ოქმი #6

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #6

 

. თბილისი                                   11 ოქტომბერი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, . კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, რ. მაისურაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, რ. ყანჩაველი, . ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, გ. სირაძე, მ. ჯულაყიძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ბალავაძის, ანდრო ალავიძის და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

(მესამე მოსმენა)

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის

და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან ერთად

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“

(მესამე მოსმენა)

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მესამე მოსმენა)

     /მომხ. ხათუნა კაპანაძე/

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მეორე მოსმენა)

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

  1. 5.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 6.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“ ხელშეკრულების ცვლილება ნომერი ერთი

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

 

 

  1. 7.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

1.მესამე

მოსმით

განიხილეს:

  1. 8.მოხსენება ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ბალავაძის, ანდრო ალავიძის და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანოპროექტების მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მათ ტექსტებს ცვლილებები არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

მაისურაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

2. მესამე

   მოსმით

   განიხილეს:

მოხსენება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტს რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განუცდია.

აზრი გამოთქვეს:

მარსაგიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

 

3.   მესამე

   მოსმენით

     განიხილეს:

  1. 9.მოხსენება „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
  2. 10.

აღინიშნა, რომ კანოპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტს ცვლილებები არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

  1. 4.მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

მომხსენებელმა წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების (დანართი ¹4) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტი (დანართი 5).

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

5. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება.

 

აზრი გამოთქვეს:

კურდღელაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹7).

 

6. მოისმინეს:

მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“ ხელშეკრულების ცვლილება ნომერი ერთის შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

კვიციანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹8).

 

7. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიზანია საგადასახადო კონტროლის, საგადასახადო დავალიანების შესრულების უზრუნველყოფის, გადასახადების ადმინისტრირებისას პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების მოწესრიგება, დაბეგვრის მექანიზმების სრულყოფა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაცია. გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაექვემდებარება, მხოლოდ იმ ფიზიკური პირებისათვის გადახდილი საიჯარო მომსახურების თანხები (საიჯარო ქირა), რომლებსაც არ აქვთ გადასახადის გადამხდელის მოწმობა. გათვალისწინებულია საჯარო სკოლის მიერ ზოგად   საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისას მიღებული მოგებისა და გამოყენებული ქონების (მათ შორის, მიწის) გათავისუფლება შესაბამისად - მოგებისა და ქონების გადასახადებისგან. საბანკო დაწესებულება ვალდებული ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალების შესასრულებლად აღრიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე ამ პირის ინფორმირება. საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდება ცალკეული კატეგორიის ფიზიკური პირის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება. დღგ-ის გადამხდელს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვალდებულება არ წარმოეშობა იმ ფიზიკური პირის მიმართ, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი ხდება მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე. მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობას უნდა ჩამოეწეროთ მიწაზე ქონების გადასახადის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანება (მათ შორის საურავიც), რომელიც წარმოშობილია 2005 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადის 12%–იანი განაკვეთით. ითვალისწინებს სპეციალური სავაჭრო ზონის ორგანიზატორის მიერ ზონის ტერიტორიაზე საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრას გადახდის წყაროსთან.

 

 

კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმის თანხის გაზრდა. აგრეთვე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას გადასახადის გადამხდელისათვის უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცება, კერძოდ თავიდან იქნეს აცილებული მის მიმართ ორი ოქმის შედგენა.

 

კოდექსის 1271 მუხლის მე-2 ნაწილი  მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, შეთანხმებებითა და კონვენციებით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო პროექტის თანახმად ჯარიმის ოდენობა იზრდება 5000 ლარამდე. კოდექსის 164- მუხლში. აღნიშნული მუხლის დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პასუხისმგებლობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის. კანონპროექტის მიხედვით ხდება ამ დებულების ამოღება, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ხდება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹9).

 

სხდომის თავმჯდომარე:                   გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                         რამაზ ყანჩაველი

 

 

 

დანართი 1

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ვახტანგ ბალავაძის, ანდრო ალავიძის და კახაბერ ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის შესახებ”, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

ნავთობისა და გაზის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ნავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

                საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული

აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მესამე მოსმენით განხილვისათვის.

                                                                                                          

 

 

     გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

კანონროექტზე გამოთქმული შენიშვნების

გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

მიზანშეწონილია ამოღებულ იქნეს კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი.

გათვალისწინებულია

2

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტით კანონის 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

`32. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე–3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით ან/და 31 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკ(ებ)ის მთავრობისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე არსებული თვით მმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით)’’.

გათვალისწინებულია

3

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტით შევიდეს ცვლილება კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტში და გადაწეულ იქნეს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების ვადა.

               

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

დანართი 5

პროექტი

საქართველოს კანონ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

`32. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე–3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით ან/და 31 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკ(ებ)ის მთავრობისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით)’’.

 

2. 24-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „10. ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანო უზრუნველყოს:

ა) 2010 წლის 30 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესის დამტკიცება;

         ბ) 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება;

         გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება;

                დ) 2012 წლის 1 მაისამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება;

         ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება.

       ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე − ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება

 

 

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

ასლი:      საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

შეთანხმებაზე

„საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

ასლი:      საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

შეთანხმებაზე

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“

ხელშეკრულების ცვლილება ნომერ ერთზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერისათვის)“ ხელშეკრულების ცვლილება ნომერი ერთი და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

დანართი 9

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:    საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე