ოქმი #6

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #6

 

. თბილისი                                                            12  მარტი 2012 . 

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, კ. ბადაგაძე, ა. თავდგირიძე, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, გ. სირაძე,

თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ნინო ენუქიძე – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, აკაკი ბობოხიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ბობოხიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ. აკაკი ბობოხიძე/

 

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ნინო ენუქიძე/

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ნინო ენუქიძე/

 

  1. 4.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტიბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებდა მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხ. ნინო ენუქიძე/

 

  1. 1.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ბობოხიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის(დანართი 1) შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება განპირობებულია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ნებართვების დასახელებების კორექტირებისა და მე-7 მუხლის მე-122 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო საქმიანობიდან ცალკე სანებართვო საქმიანობის გამოყოფის საჭიროებით. რისთვისაც ცვლილება შედის მე-7 მუხლის მე-121 და მე-122 პუნქტებში; ასევე ხდება მე-7 მუხლისათვის მე-123 პუნქტის დამატება.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

  1. 2.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი3) შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებული სანიტარიული დაცვის ზონების პროექტის უფლებამოსილი ორგანისათვის წარდგენისა და დამტკიცების წესი.

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

  1. 3.პირველი

   მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის(დანართი 5) შესახებ.

 

აღინიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ზირითადი მიზანია დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება მიმართვის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამ პირს შორის დაიდოს შეთანხმება, რომლითაც პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში ჩადენილი/განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად.

 

ამასთან, შეთანხმება არ გავრცელდება:

ა) დაინტერესებული პირის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე მესამე პირების (სახელმწიფო და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გარდა სხვა პირების) მიმართ;

ბ) დაინტერესებული პირისათვის დაკისრებულ იმ სამოქალაქო და/ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებზე, ვალდებულებებზე, მოსაკრებელზე, ჯარიმასა და/ან ზიანის ანაზღაურებაზე, რომლებიც შეთანხმების დადების დღეს აღსრსრულებულია/შესრულებულია;

გ) საგადასახადო ვალდებულებებზე.

 

კანონპროექტით ცვლილებები შედის საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში კერძოდ, „გარემოს დაცვის შესახებ“, სისხლის სამართლის კოდექსში, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.

 

აღნიშნული ცვლილებები ეხება ძირითადი მიზნიდან გამომდინარე საკითხებს და ემსახურება მათ ურთიერთშესაბამისობაში მოყვანას.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

4. მოისმინეს:

მოხსენება „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება  სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ეწევიან ბირთვულ და რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონპროექტის მიღების მიზანია რადიოფარმპროდუქტების სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის საქართველოში იმპორტის პროცედურების გამარტივება.

 

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეკანონპროექტის მიღების მიზანია რადიოფარმპროდუქტების (ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხით გათვალისწინებული სასაქონლო ნომენკლატურის 2844 კოდით გათვალისწინებული პროდუქციის) სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის საქართველოში იმპორტის პროცედურების გამარტივება.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹7).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                             გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                       რამაზ ყანჩაველი

 

 

 

დანართი 1

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-7 მუხლის მე-121 და მე-122 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

121. რადიოაქტიური მასალების შეძენის და გადაცემის ნებართვა – 20 ლარი.

                122. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავენ რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტ-ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი ნებართვა – 40 ლარი.

 

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-123 პუნქტი:

 

                „123. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა 40 ლარი.“

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

დანართი 2

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 12 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ბობოხიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„წყლის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

            მუხლი 1. „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N44, 11.11.1997, გვ. 123) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

 

                „71. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას დაქვემდებარებული მიწისქვეშა წყლის ობიექტის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებული სანიტარიული დაცვის ზონების პროექტის უფლებამოსილი ორგანისათვის წარდგენისა და დამტკიცების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“

 

 

 

            მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი           მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„წყლის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 12 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) დაემატოს შემდეგი შინაარსის II2 კარი:

„კარი II2

შეთანხმება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში

 

მუხლი 5710. შეთანხმება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროშ

1. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ამ პირს შორის შესაძლებელია დაიდოს შეთანხმება, რომლითაც პირის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში ჩადენილი/განხორციელებული ყველა ქმედება ითვლება კანონიერად.

2. შეთანხმება იდება დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფოსათვის კომპენსაციის გადახდით.

3. შეთანხმების დადების დღიდან პირს შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ/განხორციელებულ ქმედებებზე სახელმწიფოს და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ არ დაეკისრება სამოქალაქო და/ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის რაიმე სახის ვალდებულება, მოსაკრებელი, ჯარიმა და/ან ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.

4. დაუშვებელია პირის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი/განხორციელებული ქმედებების შემოწმება და სამოქალაქო და/ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, მათ შორის რაიმე სახის ვალდებულების, მოსაკრებელის, ჯარიმის და/ან ზიანის ანაზღაურების დაკისრება სახელმწიფო და/ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.

5. შეთანხმების დადებიდან მის გაუქმებამდე პერიოდში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების დინება შეჩერებულად ითვლება.

6. შეთანხმება შესაძლებელია ითვალისწინებდეს დაინტერესებული პირის მიერ შესასრულებელ სხვა ვალდებულებებს.

7. შეთანხმების გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

მუხლი 5711.   გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადების წესი

 

1. 5710 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების დადების მიზნით დაინტერესებული პირი წერილობით მიმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია:

ა) უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე, რაც წერილობით უნდა ეცნობოს დაინტერესებულ პირს. ასეთ შემთხვევაში სამინისტრო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უარი;

ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს   საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

2. შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ პირს უნდა ეცნობოს წერილობით.

5. შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

6. დაინტერესებული პირის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა გამოიწვევს შეთანხმების გაუქმებას ამავე შეთანხმების პირობების შესაბამისად.

 

მუხლი 5712. ამ თავის მოქმედების სფერო  

1. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) დაინტერესებული პირის ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ;

ბ) დაინტერესებული პირისათვის დაკისრებულ იმ სამოქალაქო და/ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებზე, ვალდებულებებზე, მოსაკრებელზე, ჯარიმასა და/ან ზიანის ანაზღაურებაზე, რომლებიც შეთანხმების დადების დღეს აღსრსრულებულია/შესრულებულია;

გ) საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებებზე.

2. ამ თავით გათვალისწინებული შეთანხმების დადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.”

 

მუხლი 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 287-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

 

,,შენიშვნა:

1. დანაშაულის ჩამდენი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება, თუ მის მიერ ან იმ პირის მიერ, რომლის უფლებამოსილების ფარგლებშიც მოქმედებდა იგი, დადებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება, რომელიც მოიცავს პერიოდს, რა დროსაც ჩადენილი იქნა ზემოთხსენებული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.

2. პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმების დადებიდან მის გაუქმებამდე პერიოდში ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულების მიმართ ამ კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების დინება შეჩერებულად ითვლება.

 

მუხლი 3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 232-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

,,10) ამ კოდექსის 912-ე, 48-ე, 49-ე, 51-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 514-ე, 515-ე, 52-ე, 53-ე, 531-ე, 532-ე, 54-ე, 541-ე, 55-ე, 551-ე, 552-ე, 553-ე, 554-ე, 555-ე, 56-ე, 57-ე, 571-ე, 572-ე, 573-ე, 58-ე, 581-ე, 582-ე, 59-ე, 593-ე, 60-ე, 603-ე, 61-ე, 611-ე, 63-ე, 631-ე, 64-ე, 641-ე, 65-ე, 66-ე, 661-ე, 662-ე, 67-ე, 671-ე, 68-ე, 69-ე, 694-ე, 695-ე, 71-ე, 721-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 77-ე, 78-ე, 791-ე, 792-ე, 82-ე, 821-ე, 822-ე, 84-ე, 841-ე, 85-ე, 851-ე, 852-ე, 853-ე, 854-ე, 855-ე, 86-ე, 89-ე, 891-ე, 892-ე, 893-ე, 962-ე, 1031-ე, 104-ე, 1282-ე, 1283-ე, 1284-ე, 1285-ე, 1461-ე, 1462-ე, 148-ე, 150-ე,151-ე, 1511-ე, 152-ე, 1523-ე, 1652-ე და 1735-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი პირის ან იმ პირის მიერ, რომლის უფლებამოსილების ფარგლებშიც მოქმედებდა იგი, დადებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება, რომელიც მოიცავს პერიოდს, რა დროსაც ჩადენილი იქნა ზემოთხსენებული სამართალდარღვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.“

 

მუხლი 4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) დადებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება.

შენიშვნა:

ამ პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აღსრულება შეწყდება, თუ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმება დადებულია პირის, რომლის მიმართაც ხორციელდება აღსრულება, ან იმ პირის მიერ რომლის უფლებამოსილების ფარგლებშიც მოქმედებდა პირი იმ ქმედების ჩადენისას, რასთან დაკავშირებითაც იქნა მიღებული იძულებითი წესით აღსასრულებელი გადაწყვეტილება. ამასთან, აღსრულების შეწყვეტის აუცილებელი პირობაა, რომ ქმედება რასთან დაკავშირებითაც იქნა მიღებული იძულებითი წესით აღსასრულებელი გადაწყვეტილება ჩადენილია/განხორციელებულია ზემოხსენებული შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში.

აღნიშნული ქვეპუნქტი ეხება მხოლოდ სახელმწიფო და/ან ადგილობრივი თვითმმანრთველობის ორგანოების სასარგებლოდ აღსასრულებელ საქმეებს.“

 

 

მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                          მიხეილ სააკაშვილი

 

დანართი 6

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 12 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს

 

ასლი:     საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 12 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მათ მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 
modules