ოქმი #18

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #18

 

. თბილისი                                   9 დეკემბერი  2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, . კიკალეიშვილი,   თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი,   გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე,   თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი 

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მესამე მოსმენა)

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

 

მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების         (დანართი 1)         გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 2).

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

სხდომის თავმჯდომარე:                   გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                        რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

დანართი 1

 

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

შენიშვნის ავტორი

 

შენიშვნის შინაარსი

 

გათვალისწინების მდგომარეობა

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.

საქართველოს

ფინანსთა

სამინისტრო

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით წარმოდგენილ იქნას შემდეგი შინაარსის დებულება:

           "მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                 8. ლატარიის ორგანიზატორს აქვს თითოეული გათამაშების საპრიზო ფონდის ნაწილის რეზერვირების უფლება, რომლის ოდენობა მომდევნო გათამაშებებში გაცხადებულ საპრიზო ფონდთან ერთად უნდა შეადგენდეს ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.

გათვალისწინებულია

2.

საქართველოს

ფინანსთა

სამინისტრო

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით წარმოდგენილ იქნას შემდეგი შინაარსის დებულება:

           "მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9.

  1. 1.მომენტალური ლატარიის საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს ლატარიის მოცულობის არანაკლებ 45 პროცენტს.

      2. ლატარიის (გარდა მომენტალური ლატარიისა) საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

     3. წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის ოდენობა არ არის შეზღუდული. მას განსაზღვრავს ორგანიზატორი. საპრიზო ფონდის ოდენობა ფიქსირდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში).

     4. ლოტოს, ბინგოს საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს მოცემულ გათამაშებაში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.

                 5. ლატარიის გათამაშების შედეგად ნივთობრივი მოგება უნდა შეხვდეს მხოლოდ ერთ ბილეთს.“.

 

         შესაბამისად შეიცვალოს კანონპროექტის პირველი მუხლის პუნქტების ნუმერაცია.

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”

 

2. პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

ეს კანონი ადგენს საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს.

 

მუხლი 2

ამ კანონის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად..

 

3. მე-3 მუხლის:

ა) ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            „ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სათამაშო მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში;

 

            ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1” ქვეპუნქტი:          

           „ა1) აზარტული ტურნირი - თამაშობა, რომელიც ტარდება სამორინეს ნებართვის მფლობელის მიერ აზარტული ტურნირის მაგიდის მეშვეობით და რომლიდანაც ორგანიზატორი შემოსავალს არ იღებს. აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთაც.“.

 

 

       გ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „გ) სამორინე – სპეციალური სათამაშო დაწესებულება, რომელშიც ორგანიზატორი სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სათამაშო მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) საშუალებით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;

         დ) სათამაშო მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის, აგრეთვე მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კნონის მიზნებისთვის, სათამაშო მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრო–მექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც მოქმედებაში მოდის მექანიკურად.

 

      დ) „დ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) აზარტული ტურნირის მაგიდა - სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელიც გამოიყენება აზარტული ტურნირის ჩატარებისას და რომელზეც თამაში მიმდინარეობს მოთამაშეებს შორის. ამ კანონის მიზნებისთვის, აზარტული ტურნირის მაგიდა არ მიეკუთვნება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტს.“

 

                ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან ელექტრო-მექანიკური მოწყობილობა, მათ შორის სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული კომპიუტერი ან სხვა სპეციალიზირებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც მიმდინარეობს ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა, თამაში ერთდროულად შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს და რომელიც შედგება რამდენიმე სათამაშო ადგილისგან, მიიჩნევა იმდენ სათამაშო აპარატად, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება (გარდა ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა);

 

            ვ) „პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „პ) აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი - აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელი.”.      

 

       ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ” ქვეპუნქტი:

„ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სალარო - სპეციალურად მოწყობილი ადგილი, სადაც მოლარის ან/და სპეციალური აპარატის ან სხვა საშუალებით ხორციელდება ფსონის მიღება ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი თამაშობის შემთხვევაში, მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა.”.

4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა და მათი ბილეთების გავრცელება.”.

 

 

5. მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            8. ლატარიის ორგანიზატორს აქვს თითოეული გათამაშების საპრიზო ფონდის ნაწილის რეზერვირების უფლება, რომლის ოდენობა მომდევნო გათამაშებებში გაცხადებულ საპრიზო ფონდთან ერთად უნდა შეადგენდეს ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.“.

 

             6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9.

                1. მომენტალური ლატარიის საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს ლატარიის მოცულობის არანაკლებ 45 პროცენტს.

     2. ლატარიის (გარდა მომენტალური ლატარიისა) საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

     3. წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდის ოდენობა არ არის შეზღუდული. მას განსაზღვრავს ორგანიზატორი. საპრიზო ფონდის ოდენობა ფიქსირდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში).

     4. ლოტოს, ბინგოს საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს მოცემულ გათამაშებაში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს.

               5. ლატარიის გათამაშების შედეგად ნივთობრივი მოგება უნდა შეხვდეს მხოლოდ ერთ ბილეთს.“.

 

7. მე-11 მუხლის:

       ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. აზარტული თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორისთვის სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ფარგლებში. სისტემურ–ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.

22. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ ტოტალიზატორის ნებართვის მქონე პირისთვის, ამ ნებართვის ფარგლებში. სისტემურ–ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.“.

 

ბ) მე–7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                7. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვები არ გაიცემა საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში.“.

 

8. თავი I1 ამოღებულ იქნეს.

 

9. მე–12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „1. მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

) ხელშეკრულება ნებართვის მაძიებელსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს მომგებიანი თამაშობის (გარდა სისტემურ–ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით;

) მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

.ა) მომგებიანი თამაშობის ჩატარების ვადა და ადგილი;

.ბ) მომგებიანი თამაშობის მოგების გაცემის ადგილი, თარიღი და ზღვრული ვადა. მომგებიანი თამაშობის მოგებების გაცემის საერთო ვადაა გათამაშებიდან 30 კალენდარული დღე. მოგება უნდა გაიცეს მომგებიანი ბილეთის წარდგენიდან არა უგვიანეს 6 დღისა;

ბ.გ) პრეტენზიის განხილვის ვადა;

.) მომგებიანი თამაშობის ბილეთების რაოდენობა და ნუმერაცია;

.) თამაშობის ზოგადი წესი (წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში, წამახალისებელი გათამაშების ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესი (თამაშობის მიზეზი და მიზანი) უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს);

.) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის გათამაშების თარიღი და მისამართი;

.) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდი, პრიზების ჩამონათვალი, მათი რაოდენობა, ერთეულის ღირებულება და გათამაშების რიგითობა;

) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში (გარდა სისტემურ–ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა) გაყალბებისგან დამცავი ნიშნების მითითებით. ბილეთის ნიმუში ხელმოწერილი უნდა იყოს ნებართვის მაძიებლის მიერ;

           დ) ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში – საპრიზო ფონდის არანაკლებ 10000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი;

           ე) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაში – თამაშობის ზოგადი წესის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესამოწმებლად შემოსავლების სამსახურისთვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

           ვ) ტოტალიზატორის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

         ვ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება;

         ვ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;

       ვ.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგების გაცემა ხდება ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების საფუძველზე - სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები);

       ვ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებ–გვერდის მისამართი; მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებ–გვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;

       ვ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;“

 

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

         „11. მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვით აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო ტოტალიზატორის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესით.“.

 

           10. მე–13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

           ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

 

           ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მომგებიანი თამაშობის ბილეთის ნიმუში (გარდა სისტემურ–ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობებისა).“.

 

ბ) პირველ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

                „11. ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელმა სისტემურ–ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს თანხმობის მიღების მიზნით უნდა წარუდგინოს ამ კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

                12. ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელმა ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს მომგებიანი თამაშობის მოწყობის პირობებში (რეგლამენტი) ცვლილებამდე უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.“.

 

გ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორი ვალდებულია, ამ კანონის მე–12 მუხლის პირველი პუნქტის „.“ ქვეპუნქტი გათვალისწინებული თამაშობის ზოგად წესში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახი აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“

 

             დ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშების) ორგანიზატორი ვალდებულია, სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესში ცვლილების განხორციელების თაობაზე შეტყობინება განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებ–გვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში) და ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

 

             ე) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამახალისებელი გათამაშების ერთი ეტაპის დასრულებამდე დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილების შეტანა გარდა ბილეთების რაოდენობის და ნუმერაციის ცვლილებისა. აღნიშნულის თაობაზე წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორმა ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით უნდა აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

 

ვ) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                5. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, გათამაშების ყოველი ახალი ეტაპის მოწყობისთვის თანხმობის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

                ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი);

ბ) წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობისა) ბილეთის ნიმუში;

გ) ხელშეკრულება წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორსა და იმ პირს შორის, რომელიც ამზადებს წამახალისებელი გათამაშების (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობისა) ბილეთებს, დასამზადებელი ბილეთების რაოდენობის მითითებით.“.

11. მე–16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მოწყობის პირობების (რეგლამენტის) საჯაროობა და მოთამაშეებისათვის მათი დაუბრკოლებლად მიწოდება, აგრეთვე, კომისიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საპრიზო ფონდის გათამაშებას წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობების (რეგლამენტის) დაცვითა და მათ შესაბამისად.“.

 

12. მე–19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

 

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) აზარტული თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

დ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება;

დ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;

                დ.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგების გაცემა ხდება ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების საფუძველზე - სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები);

დ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებ–გვერდის მისამართი; მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებ–გვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;

დ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი.“.

 

           ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამორინეში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სამორინეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესით.“.

13. მე–20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20

           1. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს:

.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა, ადგილი;

.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი (გარდა სისტემურ–ელექტრონული ფორმით გამართული თამაშობისა) სახელწოდების, მოდიფიკაციის, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის, დამამზადებელი ქვეყნის, თითოეულ აპარატზე მინიმალური და მაქსიმალური ფსონებისა და მოგების მაქსიმალური ოდენობის მითითებით;

.გ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალი და თამაშის წესები;

ა.დ) პრეტენზიის განხილვის ვადა.

ბ) აზარტული თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ბ.ა) ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება მომგებიანი თამაშობების მართვა და ორგანიზება;

ბ.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობები;

                ბ.გ) მოგების გაცემის ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგების გაცემა ხდება ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების საფუძველზე - სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები);

ბ.დ) ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში – ვებ–გვერდის მისამართი; მოთამაშის რეგისტრაციის წესი; დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი; ვებ–გვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშის დეტალური წესები, ინფორმაცია 18 წლამდე პირთა თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ;

ბ.ე) ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი.

2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში –სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესით.“

 

 

 

14. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-201 მუხლი:

„მუხლი 201

                1. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს თანხმობის მიღების მიზნით წარუდგენს ამ კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

                2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში, ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობის და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს ტურნირის დაწყების და დასრულების თარიღებს, აზარტული ტურნირის მაგიდების რაოდენობას.

                3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული თამაშობების სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურს თანხმობის მიღების მიზნით წარუდგენს ამ კანონის მე–20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

                4.             სათამაშო აპარატების სალონის ან/და სამორინეს ნებართვის მფლობელმა ამ კანონის 28–ე მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტებით გათვალისწინებული სალაროს მოწყობის შემთხვევაში, სათამაშო აპარატების სალონის/სამორინეს მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) ცვლილებამდე 2 სამუშაო დღით ადრე შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართის/მისამართების შესახებ.

 

15. 21–ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

 

ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვლისა და თამაშის წესების ცვლილების განხორციელების შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

 

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია, სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესში ცვლილების განხორციელების თაობაზე შეტყობინება განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებ–გვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში) და ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.“.

16. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის უფლება–მოვალეობები“

17. 28–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

„მუხლი 28

„1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს გამოიყენოს თავის სახელზე გაცემული სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები.

2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს სხვა პირებზე გაცემული სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალარო.

3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ მოაწყოს სალარო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში.“.

 

18. 29–ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„ო) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – უზრუნველყოს თითოეული მოთამაშის რეგისტრაცია პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემების მიხედვით;

პ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ–ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში – უზრუნველყოს მონაცემთა ბაზის დაცვა;

ჟ) ჩაატაროს თამაშობა და გასცეს მოგებები წარმოდგენილი სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესის შესაბამისად;

რ) აზარტული ტურნირის ჩატარების შემთხვევაში - უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე, მოთამაშეთა ინტერესების დაცვა.

 

ბ) მე–2 და მე–3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამორინეს, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება მოთამაშეებზე სესხის გაცემა ფსონის დასადებად.

3. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება არასრულწლოვან პირებთან შრომითი ხელშეკრულების დადება, რომლის მიხედვითაც მათ ევალებათ თამაშობის ჩატარების ადგილზე მუშაობა, თამაშობის ორგანიზების ან ჩატარების კონტროლი.“.

 

19. 30–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30

                1. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებული არ არის, შეამოწმოს სათამაშო ჟეტონის, ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობების ბილეთის წარმომდგენის უფლებამოსილება, თუ ეს მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) არ არის განსაზღვრული.

2. თუ მოთამაშემ დაკარგა სათამაშო ჟეტონი, ლატარიის ან/და მომგებიანი თამაშობის ბილეთი, მას უფლება არა აქვს, პრეტენზია წარუდგინოს ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს, თუ მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. თამაშობების ორგანიზებასთან დაკავშირებული პრეტენზიები მიიღება მოწყობის პირობებით (რეგლამენტით) ან/და სისტემურ–ელექტრონული თამაშობის წესით გათვალისწინებულ ვადებში.“.

 

20. 311 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იქმნება წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომლის შემადგენლობა და რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.“.

 

 

21. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 21 წლამდე პირისთვის სამორინეში, ხოლო 18 წლამდე პირისთვის სათამაშო აპარატების სალონში ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილებში შესვლა ან/და თამაშობებში (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“.

 

22. 34–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „მუხლი 34

                ლატარიების, აზარტული და მომებიანი თამაშობების საქმიანობის დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

 

                23. 37–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად.“.

 

                24. 371 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 371

ნებართვის მფლობელ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს:

ა) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 7 000 ლარს;

ბ) სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 20 000 ლარს;

) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;

დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 10 000 ლარს;

) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს;

) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

თ) ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 2 000 ლარს;

) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1 000 ლარს;

კ) ბინგოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში 2 000 ლარს;

) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 1000 ლარს.

) ლატარიების, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორის მიმართ – 1000 ლარს ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის.“.

 

მუხლი 2. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვას, რომლის მოქმედების ვადა იწურება 2012 წლის 1 იანვრამდე, ნებართვის მფლობელის განცხადების საფუძველზე ვადა უგრძელდება 2012 წლის 3 იანვრამდე.

 

მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემულ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვას 2012 წლის 3 იანვრიდან არ აქვს იურიდიული ძალა. ამასთან, ტოტალიზატორის ნებართვის მფლობელთა მიერ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას ნებართვის მოქმედების ვადის დარჩენილი დღეების პროპორციულად.

 

მუხლი 4. 2012 წლის 3 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ნებართვის მაძიებლის განცხადების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით გასცეს ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა, რომელიც ძალაში შევა 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

მუხლი 5.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი და მე-3 მუხლები ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                                             მიხეილ სააკაშვილი

 

           თბილისი,

2011 წლის . . . დეკემბერი.

N

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

                                             გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე