| ოქმი #19 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #19
ქ. თბილისი 16 დეკემბერი 2011 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
(მესამე მოსმენა) /მომხ. გურანდა ჯაბუა/
(მესამე მოსმენა) /მომხ. გურანდა ჯაბუა/
(მესამე მოსმენა) /მომხ. თეიმურაზ წურწუმია/
(მესამე მოსმენა) /მომხ. ზვიად კუკავა/
(მესამე მოსმენა) /მომხ. ზვიად კუკავა/
(მესამე მოსმენა) /მომხ. ზვიად კუკავა/
(მესამე მოსმენა) /მომხ. ზვიად კუკავა/
(მესამე მოსმენა) /მომხ. გია ხუროშვილი /
(მეორე მოსმენა) /მომხ. გია ხუროშვილი/
(მეორე მოსმენა) /მომხ. გია ხუროშვილი/
11. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“. (პირველი მოსმენა) /მომხ. ნინო ენუქიძე/
(პირველი მოსმენა) /მომხ. ნინო ენუქიძე/
/მომხ. მიხეილ ცქიტიშვილი/
/მომხ. გია ხუროშვილი/
/მომხ. ირაკლი გორდულაძე/
/მომხ. რუსუდან კერვალიშვილი/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი დანართი 1
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 2
პროექტი საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) დაემატოს შემდეგი სახის ცვლილება:
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ს1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
კანონის მე–4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–10 პუნქტი: „10. სააგენტო თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს წლიურ ანგარიშს და ყოველი მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საქართველოს მთავრობას. ანგარიში ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.“.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუას, კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 6
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 7
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 8
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 9
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2000000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს.“
დანართი 10
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 11
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 12
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 13
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკამბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 14
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 15
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 16 პროექტი საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 კარი:
„კარი II1 გარემოზე მიყენებული ზიანის თაობაზე პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ
თავი XVI1 გარემოზე მიყენებული ზიანის თაობაზე პასუხისმგებლობა მუხლი 571. პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისათვის 1. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 2. პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს სამართალდარღვევის ჩამდენს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისგან.
მუხლი 572. გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 1. გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან. 2. გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ (შემდგომში - მაკონტროლებელი ორგანო) შეიტყო ზიანის და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის (შემდგომში - ვალდებული პირი) შესახებ.
მუხლი 573. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეგულირების ობიექტისთვის ჩაბარება 1. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ რეგულირების ობიექტისთვის გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით. 2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ საფოსტო გზავნილით აქტის მიღების თარიღი) ან პირადად გადაეცა რეგულირების ობიექტს ან მის კანონიერ ან/და უფლებამოსილ წარმომადგენელს. 3. თუ მაკონტროლებელი ორგანოს მიერ ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება რეგულირების ობიექტისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირდაპირი ჩაბარება ან იგი უარს აცხადებს მის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ჩაბარებად ჩაითვლება მისი განთავსება რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა; ბ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა; გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი ღობე.
თავი XVI2 გარემოზე მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის თაობაზე პასუხისმგებლობა მუხლი 574. მოქმედების სფერო 1. ამ თავის ნორმები ვრცელდება ისეთი ქმედების მიმართ, რამაც გამოიწვია გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ამ თავის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. 2. ამ თავით განისაზღვრება პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები.
მუხლი 575. გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 1. გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემდგომ მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულ პირს წარუდგენს გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნას, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ვალდებული პირის მიერ. გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნა არის მაკონტროლებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრება გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა და მისი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის პირობები. 2. გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნა შესაძლებელია შეიცავდეს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების მიზნით ვალდებული პირის მიერ შესასრულებელ სხვა მოთხოვნებსაც, რომლებიც უნდა შესრულდეს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში.
მუხლი 576. გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის შესრულება 1. გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნა უნდა შესრულდეს მისი ჩაბარებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. 2. გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება პირის მიერ მოთხოვნაში განსაზღვრული პირობებით თანხის სრულად გადახდის მომენტიდან, რაც არ ათავისუფლებს ვალდებულ პირს 575 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი შესრულება განხორციელდება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის გამოცემის შემდგომ ვალდებულ პირს და მაკნტროლებელ ორგანოს შორის დადებულია გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული შეთანხმება. ვალდებული პირის მიერ აღნიშნული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ან/და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და ვალდებული პირი ვალდებულია შეასრულოს გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნა და ამასთან ერთად გადაიხადოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დარიცხული ჯარიმა. ასეთ შემთხვევაში, ვალდებული პირის მიერ გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული შეთანხმების საფუძველზე უკვე გადახდილი თანხა ჩაითვლება გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის შესრულების ანგარიშში. 4. გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულ პირს დაეკისრება გადაუხდელი თანხის 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა.
მუხლი 577. გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული შეთანხმება 1. გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით ვალდებულ პირსა და მაკონტროლებელ ორგანოს შორის შესაძლებელია დაიდოს გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული შეთანხმება, რის თაობაზეც ვალდებული პირი მიმართავს მაკონტროლებელ ორგანოს. 2. პირველ პუნქტში გათვალისწინებული შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს: ა) გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის თანხის შემცირება ვალდებული პირის მიერ განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის ფარგლებში, ან/და მისი ანაზრაურების (მთლიანად ან ნაწილობრივ) გადავადება (მათ შორის განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება; ბ) გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა, შემცირება, მისი ანაზრაურების ვადის განსაზღვრა (მათ შორის განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება. 3. თუ ვალდებული პირი გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის გამოცემამდე მაკონტროლებელ ორგანოს წერილობით განუცხადებს მის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ჯამურ ოდენობას (რითაც გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა ითვლება ვალდებული პირის მიერ აღიარებულად), მაკონტროლებელი ორგანო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია ვალდებულ პირთან ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გააფორმოს გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული შეთანხმება. აღნიშნული შეთანხმების მიმართ ვრცელდება 576 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები და შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ან/და ამავე პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შეთანხმება გაუქმებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნა ვალდებულ პირს წარუდგინოს გარემოზე მიყენებული ზიანის (შემცირების შემთხვევაში, შემცირებამდე თანხის) ოდენობაზე. ვალდებული პირის მიერ შეთანხმების საფუძველზე უკვე გადახდილი თანხა ჩაითვლება გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის შესრულების ანგარიშში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებულების შესრულების გადავადება (მათ შორის ზიანის ანაზღაურების ვადის განსაზღვრა) არა უმეტეს 3 წლით ხორციელდება წლიური 4% სარგებლით, ხოლო სამ წელზე მეტი ვადით - არანაკლებ წლიური 4%-ით. 5. გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული შეთანხმების გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ. 6. გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული შეთანხმების დადების შემდეგ დაუშვებელია შეთანხმებით გათვალისწინებული ზიანის ოდენობის გადახედვა (დაზუსტება) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია. 7. შეთანხმება შესაძლებელია შეიცავდეს ვალდებული პირის მიერ შესასრულებელ სხვა მოთხოვნებსაც, რომლებიც უნდა შესრულდეს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში და პირობებით.
მუხლი 578. შეთანხმების გაფორმება 1. ვალდებული პირი შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს მაკონტროლებელ ორგანოს 576-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე. განცხადების მიღების შემდგომ მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია: ა) უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე, რაც წერილობით უნდა ეცნობოს ვალდებულ პირს. ასეთ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უარი; ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შემთხვევაში, აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარედგინება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, რომელიც თავის მხრივ წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 2. შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება ვალდებული პირის მიერ შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა, ხოლო ამ კოდექსის 577-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობა. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ან ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ვალდებულ პირს უნდა ეცნობოს წერილობით. 5. გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 579. გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის გასაჩივრება და მისი მოქმედების შეჩერება 1. ვალდებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნა. ყველა ის აქტი/დოკუმენტი (მათ შორის ინსპექტირების, შემოწმების და დათვალიერების აქტები), რომელიც საფუძვლად დაედო გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნას ან/და რომელთან დაკავშირებითაც გამოცემული იქნა გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნა, საჩივრდება გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნასთან ერთად. საჩივრის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოში. გასაჩივრების ვადაა გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის ვალდებული პირისათვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღე. 2. გასაჩივრებული გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნა შეჩერებულად ითვლება საჩივრის რეგისტრაციის დღიდან საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. 3. გასაჩივრებული გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის გადახდევინება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში. 4. დავის პერიოდში გარემოზე მიყენებული ზიანის მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად დაწყებული ყველა ღონისძიება გაუქმებულად ითვლება, თუ დავა საბოლოოდ ვალდებული პირის სასარგებლოდ გადაწყდება.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის ,,ო” ქვეპუნქტი: ,,ო) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის II1 კარით გათვალისწინებული მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ,,გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა”.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 291-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: ,,შენიშვნა: 1. ამ თავის მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. ამ შენიშვნის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის არ დაკისრების შემდგომ, „გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის“ მიღებიდან ან გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებული შეთანხმების დადებიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) ორი წლის განმავლობაში პირის მიერ იმავე ქმედების ხელახლა ჩადენის შემთხვევაში, მასზე არ გავრცელდება ამ შენიშვნის მე-2 ნაწილის მოქმედება.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,მუხლი 133. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემულ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მოთხოვნასთან (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან) დაკავშირებული სასამართლო დავის განხილვის ვადა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 17
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და თანმდევ კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
ამასთან, კანონპროექტის ინიციატორის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტი შემოდის წინადადებით, რათა კანონპროექტები განხილული იქნას დაჩქარებული წესით.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 18
პროექტი
საქართველოს კანონი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები 1. სამინისტრო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით უფლებამოსილია გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიან ავტომატური საშუალებები. 2. სამინისტრო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 3. სამინისტრო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს. 5. სამინისტროს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
„ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები 1. სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით უფლებამოსილია გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები. 2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 3. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს. 5. სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 810მუხლი : „მუხლი 810. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები 1. სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით უფლებამოსილია გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიან ავტომატური საშუალებები. 2. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 3. სააგნეტო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს. 5. სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
„მუხლი 51 მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.
1. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემ ორგანოს ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით უფლება აქვს გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები. 2. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მათ შორის სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი მიიღოს გამოსცეს ან გასცეს, ასევე აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 3. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი მათ შორის სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ასლი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, მათ შორის სალიცენზიო/სანებართვო მოწმობას ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ასევე უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ელექტრონულ ასლს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს. 5. ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტებში, მათ შორის სალიცენზიო/სანებართვო მოწმობაში ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატში, ასევე უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.“. 2. მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა და იმ ლიცენზიებზე, რომლებიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით;“. 3. 36-ე მუხლის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის და მისი გაუქმების თაობაზე გარდა იმ ლიცენზიებზე, რომლებიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით,“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 19
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და თანმდევ კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ „საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
ამასთან, კანონპროექტის ინიციატორის თხოვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტი შემოდის წინადადებით, რათა კანონპროექტები განხილული იქნას დაჩქარებული წესით.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 20
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 21
საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 22
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
პარლამენტის დადგენილების პროექტზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცების შესახებ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 23
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კონიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
პარლამენტის დადგენილების პროექტზე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 (1820, 1888, 1889 და 1960) რეზოლუციის განსახორციელებლად 2012–2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის რუსუდან კერვალიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 (1820, 1888, 1889 და 1960) რეზოლუციის განსახორციელებლად 2012–2015 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||






