ოქმი # 29

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი # 29

 

. თბილისი                                     4 ივისი 2011 . 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

ანდრო ალავიძე – პარლამენტის წევრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

 

საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. გიორგი მელაძე/

 

     მეორე

მოსმენით

     განიხილეს:

მოხსენება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

მომხსენებელმა წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების (დანართი 1) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი(დანართი 2).

 

აზრი

გამოთქვეს:

 

ალავიძემ, ოქრიაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                           გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                               რამაზ ყანჩაველი


დანართი 1

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძის და ანდრო ალავიძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

საქართველოს მთავრობა

კანონრპეოქტით წარმოდგენილი ცვლილებები არათანაბარ პირობებს შეუქმნიან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელებს და გამოიწვევს ბიუჯეტით დაგეგმილი შემოსავლების შემცირებას

გათვალისწინებულია

2.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

შეიცვალოს კანონრპექტის სათაური და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

გათვალისწინებულია

3

მიზანშეწონილია გაერთიანდეს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “თ” და “ზ” ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, ასევე შეიცვალოს შენიშვნა, ხოლო “თ” და “ი” ქვეპუნქტები გაუქმდეს

„ზ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ სასარგებლო წიაღისეული (გარდა მინერალური წყლების, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში - 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებიდა მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებიშემთხვევაში - არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო   ნახშირორჟანგი (გაზი CO2) შემთხვევაში - ყოველთვირად არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას - მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით;

 

შენიშვნა:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებზეც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით მხოლოდ   სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პირებს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას წარმოეშვათ სასარგებლო წიაღისეული მოპოვების აუცილებლობა შესწავლის მიზნებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

 

გათვალისწინებულია

4.

 

კანონპროექტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი

1. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმები ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინონ 2012 წლის პირველ იანვრამდე გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელები, რომელთა ლიცენზიით პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ან ყოველდღიური ოდენობა სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობის მიხედვით, ვალდებულნი არიან ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმები ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინონ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის დამტკიცებამდე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის დამტკიცებამდე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება:

) მინერალური წყლებითა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად;

) სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებისა და ნახშირორჟანგისა) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად.

) ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია.“

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი 2

 

პროექტი

 

 

საქართველოს კანონი

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 213) მე-6 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.            “ზქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ზ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ სასარგებლო წიაღისეული (გარდა მინერალური წყლების, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში - 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლები და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლები შემთხვევაში - არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ნახშირორჟანგი (გაზი CO2) შემთხვევაში - ყოველთვიურად არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას - მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით;

 

შენიშვნა:

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეჟიმი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებზეც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პირებს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას წარმოეშვათ სასარგებლო წიაღისეული მოპოვების აუცილებლობა შესწავლის მიზნებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა;

 

2. “თდაქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. გარდამავალი დებულებანი

 

1. სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმები ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინონ 2012 წლის პირველ იანვრამდე გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული იმ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელები, რომელთა ლიცენზიით პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ან ყოველდღიური ოდენობა სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობის მიხედვით, ვალდებულნი არიან ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმები ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინონ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის დამტკიცებამდე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის დამტკიცებამდე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი გადაიხდება:

) მინერალური წყლებითა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად;

) სასარგებლო წიაღისეულით (გარდა მინერალური წყლებისა და ნახშირორჟანგისა) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად.

) ნახშირორჟანგით (გაზი CO2) სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გააუქმოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია.“

 

 

მუხლი 3. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                     მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დ ა ს კ ვ ნ ა

 

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 4 ივლისის სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, გიორგი მელაძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად.

 

ამასთან, კომიტეტი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 
modules