამასთან, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის.

აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია ხელს შეუწყობს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, მომსახურების პირობების ამაღლებას და ტურიზმის განვითარებას.

 

დღეისათვის საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლა ხორციელდება მრავალჯერადი ჩარტერის საფუძველზე, ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით. საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ავიაკომპანია ”China Southern კვირაში სამი სიხშირით.

 

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის სფეროში შეთანხმება აქამდე არ ყოფილა გაფორმებული და ეს არის პირველი სამართლებრივი მოწესრიგება საჰაერო გადაყვანების საკითხებისა. აქამდე საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა ხორციელდებოდა მრავალჯერადი ჩარტერის საფუძველზე, ხოლო ამ შეთანხმების რატიფიკაციით, დაიწყება რეგულარული მიმოსვლები.   

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

 

სხდომის თავმჯდომარე:                          გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

დანართი ¹1

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილები შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მასზე თანმდევ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილები შეტანის შესახებ“, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზესაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი ¹2

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

პროექტით კანონის პირველ მუხლს - „მოქმედების სფერო“ - ემატება მე-6-7 პუნქტები, რომლებიც შინაარსობრივად არ ეხება ზემოხსენებულ მუხლს. მიზანშეწონილია, მე-6 და მე-7 პუნქტები უნდა გაერთიანდეს და კანონის მე-101 მუხლის     მე-3 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი.

გათვალისწინებულია

 

 

2.

მიზანშეწონილია კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტში ჩამონათვალს დაემატოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი, რადგან გავრცელდეს მათზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედება

გათვალისწინებულია

 

 

3.

კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.ზ)       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;“.

გათვალისწინებულია

 

 

4.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) მიერ ამ სახსრებით მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 


დანართი ¹3

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

 

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)„ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.ე) საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების -უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის და სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი, ამ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოების მიერ უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

 

ბ) „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.ზ)       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა;“.

 

            2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) მიერ ამ სახსრებით მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.

 

3. 101 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

                ,,ი) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებს ლიტერატურის (ბეჭდური, ელექტრონულ ან აუდიო-ვიზუალურ მატარებელზე განთავსებული) შესყიდვას;

                კ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული მიმართვის საფუძველზე.“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                              მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

დანართი ¹4

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დ ა ს კ ვ ნ ა

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 20 ივნის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი ¹5

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დ ა ს კ ვ ნ ა

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და                 ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონის პროექტზე                                    

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 20 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი ¹6

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მასზე თანმდევ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 20 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

დანართი ¹7

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ

„საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმებაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 20 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაცოდ.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 
modules