ოქმი # 3

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის 

ოქმი # 3

 

. თბილისი                                   27 სექტემბერი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: თეიმურაზ წურწუმია

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, . კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, რ. ყანჩაველი, . ჯაფარიძე, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ვ. ბალავაძე – პარლამენტის წევრი.

დღის წესრიგი

 

საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ბალავაძის, ანდრო ალავიძის და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/

     პირველი

მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ბალავაძის, ანდრო ალავიძის და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების (დანართი 1) შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

ოქრიაშვილმა, ჯაბუამ, წურწუმიამ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                           თეიმურაზ წურწუმია

 

სხდომის მდივანი:                                 რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

კანონპროექტებზე:

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”,

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”,

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”,

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

და

“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 27 სექტემბრ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ბალავაძის, ანდრო ალავიძის და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

თეიმურაზ წურწუმია

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

 

დანართი 2

 

პროექტი

 

 

საქართველოს კანონი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 261, 262, 263 და 264 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 

        2. 26–ე მუხლის მე–2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

       

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 264 მუხლი:

 

                1. მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

                2. მშენებლობის ნებართვა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიები უნდა განხორციელდეს 60 დღის განმავლობაში.

                3. მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

        4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით.

        5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქ. თბილისში ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტის ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას.

        6. დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშე­ნებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მი­სი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.

        7. მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლებ(ებ)ის რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთს (პირს, რომელსაც გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, ვისზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.’’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ამ კანონის მე-13 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, უფლებამოსილი ორგანო გამოსცემს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.’’;

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 232 მუხლი:

„მუხლი 232. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვიდადგენილ ვადაში აუღებლობისთვის

1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით (ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობების, რომლებიც მათ შორის აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით, განვითარების მიზნით მესაკუთრე ვალდებულია მიიღოს მშენებლობის ნებართვა შენობა–ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგიისტრაციიდან ან/და შენობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. ეს ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე თუ პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს, რომელზედაც ადრე მდგომი შენობა–ნაგებობა დანგრეულია ან თვითონ დაანგრევს. აღნიშნული შეზღუდვა თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება არ შეწყდება და გაგრძლდება მიწის ნაკვეთის ან/და შენობა–ნაგებობის გასხვისების შემთხვევაშიც.

3. მშენებლობის ნებართვის ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ვადაში აუღებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად.

4. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამრღვევის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.

5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა შეწყდება დამრღვევის მიერ მშენებლობის ნებართვის აღების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვის ვადაში.

6. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურების ან შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ, რომელიც აღსრულდება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

7. შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ თუ დამრღვევს არ ექნება მიღებული მშენებლობის ნებართვა ან/და არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება დამრღვევის საკუთრებაში არსებული მითითებით განსაზღვრული ქონების იძულებით რეალიზაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება მის მიერ ქონების შეძენის დღიდან.

9. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლით დადგენილ ვადებში დამრღვევი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ეს უკანასკნელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მას ზონის შესაბამისი იერსახის არქიტექტურული პროექტის დამუშავებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში.’’.

3. ამ კანონის 31–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–19 პუნქტი:

,,19. მათთვის, ვისთვისაც 232 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების დაწყების საფუძველი წარმოიშვა ამ პუნქტის ამოქმედებამდე, 6 თვიანი ვადის დინება დაიწყება ამ პუნქტის ამოქმედების დღიდან.’’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                      მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

                        მუხლი 1. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 29, 27/07/2007) შევიდეს ცვლილება და ამ კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

 

,,მუხლი 101. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების განვითარების პირობები

 

                1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონებაზე, თუმცა არ ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდას ან/და ახალი ინდივიდუალური საკუთრების საგნის წარმოშობას.

 

                2. იმ შემთხვევაში თუ პირველ პუნქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართის გაზრდას ან/და ახალი ინდვიდუალური საკუთრების საგანის წარმოშობას, სამუშაოების დასაშვებობის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ს გადაწვეტილებით.

 

                3. იმ შემთხვევაში თუ პირველ პუნქტში მითითებული სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების დემონტაჟს, ამის შესახებ ამხანაგობა გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ს გადაწვეტილებით.’’.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონ (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნას ცვლილება:

) მე-3 მუხლ დაემატოს შემდეგი რედაქციი 21 და 22 პუნქტები:

,,21. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.

22. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე შემოიღოს მოსაკრებელი მხოლოდ „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაამტკიცოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა.’’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. კოდექსის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული

         სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3.            იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ობიექტი იყო ექვემდებარება ქ. თბილისის თვითმმათველი ერთეულის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.’’.

 

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1536 მუხლი:

„მუხლი 1536. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, სამართალდარღევის საგნის კონფისკაციით.

შენიშვნა:

1. ამ კოდექსის მე-22 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს პირს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.

2. დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

3. ამ მუხლის პირველი და მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოჩენისას თუ ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირი, უნებართვო გარე ვაჭრობის საგნები ექვემდებარება კონფისკაციას.

4. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო’’.

 

3. 208- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე, 46-ე, 461, 48-ე−49-ე, 501–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592, 593, მე-60, 603, 61-ე, 611, 63-ე, 631, 64-ე, 641, 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 721–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით (ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ნაწილში), 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 173-ე, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.’’.

 

4. 209- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071, 1072, 1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761, 190-ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).

) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21.                ამ კოდექსის 1142, 1536, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.’’;

 

5. 2093 მუხლის:

ა) პირველი და მე-3 ნაწილები ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ კოდექსის 555, 103-, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125- მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130- მუხლის მე-4 ნაწილისქვეპუნქტით, 135- და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148- მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151- მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1523 და 1536 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.

3. ამ კოდექსის 555 და 103-ე მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1523 და 1536 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).’’;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511,1523 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.’’.

 

6. 239-ე მუხლის:           

ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 117-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 150-ე, 1533, 1536, 166-ე, 173-ე, 1741, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.’’.

ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125- მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130- მუხლის მე-4 ნაწილისქვეპუნქტით, 135-, 1351, 1462, 1501, 1511, 1522, 1523 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’.

 

7.     242- მუხლის მე-31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 31.               ამ კოდექსის 555, 1511, 1523 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.’’.

 

8. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1462, 1511 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სამართალდამრღვევი პირი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.’’.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                   მიხეილ სააკაშვილი