ოქმი #4

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #4

 

. თბილისი                                   30 სექტემბერი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:              რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ.   კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, გ. ჩახვაძე, რ. მაისურაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, რ. ყანჩაველი, . ჯაფარიძე, მ. მეტრეველი, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, დავით ნადაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, მიხეილ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი.

 

დღის წესრიგი

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ანდრო ალავიძე/

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის

და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან ერთად

2. საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ბალავაძის, ანდრო ალავიძის და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

(მეორე მოსმენა)

/მომხ.ანდრო ალავიძე/

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის

და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან ერთად

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მეორე მოსმენა)

     /მომხ. ხათუნა კაპანაძე/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილის, ზვიად კუკავასა და დავით ნადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მეორე  მოსმენა)

     /მომხ. დავით ნადაშვილი/

 

  1. 5. საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“

(მეორე მოსმენა)

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

 

 

  1. 6.საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თობაზე“

(მესამე მოსმენა)

/მომხ. მიხეილ ცქიტიშვილი/

 

  1. 7.საქართველოს პარლამენტის წევრების ზურაბ ბუცხრიკიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი: „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. მიხეილ ცქიტიშვილი/

 

  1. 8.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანოპროექტები: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 9.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

1. პირველი

მოსმით

   განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 1) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია რიგი გარემოებებით.

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემულია იმ შემთხვევების ამომწურავი ჩამონათვალი, როდესაც სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, ტენდერის გამოცხადებისა და ჩატარების გარეშე.

 

კერძოდ: თუ საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების განხორციელება და სხვა.

 

ნათელია, რომ მოცემულ ნორმაში მითითებულია გარემოებები, რომლებიც თავისი შინაარსით გამორიცხავს ტენდერის ჩატარების შესაძლებლობას, ან, მნიშვნელობიდან გამომდინარე, განაპირობებს სახელმწიფო შესყიდვის შეზღუდულ ვადებში განხორციელების აუცილებლობას.

 

თუმცა, აღნიშნული ჩამონათვალი არ არის სრულყოფილი. კანონის ნორმათა ცხოვრებაში გატარების შედეგად ვლინდება ახალი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მიზანშეწონილია სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

ამდენად, კანონპროექტის მიზანია იმ გარემოებების დაზუსტება, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შემსყიდველი ორგანზიაცია უფლებამოსილია სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.              

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, მაისურაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

 

2.მეორე

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ბალავაძის, ანდრო ალავიძის და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების   (დანართი 3) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტების ტექსტები (დანართი 4).

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, თოდუამ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

3. მეორე

     მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანოპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

 

აზრი გამოთქვეს:

კოხოძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

4. მეორე

 მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანოპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹7).

 

5. მეორე

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს   კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹8).

 

6. ესამე

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კენჭისყრის შედეგად კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 9).

 

7. მოისმინეს:

მოხსენება   „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზურაბ ბუცხრიკიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით   წარმოდგენილი   კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, “სააქციო საზოგადოება - საპარტნიორო ფონდის შესახებ” კანონის თანახმად, საპარტნიორო ფონდი არ აფინანსებს და არ განიხილავს იმ პროექტებს, რომლებიც „უშუალოდ შეეხება მომსახურების სფეროს და უძრავ ქონებაში ინვესტირებას“. წარმოდგენილი ცვლილებით შეზღუდვა ეხსნება უძრავ ქონებაში ინვესტირების პროექტებს და შესაბამისად ფონდის საქმიანობა გავრცელდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საინვესტიციო პროექტებზე.

 

პროექტით იცვლება ფონდის დაფინანსების წყაროთა ჩამონათვალი. პროექტის თანახმად, ფონდი დაფინანსდება ასევე, ფონდის დამფუძნებლის შენატანებით ფონდის კაპიტალში. რაც შეეხება პროვატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებულ შემოსავლებს, აღნიშნული შემოსავლები აღარ იქნება ფონდის დაფინანსების წყარო.

 

აზრი გამოთქვეს:

მაისურაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10).

 

8. მოისმინეს:

მოხსენება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანოპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, ძირითადი კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ყველა ტიპის საწყობის გაერთიანება. კანონპროექტის მიზანია მკაფიოდ იყოს დარეგულირებული საწყობის სასაქონლო ოპერაციაში განსახორციელებელი ოპერაციები. კანონპროექტის თანახმად უქმდება სასაქონლო ოპერაცია „თავისუფალი საწყობი“, შესაბამისად, უქმდება თავისუფალი საწყობის საწარმოს სახეობა. სასაქონლო ოპერაცია „თავისუფალი საწყობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცვლილებები შედის კოდექსის რიგ მუხლებში. საგადასახადო კოდექსს ემატება დებულებები საწარმოს ახალი სტატუსის − სპეციალური სავაჭრო კომპანიის თაობაზე. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლების შემთხვევებს ემატებ სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ მიღებული მოგება. დღგ-ით დაბეგვრის ობიექტებს ემატება რეექსპორტი. ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლების შემთხვევებს ემატება რეექსპორტი. 207-ე მუხლით გათვალისწინებულ ტერმინთა განმარტებებს ემატება „გაფორმების ეკონომიკური ზონა“. საქონლის საწყობში დროებით შენახვის ვადა იზრდება 5 კალენდარულ წლამდე. ასეთ შემთხვევაში სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადაც იზრდება შესაბამისად. საქონლის საწყობში დროებით შენახვის ვადა 5 კალენდარულ წლამდე იზრდება იმ საქონელზეც, რომელზედაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია (გარდა ექსპორტისა), ხოლო ექსპორტის შემთხვევაში − შენარჩუნდება მოქმედი ვადები – არა უმეტეს 120 დღისა. განისაზღვრება სატარიფო ღირებულების თანხის ცდომილების ნორმები, რომლის დროსაც შესაძლებელი ხდება სასაქონლო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ჯარიმის დაკისრების გარეშე საქონლის შემოწმებისას არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენის შემთხვევაშიც. უქმდება საწყობის სახეობათა დაყოფა ღია და დახურული ტიპების მიხედვით.   საწყობში შენსახული საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის მომზადება განაპირობა საწყობების სახეობათა ტიპების მიხედვით დაყოფის გაუქმებამ და სასაქონლო ოპერაცია „თავისუფალი საწყობის“ გაუქმებასთან. კანონპროექტის თანახმად, საწყობის (ღიასი ან/და დახურულის) საქმიანობის ნებართვისა და თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის ნაცვლად ნებართვის სახედ განისაზღვრება საწყობის საქმიანობის ნებართვა.

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით უქმდება თავისუფალი საწყობის სანებართვო მოსაკრებელი. რითაც იგი შესაბამისობაში მოდის საგადასახადო კოდექსთან.

 

კანონპროექტით იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხორციელდება საქართველოში არაიოდირებული მარილის იმპორტისა ნებართვის გაცემის პროცედურების გამარტივება.

 

კანონპროექტით ზუსტდება არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო. კანონპროექტით ზუსტდება არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო. ასევე კანონპროექტის მიხედვით უქმდება მე–6 მუხლი – „იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების სერტიფიცირება და ლიცენზირება“, და აღნიშნული ნორმა შესაბამისობაში მოდის საქართველოს კანონთან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“.

 

შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით ხდება საქართველოში ესქსპორტის, იმპორტის და რეექსპორტის პროცედურების გამარტივება. საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნებართვის გამცემ ორგანოებს ემატება საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამა­რთლის იურიდიულ პირ შემოსავლების სამსახური. კანონპროექტით ცვლილება შედის კანონის მე-8 მუხლში, კერძოდ ნებართვა გაიცემოდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, რასაც დაემატა საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამა­რთლის იურიდიულ პირ შემოსავლების სამსახური. კანონპროექტით კანონში შედის ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილება და შესაბამისობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, ჩხვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹11).

 

9. მოისმინეს:

მოხსენება   „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიღების მიზანია ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებებზე ამორტიზაციის გამოქვითვის ახალი მიდგომის ჩამოყალიბება, ლიზინგით გაცემული ძირითადი საშუალებების აღრიცხვის წესების გამარტივება, სალიზინგო კომპანიებისათვის ამორტიზაციის სრულად გამოქვითვის უფლების მინიჭება, ლიზინგით გაცემულ ძირითად საშუალებებზე ქონების გადასახადის დარიცხვის მეთოდის შეცვლა, ქონების გადასახადისგან სამედიცინო დაწესებულებებისათვის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის ლიზინგით გადაცემული აქტივების და ძირითადი საშუალებების გათავისუფლება, სუსტი კაპიტალიზაციის შეზღუდვის შემსუბუქება და პირგასამტეხლოს აღრიცხვის მეთოდის შეცვლა.

 

გაუქმებულია საგადასახადო კოდექსის მე–17 მუხლი „ლიზინგი“, რომლითაც მოხსნილია დამატებითი პირობები და შეზღუდვები ოპერაციის ლიზინგად ჩათვლისათვის. თვითონ ლიზინგის განმარტება კი დამატებულია საგადასახადო კოდექსის მე–8 მუხლში, კერძოდ, მას ემატება 38–ე პუნქტი, რომლის მიხედვითაც ტერმინი ლიზინგი განმარტებულია როგორც სამოქალაქო კოდექსით იმ პირობით, რომ ლიზინგის საგანს წარმოადგენს ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი.

 

ქონების გადასახადის მიზნებისთვის საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემული ქონების დასაბეგრი ღირებულება გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით და განაკვეთი შეადგენს არა უმეტეს 1 პროცენტს, პროექტის მიხედვით კი დასაბეგრი ღირებულება იქნება ლიზინგის გაცემისას არსებული ღირებულება და განაკვეთი გახდება არა უმეტეს 0.6 პროცენტი.

 

 

 

ქონების გადასახადისგან გათავისუფლება სამედიცინო დაწესებულებებისათვის ლიზინგით გადაცემული აქტივები და ლიზინგით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ზოგიერთი ძირითადი საშუალება.

 

გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი გაურკვევლობების თავიდან აცლების მიზნით დგინდება რომ 2010 წლამდე ლიზინგით გაცემულ ქონებაზე გავრცელდება 2010 წლამდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹12).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                   გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                         რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებსაქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 101 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

 

„ლ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება იმ საწარმოსგან, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.“.

 

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 30 სექტემბრ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების

მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის მერია

კანონპროექტის პირველი მუხლის მესამე პუნქტის 264- მუხლის მეხუთე პუნქტში ტერმინითვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოშეიცვალოს ტერმინითთვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო”.

გათვალისწინებულია

ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ თბილისის მერია

კანონპროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტის 232-ე მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტში ტერმინი “თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანო” შეიცვალოს ტერმინით “თვითმმართველობის შესაბამისი ორგანო”, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტში ტერმინი “თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო” შეიცვალოს ტერმინით “თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანო”.

 

გათვალისწინებულია

მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტის პირველი მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ კანონის 31–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–19 პუნქტი:

,,19. მათთვის, ვისთვისაც 232 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების დაწყების საფუძველი წარმოიშვა ამ პუნქტის ამოქმედებამდე, 6 თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ 232 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან.’’.

გათვალისწინებულია

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის მერია

პროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტის 1536- მუხლის მე-4 პუნქტში ტერმინითვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოშეიცვალოს ტერმინითთვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს . თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.”

გათვალისწინებულია

ქალაქ თბილისის მერია

პროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტიდან 1536 მუხლის მე-2 ნაწილით –ის შემდეგ ამოღებულ იქნას ფრაზა (ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების ნაწილში)

გათვალისწინებულია

ქალაქ თბილისის მერია

პროექტის პირველი მუხლის მეხუთე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. 2093 მუხლის:

ა) პირველი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’

ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. ამ კოდექსის 1191 და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).’’;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511,1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით   გათვალისწინებული ადმ. სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.’’.

გათვალისწინებულია

 

პროექტის პირველი მუხლის მეექვსე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. 239-ე მუხლის:

ა) მე-13 და მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 117-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 150-ე, 1533, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.

14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1534, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.’’.

 

ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1462, 1501, 1511, 1522, 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’.

 

გათვალისწინებულია

ქალაქ თბილისის მერია

კანონპროექტის პირველი მუხლს დაემატოს მეშვიდე პუნქტი შემდეგი რედაქციით:

7.          2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებითა და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მერი.’’.

 

დანარჩენი პუნქტები გადაინომროს შესაბამისად

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ კანონის 261, 262, 263 და 264 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 

        2. 26–ე მუხლის მე–2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

       

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 264 მუხლი:

264. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი.

                1. მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის) ნებართვის I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება და III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

                2. მშენებლობის ნებართვა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიები უნდა განხორციელდეს 60 დღის განმავლობაში.

                3. მშენებლობის ნებართვის გაცემის, მათ შორის, გამარტივებულად გაცემის, წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

        4. მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია მშენებლობის ნებართვის გაცემის წარმოება განახორციელოს ელექტრონული ფორმით.

        5. მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით, ხოლო ქ. თბილისში ქ. თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული ფორმით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული ფოსტის ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაცნობას.

        6. დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშე­ნებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მი­სი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.

        7. მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლებ(ებ)ის რეგისტრაციის შემთხვევაში დამკვეთს (პირს, რომელსაც გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი) წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მესაკუთრე/მოსარგებლე (პირი, ვისზეც გაიცა მშენებლობის ნებართვა) ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.’’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                               მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. ამ კანონის მე-13 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. თუ ვერ დგინდება უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი და მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას, უფლებამოსილი ორგანო გამოსცემს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას.’’;

 

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 232 მუხლი:

„მუხლი 232. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვიდადგენილ ვადაში აუღებლობისთვის

1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით (ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით) განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობების, რომლებიც მათ შორის აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით, განვითარების მიზნით მესაკუთრე ვალდებულია მიიღოს მშენებლობის ნებართვა შენობა–ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგიისტრაციიდან ან/და შენობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. ეს ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე თუ პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს, რომელზედაც ადრე მდგომი შენობა–ნაგებობა დანგრეულია ან თვითონ დაანგრევს. აღნიშნული შეზღუდვა თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება არ შეწყდება და გაგრძლდება მიწის ნაკვეთის ან/და შენობა–ნაგებობის გასხვისების შემთხვევაშიც.

3. მშენებლობის ნებართვის ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ ვადაში აუღებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად.

4. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამრღვევის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 1 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.

 

5. ამ მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმის დარიცხვა შეწყდება დამრღვევის მიერ მშენებლობის ნებართვის აღების დღეს, მაგრამ არაუგვიანეს მითითების გაცემიდან 6 თვის ვადაში.

6. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანოს მიერ დარღვევის გამოსწორების დადასტურების ან შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დარიცხული ჯარიმის ოდენობის შესახებ, რომელიც აღსრულდება ამ კანონის შესაბამისად და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

7. შემოწმების აქტის შედგენიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ თუ დამრღვევს არ ექნება მიღებული მშენებლობის ნებართვა ან/და არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება დამრღვევის საკუთრებაში არსებული მითითებით განსაზღვრული ქონების იძულებით რეალიზაციის შესახებ. აღნიშნული დადგენილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას და ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

8. ამ მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად გასხვისებული უძრავი ქონების შემძენისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა თავიდან დაიწყება მის მიერ ქონების შეძენის დღიდან.

9. იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლით დადგენილ ვადებში დამრღვევი მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ეს უკანასკნელი ვალდებულია მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მას ზონის შესაბამისი იერსახის არქიტექტურული პროექტის დამუშავებასა და მშენებლობის ნებართვის მიღებაში.’’.

 

3. ამ კანონის 31–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–19 პუნქტი:

,,19. მათთვის, ვისთვისაც 232 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინების დაწყების საფუძველი წარმოიშვა ამ პუნქტის ამოქმედებამდე, 6 თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ 232 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან.’’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                      მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. კოდექსის 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 29. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული

         სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი ან უშუალო ობიექტი იყო

1. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი, უშუალო ობიექტი ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევის საგანი, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალება იყო (გარდა ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საგნისა), მდგომარეობს მის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემაში. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირად საკუთრებაში არსებული საგანი, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების, სხვა სანადირო იარაღის კონფისკაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირის მიმართ, რომლისთვისაც ნადირობა არსებობის ძირითადი წყაროა.

3.            იმ საგნის (საქონლის) კონფისკაცია, რომელიც ამ კოდექსის 1536 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ობიექტი იყო ექვემდებარება ქ. თბილისის თვითმმათველი ერთეულის საკუთრებაში იძულებით, უსასყიდლოდ გადაცემას.’’.

 

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1536 მუხლი:

„მუხლი 1536. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

1. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, –

გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარით, სამართალდარღევის საგნის კონფისკაციით.

შენიშვნა:

1. ამ კოდექსის 22–ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს პირს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისაგან.

2. დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, სამართალდარღვევის ფაქტის განგრძობადობის აღკვეთის მიზნით მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

3. ამ მუხლის პირველი და მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოჩენისას თუ ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირი, უნებართვო გარე ვაჭრობის საგნები ექვემდებარება კონფისკაციას.

4. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო’’.

 

3. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები

რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე, 46-ე, 461, 48-ე−49-ე, 501–554, 56-ე, 57-ე–59-ე, 592, 593, მე-60, 603, 61-ე, 611, 63-ე, 631, 64-ე, 641, 65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 721–78-ე, 791–822, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281–1285, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 173-ე, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე მუხლებით (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.’’.

 

4. 209-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1071, 1072, 1073, 108-ე, 1141, 1142, 116-ე–119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის), 134-ე მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 171-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 1761, 190-ე და 1902 მუხლებით, 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებით (მათ შორის, სასაზღვრო გამტარ პუნქტზე გამოვლენისას).

 

ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21.          ამ კოდექსის 1142, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისას, თუ შესაბამისი სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.’’;

 

5. 2093 მუხლის:

ა) პირველი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ კოდექსის 555, 103-ე, 1072, 1073 და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511, 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’

ბ) 21 ნაწილი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. ამ კოდექსის 1191 და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას).’’;

გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ამ კოდექსის 555, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე და 1351 მუხლებით, 1462 მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1511,1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახური.’’.

 

6. 239-ე მუხლის:

ა) მე-13 და მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. ამ კოდექსის 45-ე, 81-ე, 107-ე, 1141, 1142, 116-ე, 117-ე, 118-ე−123-ე, 125-ე და 127-ე მუხლებით, 1271 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 134-ე, 150-ე, 1533, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 166-ე, 173-ე, 1741, 1752, 1761, 1771, 180-ე–183-ე, 190-ე და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 1972 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევაში ოქმებს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.

14. ამ კოდექსის 513, 533, 55-ე, 552 და 553 მუხლებით, 601 მუხლის პირველი ნაწილით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 1191 მუხლით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1534, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილი პირები.’’.

 

ბ) 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,27. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 და 1253 მუხლებით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1351, 1462, 1501, 1511, 1522, 1523 მუხლებითა და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.’’.

 

7.          2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ კოდექსის 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებითა და 1536 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შინაარსს და მისი გამოწერის წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ხოლო ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მერი.’’.

 

8. 242-ე მუხლის მე-31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 31.               ამ კოდექსის 555, 1511, 1523 მუხლების და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევებში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.’’.

 

9. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე, 1462, 1511 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის სამართალდამრღვევი პირი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ მას არა აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.’’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 30 სექტემბრ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ბალავაძის, ანდრო ალავიძის და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული

აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 30 სექტემბერის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

                                                                                                          

 

 

     გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 30 სექტემბრ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილის, ზვიად კუკავასა და დავით ნადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

ნავთობისა და გაზის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ნავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილისა და

ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 30 სექტემბერ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:    საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 30 სექტემბრ სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზურაბ ბუცხრიკიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი: „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 11

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:    საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 30 სექტემბრ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანოპროექტები: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს,

 

ასლი:                საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

და

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 30 სექტემბრ სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

იორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე.

 
modules