ოქმი #27

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #27

 

. თბილისი                                     23 ივნისი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, რ. მაისურაძე, დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, . ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, ი. გაბისონია, ვ. ქარუმიძე, მ. ჯულაყიძე, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

კახაბერ ანჯაფარიძე – პარლამენტის წევრი, ზვიად კუკავა – პარლამენტის წევრი, ირინე ქურდაძე – განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე, თამარ ჭელიძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე, ოთარ ბეჟანიძე – მთავრობის საპარლამენტო სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მესამე მოსმენა/

/მომხ.ირინე ქურდაძე/

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 3.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. კახაბერ ანჯაფარიძე/

 

  1. 4.პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მეორე მოსმენა/

/მომხ. კახაბერ ანჯაფარიძე/

 

  1. 5.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მეორე მოსმენა/

/მომხ. თამარ ჭელიძე/

 

 

  1. მესამე

მოსმენით

     განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹1).

 

  1. მესამე

მოსმენით

განიხილეს:

  1. 6.მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და   ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება

(დანართი ¹2).

 

  1. მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და   „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

კანონპროექტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩარკვიანმა, ჭელიძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

  1. მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

  1. 7.მოხსენება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა.

  1. 8.

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹4).

 

  1. მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

  1. 9.მოხსენება სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

მომხსენებელმა წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების (დანართი 5) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი(დანართი 6).

 

აზრი გამოთქვეს:

ანჯაფარიძემ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹ 7).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                           გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                              რამაზ ყანჩაველი

 

დანართი 1

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური

პოლიტიკის კომიტეტის

დ ა ს კ ვ ნ ა

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 23 ივნის სხდომაზე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

დ ა ს კ ვ ნ ა

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და                   ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონის პროექტზე                                    

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 23 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მასზე თანმდევ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 23 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტზე

„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 23 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 5

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების

შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ამოღებულ იქნეს კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დამატება და ცვლილება (კანონს დამატებული 341 მუხლი და 35-ე მუხლის მე9 პუნქტის ცვლილება), რის თანახმადაც ხდება დაზიანებული მოძრავი ნივთის დაზარალებულისათვის უსასყიდლოდ გადაცემა, იგივენაერი ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე მოძრავი ნივთის ჩანაცვლების პირობით.

 

გათვალისწინებულია

 

კანონპროექტიდან ამოღებულია პირველი მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები

2

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მიზანშეწონილია ამოღებულ იქნეს კანონროექტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტი, რომელიც შეეხება აქციებისა და წილების ხანდაზმულობის ვადას

გათვალისწინებულია

 

კანონპროექტიდან ამოღებულია პირველი მუხლის მე-14 პუნქტი

 

3

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

კანონპროექტის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული დამატებული 471 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  

მუხლი 471. თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული მოძრავი ნივთის მონათხოვრის საკუთრებაში გადაცემა

1.      სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2009 წლის 3 ნოემბრამდე გაფორმებული თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში გადაცემულ მოძრავ ნივთებზე მონათხოვრის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2011 წლის 1 ოქტომბრამდე მიმართავენ სამინისტროს.

2.      ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იარაღსა და მუსიკალურ საკრავებზე.

 

გათვალისწინებულია

 

 


დანართი 6

საქართველოს კანონი

 

სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1

სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

 

  1. 1.მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების/რეალიზაციის და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განაწილების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.” (გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

 

 

  1. 2.მე-6 მუხლის

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. სახელმწიფო ქონების განკარგვისას აუქციონის შედეგები უქმდება, თუ:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ კანონის საფუძველზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ გადახდის ხარვეზის შევსებისათვის დამატებით დაწესებულ 10 დღიან ვადაში არ გადაიხადა და არ წარმოადგინა საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) აუქციონში გამარვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.”

 

ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს მე-41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

” 41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებით დაწესებული ვადის ათვლა დაიწყეება გადახდის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან.

 

 

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს მე-42 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

გადახდის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებად ჩაითვლება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე გადახდის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება.

 

) მე-6 პუნქტს დაემატოს მე-61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

”61. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობას, დამატებითი ვადის დადგენის და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.”

 

  1. 3.მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

”21. სამინისტრო უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის საკითხის მომზადებისას გამცხადებელს მოსთხოვოს ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

 

 

4.მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”8. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულებამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან შესაბამის დეპოზიტზე განათავსოს თანხა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემოთავაზებული ღირებულების 10%-ის ოდენობით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო პირობებში საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ამ პუნქტში აღნიშნული საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამის დეპოზიტზე თანხის განთავსება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) უზრუნველსაყოფად. თუ შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობა აღემატება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ღირებულებას, აღნიშნული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ან დეპოზიტზე განსათავსებელი თანხა უნდა შეესაბამებოდეს შემოთავაზებული ინვესტიციის მოცულობის 10%-ს. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში აღნიშნული თანხა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. საინვესტიციო ვალდებულების არსებობისას ქონების საპრივატიზებო პირობებზე ვალდებულების აღების (შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების) შემდეგ ამ პუნქტით გათვალისწინებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/დეპოზიტზე განთავსებული თანხა გამოყენებულ იქნება ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის.”

  1. 5.მე-20 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მყიდველი ვალდებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების გამოცემიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აუქციონის შემთხვევაში –აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.”

 

 

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. ”

 

  1. 6.31-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა აუქციონის ხარჯების გამოკლებით, საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო სამინისტროს მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.”

 

7. 35-ე მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

”10. ამ მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის უფლების გამცემი პირი ბალანსიდან იხსნის ხოლო სარგებლობის უფლებით მიმღებ პირს აჰყავს ბალანსზე გადაცემული სახელმწიფო ქონება.”

 

8. 36-ე მუხლის

     ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, სამინისტროს თანხმობით გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ერიცხება ბალანსზე. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს სამინისტრო. “

 

ბ) 11 პუნქტს დაემატოს 12 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”12. სახელმწიფო ქონების სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით მიმღები ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია სარგებლობის განმავლობაში ქონების სამნისტროსათვის დაბრუნებამდე გადაიხადოს ნივთით სარგებლობის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ნივთის მოვლა-პატრონობა.”

 

 

9. 38-ე მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

”3. სამინისტროს ან სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის საფასური ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობის საფასური ირიცხება სარგებლობაში გამცემის ბიუჯეტში.”

 

10. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს მე-21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

     “21. საწარმოთა მართვის სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის წილების და აქციების ასევე ფულადი შენატან(ებ)ის შეტანის შესახებ.”

 

 

11. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 44. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა   სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის     წესი

 

  1. 1.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს განსაზღვრავს და საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

 

  1. 2.მართვის უფლებით გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირი სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის წილების და აქციების ასევე ფულადი შენატან(ებ)ის შეტანის შესახებ.”

 

 

11. 47- მუხლის შემდეგ დაემატოს 471 და 472 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   ”მუხლი 471. თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული მოძრავი ნივთის მონათხოვრის საკუთრებაში გადაცემა

1.      სამინისტრო უფლებამოსილია განიხილოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ 2009 წლის 3 ნოემბრამდე გაფორმებული თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში გადაცემულ მოძრავ ნივთებზე მონათხოვრის მიერ საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირები 2011 წლის 1 ოქტომბრამდე მიმართავენ სამინისტროს.

2.      ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იარაღსა და მუსიკალურ საკრავებზე.

 

   მუხლი 472. უზუფრუქტის ხელშეკრულებების შეწყვეტა და ქონების სარგებლობაში გადაცემა.

       საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ჩაითვალოს ამ კანონის 35- მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

თბილისი,

2011 წლის . . . ივნისი.

N

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 23 ივნისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე