ოქმი #7

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #7

 

. თბილისი                                   12 ოქტომბერი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, , კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, თ.კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, რ. ყანჩაველი, . ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მესამე მოსმენა)

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ანდრო ალავიძე/

  1. 1.მესამე

მოსმენით

   განიხილეს:

  1. 3.მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების   (დანართი 1) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 2).

  1. 4.

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

2. პირველი

     მოსმენით

   განიხილეს:

  1. 5.მოხსენება „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
  2. 6.
  3. 7.აღინიშნა რომ, პროექტი ითვალისწინებს საქართველოში ლატარიის ორგანიზატორი კომპანიისათვის, რომლის 70% წილის მფლობელი გახდა საქართველოს სახელმწიფო, გარკვეული შეღავათების დაწესებას, რადგანაც შემდგომში აღნიშნული საქმიანობიდან შემოსულმა დივიდენდებმა შესაბამისი ასახვა პოვონ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში. კერძოდ, ამ სფეროში გასული წლების გამოცდილებისა და შესაბამისი პრაქტიკის გაზიარებამ მიზანშეწონილი გახადა ლატარიის ორგანიზატორი კომპანიის მიერ გაწეული საქმიანობის: დღგ გადახდისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილების გამო ლატარიის ბილეთების ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის დადგენილი მოსაკრებლის შემცირება, აღნიშნული საქმიანობის სპეციფიკიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ შპსსაქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70% მფლობელი გახდა საქართველოს სახელმწიფო, რომელმაც წილის მართვის უფლება გადასცა სახელმწიფო 100% მფლობელ შპსსაქართველოს ფოსტასზემოაღნიშნულ სახელმწიფო კომპანიების მიერ ერთმანეთისთვის გაწეული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების რეჟიმისგან გათავისუფლება, პრაქტიკიდან გამომდინარე ხდება ზოგიერთი ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნული ცვლილებები თავის მხრივ გააუმჯობესებს ლატარიის ორგანიზატორი კომპანიის ფინანსურ ლიკვიდურობას და ხელს შეუწყობს ლატარიის ჩატარებიდან მისაღები შემოსავლის ზრდას. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები შედის: საქართველოს საგადასახადო კოდექსში, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ საქართველოს კანონში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში და ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში.
  4. 8.

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი4) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 5).

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                           გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                               რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების

გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

მიზანშეწონილია ამოღებულ იქნეს კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი.

 

გათვალისწინებულია

2.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

კანონპროექტით კანონის 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

`32. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე–3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით ან/და 31 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკ(ებ)ის მთავრობისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით)’’.

 

გათვალისწინებულია

3.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

მიზანშეწონილია კანონპროექტით შევიდეს ცვლილება კანონის 24-ე მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში და გადაწეულ იქნეს კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების ვადა.

               

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

დანართი 2

 

პროექტი

 

საქართველოს კანონ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. 101 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

`32. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე–3 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით ან/და 31 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკ(ებ)ის მთავრობისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით)’’.

 

2. 24-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „10. ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ უზრუნველყოს:

ა) 2010 წლის 30 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესის დამტკიცება;

         ბ) 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება;

         გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება;

                დ) 2012 წლის 1 მაისამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება;

         ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება;

       ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე − ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე მესამ მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამ მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

 

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

პარლამენტის წევრების კ.ანჯაფარიძისა და ა.ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი

მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში დასაზუსტებელია კანონის რომელ მუხლში შედის ცვლილება, რადგანაც მითითებულია მხოლოდ პუნქტი მუხლის გარეშე.

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ლატარიებით, კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;

2. კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ლატარიებით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა.“

3. კოდექსის 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის

   11. ამ კოდექსის 271-ე მუხლის ნაწილის 11 გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოებს უფლება აქვთ სამართალდამრღვევ პირს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დააკისრონ საურავი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევ პირზე საურავის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

                              

მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებსაქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) მე-112 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 50 ლარი.

ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის, არა უმეტეს 100 000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის ბილეთიექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 50 ლარი;

 

მუხლი 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-31 პუნქტს დაემატოს შემდეგ რედაქციის „ო“ -„ს“ ქვეპუნქტი:

   „ო) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან მისი აგენტის მიერ, ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან   დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზე;

პ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ, აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

ჟ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ, ლატარიის ორგანიზების ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე;

რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შემდგომში სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე.

ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

მუხლი 4. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ.ე“ ქვეპუნქტი:

თ.ე) ტოტო – ტირაჟიანი ლატარიის ნაირსახეობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც მოგება დამოკიდებულია ორგანიზატორის მიერ წინასწარ შერჩეული სპორტული თამაშობების შედეგების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;

      ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) საპრიზო ფონდი – თანხები, რომლებიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის) ან მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა ვალდებულებისა, რომელიც დადებულია გათამაშების მონაწილეებთან. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება საბანკო დაწესებულებებში საპრიზო ფონდის განთავსებით მიღებულ სარგებელზე;

გ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ტ“„უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:

         „ტ) აგენტი – პირი, რომელიც სარეალიზაციო მომსახურებას უწევს ლატარიის ორგანიზატორდა აწვდის ატარიის ბილეთებს საცალო რეალიზატორებს ან სხვა აგენტებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით.   აგენტს უფლება აქვს თავად შეასრულოს საცალო რეალიზატორის ფუნციებიც.

       უ) საცალო რეალიზატორი – პირი, რომელიც სარეალიზაციო მომსახურებას უწევს ლატარიის ორგანიზატორან აგენტს ახორციელებს რა ატარიის ბილეთების რეალიზაციას მოთამაშეებზე.

         ფ) სარეალიზაციო მომსახურება - მომსახურება, რომელიც მოიცავს აგენტის (საცალო რეალიზატორის) მიერ ლატარიის ორგანიზატორის ლატარიის ბილეთების რეალიზაციას (მათ შორის ლატარიის ტერმინალის გამოყენებით), ლატარიის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესების ფარგლებში მოთამაშეებზე მოგებების გაცემას, მოთამაშეებისათვის ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო დანიშნულების საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და სხვა.

2. მე-6 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

5. ლატარიის ორგანიზატორს ლატარიის მხარდაჭერის, საზოგადოებრივი ინტერესისა ან/და ნდობის მოპოვების მიზნით უფლება აქვს განახორციელოს მოთამაშეზე ლატარიის ბილეთის უფასოდ მიწოდება. ასეთი მიწოდება არ ჩაითვლება ლატარიის ბილეთის რეალიზაციად და შესაბამისად არ გაითვალისწინება ერთობლივი ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში. ასეთი სახის მიწოდება არ განიხილება ფინანსთა სამინისტროსა და ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევად.

6. ლატარიის ორგანიზატორს ლატარიის მხარდაჭერის მიზნით შეუძლია განახორციელოს ლატარიის ბილეთის მიყიდვა პირზე, რომელიც ლატარიის ბილეთს გამოიყენებს საკუთარი საქონლის, მომსახურების მიწოდების ხელშეწყობისათვის, თანამშრომელთა წახალისებისათვის და სხვა. ლატარიის ბილეთის ასეთი გაყიდვა ჩაითვლება ლატარიის მოთამაშეზე ბილეთის მიყიდვად ნომინალურ ღირებულებად და იგივე ღირებულებით შეიტანება ერთობლივი ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში.

            7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები არ ჩაითვლება წამახალისებელ გათამაშებად და მათზე არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

            8. ლატარიის ორგანიზატორს უფლება აქვს მოახდინოს საპრიზო ფონდის ნაწილის რეზერვირება, რომელიც მოცემულ თამაშობაში გაცხადებულ საპრიზო ფონდთან ერთად უნდა შეადგენდეს რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45%.“

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ბინგოს საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს მოცემულ თამაშბაში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.“

     4. 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშის წესების საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა (გარადა ტოტოს გათამაშებისა), რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვითა და მათ შესაბამისად. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი მოწვეული, ლატარიის ორგანიზატორისგან დამოუკიდებელი წევრისგან.

     4. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.

 

 

მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე