ოქმი #13

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #13

 

. თბილისი                                   17 ნოემბერი  2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, .იკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ.ოვაშვილი,

გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე,   თ.შაბაშვილი, ი. გაბისონია. მ. ჯულაყიძე, გ. სირაძე, ვ. ქარუმიძე, მ. მეტრეველი, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

კახა ანჯაფარიძე – პარლამენტის წევრი, ანდრო ალავიძე – პარლამენტის წევრი, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ნინო ენუქიძე – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, პაპუნა პეტრიაშვილი – ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

 

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მესამე მოსმენა)

/მომხ. გურანდა ჯაბუა/

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

(მეორე მოსმენა)

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტისაქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

(მეორე მოსმენა)

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

  1. 6.საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძის და კახა ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტები: ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხ. კახა ანჯაფარიძე/

 

  1. 7.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი: ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ

/მომხ. ნინო ენუქიძე/

 

  1. 8.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

/მომხ. ნინო ენუქიძე/

 

  1. 1.მესამე

მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ. აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ტექსტის მიმართ რედაქციული ცვლილებები არ განხორციელებულა.  

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

  1. 2.მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ მეორე მოსმენით განხილვისათვის სამართლებრივი ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად მის  ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

 

  1. 3.მეორე

   მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. აღინიშნა, რომ რადგან კანონპროექტის მიმართ მეორე მოსმენით განხილვისათვის შენიშვნები არ გამოთქმულა მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, მელაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

  1. 4.პირველი

        მოსმენით

       განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 4)   შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტით ხდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმის მოქმედების ვადის დაზუსტება, რაც აუცილებელია სახელმწიფო შესყიდვების შეუფერხებლად   განხორციელებისათვის.

 

მომხსენებელმა მოითხოვა   კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა და მიღება.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

  1. 5.პირველი

         მოსმენით

       განიხილეს:

მოხსენება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 6) შესახებ.

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიხედვით, ხდება თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის შენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომის შემცირება. კერძოდ, კანონპროექტით ხდება ჯარიმის ოდენობის შემცირება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნახევრდება არსებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა.

 

კანონპროექტით ასევე ხორციელდება იმ ზონის (ზონების) დაკონკრეტება, რომლის ფარგლებშიც თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილი იქნება დაადგინოს ზონა, სადაც განსაზღვრულია პასუხისმგებლობა სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის   ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის და პასუხისმგებლობა არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვიდადგენილ ვადაში აუღებლობისთვის.

 

მომხსენებელმა მოითხოვა   კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძე, კოხოძემ მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

 

6. მოისმინეს:

მოხსენება ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“   საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძის და კახა ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, იქმნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია, რომელსაც უფლება ექნება მიმართოს სასამართლოს ტერორიზმთან დაკავშირებული პირთა ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით განსაზღვრულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რათა ამ პირებმა ხსენებული ქონებით არ მოახდინონ ტერორიზმის დაფინანსება ან სხვა რაიმე ფორმით დახმარება. ზემოაღნიშნული კომისიის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფი რომელსაც საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით უფლება ექნება გარკვეული შეზღუდვები დაუწესოს შესაბამის პირებს.

 

პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება ტერორიზმთან დაკავშირებული პირთა ქონებაზე ყადაღის დადება, რათა ამ პირებმა ხსენებული ქონებით არ მოახდინონ ტერორიზმის დაფინანსება ან სხვა რაიმე ფორმით დახმარება. პროექტით საპროცესო კოდექსს ემატება VII8 თავი, ხსენებულ თავში გაწერილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის მიერ ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ქონებაზე ყადაღის დადებაზე შუამდგომლობის წარდგენის, სასამართლოს მიერ მისი განხილვის. გადაწყვეტილების მიღების და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები.

 

პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონით განსაზღვრულ აღსასრულებელ გადაწყვეტილებებს ემატება მოსამართლის ბრძანება ტერორიზმთან დაკავშირებული პირის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციებით   განსაზღვრული პირის ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე.

 

პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, განთავისუფლებული იქნება საერთო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, შესაძლებელი იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის მიერ დაწესებული შეზღუდვების განხორციელება.

 

პროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით, ვიზის გაცემაზე და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ნებართვის არ გაცემა შესაძლებელი იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, ოვაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 8).

 

7. მოისმინეს:

მოხსენება „ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი     კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიღების უპირველეს მიზეზს წარმოადგენს ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 532 მუხლის, 66- მუხლის პირველი ნაწილით, 77- მუხლით, 82- მუხლით, 821 მუხლით, 822 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 ნაწილებით, 1282 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და 1283 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩამდენი პირები, კერძოდ მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუქბიექტები, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

 

 

აღნიშნული ჰუმანური ღონისძიების გატარება და სახელმწიფოს მხრიდან კეთილი ნების გამოვლენა განპირობებულია იმით, რომ საქართველოს ენერეგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუქბიექტებისათვის დგინდება ახალი რეგულაციები, შემუშავებულ იქნა ელექტრონული ბაზა, რომელშიც სავალდებულოა აღნიშნული პირების რეგისტრაცია და სახელმწიფო ამ კანონის ამოქმედებით აძლევს მათ საშუალებას თვიანთი საქმიანობა დაიწყონ სუფთა ფურცლიდან.

 

აზრი გამოთქვეს:

მარსაგიშვილმა, ჩახვაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 9).

 

8. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“   საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით   წარმოდგენილი   კანონპროექტის შესახებ, სადაც აღინიშნა რომ, წარმოდგენილისაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კანონპროექტის მიღების მიზანია სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე პირადი სარგებლობისთვის ფიზიკური პირის მიერ სათბობი შეშის დამზადების ან/და ტრანსპორტირების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების შემსუბუქება.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10).

 

სხდომის თავმჯდომარე:                   გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                         რამაზ ყანჩაველი

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

და

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

 

“საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

 

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

პროექტი

 

საქართველოს კანონ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 24–ე მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2013 წლის 1 იანვრამდე.“.

 

 

მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                    მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

კანონპროექტის ინიციატორის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1765 მუხლის შესაბამისად, კომიტეტი შემოდის წინადადებით, რათა კანონპროექტი განხილული და მიღებული იქნას გამარტივებული წესით.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

პროექტი

საქართველოს კანონი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. 231 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         ,,მუხლი 231. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ, განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისთვის

             1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპის მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც მას განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის გამოსასწორებლად. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შემოწმების აქტის შედგენის დღისთვის არსებული სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ასაშენებელი (სადემონტაჟო) შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ზონის (ზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით. აღნიშნული ჯარიმა პირს დაერიცხება მშენებარე ობიექტის კონსერვაციის ვადაშიც.”.

 

2. 232 მუხლის:

ა) სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 232. პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის მიერ, განსაზღვრულ ზონაში (ზონებში) არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვიდადგენილ ვადაში აუღებლობისთვის

1. თვითმმართველი ერთეულის − საკრებულოს დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიების განვითარებისა და დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრულ ზონაში (ზონებში), ხოლო ქალაქ თბილისში – ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონაში განსაზღვრულ ზონებში არსებული არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა–ნაგებობების, რომლებიც მათ შორის აღარ გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული ან სხვა საზოგადოებრივი ფუნქციით და საჭიროებს სამშენებლო განვითარებას, მესაკუთრე ვალდებულია მიიღოს მშენებლობის ნებართვა შენობა–ნაგებობაზე საკუთრების უფლების რეგიისტრაციიდან ან/და შენობის ფუნქციონირების შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში. ეს ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ შემთხვევაზე თუ პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს, რომელზედაც მდგომ შენობა–ნაგებობას დაანგრევს. აღნიშნული შეზღუდვა თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მოთხოვნით რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.’’;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება არ შეწყდება და გაგრძელდება მიწის ნაკვეთის ან/და შენობა–ნაგებობის გასხვისების შემთხვევაშიც და ქონების შემძენზე გადავა შესაბამისი ვალდებულებები.“

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ადგენს შემოწმების აქტს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, შემოწმების აქტის შედგენის დღიდან დარღვევის გამოსწორების დღემდე პირს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამრღვევის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობის საერთო ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 0,1 ლარიდან 0,5 ლარის ფარგლებში, შესაბამისი ქვეზონის (ქვეზონების) მიხედვით, რაც განისაზღვრება თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.’’.

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება, გავრცელდეს ,,ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის 231 და 232 მუხლებით გათვალისწინებულ იმ სამართალდარღვევთა საქმის წარმოებებზეც, რომლებიც მის ამოქმედებამდე იქნა დაწყებული.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                     მიხეილ სააკაშვილი

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

 

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე პირველი   მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი  მოსმენით განხილვისათვის.

 

ამასთან, კანონპროექტის ინიციატორის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160- მუხლის შესაბამისად, კომიტეტი შემოდის წინადადებით, რათა კანონპროექტი განხილული იქნას დაჩარებული წესით.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

 

ასლი:       საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

ანდრო ალავიძის და კახა ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძის და კახა ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტები: ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა ,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

დანართი 9

 

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან

გათავისუფლების შესახებ

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი „ზოგიერთი ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებდა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ