ოქმი #16

გობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #16

 

. თბილისი                                   2 დეკემბერი  2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, . კიკალეიშვილი, გ. კანდელაკი,   თ. კოხოძე,დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი, ი. გაბისონია. მ. ჯულაყიძე, გ. სირაძე, მ. მეტრეველი, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

გიგა ბოკერია - უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგი კაპანაძე - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრო ალავიძე – პარლამენტის წევრი,   კახაბერ ანჯაფარიძე – პარლამენტის წევრი, ზვიად კუკავა – პარლამენტის წევრი, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ძაგნიძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                  დღის წესრიგი 

 

  1. 1.ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

/მომხ. გიგა ბოკერია, სერგი კაპანაძე/

 

2. საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. გურანდა ჯაბუა/

 

3. საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუას, კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)                                  

/მომხ. გურანდა ჯაბუა/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ. კახაბერ ანჯაფარიძე/

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. კახაბერ ანჯაფარიძე/

 

  1. 6.საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

  1. 7.საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 8.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 9.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 10.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ. რუსუდან კემულარია/

  1. 11. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 12.საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი კონვენცია „გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“

/მომხ. დიმიტრი ძაგნიძე/

 

  1. 13.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 14.საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

  1. 15.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი სამოქალაქო აქტების შესახებდა მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

1.მოისმინეს:

 

მოხსენება ვაჭრობის   მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებისას მიღწეული შეთანხმება შეაფასა, როგორც ყველაზე უფრო მაქსიმალური შედეგი შესაძლო რეალისტურ შედეგებს შორის.

 

მისი განცხადებით მოლაპარაკების საუკეთესო შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საქართველოს ლეგიტიმური საზღვრების ფარგლებში, ტვირთბრუნვის შესახებ, თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით, სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

 

საზღვრებზე მონიტორინგს   შევეიცარიული კომპანია განახორციელებს. მოლაპარაკება ძალაში შევა რუსეთის მსოში გაწევრიანებისთანავე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ, განაცხადა, რომ მოლაპარაკების შედეგად საქართველომ ოპტიმალური შედეგი მიიღო. მან დეტალურად ისაუბრა საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების სისტემაზე.

 

აზრი გამოთქვეს:

კანდელაკმა, ოვაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია მიიღო ცნობად.

 

2.პირველი

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 1) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, 2012 წლის 1 იანვრიდან საზვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გამარტივებული შესყიდვისათვის დაწესებული ზღვარი და 50 000 ლარიდან მცირდება 20 000 ლარამდე. წარმოდგენილი ცვლილებით 2012 წლიდან შენარჩუნდება ამჟამად მოქმედი 50 000 ლარიანი ზღვარი.

 

აზრი გამოთქვეს:

კაპანაძემ, კანდელაკმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

3.პირველი

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუას, კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტით ხორციელდება უნებართვო მშენებლობისათვის დადგენილი ჯარიმის შემცირება და დიფერენცირება იმ უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟისათვის, რომელიც განხორციელდა მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა დაწყლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, შემდეგი პრინციპებით:

 

  1. 1.ახალი მშენებლობა, ასევე არსებული შენობის გადაკეთება (რეკონსტრუქცია) რაც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას (დაშენება, მიშენება, შენობის სიმაღლის გაზრდა და ..);

 

2. სამშენებლო საქმიანობა, რომელიც არ იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლას, ასევე საკომუნიკაციო ქსელების რეკონსტუქცია.

 

ამასთან, ჯარიმის ოდენობა, განსხვავებულია იმის და მიხედვით სამართალდარღვევა განხორციელებულიასახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის თუ კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

 

ამავე კანონპროექტით განისაზღვრება შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილების დეფინიცია.

კანონპროექტი, ითვალისწინებს II კლასის ინდ. საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობის ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას, კერძოდ, დამრღვევს შესაძლებლობა ეძლევა პროექტის დარღვევის შემთხვევაში მოახდინოს მისი კორექტირება ჯარიმის დაკისრების გარეშე, თუმცა მან აღნიშნული ცვლილება უნდა განახორციელოს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე (მითითების გაცემადე) ან ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე უფლებამოსილ ორგანოში განცხადების წარდგენამდე.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მისი მოქმედება გავრცელდეს მისი ძალაში შესვლის დროს მიმდინარე უნებართვო მშენებლობაზე დაწყებული სამართალდარღვევის საქმის წარმოებებზე.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების         (დანართი 3)         გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 4).

 

აზრი გამოთქვეს:

ხუროშვილმა, ჩარკვიანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

4.პირველი

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია იცვლება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვით და აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით ხდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში როგორც შინაარსობრივი ასევე ტერმინოლოგიური ცვლილებების განხორციელება. კერძოდ, კანონში ტერმინი „ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია“ იცვლება ტერმინით „ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა“, შესაბამისად, ემატება ისეთი დებულებები, როგორიცაა ნებართვის გაცემის წესი და პირობები, ნებართვის გაუქმების საფუძვლები და ა.შ.

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შემოთავაზებული ცვლილება ასევე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაუქმებას და, მეორე მხრივ, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის შემოღებას.

 

”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით უქმდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო მოსაკრებელი (რომელიც შეადგენდა 1000 ლარს) და ემატება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვისთვის სანებართვო მოსაკრებელი, რომლის ოდენობაც განისაზღვრება - 100 ლარით.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების         (დანართი 6)         გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 7).

 

აზრი გამოთქვეს:

ხუროშვილმა, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 8).

5.პირველი

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტით „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 27–ე მუხლს ემატება 41 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება გადაეცეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს. ეს ორგანოებია:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს;

დ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებს და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ, საგამოძიებო და სადაზვერვო ქვედანაყოფებს;

ვ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

ზ) პროკურატურის გამომძიებლებს.

                ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს.

უნდა აღინიშნოს რომ 27-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს მიქცეული ქონების გადაცემის შესაძლებლობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ასევე სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებისთვის.

 

კანონპროექტით ცვლილება შედის ასევე „ოპერატიულ-სამძებრო საქამიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანოებისთვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების გადაცემის შესაძლებლობას.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 9) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 10).

 

აზრი გამოთქვეს:

ძაგნიძემ, ჩახვაძე, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 11).

 

6.პირველი

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 12) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მნიშვნელოვანია, რომ პროცესი წარიმართოს გონივრულ ვადებში, რათა უკეთ იქნას დაცული მხარეთა ინტერესები, თუმცა კანონში არსებობს დებულებები, რომლებიც არ ადგენს ვადებს და ქმნის პროცესის გაჭიანურების შესაძლებლობას. კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს აღნიშნული ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობა.

 

კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 21- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი, რომლის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინებით განისაზღვრება კრედიტორთა კრების დღე, განჩინების გამოქვეყნებიდან კრედიტორთა კრების დღემდე შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 20 და არა უმეტეს 30 დღისა.

 

ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე კანონის 38- მუხლის მე-12 პუნქტი, რომლის შესაბამისად თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით მეორე აუქციონის ჩატარებიდან 15 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში საპროცესო ხარჯებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს.

 

აზრი გამოთქვეს:

ძაგნიძემ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 13).

 

7.პირველი

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი14) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, შემოთავაზებული კანოპროექტის თანახმად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლი პირი (ავტორიზებული პირი), ვალდებული ხდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად, შეასრულოს საქართველოს მთავრობის დადგენილებები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 15).

 

8.პირველი

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში   ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 16) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებკანონის თანახმად (მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი) შესყიდვების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. წარმოდგენილი პროექტით იცვლება შესაბამისი პუნქტი და დგინდება ვალდებულება აღნიშნული ანგარიში გამოქვეყნდეს სააგენტოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

აზრი გამოთქვეს:

ხუროშვილმა, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 17).

 

9.პირველი

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონის არსებული რედაქციის 291 მუხლის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მას გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბუნებრივი რესურსების სააგენტოტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს 242 დადგენილების შესაბამისად.

 

სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონით არაა განსაზღვრული აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის წესი.

 

პროექტის მიხედვით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მას გასცემს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს 242 დადგენილების შესაბამისად.

 

აღნიშნული შესაძლებელს გახდის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი განიკარგოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ (საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის სატყეო სააგენტო).

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების         (დანართი 18)         გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 19).

 

აზრი გამოთქვეს:

ხუროშვილმა, ჩარკვიანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 20).

 

10.პირველი

მოსმით

განიხილეს:

მოხსენება „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი მიზნად ისახავს ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობისას პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების დარეგულირებასა და ბაზარზე არსებულ მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, იცვლება კანონის სათაური და ამოღებულ იქნა სიტყვა "სხვა", ახალი რედაქციით ყალიბდება სათამაშო მაგიდის ცნება და, შესაბამისად, აიკრძალება სლოტებში ჰიბრიდული აპარატების დადგმა. ამას გარდა, კანონპროექტი განსაზღვრავს აზარტული ტურნირის, აზარტული ტურნირის მაგიდის , აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სალაროს ცნებებს; და სხვ.

 

ძირითადი კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტთა მიღების მიზანია „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების         (დანართი 21)         გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 22).

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, სამადაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 23).

 

11. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმების შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

კანდელაკმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 24).

 

12. მოისმინეს:

მოხსენება „გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეერთებისათვის   წარმოდგენილი კონვენციის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კონვენცია ქმნის იურიდიულ საფუძველს და ადგენს ზოგად პრინციპებს მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დაცვისათვის. კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს გამოიყენონ კონვენციის დებულებები მოქალაეობის არმქონე პირთა მიმართ მიუხედავად რასისა, რელიგიისა ან წარმოშობის სახელმწიფოსა. თავის მხრივ კონვენცია ავალდებულებს მოქალაქეობის არქონე პირებს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებისა და წესების დაცვას.

 

კონვენცია ადგენს, რომ სახელმწიფო მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ გამოიყენებს იმავე რეჟიმს რაც საერთოდ გამოიყენება უცხოელთა მიმართ. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენცია შეიცავს ხელსაყრელ დებულებებს.

 

კონვენციის თანახმად სახელმწიფოები თავის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს ანაზღაურებად სამუშაოსთან და თვითდასაქმებასთან დაკავშირებით ანიჭებენ შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს. მათზე ვრცელდება შრომის კანონმდებლობით და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.

 

მოქალქეობის არმქონე პირები დაწყებით განათლებასთან, ასევე სახელმწიფო დახმარებებთან დაკავშირებით ექცევიან იმავე რეჟიმში, რაც მოქალაქეები.

 

კონვენციის შესაბამისად ზემოხსენებულ პირებს არ დაეკისრებათ ისეთი გადასახადი, მოსაკრებელი ან გადასახდელი რაც ანალოგიურ ვითარებაში არ შეიძლება დაუწესდეთ ქვეყნის მოქალაქეებს.

 

აზრი გამოთქვეს:

ოვაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 25).

 

13. მოისმინეს:

მოხსენება მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონის პროექტით განისაზღვრება საქართველოში მეზღვაურთა მიერ განათლების მიღებისა და მათი სერტიფიცირების წესი და პირობები, მეზღვაურთა ცალკეული კატეგორიის მიერ მისაღები სერტიფიკატის სახეობები, შესაბამისი სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მეზღვაურთა სწავლებასა და მომზადებაზე უფლებამოსილი საზღვაო–სასწავლო და საზღვაო–საწვრთნელი დაწესებულებები, მათი ფუნქციონირებისა და აღიარების პირობები, ასევე სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სფეროში.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს შთGჭ კონვენციაში შეტანილ ცვლილებებს (მანილას შესწორებებს), რომლითაც გათვალისწინებულია მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სფეროში ნოვაციების დანერგვის ხელშეწყობა.

 

კანონპროექტის მიხედვით მეზღვაურთა კომპეტენცია და ცოდნის დონის დადასტურება ხდება სრულიად ახალი სახის სერტიფიკატით – კვალიფიკაციის სერტიფიკატით (შEღთIFIჩAთE OF PღOFFIჩENჩY). ასევე გათვალისწინებულია აღნიშნული სერტიფიკატის მიღებისა და განახლებისათვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩარკვიანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 26).

 

14. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ნორმების დახვეწას; კანონმდებლობაში იმგვარი მექნიზმების შემოტანას, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება საინვესტიციიო საქმიანობისთვის და ამავდროულად კერძო სამართლის სუბიექტებს გაუადვილებს საქმიანობას. კეროდ, კანონპროექტი უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტიან სამართალწარმოებას სამოქალაქო დავებზე, სააღსრულებო წარმოების კიდევ უფრო მოქნილი მექანიზმების დანერგვას, გადახდისუუნარობის საქმეებზე გამოსაყენებელი ნორმების დაკონკრეტებას, მეწარმეთა რეგისტრაციის რეკვიზიტების სრულყოფასა და კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ცალკეული ნორმების დახვეწას.

 

აზრი გამოთქვეს:

თოდუამ, ძაგნიძემ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 27).

 

15. მოისმინეს:

მოხსენება სამოქალაქო აქტების შესახებ“ და მისგან გამომდინარე:   „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა რომ,   აღნიშნული კანონპროექტით კონკრეტდება, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლის გარეშე, საქართველოს პირადობის ელექტრონული მოწმობა შეიძლება გაიცეს მხოლოდ   გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძეველზე საზღვარგარეთ საცხოვრებლად უკვე წასულ მოქალაქეზე. ასევე, არასრულწლოვანი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს დედის ან მამის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით(თუ მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომდგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე). საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, შეიძლება დადგინდეს პირადობის მოწმობის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები. კონკრეტდება, რომ დაბადების აქტის ჩანაწერისა და დაბადების მოწმობის მონაცემების უპირატესი ძალა სხვა დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან მიმიმართებაში შენარჩუნებული იქნება მხოლოდ კანონმდებლობით გათვლისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა. პირადობის(ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამცემი სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, 6 თვემდე ვადით გასაცემი პირადობის მოწმობის გაცემის წესი დარეგულირდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნაცვლად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თვმჯდომარისა. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, განისაზღვრება მის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად. ასევე, გათვალსიწინებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციისა და საკონსულო აღრიცხვასთან დაკავშირებული, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტში ასახული პერსონალური მონაცემების გაცემის წესის დაკონკრეტება და ადგენს, იმ პირის მიერ თანხმობის გაცემის განსაკუთრებული წესს, რომლის პერსონალური მონაცემებიც შეიძლება გაიცეს სააგენტოს მიერ.

 

აზრი გამოთქვეს:

ძაგნიძემ, თოდუამ, ჩახვაძემ, ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 28).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                   გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                         რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ს1) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 2 იანვრიდან.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                               მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

დანართი 2

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

                      

                     გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

"ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ"

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

პარლამენტის წევრების გურანდა გაბუას, ახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები"

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

პროექტი

საქართველოს კანონი

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 19.04.2010, მუხ. 112) შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

           1. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 22 პუნქტი:

,,22. თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი

სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების   თაობაზე, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას დემონტაჟის ნაწილში.’’

 

2. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 22. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება

უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება:

ა) თვითმმართველ ქალაქში, გარდა 221 მუხლში განსაზღვრული/აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით;

ბ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში, გარდა 221 მუხლში განსაზღვრული/აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით;

გ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში, გარდა 221 მუხლში განსაზღვრული/აღნიშნული ტერიტორიისა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.’’.

 

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

,,მუხლი 221. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე

              1. უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე   რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით;

 

ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით

 

   2. უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელად, ასევე საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას – 4 000 ლარით.

             

შენიშვნა 1. უნებართვო სამშენებლო საქმიანობის წარმოება უძრავ ქონებაზე, რომელიც წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის თანასაკუთრების ობიექტს, გამოიწვევს დაჯარიმებასაღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად

2. გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის   პარამეტრები ( მიშენება, დაშენება შენობა ნაგებობის სემაღლის გაზრდა და ა.შ), ხოლო მშენებლობის შედაგად ნაწარმოები ობიექტი წარმოადგენს შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.’’.

 

           4. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები:

          2. II კლასის ინდივიდულაური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობის ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე დამრღვევი შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებს მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

              3. II კლასის ინდივიდულაური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობის ან რეკონსტრუქციისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანო   30 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს ობიექტის მოსალოდნელი   შემოწმებისა და დარღვევის არსებობის შემთხვევაში წარმოების დაწყების თაობაზე.

              4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადების წარდგენისას.”.

 

მუხლი 2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე, ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დაწყებული ის სამართალდარღვევის საქმის წარმოებები რომლებზეც გადაწყვეტილება არ არის მიღებული დასრულდეს 221 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუას, კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

                                             გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრების

კახაბერ ანჯაფარიძისა და თეიმურაზ წურწუმიას

მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

შენიშვნის

ავტორი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების

მდგომარეობა

 

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კანონპროექტის 1 მუხლის მე–3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ე) ქვეპუნქტი:

         ე) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის პ) ქვეპუნქტი:

         ”პ) ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვან და არაგარდმავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, კომისია უფლებამოსილია ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაადგინოს სათანადო ეფექტური რეგულაციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის.”.

გათვალისწინებულია

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კანონპროექტის 1 მუხლის მე–4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბ) ქვეპუნქტი:

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           ”ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;”;

გათვალისწინებულია

 

 

კანონპროექტის 1 მუხლის მე–13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:

           „71. კომისიამ 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს დადგენილება ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” დამტკიცების შესახებ;”

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

კანონპროექტის მე–2 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 2.          

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-13 პუნქტისა ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.“

 

გათვალისწინებულია

„ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

 

 

კანონპროექტის მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

გათვალისწინებულია

 

 

 

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

 

 

 

კანონპროექტის მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან.

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

         მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

  1. 1.მე-2 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე ან/და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად და რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;“;

     ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ლ) აუქციონი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში გამარჯვებულ მაძიებელს;“;

     გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „პ) გადაპირება – ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ;“;

     დ) „ჰ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „3) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადითა და პირობებით ანიჭებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლებას;“;

 

      ე) „ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „14) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემისას ან/და ნუმერაციის რესურსის მინიჭებისას;“;

       ვ) „ჰ47“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „ჰ47) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული წესითა და ვადით პირისათვის მინიჭებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება;“;

       ზ) „ჰ49“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „ჰ49) რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება − პირის მიერ, რომლის საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება კომისიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე;“.

 

2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ50“ ქვეპუნქტი:

             „ჰ50) ნებართვის გაუქმება – ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება;“.

 

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;”;

 

     ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა, მათი ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა და გაუქმება;“;

გ) მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;“;

 

დ) მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „ნ) ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელთა შორის ლიცენზიით ან/და ნებართვით მინიჭებული უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის VI თავით დადგენილი წესებით.“.

        

         ე) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის პ) ქვეპუნქტი:

         ”პ) ელექტრონული კომუნიკაციების საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ბაზარზე ისეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში, რაც მნიშვნელოვან და არაგარდმავალ ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირების საქმიანობაზე, კომისია უფლებამოსილია ამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ნეგატიური გავლენის აღმოფხვრამდე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით მიღებული დასაბუთებული გადაწყვეტილებით დაადგინოს სათანადო ეფექტური რეგულაციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ყველა შესაბამისი ავტორიზებული პირისთვის.”.

 

4. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „გ) ამ კანონით დადგენილი წესით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები;“;

 

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           ”ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;”;

 

გ) მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „ლ) გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი;”.

        

5. 43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „3. კომისია აკონტროლებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის ან ნებართვის მფლობელთა მიერ სალიცენზიო და სანებართვო პირობების შესრულებას. ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.”.

 

6. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „4. პირის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით; დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის ან დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ნებართვის მფლობელს დააკისროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით ან მის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.”.

 

 

7. 471 და 48-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „მუხლი 471. რადიოსახმობების, ამოცნობის ნიშნებისა და რადიოსიხშირეების მინიჭება

                1. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად; კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად.

                2. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად; კომისია ახორციელებს საზღვაო ხომალდებისთვის რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას; ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შ 5.108, შ 5.109, შ 5.110, შ 5.111, შ 5.226, შ 5.227 სტატიების შესაბამისად გამოყოფილი სიხშირული ზოლები, უბედურებაში მოხვედრილი საზღვაო ხომალდის მიერ სამაშველო საერთაშორისო სიგნალის გადასაცემად, გამოიყენება ამავე რადიორეგლამენტის II ტომის I ნაწილის №13 დანართით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად და კომისიის მიერ ნებართვით მინიჭებას არ საჭიროებს.

                3. არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებადი პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.

           4. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე; ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია.

 

       მუხლი 48. ნუმერაციის რესურსი

       1. ნუმერაციის ეროვნულ სისტემას ადგენს საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით;

       2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია.

       3. კომისია:

       ა) დადგენილებით ამტკიცებს ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებს”;

       ბ) გასცემს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვებს და ადგენს სანებართვო პირობებს; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით;

       გ) უფლებამოსილია ნებართვის გარეშე, გადაწყვეტილებით, მიანიჭოს ნუმერაციის რესურსი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადით, კანონმდებლობით განსაზღვრულ პირებს;

       4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და ნებართვის მაძიებლის განცხადება ნებართვის მიღების თაობაზე;

       5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვას კომისია გასცემს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის, ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებისა” და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად;

       6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელსა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს; „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებელისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად განსაზღვრული ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა წარმოადგენს ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს;

       7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით;

       8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის განახლება ხორციელდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემიდან/განახლებიდან 1 წლის ამოწურვამდე, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენით; ამ შემთხვევაში კომისიას ნებართვის განახლების შესახებ ინფორმაცია შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაუქმებულად ითვლება ”.

 

8. 49-ე მუხლის

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

           „1. კომისია გასცემს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას.

           2. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე; რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის ტიპებს, მათი გამართვის პროცედურებს და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშების წესებს.“.

 

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „4. ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ; თუ პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.

           5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

          ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

           ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

         გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის შესაბამისად   რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

         დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ ერთი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

         ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“;

         ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.“.

 

9. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 50. ლიცენზიის მიღების საფუძველი

           1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა, პირის განცხადება და აუქციონში მისი გამარჯვება.

             2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, თუ არსებობს:

                ა) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი და პირის მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის თაობაზე; აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება აუქციონზე გასატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად;

                ბ) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება ნებისმიერ პირს. ამ შემთხვევაში კომისია აუქციონს მართავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესის საფუძველზე;

             3. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი.“.

 

10. 51-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „მუხლი 51. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას.“;

გ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „2. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება:

         ა) თუ გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ერიცხება ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დავალიანება;

         ბ) თუ პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას   პირი დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 პროცენტის ან მეტის მფლობელი;

         გ) თუ ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებლებს მიეწოდებათ სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მათთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.“;

 

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

          „4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა სალიცენზიო პირობების და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და ამავე კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გავლის შემდეგ.”;

 

ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „5. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით.“.

11. 52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.“.

 

           12. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „მუხლი 54. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმება

           1. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების საფუძველია:

           ა) ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;

           ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი ასტრონომიული წლის განმავლობაში;

           გ) ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა;

           დ) სალიცენზიო პირობების დარღვევა, ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;

           ე) სანებართვო პირობების დარღვევა, ნებართვის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;

           2. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების უფლება;

           3. ლიცენზიის/ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, ლიცენზიის/ნებართვის მფლობელს მის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება;

         4. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.“.

13. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 71 პუნქტი:

           „71. კომისიამ 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღოს დადგენილება ”ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” დამტკიცების შესახებ;”

14. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-18 პუნქტი:

           „18. პირები, რომლებზეც 2012 წლის 1 იანვრამდე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია ან პირებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება მინიჭებული ჰქონდათ კომისიის გადაწყვეტილებით, ინარჩუნებენ ნუმერაციით რესურსით სარგებლობის უფლებას, ლიცენზიის მოქმედების / ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული, შესაბამისი ვადის განმავლობაში.”

მუხლი 2.

             1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-13 პუნქტისა ამოქმედდეს 2011 წლის 1 თებერვლიდან.

             2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-13 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                            მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

                                      

     გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე (07-3/530, 25.11.11) გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება

1

პარლამენტის წევრი

კახაბერ ანჯაფარიძე

კანონპროექტის პირველ მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი და შესაბამისად შეიცვალოს ნუმერაცია:

1. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით:

„3. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის II–IV თავებით. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“

გათვალისწინებულია

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება

2

პარლამენტის წევრი

კახაბერ ანჯაფარიძე

კანონპროექტის მე-2 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი:

1. მე-14 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით იყენებდნენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობებს, ქონებას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ სადგომებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ქონებას;“;

 

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

     ზ) ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, განახორციელოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკების კოპირება. ასეთ შემთხვევაში, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდება აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკებიდან, ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

შესაბამისად შეიცვალოს ნუმერაცია

გათვალისწინებულია

3

პარლამენტის წევრი

კახაბერ ანჯაფარიძე

დაიხვეწოს პროექტით გათვალისწინებული მე-18 მუხლის ტექსტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილ საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს   საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოეყოფათ ფინანსური სახსრები. ამ მუხლში მითითებულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ფინანსური სახსრების ხარჯვის, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებით სარგებლობისა და განკარგვის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

 

გათვალისწინებულია

4

პარლამენტის წევრი

კახაბერ ანჯაფარიძე

პროექტის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყებისთანავე.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით:

„3. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონების განკარგვის წესი განისაზღვრება ამ კანონის II–IV თავებით. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული უძრავი ქონება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცესოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

 

2. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

41. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება გადაეცესოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად.“.

 

მუხლი 2

„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-14 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით იყენებდნენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობებს, ქონებას, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებას, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ სადგომებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ქონებას;“;

 

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

     ზ) ტექნიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, განახორციელოს კავშირგაბმულობის არხში არსებული მონაცემთა ბანკების კოპირება. ასეთ შემთხვევაში, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის ოპერატიული ღონისძიებები ხორციელდება აღნიშნული კოპირებული მონაცემთა ბანკებიდან, ამ კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

 

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილ საქართველოს სამინისტროებსა და უწყებებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოეყოფათ ფინანსური სახსრები. ამ მუხლში მითითებულ ორგანოებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ფინანსური სახსრების ხარჯვის, აგრეთვე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონებით სარგებლობისა და განკარგვის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“.

 

 

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყებისთანავე.

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                            იხეილ სააკაშვილი

 

 

 

დანართი 11

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

                                        

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 31.03.2007, მუხ. 87) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

  1. 1.21-ე მუხლის პირველი პუნქტი „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) განისაზღვრება კრედიტორთა კრების დღე (განჩინების გამოქვეყნებიდან კრედიტორთა კრების დღემდე შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 20 და არაუმეტეს 30 დღისა).“.

 

  1. 2.38-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა, უზრუნველყოფილ და ახალ კრედიტორთა შეთანხმებით შესაძლებელია მოხდეს უზრუნველყოფილი კრედიტორების დაკმაყოფილება მათთვის უზრუნველყოფის საგნების საკუთრებაში გადაცემით მეორე აუქციონის ჩატარებიდან 15 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში საპროცესო ხარჯებისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის გადახდა ეკისრებათ უზრუნველყოფილ კრედიტორებს.“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                               მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

დანართი 13

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

                                             გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 14

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;’’;

) მე-19 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,’’ ქვეპუნქტი:

,,ო) შეასრულოს, მასზე როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელზე, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დაკისრებული ვალდებულებები.’’.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                        მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 15

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

                                             გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 16

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1.            მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში ქვეყნდება სააგენტოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე;“.

 

2.            22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტ               მიხეილ სააკაშვილ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 17

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

                                             გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 18

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის

ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

 

საქართველოს მთავრობა

 

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული 36-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად „საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანო მისი ზემდგომი ორგანოს თანხმობით, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგელობის უფლებით - არაუმეტეს 49 წლის ვადით.

 

გასათვალისწინებელია, რომ ტყის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტყის ფონდი გაიცემა მოკლევადიანი (1 წლამდე, მათ შორის, სეზონური) და გრძელვადიანი (49 წლამდე) სარგებლობისათვის. გრძელვადიანი სარგებლობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვადაზე ადრე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამდენად, მიზანშეწონილია განხორციელდეს აღნიშნული პუნქტის კორექტირება, რათა შესაბამისობაში მოვიდეს „საქართველოს ტყის კოდექსთან.“

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 19

 

პროექტი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

291 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 291. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის წესი

 

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე. მას გასცემს საქართველოს ტყის კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული მართვის ორგანოტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    

საქართველოს პრეზიდენტი       მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

დანართი 20

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 21

 

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

შენიშვნის ავტორი

 

შენიშვნის შინაარსი

 

გათვალისწინების მდგომარეობა

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

"პირველ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

                11. ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელმა სისტემურ–ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს თანხმობის მიღების მიზნით უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

                12. ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელმა ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილებამდე უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.“.

გათვალისწინებულია

2.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

"მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი ვალდებულია, ამ კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამაშობის ზოგად წესში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების   შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახი აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“

 

გათვალისწინებულია

3.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

"დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-201 მუხლი:

მუხლი 201

                1. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს თანხმობის მიღების მიზნით წარუდგენს ამ კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

                2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში, ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობის და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს ტურნირის დაწყების და დასრულების თარიღებს, აზარტული ტურნირის მაგიდების რაოდენობას.

                3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს თანხმობის მიღების მიზნით წარუდგენს ამ კანონის მე–20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით   გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

                4. სათამაშო აპარატების სალონის ან/და სამორინეს ნებართვის მფლობელმა ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში, სათამაშო აპარატიების სალონის/სამორინეს მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილებამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.

გათვალისწინებულია

4.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

"2012 წლის 3 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ნებართვის მაძიებლის განცხადების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით გასცეს ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა, რომელიც ძალაში შევა 2012 წლის 3 იანვრიდან".

გათვალისწინებულია

5.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

"1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

             2. ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან".

გათვალისწინებული

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

6.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

"საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 3 იანვრამდე დაადგინოს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები".

გათვალისწინებულია

7.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:

"1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან."

გათვალისწინებულია

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

8.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველ მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი ფორმით:

"ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში   30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით;“;

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 22

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

  1. 1.სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”

 

  1. 2.პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს კანონი ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

მუხლი 2

ამ კანონის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად..

 

  1. 3.მე-3 მუხლის:

ა) ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სათამაშო მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში;

 

            ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1” ქვეპუნქტი:          

           „ა1) აზარტული ტურნირი - თამაშობა, რომელიც ტარდება სამორინეს ნებართვის მფლობელის მიერ აზარტული ტურნირის მაგიდის მეშვეობით და რომლიდანაც ორგანიზატორი შემოსავალს არ იღებს. აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთაც.“.

 

       გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „გ) სამორინე – სპეციალური სათამაშო დაწესებულება, რომელშიც ორგანიზატორი სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სათამაშო მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) საშუალებით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;

         დ) სათამაშო მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, აგრეთვე მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კნონის მიზნებისთვის, სათამაშო მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრო–მექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც მოქმედებაში მოდის მექანიკურად.

 

      დ) „დ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) აზარტული ტურნირის მაგიდა - სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელიც გამოიყენება აზარტული ტურნირის ჩატარებისას და რომელზეც თამაში მიმდინარეობს მოთამაშეებს შორის. ამ კანონის მიზნებისთვის, აზარტული ტურნირის მაგიდა არ მიეკუთვნება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტს.“

 

                ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრო-მექანიკური მოწყობილობა, მათ შორის სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული კომპიუტერი ან სხვა სპეციალიზირებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, თამაში ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა);

 

            ვ) „პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „პ) აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი - აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი.”.      

 

       ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ” ქვეპუნქტი:

„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სალარო - სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის შემთხვევაში, მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა.”.

  1. 4.მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი ბილეთების გავრცელება.”.

  1. 5.მე-11 მუხლის:

       ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. აზარტული თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორისთვის სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ფარგლებში. სისტემურ–ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.

22. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ ტოტალიზატორის ნებართვის მქონე პირისთვის, ამ ნებართვის ფარგლებში. სისტემურ–ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.“.

 

ბ) მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                7. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვები არ გაიცემა საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში.“.

 

  1. 6.თავი I1 ამოღებულ იქნეს.

 

  1. 7.მე–12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „1. მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ–ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით;

) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

.ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი;

.ბ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა;

ბ.გ) პრეტენზიის განხილვის ვადა;

.) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;

.) თამაშობის ზოგადი წესი (წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში, წამახალისებელი გათამაშების ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი (თამაშობის მიზეზი და მიზანი) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს);

.) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;

.) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, პრიზების ჩამონათვალი, მათი რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა;

) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში (გარდა სისტემურ–ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა) გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ;

           დ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის არანაკლებ 10000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

           ე) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – თამაშობის ზოგადი წესის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურისთვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

           ვ) ტოტალიზატორის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

         ვ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება;

         ვ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;

       ვ.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგების გაცემა ხდება ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების საფუძველზე - სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები);

       ვ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებ–გვერდის მისამართი; მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებ–გვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;

       ვ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;“

 

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

         „11. მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო ტოტალიზატორის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესით.“.

 

           8. მე–13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

           ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

 

           ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში (გარდა სისტემურ–ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა).“.

ბ) პირველ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

                „11. ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელმა სისტემურ–ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს თანხმობის მიღების მიზნით უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

                12. ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელმა ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებში (რეგლამენტი) ცვლილებამდე უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.“.

 

გ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი ვალდებულია, ამ კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „.“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული თამაშობის ზოგად წესში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახი აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“

 

             დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშების) ორგანიზატორი ვალდებულია, სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესში ცვლილების განხორციელების თაობაზე შეტყობინება განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებ–გვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში) და ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

 

             ე) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანა გარდა ბილეთების რაოდენობის და ნუმერაციის ცვლილებისა. აღნიშნულის თაობაზე წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორმა ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

ვ) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                5. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

                ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი);

ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობისა) ბილეთის ნიმუში;

გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით.“.

9. მე–16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მოწყობის პირობების (რეგლამენტის) საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე, კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვითა და მათ შესაბამისად.“.

 

10. მე–19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

 

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) აზარტული თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

დ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება;

დ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;

                დ.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგების გაცემა ხდება ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების საფუძველზე - სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები);

დ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებ–გვერდის მისამართი; მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებ–გვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;

დ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი.“.

 

           ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სამორინეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესით.“.

11. მე–20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20

            1. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა, ადგილი;

.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი (გარდა სისტემურ–ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობისა) სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნის, თითოეულ აპარატზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონებისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით;

.გ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალი და თამაშის წესები;

ა.დ) პრეტენზიის განხილვის ვადა.

ბ) აზარტული თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ბ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება;

ბ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;

                ბ.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგების გაცემა ხდება ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების საფუძველზე - სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები);

ბ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებ–გვერდის მისამართი; მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებ–გვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;

ბ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი.

2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესით.“

 

12. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-201 მუხლი:

„მუხლი 201

                1. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს თანხმობის მიღების მიზნით წარუდგენს ამ კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

                2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში, ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობის და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს ტურნირის დაწყების და დასრულების თარიღებს, აზარტული ტურნირის მაგიდების რაოდენობას.

                3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს თანხმობის მიღების მიზნით წარუდგენს ამ კანონის მე–20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

                4.             სათამაშო აპარატების სალონის ან/და სამორინეს ნებართვის მფლობელმა ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში, სათამაშო აპარატების სალონის/სამორინეს მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილებამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.

 

13. 21–ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

 

ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვლისა და თამაშის წესების ცვლილების განხორციელების შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

 

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია, სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესში ცვლილების განხორციელების თაობაზე შეტყობინება განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებ–გვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში) და ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

14. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის უფლება–მოვალეობები“

15. 28–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28

„1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს გამოიყენოს თავის სახელზე გაცემული სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები.

2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს სხვა პირებზე გაცემული სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალარო.

3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ მოაწყოს სალარო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში.“.

 

16. 29–ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„ო) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით;

პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა;

ჟ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;

რ) აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში - უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე, მოთამაშეთა ინტერესების დაცვა.

 

ბ) მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამორინეს, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება მოთამაშეებზე სესხის გაცემა ფსონის დასადებად.

3. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება არასრულწლოვან პირებთან შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვითაც მათ ევალებათ თამაშობის ჩატარების ადგილზე მუშაობა, თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლი.“.

 

17. 30–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30

                1. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებული არ არის, შეამოწმოს სათამაშო ჟეტონის, ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობების ბილეთის წარმომდგენის უფლებამოსილება, თუ ეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) არ არის განსაზღვრული.

2. თუ მოთამაშემ დაკარგა სათამაშო ჟეტონი, ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი, მას უფლება არა აქვს, პრეტენზია წარუდგინოს ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს, თუ მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თამაშობების ორგანიზებასთან დაკავშირებული პრეტენზიები მიიღება მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადებში.“.

 

18. 311 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იქმნება წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობა და რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.“.

 

19. 34–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „მუხლი 34

                ლატარიების, აზარტული და მომებიანი თამაშობების საქმიანობის დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

 

                20. 37–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.“.

 

                21. 371 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 371

ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:

ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;

ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 20 000 ლარს;

) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;

დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 10 000 ლარს;

) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;

) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 2 000 ლარს;

) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 2 000 ლარს;

) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს.

) ლატარიების, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიმართ – 1000 ლარს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის.“.

 

მუხლი 2. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვას, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2012 წლის 1 იანვრამდე, ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე ვადა უგრძელდება 2012 წლის 3 იანვრამდე.

 

მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვას 2012 წლის 3 იანვრიდან არ აქვს იურიდიული ძალა. ამასთან, ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელთა მიერ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას ნებართვის მოქმედების ვადის დარჩენილი დღეების პროპორციულად.

 

მუხლი 4. 2012 წლის 3 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ნებართვის მაძიებლის განცხადების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით გასცეს ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა, რომელიც ძალაში შევა 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

მუხლი 5.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

 

       საქართველოს პრეზიდენტი                        მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №                     ) მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

            მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ სამორინეს, ლოტოს და ბინგოს მოწყობის ნებართვებს უნარჩუნდებათ იურიდიული ძალა მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                               მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 34-ე მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

41. თუ ნებართვის მფლობელმა, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის „, „დ“, „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ უზრუნველყო სანებართვო პირობების შესრულება, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

                1. მე-7 მუხლის:

                ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა:

                ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა - 15 000 ლარი;

           ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით;

                გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) წელიწადში –15 000 ლარი;

                ) ტოტალიზატორის მოწყობა - წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

) სამორინეს მოწყობა წელიწადში:

.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქ. ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – 5 000 000 ლარი;

.ბ) ქ. ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – 250 000 ლარი.“.

 

                ბ) 104 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 105 პუნქტი:                                          

„105. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს.”.

 

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო მოსაკრებლებისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვების მფლობელი უფლებამოსილია, სანებართვო მოსაკრებელი გადაიხადოს ყოველწლიურად, ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტებით და 104 და 105 პუნქტებით გათვალისწინებული (დადგენილი) ოდენობით, ნებართვის აღების დღიდან არა უგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. ამასთანავე, სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოს და ბინგოს მოწყობისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებლები გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვების გაცემამდე.”.

               

            მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 3 იანვრამდე დაადგინოს ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები.

 

 

მუხლი 3.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-8 მუხლის 27-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით.“.

 

2. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) სათამაშო აპარატების სალონისა (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა) და ტოტალიზატორის მომწყობი პირის შემოსავალი, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში.“.

 

3. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ფ) სათამაშო აპარატების სალონისა (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა) და ტოტალიზატორის მომწყობი პირის მოგება, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში.“.

 

4. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.“.

 

5. 168-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა;“;

 

ბ) მე-4 ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტ) ლატარიებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით მომსახურების გაწევა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იმ ლატარიის ორგანიზატორის მიერ, რომლის წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო.“.

 

6. 309-ე მუხლის მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, პირისთვის საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და დეკლარირებას და გადახდას ექვემდებარება საშემოსავლო/მოგების გადასახისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 50, 30.12.2006, მუხ. 401) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე–3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.“.

 

2. მე–4 მუხლის:

) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ა) სათამაშო მაგიდები და სათამაშო აპარატები;“.

 

     ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 

     გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

     „ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით;“;

 

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – კვარტალში   30 000 ლარიდან 60 000 ლარის ჩათვლით;“;

 

დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 000 ლარიდან 15 000 ლარის ჩათვლით.“.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“;

 

     ბ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „3. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.“;

     გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

       „31. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებელი გადაიხადოს მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.“;

 

       დ) მე–4, და მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „4. სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელები, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.

         5. ამ კანონის მიზნებისათვის, მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობისას სათამაშო მაგიდებისა და აპარატებისათვის და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებში სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და სალაროს მოწყობაზე.“.

 

 

         მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი       მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის 31 პუნქტის „ო“ - „ჟ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ო) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

პ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის მართვის უფლების მქონე პირისაგან მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე;

ჟ) „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის მიერ ლატარიის ორგანიზებისათვის ან/და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციული და ტექნოლოგიური მხარდაჭერის სახელმწიფო შესყიდვაზე;“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

დანართი 23

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

და მისგან გამომდინარე კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

                                              გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

დანართი 24

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

   ასლი         საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

შეთანხმებაზე

„საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

                                             გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

დანართი 25

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

   ასლი         საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენციაზე

„მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი „გაეროს 1954 წლის 28 სექტემბრის კონვენცია „მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

 

                                             გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

დანართი 26

 

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა

და კულტურის კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

ასლი:   საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

                                             გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 27

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

 

ასლი:          საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტი „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ (07–3/529; 25.11.11) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

                                             გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 28

 

საქართველოს პარლამენტის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს

 

ასლი:          საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

სამოქალაქო აქტების შესახებ

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 2 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი სამოქალაქო აქტების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნია შემდეგი შენიშვნა:

 

ვინაიდან ტერმინები - "ლეგალიზება" და "აპოსტილით დამოწმება" დეფინიციის გარეშე რჩება, მიზანშეწონილია მოხდეს მათი განმარტება.

 

აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.

 

 

                      

                     გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე