ოქმი #9

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #9

 

. თბილისი                                   21 ოქტომბერი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, გ. კანდელაკი, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, რ. ყანჩაველი, . ჯაფარიძე,

თ. შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, მ. მეტრეველი,

თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ ფინანსთა სამინისტროს შორის სესხის და გრანტის ხელშეკრულება (2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანური პროტოკოლის განხორციელების მიზნით)“

 

/მომხ. რუსუდან კემულარია/

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მეორე მოსმენა)

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები:   „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

1. მოისმინეს:

  1. 4.მოხსენება „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა)   სახელით მოქმედ ფინანსთა სამინისტროს შორის სესხის და გრანტის ხელშეკრულება (2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანური პროტოკოლის განხორციელების მიზნით)“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი კანონპროექტი.

 

აღინიშნა რომ, 2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილ იქნა ფინანსური პროტოკოლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სამთო სათხილამურო კურორტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დაფინანსებას და მესტიის ხეობისათვის მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის მოწოდებას, რაც წარმოადგენს საქართველოს განვითარებისთვის პრიორიტეტულ პროექტს.

ფინანსური პროტოკოლის განხორციელების მიზნით 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს (საქართველოს მთავრობის) სახელით მოქმედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სახელით მოქმედ NATIXIS-ს შორის ხელმოწერილ იქნა სესხის და გრანტის ხელშეკრულება,

 

აღნიშნული სესხის და გრანტის ხელშეკრულებით ფრანგულმა მხარემ აიღო ვალდებულება საქართველოს გამოუყოს:

 

გრანტი - რომელიც არ აღემატება 700 000 ევროს და განკუთვნილია მესტიის ხეობის ტურისტული განვითარების ძირითადი გეგმის შემუშავებისა და საქართველოში ზამთრის სპორტის განვითარებისათვის;

 

შეღავათიან სესხი - არაუმეტეს 18 000 000 ევროს ოდენობით, რომელიც განკუთვნილია მესტიის ხეობის სათხილამურო საბაგირო აღჭურვილობის შესაძენად.

სესხის ფინანსური პირობებია:

სესხის ოდენობა:

-

18 მლნ. ევრო;

ხანგრძლივობა:

-

20 წელი;

შეღავათიანი პერიოდი:

-

6 წელი.

საპროცენტო განაკვეთი:

-

წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 1,1%

       

საქართველოს მთავრობის №1897 განკარგულებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა სესხის და გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში ქართული მხარის მიერ გასაფორმებელი შესაბამისი კონტრაქტების დადებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება და ამასთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განისაზღვრება აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გრანტის მიმღებ ორგანოდ.

აზრი გამოთქვეს:

გ. კოხოძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

  1. 2.მეორე

მოსმენით

   განიხილეს:

  1. 3.მოხსენება „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
  2. 4.

მომხსენებელმა წარმოადგინა კანონპროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნების (დანართი 2) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონის პროექტის ტექსტი (დანართი 3).

 

აზრი გამოთქვეს:

კემულარიამ, კიკალეიშვილმა, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹4).

 

3. პირველი

     მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების (დანართი 5) შესახებ;

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის მიხედვითაც სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვები გაიცემა 5 წლის ვადით, როგორც ეს, სათამაშო აპარატების სალონის შემთხვევაშია დადგენილი.

ცვლილება შედის აგრეთვე კანონის 371 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტში, რომლის მიხედვითაც სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელ პირებს, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა განესაზღვრებათ 10 000 ლარის ოდენობით.

 

კანონპროექტით დგინდება გარდამავალი ტიპის დებულებაც, კერძოდ, კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2012 წლის 1 იანვრამდე გაცემულ სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვებს უნარჩუნდებათ იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის მიხედვითაც, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევა გამოიწვევს ნებართვის გაუქმებას.

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

კანონპროექტის თანახმად ცვლილება შედის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტში, რომლის მიხედვითაც წესდება სამორინეს, ლოტოს, ბინგოს, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვების ყოველწლიური მოსაკრებელი. ამასთანავე, კანონის მე-9 მუხლში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, აღნიშნული მოსაკრებლი გადაიხდევინება ყოველწლიურად, ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს 12 თვისა, თანაბარი ოდენობებით. სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, თანაბარზომიერად, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის-ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოდენობით, ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს 12 თვისა. ამასთანავე, სამორინეს მოწყობის, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე.

 

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, სათამაშო ბიზნების მოსაკრებლის გადახდის ნიშანი იძენს ელექტრონულ ფორმას, რის გამოცსათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნა, ხოლო მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდა შეცვლილი რედაქციით.

 

გარდა აღნიშნულისა, კანონის მე-2 მუხლი ითვალისწინებს გარდამავალი ტიპის დებულებას, რომლის მიხედვითაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეძენილი მოსაკრებლის გადახდის ნიშნები შეინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, მათი მოქმედების ვადით. ანუ კვარტლის გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსაკრებლის გადახდის ნიშნები გაიცემა კვარტალურად.

 

აზრი გამოთქვეს:

გ. მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                           გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                               რამაზ ყანჩაველი

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

აგარე ურთიერთობათა კომიტეტს

 

ასლი:      საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ

საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ ფინანსთა სამინისტროს შორის სესხის და გრანტის ხელშეკრულებაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით მოქმედ NATIXIS-სა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) სახელით მოქმედ ფინანსთა სამინისტროს შორის სესხის და გრანტის ხელშეკრულება (2011 წლის 7 ოქტომბერს საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს (საქართველოს მთავრობა) შორის ხელმოწერილი ფინანური პროტოკოლის განხორციელების მიზნით)“   და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

დანართი 2

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ

კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

საქართველოს პარლამენტის წევრი

ზვიად კუკავა

მიზანშეწონილია პროექტის პირველი მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 

3. 239-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო დავალიანება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო   გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნება, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო დაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე პერიოდს პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა.

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) ლატარიებით, კაზინოებით (სამორინეებით), აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;

2. კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ს“ ქვეპუნქტი:

„ს) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ლატარიებით, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა.“

 

3. 239-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე პირის ქონების მიმართ რეგისტრირებულია კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სადაზღვევო ორგანიზაციების, საერთაშორისო და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობის/იპოთეკის უფლება და ხდება ამ ქონების რეალიზაცია, ამოღებული თანხით პირველ რიგში დაკმაყოფილდება ზემოთ აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოშობილი ვალდებულების ნაწილში, ხოლო შემდეგ ხდება საგადასახადო დავალიანების მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ ქონების ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არ გავრცელდება. თუ დარჩენილი თანხით სრულად არ იფარება საგადასახადო დავალიანება, შეუსრულებელი საგადასახადო დავალიანება ძალაში რჩება იმ პირის მიმართ, რომლის ქონებაც დატვირთული იყო საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის საფუძვლები მიეკუთვნება, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო ორგანიზაციები ან საერთაშორისო დაკომერციული ბანკების საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლისქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული განვითარებული ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტების გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე პერიოდს პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ხოლო შემდეგ ზემოაღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების მოთხოვნა.

 

4. კოდექსის 272-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის

   11. ამ კოდექსის 271-ე მუხლის ნაწილის 11 გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოებს უფლება აქვთ სამართალდამრღვევ პირს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დააკისრონ საურავი. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამართალდამრღვევ პირზე საურავის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

        

მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებსაქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13, 12.04.2005, მუხ. 84) მე-112 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარდა ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 50 ლარი.

 

ბ) დაემატოს შემდეგი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის, არა უმეტეს 100 000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის განაღდებული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის ბილეთიექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 50 ლარი;

მუხლი 3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-31 პუნქტს დაემატოს შემდეგ რედაქციის „ო“ -„ს“ ქვეპუნქტი:

      „ო) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან მისი აგენტის მიერ, ლატარიის ბილეთი შენახვის, სარეალიზაციო ან/და სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან   დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებზე;

პ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ, აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

ჟ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ, ლატარიის ორგანიზების ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე;

რ) შპს „საქართველოს ფოსტის“ მიერ შემდგომში სავაჭრო ობიექტებიდან რეალიზაციის მიზნით შეძენილი საქონლის სახელმწიფო შესყიდვაზე.

ს) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შპს „საქართველოს ფოსტისაგან“ საფოსტო და საკურიერო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

 

მუხლი 4. ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ.ე“ ქვეპუნქტი:

თ.ე) ტოტო – ტირაჟიანი ლატარიის ნაირსახეობა, რომელიც ტარდება ბილეთების მეშვეობით და რომელშიც მოგება დამოკიდებულია ორგანიზატორის მიერ წინასწარ შერჩეული სპორტული თამაშობების შედეგების მთლიან ან ნაწილობრივ დამთხვევაზე და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან;

      ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) საპრიზო ფონდი – თანხები, რომლებიც შემოსვლამდე აღიარებულია მყარ ვალდებულებად მესამე პირის (მოგებახვედრილი ბილეთის მფლობელის) ან მარწმუნებლის ან პრინციპალის სასარგებლოდ და განკუთვნილია მისთვის გადასაცემად, მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული მოგების ოდენობით. კონკრეტული თამაშობის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად მოგება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფულადი, ნივთის სახით ან სხვა ფორმით და იგი გაიცემა თამაშობაში მოგებულ ბილეთზე. აკრძალულია საპრიზო ფონდის დატვირთვა რაიმე სხვა ვალდებულებებით, გარდა ვალდებულებისა, რომელიც დადებულია გათამაშების მონაწილეებთან. საპრიზო ფონდი არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ფინანსურ, კომერციულ, საწარმოო ან სხვა ბრუნვაში. ამ პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება საბანკო დაწესებულებებში საპრიზო ფონდის განთავსებით მიღებულ სარგებელზე;

 

გ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ტ“„უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები:

         „ტ) აგენტი – პირი, რომელიც სარეალიზაციო მომსახურებას უწევს ლატარიის ორგანიზატორდა აწვდის ატარიის ბილეთებს საცალო რეალიზატორებს ან სხვა აგენტებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით.   აგენტს უფლება აქვს თავად შეასრულოს საცალო რეალიზატორის ფუნციებიც.

       უ) საცალო რეალიზატორი – პირი, რომელიც სარეალიზაციო მომსახურებას უწევს ლატარიის ორგანიზატორან აგენტს ახორციელებს რა ატარიის ბილეთების რეალიზაციას მოთამაშეებზე.

         ფ) სარეალიზაციო მომსახურება - მომსახურება, რომელიც მოიცავს აგენტის (საცალო რეალიზატორის) მიერ ლატარიის ორგანიზატორის ლატარიის ბილეთების რეალიზაციას (მათ შორის ლატარიის ტერმინალის გამოყენებით), ლატარიის ორგანიზატორის მიერ დადგენილი წესების ფარგლებში მოთამაშეებზე მოგებების გაცემას, მოთამაშეებისათვის ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო დანიშნულების საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებას და სხვა.

 

2. მე-6 მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:

5. ლატარიის ორგანიზატორს ლატარიის მხარდაჭერის, საზოგადოებრივი ინტერესისა ან/და ნდობის მოპოვების მიზნით უფლება აქვს განახორციელოს მოთამაშეზე ლატარიის ბილეთის უფასოდ მიწოდება. ასეთი მიწოდება არ ჩაითვლება ლატარიის ბილეთის რეალიზაციად და შესაბამისად არ გაითვალისწინება ერთობლივი ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში. ასეთი სახის მიწოდება არ განიხილება ფინანსთა სამინისტროსა და ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევად.

6. ლატარიის ორგანიზატორს ლატარიის მხარდაჭერის მიზნით შეუძლია განახორციელოს ლატარიის ბილეთის მიყიდვა პირზე, რომელიც ლატარიის ბილეთს გამოიყენებს საკუთარი საქონლის, მომსახურების მიწოდების ხელშეწყობისათვის, თანამშრომელთა წახალისებისათვის და სხვა. ლატარიის ბილეთის ასეთი გაყიდვა ჩაითვლება ლატარიის მოთამაშეზე ბილეთის მიყიდვად ნომინალურ ღირებულებად და იგივე ღირებულებით შეიტანება ერთობლივი ლატარიის ბილეთების ჯამურ ღირებულებაში.

            7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები არ ჩაითვლება წამახალისებელ გათამაშებად და მათზე არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

            8. ლატარიის ორგანიზატორს უფლება აქვს მოახდინოს საპრიზო ფონდის ნაწილის რეზერვირება, რომელიც მოცემულ თამაშობაში გაცხადებულ საპრიზო ფონდთან ერთად უნდა შეადგენდეს რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45%.“

 

3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ტირაჟიანი ლატარიის, ლოტოს, ბინგოს საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს მოცემულ თამაშბაში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.“

 

     4. 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს თამაშის წესების საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე კომისიის შექმნა (გარადა ტოტოს გათამაშებისა), რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვითა და მათ შესაბამისად. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ სამი მოწვეული, ლატარიის ორგანიზატორისგან დამოუკიდებელი წევრისგან.

     4. ლატარიის ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე ინფორმაცია 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს.

 

 

მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                   მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

  1. 1.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვ გაიცემა 1 წლის ვადით, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვები – 5 წლის ვადით.“.

 

  1. 2.371 მუხლის „გ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                1) სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელ პირთა მიმართ, მათ მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;“.

 

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვებს უნარჩუნდებათ იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

დანართი 6

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და მის თნმდევ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები:   „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე