ოქმი #11

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #11

 

. თბილისი                                   3 ნოემბერი  2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, რ. მაისურაძე, დ. ოვაშვილი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, ი. გაბისონია. მ. ჯულაყიძე, გ. სირაძე, ვ. ქარუმიძე, მ. მეტრეველი, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

    

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები:   „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მესამე მოსმენა)

/მომხ. რუსუდან კემულარია/

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. გურანდა ჯაბუა/

 

  1. 1.მესამე

მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

  1. 1.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ რედაქციული შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად კანონპროექტების რექსტებს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

ხუროშვილმა, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

  1. 2.პირველი

       მოსმენით

       განიხილეს:

მოხსენება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების (დანართი 2) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებით დაწესებულია ახალი სახის მოსაკრებელი - მშენებლობის სანებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურეობისათვის.

 

ხოლო „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონოპროექტის თანახმად აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის წესს და ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს.

 

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, კოხოძემ, მელაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                   გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                         რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და მის თნმდევ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები:   „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნას ცვლილება:

         ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-7 პუნქტი:

,,7. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურეობის მოსაკრებელი.’’;

ბ) კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

,,მუხლი 61. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული          მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) შესახებ დაჩქარებული მომსახურეობისათვის

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურეობისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის შესახებ) დაჩქარებული მომსახურეობისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს და ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო.

 

  1. 1.მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასშიცვლილების შეტანის შესახებ) დაჩქარებული მომსახურეობისათვის მოსაკრებლი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს.’’.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N8-9, 21.02.1998, გვ. 8) შევიდეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ’’ ქვეპუნქტი:

,,თ) მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის შესახებ) დაჩქარებული მომსახურეობის მოსაკრებელი.’’.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                       მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

და

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 ნოემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 
modules