| ოქმი #2 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #2
ქ. თბილისი 19 სექტემბერი, 2011 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
/მომხ. ირაკლი გორდულაძე/
(მეორე მოსმენა) /მომხ. ზვიად კუკავა/
(პირველი მოსმენა) /მომხ.ზვიად კუკავა/
(პირველი მოსმენა) /მომხ. ნინო ენუქიძე/
(პირველი მოსმენა) /მომხ. ირაკლი ღვალაძე /
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
“საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ” 1980 წლის 9 მაისის კონვენციაში (კოტიფი) ცვლილებების შეტანის თაობაზე”1999 წლის 3 ივნისის ოქმზე
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი “საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ” 1980 წლის 9 მაისის კონვენციაში (კოტიფი) ცვლილებების შეტანის თაობაზე”1999 წლის 3 ივნისის ოქმი („საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციაში (კოტიფი) 1999 წლის 3 ივნისის ცვლილებების ოქმის ტექსტის თანახმად)“ მასთან საქართველოს შეერთებისათვის და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 1
“საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” პარლამენტის წევრების მ. ცქვიტიშვილისა და ზ. კუკავას მიერ წარმოდგენილ კანონპროქტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 3
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.“.
2. მე-2 მუხლს „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა - „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 62-ე პუნქტის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა;“.
3. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წილების ან აქციების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით.“.
4. 42-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 42. წილების ან აქციების პრივატიზება აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, წილებისა ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პრივატიზება პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით“.
5. 42-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება სამინისტროს წინადადების საფუძველზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით.“.
6. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება წილების ან აქციების ან სერთიფიკატების ფორმით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევაზე.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. წილებისა ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესი
1. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
2. სამინისტრო საქართველოს მთავრობისთვის დასაბუთებული წინადადების წარდგენამდე განსაზღვრავს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
3. სამინისტროს დასაბუთებული წინადადება, სადაც მოცემულია პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და პრივატიზების სხვა არსებითი პირობები, სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგენება საქართველოს მთავრობას.
4. საქართველოს მთავრობა სამინისტროს დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი შეთავაზების ფორმით პრივატიზების თაობაზე. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება პრივატიზების პირობები, მათ შორის: ა) პრივატიზებას დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივი ან პროცენტული მაჩვენებელი ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ან/და მინიმალური ზღვარი; ბ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში, საწყისი საპრივატიზებო საფასური) და ანგარიშსწორების წესი და პირობები; გ) სამინისტროს წინადადებაში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითადი თარიღები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებსა და აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად სამინისტრო განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი სხვაგვარი ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს.
5. საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამინისტროს ენიჭება პრივატიზების კონკრეტული პირობების განსაზღვრის უფლებამოსილება, რაც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.
6. სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების პრივატიზების საკითხზე საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს მთავრობის განკრგულებით შეიძლება დადგინდეს სერტიფიკატით წარმოდგენილი აქციების მიმართ ხმის უფლებასთან ან სხვა უფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვა ან ვალდებულება (მათ შორის, საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ საკითხებზე საზოგადოების წინასწარ ინფორმირების ვალდებულება).
7. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ შესაბამისი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები იდება, საპრივატიზებო საფასური გადაიხდება და მყიდველს საკუთრების უფლება შეძენილ ქონებაზე გადაეცემა საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგენილი წესით და ვადაში.
მუხლი 2 „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21–22, მუხ. 455) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:
„11. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზება ხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შემთხვევისთვის საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს აქციების ან წილების მფლობელების ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებულ უფლებებსა და ვალდებულებებს, რამაც არ უნდა ხელყოს დივიდენდის მიღების უფლება.“.
მუხლი 3 ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების, პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში მყოფი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების წესი.
მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 სექტემბერის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5
პროექტი საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების მაქსიმალურ ოდენობას, მაგრამ არანაკლებ რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების 10 პროცენტისა, რომელიც მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“; ბ) მესამე და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 6
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილის, ზვიად კუკავასა და დავით ნადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილის, ზვიად კუკავასა და დავით ნადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 7
საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე "ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 8
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ, 13(20), 01/05/1999) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა.ე) ნავთობის ეროვნული კომპანია – საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო და რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი;”.
2. 81 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის (მარეგულირებელი ფუნქციების გარდა) ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემა, სანამ საქართველოს სახელმწიფო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს. ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის გადაცემული, ხელშეკრულებებით განსაზღვრული ყველა საოპერაციო და კომერციული მოვალეობის შესრულების კონტროლი;”.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ამ კანონის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანამ საქართველოს სახელმწიფო ფლობს მისი წილის (აქციების) 50%-ზე მეტს, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებია: ა) ნავთობისა და გაზის ხელშეკრულების მომზადებაში და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ხელშეკრულების პარაფირება სააგენტოს მიერ მის ოფიციალურ ხელმოწერამდე; ბ) ხელშეკრულებების შესრულებისას საქართველოს მხრიდან კომერციული პარტნიორის სახით მოქმედება; გ) საქართველოში მოპოვებული ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის განკარგვა, რეგულირების საფასურის გადახდა და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ყველა გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა; (17.05.2011. N4682) დ) სამთო სამუშაოების გეგმებისა და ნავთობისა და გაზის შემცველი წიაღის ათვისების ტექნოლოგიური სქემების სახელმწიფო ექსპერტიზის ჩატარება; ე) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ინვესტორთან ერთად პარიტეტულ საწყისებზე საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, რომლის ფუნქციები განისაზღვრება, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამუშაო პროგრამების, ბიუჯეტების და ათვისების გეგმების დამტკიცებით და მათი განხორციელების სააგენტოსთან ერთად კონტროლით; ვ) ყველა სხვა ფუნქცია, რომლის შესრულებაც შეიძლება მას დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით (29.12.2006. N4292).“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 9
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 10
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 11 პროექტი საქართველოს კანონი
“საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი1. “საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹225, (32) 1999 წელი): 1. მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “დ) განმცხადებელი- ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ითხოვს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციას ან რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლებას.” 2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 10. ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის საზღვარგარეთ რეგისტრაცია და დაცვა 1. საქართველოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა რეგისტრაციაზე წარადგინონ სხვა სახელმწიფოში მხოლოდ მათი საქართველოში რეგისტრაციის შემდეგ. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნების საქპატენტში რეგისტრაციისას განმცხადებელი არის საჯარო ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქპატენტი უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნების სხვა სახელმწიფოში რეგისტრაციისა და დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 12
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 სექტემბერის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||






