| ოქმი #1 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #1
ქ. თბილისი 7 სექტემბერი, 2011 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: თამარ ჯაფარიძე
სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
(პირველი მოსმენა) /მომხ. მიხეილ ცქიტიშვილი/
/მომხ. ირაკლი გორდულაძე/
/მომხ. რუსუდან კემულარია/
/მომხ. რუსუდან კემულარია/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: თამარ ჯაფარიძე დანართი 1
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, აგრეთვე წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.“.
2. მე-2 მუხლს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა - „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა;“.
3. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წილებისა და აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, ასევე გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით.“.
4. 42-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. წილებისა და აქციების პრივატიზება აუქციონის, პირდაპირი მიყიდვისა და გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით“.
5. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით.“.
6. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების შემთხვევაზე.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების წესი 1. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. 2. სამინისტრო საქართველოს მთავრობისთვის დასაბუთებული წინადადების წარდგენამდე განსაზღვრავს წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს. 3. სამინისტროს დასაბუთებული წინადადება, სადაც მოცემულია პრივატიზების ზოგადი პირობები, სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგენება საქართველოს მთავრობას. 4. საქართველოს მთავრობა სამინისტროს დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების თაობაზე. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება წილებისა და აქციების პრივატიზების საბოლოო პირობები, მათ შორის, წილებისა და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასური, ანგარიშსწორების პირობები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებსა და აქციებზე საკუთრების უფლების მოპოვების წესი და სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად საქართველოს მთავრობა უფლებას აძლევს სამინისტროს განახორციელოს წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით პრივატიზება ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი ფორმით შეთავაზება და მასთან დაკავშირებული შესაბამისი ქმედებები. 5. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს მიერ იდება შესაბამისი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში. 6. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასური გადაიხდება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში. 7. წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება შეძენილ ქონებაზე გადაეცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილ ვადაში.“.
მუხლი 2 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 455) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: „11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 3 ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს წილებისა და აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით ან სხვაგვარად უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე საჯარო ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების წესი.
მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 7 სექტემბერს, კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარმოდგენილ კანდიდატურებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი ეკატერინე მაზმიშვილის, კონსტანტინე ჩლაიძისა და რამაზ აფციაურის კანდიდატურები და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ სასესხო ხელშეკრულებაზე „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)“
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა, მაინის ფრანქფურტი (KFW), და საქართველოს შორის რომელიც წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი (მსესხებელი), 20.0 მლნ ევროზე სასესხო ხელშეკრულება „ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია – ფაზა III (წყლის მიწოდება და წყალარინება ბათუმსა და მის მიმდებარე სოფლებში)“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5
საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„საქართველოს მთვრობასა და ბაჰრეინის მთვრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრისაგან თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმებაზე
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 7 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|






