ოქმი #5

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #5

 

. თბილისი                                                            7 მარტი 2012 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, კ. ბადაგაძე, გ. კანდელაკი, . კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, კ. ოქრიაშვილი, დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, ი. გაბისონია, მ. ჯულაყიძე, გ. სირაძე, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი,   თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

მარიკა ვალიშვილი – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ენუქიძე – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ლაშა მგელაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ ბალავაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი,ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე,   ლენა ღვინიანიძე – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 20 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმება   „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „ახალციხე – ბორჩხას“ ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ“.

/მომხ.მარიკა ვალიშვილი/

 

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   (მეორე მოსმენა)

/მომხ.ნინო ენუქიძე/

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებ შეტანის ობაზე“.

   (მესამე მოსმენა)

/მომხ.ნათია მიქელაძე /

 

  1. 4.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 5.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მესამე მოსმენა)

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 6.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიები, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   (მეორე მოსმენა)                      

/მომხ. რუსუდან კემულარია/

  1. 7.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

( მეორე მოსმენა)

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და

მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან ერთად

 

  1. 8.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მეორე მოსმენა)

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და

მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან ერთად

 

  1. 9.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მეორე მოსმენა)

/მომხ. ლაშა მგელაძე/

რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და

მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან ერთად

 

  1. 10.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მეორე მოსმენა)

/მომხ. ხათუნა კაპანაძე/

 

  1. 11.საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონბმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

   (პირველი მოსმენა)

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 12.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ .

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 13.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებდა მისგან გამომდინარე კანონპროექტები: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“,საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 14.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 15.საქართველო პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიას, გია გოგუაძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაბაზე

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

1. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „ახალციხე – ბორჩხას“ ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის 20 იანვარს ხელმოწერილი   შეთანხმების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი გამიზნულია ხელმოსაწერად ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებს შორის თურქეთის და საქართველოს მხრიდან, თუმცა ეს ხელშეკრულება არ იქნება შეზღუდული სამთავრობათაშორისო სტატუსით, არამედ ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ხელშეკრულების სტატუსის მატარებელი იქნება.

 

საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტი, როგორც უკვე მისი სათაურიდან ჩანს, შეეხება მხოლოდ ბორჩხა-ახალციხე-ს 400 კვ-იანი მშენებარე ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროს. ხსენებული სისტემათაშორისი გადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია უკვე 2012 წლის მე-3 კვარტალში და ამავე წელს უნდა დაიწყოს მისი კომერციული ექსპლუატაცია.

 

საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტს საფუძვლად უდევს მთელი რიგი ურთიერთგაგების მემორანდუმების, შეხვედრის ოქმებისა და წინარე შეთანხმებებისა, რომელთა უმრავლესობა 2007-2011 წლების განმავლობაში თურქეთ-საქართველოს ენერგეტიკის მინისტრებს შორის ფორმდებოდა. პროექტში მოცემულია ძირითადი გამოყენებული ტერმინების და შემოკლებების განსაზღვრებები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების განმარტების და ერთგვაროვანი აღქმის მიზნებისთვის.

 

საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტის საგანს წარმოადგენს იმ პრინციპებისა და მექანიზმების დადგენა, რომლებზეც დაყრდნობით წარიმართება კომერციული ვაჭრობა ბორჩხა-ახალციხე-ს 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით გადაცემული ელექტროენერგიით თურქეთის და საქართველოს მხარეთა შორის, აგრეთვე რომლებიც საფუძვლად დაედება ტექნიკური თანამშრომლობის სპეციალურ ხელშეკრულებებს ორივე მხრიდან ნომინირებულ უფლებამოსილ კომპანიებს (ენერგოსისტემების ტექნიკური ოპერატორები) შორის. პროექტის უმთავრეს მიზნებად სახელდება:

                - მხარეთა შორის სოციალური, ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება გამყიდველებსა და მყიდველებს შორის ელექტროენერგიით წარმატებული ვაჭრობის უზრუნველყოფის გზით;

                - იმ ძირითადი პირობებისა და დამხმარე ტექნიკური ხელშეკრულებების განსაზღვრა, რაც საჭიროა ბორჩხა-ახალციხე-ს 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის უზრუნველსაყოფად ურთიერთმაკავშირებელი მოწყობილობა-დანადგარების მართვა-ოპერირებისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ მხარეები ცხადად აღიარებენ საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტში მის პრიმატს შიდა ჩვეულებრივი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების მიმართ.

 

პროექტი ადგენს რა მხარეთა ორმხრივ ვალდებულებას იზრუნონ ბორჩხა-ახალციხე-ს 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის შესაძლოდ მაქსიმალურ ათვისებაზე, ამასთან ერთად განსაზღვრავს ხაზის მაქსიმალური გამტარუნარიანობის კონკრეტულ პარამეტრებს: 350 MW - 2012 წლისთვის, 650 MW-მდე ზრდა - 2013 წლისთვის და შემდგომ 1000 MW-მდე ზრდის პერსპექტივით. პროექტში თანმიმდევრულად განისაზღვრება ბორჩხა-ახალციხე-ს 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის სიმძლავრის წლიურ და თვიურ ჭრილში ზოგადი დადგენის, შემდგომ კი დაინტერესებულ კომერციულ კომპანიებს შორის მისი გადანაწილების პროცედურა, პრიორიტეტულად მიიჩნევა განახლებადი ენერგიის წყაროები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტით პირდაპირ დგინდება პრინციპი, რომლის თანახმადაც ბორჩხა-ახალციხე-ს 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის სიმძლავრის კომერციულ კომპანიებს შორის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს ექსპორტის განმახორციელებელი ქვეყანა.

საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტში დაფიქსირებულია მხარეთა მზაობა უზრუნველყონ თავიანთი შიდა ენერგოსისტემების გახსნილობა და წვდომა ბორჩხა-ახალციხე-ს 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით გადაცემული ენერგიისთვის, ასევე ეტაპობრივად შიდა ქსელების განვითარების და უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა. ხაზგასმულია გამყიდველებისთვის და მყიდველებისთვის ბორჩხა-ახალციხე-ს 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის გამტარუნარიანობის სიმძლავრის შესატყვისი ნაწილის დარეზერვების შესაძლებლობაც. საერთაშორისო ხელშეკრულებით დაურეგულირებელი საკითხები, ასევე უფრო დეტალური რეგულაცია გამიზნულია მოწესრიგდეს ურთიერთდაკავშირების საოპერაციო ხელშეკრულებაში, რომელიც როგორც ცალკე უმთავრესი ტექნიკური დოკუმენტი გაფორმებული უნდა იქნეს 2012 წლის 1 ივნისისთვის (ან უფრო ადრე ხაზის მშენებლობის დასრულების შემთხვევაში).

 

საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები საწყის ეტაპზე შესაძლოა მოწესრიგდეს მხარეთა შორის დიპლომატიური არხების გამოყენებით, თუ ეს შედეგს არ გამოიღებს საკითხი გადაეცემა და მოწესრიგდება საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურის მეშვეობით.

საერთაშორისო ხელშეკრულების პროექტში განხილულია ასევე ფორს-მაჟორული გარემოებების დადგენისა და ასეთ სპეციფიკურ ვითარებაში მოქმედების წესები, ხელშეკრულების აღსრულებასთან მიმართებით დამხმარე საკონსულტაციო ორგანოს - გაერთიანებული კომიტეტის ფორმირება, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის, მისი ამოქმედების, მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები.

 

აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის და განვითარების თვალსაზრისით, ასევე საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს და წაახალისებს საქართველოში ახალი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას და დამატებითი ინვესტიციების მოდინებას.

 

აზრი გამოთქვეს:

ენუქიძემ, ჩარკვიანმა, მელაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹1).  

 

2. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძე, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

 

3. მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და  „სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებ შეტანის ობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

4. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 4) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების მიზანია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოებს მიენიჭოთ უფლებამოსილება ვალდებულებების შესრულების დადასტურება განახორციელონ როგორ წერილობითი ასევე ელექტრონული ფორმით.

 

კანონპროექტის პირველი პუნქტით ზუსტდება საპრივატიზებო საფასურის და საპრივატიზებო შემოსულობის მნიშვნელობები. მე-2 პუნქტით ემატება საწყისი საპრივატიზებო საფასურის და საწყისი საპრივატიზებო შემოსულობის განმარტებები. მე-3 პუნქტით   დგინდება აუქციონისას ბეს და საბანკო გარანტიის ასევე საფასურის გადახდის ელექტრონული ფორმა, იხსნება პირობებიანი აუქციონისას ტიპიური ხელშეკრულების დადგენის აუცილებლობა და გამყიდველ სუბიექტს უფლებამოსილება ენიჭება აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითთან ერთად გასცეს ელექტრონული ფორმითაც. ზუსტდება აუქციონისას საპრივატიზებო საფასურის გადახდის დაწყების ვადა. კორექტირდება ის მუხლები, რომლებითაც რეგულირებულია სსიპ ”საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” დაკავშირებული საკითხები, განისაზღვრება 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი, კორექტირდება ტექნიკური ხარვეზები. მე-15 პუნქტით დგინდება საპრივატიზებო ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლებას.

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹5).

5.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

6. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „ლატარიები, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

კაპანაძემ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹7).

 

7. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 8) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 9).

 

აზრი გამოთქვეს:

ღვინიანიძემ, მიქელაძემ, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹10).

 

8. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 11) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 12).

 

აზრი გამოთქვეს:

ღვინიანიძემ, მიქელაძემ, კიკალეიშვილმა, ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹13).

 

9. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ღვინიანიძემ, ჩახვაძემ, ჩარკვიანმა, ჯაბუამ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹14).

 

10. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹15).

 

11. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 16) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტით ხდება ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მომდევნო წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების (რითაც აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მიმწოდებლისთვის) ერთიანი ვადის დადგენა (არაუგვიანეს 20 ნოემბრისა. აღნიშნული ვადა უკავშირდება მომავალი წლის შესაბამისი ბიუჯეტის პროექტის სათანადო წარმომადგენლობით ორგანოში განხილვისა და დამტკიცებისთვის დადგენილ ვადებს). აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბიზნეს სექტორს უფრო მეტი დრო ექნება, დაგეგმოს და შეიმუშავოს მომავალი წლის გაყიდვების სტრატეგია. გარდა ამისა, შემსყიდველ ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა, უკეთ მოემზადონ მომავალი წლის შესყიდვებისთვის და უფრო ეფექტურად დაგეგმონ მათთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის პროცესი.

 

აზრი გამოთქვეს:

კაპანაძემ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹17).

12. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმების შესახებ.

 

აღინიშნა, რომ 2012 წლის 16 თებერვალს ხელი მოეწერასაქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებშეთანხმებას.

 

  • ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ამგვარი შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმების რიგითობის განსაზღვრის დროს საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს უნგრეთი.

 

  • სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2011 წელს 36 547 700 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 7 853 200 .. დოლარით აღემატება 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (28 694 500 .. დოლარი). ეს განაპირობა როგორც საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ასევე უნგრეთიდან იმპორტირებული საქონლის რაოდენობის ზრდამ.

 

  • შეთანხმების ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OED) 2008 წლის მოდელს. მოდელის შესაბამისად, შეთანხმებით გათვალისწინებულია შემოსავლების და კაპიტალის დაბეგვრა შემოსავლის წყაროს ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებით და შეზღუდვების გარეშე ან შემოსავლების და კაპიტალის დაბეგვრა მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში. შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტის ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს ჩაუთვალოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი.

 

  • ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 36 ქვეყანასთან: ავსტრია, აზერბაიჯანი, არაბეთის გაერთიანებული საემირო, ბელგია, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, თურქმენეთი, ირლანდია, ირანი, იტალია, კატარი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჩეხეთი, ნიდელანდები, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სინგაპური, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ფინეთი, ყაზახეთი, შვეიცარია, ისრაელი, ჩინეთი, ინდოეთი.

 

·         შეთანხმების დებულებები არეგულირებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სფეროებში გადასახადით დაბეგვრის პირობებს:

 

 

ჯანდაცვა

 

ჯანდაცვის სფეროს არეგულირებს პროექტის მე-18 და მე-19 მუხლები

 

  • მუხლი 18 “პენსიები

 

ამ შეთანხმების მე-18 მუხლის დებულებების შესაბამისად, წარსულში დაქირავებით მუშაობასთან დაკავშირებით ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში.

ü       მოცემული მუხლის თანახმად, კერძო საქმიანობასთან დაკავშირებული პენსიები დაიბეგრება იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის რეზიდენტიცაა შემოსავლის მიმღები.D

 

  • მუხლი 19 “საჯარო სამსახური

 

ü       პირველი პუნქტის დებულებების მიუხედავად, ნებისმიერი პენსია, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან მათ მიერ შექმნილი ფონდებიდან, ამ სახელმწიფოს, მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში; ამასთან, ასეთი პენსია დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.

ü       მოცემული მუხლი ეხება იმ პირთა პენსიების დაბეგვრის საკითს, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურში. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ) ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების პენსიების დაბეგვრის ექსკლუზიური უფლება ენიჭებათ ანაზღაურების გადამხდელ სახელმწიფოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ) ქვეპუნქტის თანახმად გარკვეული გამონაკლისია დადგენილი და სახელმწიფო უფლებამოსილია დაბეგროს შემოსავალი, თუ მისი მიმღები ამ სახელმწიფოს რეზიდენტები ან მოქალაქეები არიან.

 

კულტურა, სპორტი

კულტურისა და სპორტის სფეროს არეგულირებს პროექტის მე-17 მუხლი

 

  • მუხლი 17 “ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

 

ü       ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

 

ü       იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, ამ შეთანხმების მე-7, მე-14 და მე-15 მუხლების დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

 

ü       ამ მუხლის წინა პუნქტების დებულებების მიუხედავად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ხელოვნების მუშაკებისა და სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში, თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ პროგრამის შესაბამისად.

 

ü       მოცემული მუხლის დებულებების თანახმად სპორტსმენებისა და ხელოვნების მუშაკების მიერ მიღებული შემოსავლები იბეგრება ანაზღაურების წყაროს ქვეყანაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპორტსმენისა და ხელოვნების მუშაკის მიერ განხორციელებული საქმიანობა გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული გაცვლის შესახებ პროგრამის შესაბამისად

 

განათლება

 

განათლების სფეროს არეგულირებს პროექტის მე-20 მუხლი

 

  • მუხლი 20 “სტუდენტები

 

ü       ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრებისთვის, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

 

ü       სტუდენტის ან სტაჟიორის, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება, რომელსაც იგი იღებს პირველად ხსენებულ სახელმწიფოში პერიოდში ან პერიოდებში, რომელთა საერთო ხანგრძლივობა მოცემული საგადასახადო წლის განმავლობაში არ აღემატება 183 დღეს, არ იბეგრება პირველად ხსენებულ სახელმწიფოში, თუ ამგვარი მუშაობა პირდაპირ უკავშირდება მის სწავლას ან პრაქტიკის გავლას პირველად ხსენებულ სახელმწიფოში.

 

ü       მოცემული მუხლის დებულებების მიხედვით სტუდენტები, რომლებიც განათლების მისაღებად ან სამუშაოდ იმყოფებიან მეორე სახელმწიფოში, თავისუფლდებიან ამ ქვეყნის გადასახადებისაგან და იბეგრებიან იმ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენენ.

 

აზრი გამოთქვეს:

კანდელაკმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹18).

 

13. მოისმინეს:

მოხსენება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე , „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,   „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“,საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს, მოქმედ კანონმდებლობაში საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობიდან გამომდინარე ტერმინ საბაჟოს დამკვიდრება.

 

კანონპროექტის მიხედვით, ტერმინოლოგიური ცვლილებები შედის მთელ რიგ მუხლებში და იცვლება რამდენიმე ტერმინი, კერძოდ:

 

ტერმინიეკონომიკური საზღვარი“ - საბაჟო საზღვრით, „პორტალი“ - საბაჟო გამშვები პუნქტით, „კონტროლის ზონა“ - საბაჟო კონტროლის ზონით, „სასაქონლო დეკლარაცია“- საბაჟო დეკლარაციით, იმპორტის ღირებულება“ – საბაჟო ღირებულებით, „სახელმწიფო ზედამხედველობა“ – საბაჟო ზედამხედველობით, „სახელმწიფო კონტროლი“ – საბაჟო კონტროლით, „ტერმინალი“ – საბაჟო ტერმინალით.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹19).

 

14. მოისმინეს:

მოხსენება „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავებ განაპირობა მოქმედ კანონმდებლობაში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ტერმინ საბაჟოს დამკვიდრებამ.

კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში და ხდება ტერმინოლოგიური დაზუსტება, კერძოდ, ტერმინი ,,ეკონომიკური ტერიტორია“   იცვლება ტერმინით ,,საბაჟო ტერიტორია“.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹20).

 

15. მოისმინეს:

მოხსენება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაბაზე საქართველო პარლამენტის წევრების   თეიმურაზ წურწუმიას, გია გოგუაძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, ინიციატი­ვით წარდგენილ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან და­კავ­ში­რებით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა   და მცენარეთა დაცვის შესახებ საქართველოს კოდექსის“ კანონპროექტების დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული წინადადება.

კანონპროექტის მიზანია უზრუნველყოფილი იქნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – სურსათის ეროვნულ სააგენტოსათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

 

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კეძოდ საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლს მე-2 ნაწილს ემატება „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები. ცვლილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს ექნება უფლებამოსილება მოითხოვონ და მიიღო საგადასახადო ორგანოში არსებული მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირები უზრუნველყოფენ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

 

აზრი გამოთქვეს:

ღვინიანიძემ, კემულარიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹21).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                         გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                                 რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

შეთანხმებაზე

„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის

„ახალციხე – ბორჩხას“ ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი   შეთანხმება   „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის „ახალციხე – ბორჩხას“ ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ“ და და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“                                                                 საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

და          

     „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“                                                                       საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებ სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

პროექტი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1

სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

  1. 1.მე-2 მუხლის ”ყ” და ”შ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                 ყ) საპრივატიზებო შემოსულობა – სახელმწიფო ქონების პრივატიზების /მართვის უფლებით გადაცემის შედეგად მიღებული თანხა, რომელიც ირიცხება სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში.”

                 შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან და ასევე მესამე პირისთვის ან/და სხვა სუბიექტისთვის გადასახდელი თანხისაგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.”

 

  1. 2.მე-2 მუხლს დაემატოს ”და ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

) საწყისი საპრივატიზებო შემოსულობა - სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/ მართვის უფლებით გადაცემისას, საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება.

) საწყისი საპრივატიზებო საფასური - თანხის ოდენობა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება. საწყისი საპრივატიზებო საფასური შედგება საწყისი სპრივატიზებო შემოსულობისაგან და ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.”

  1. 3.31 მუხლის :

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.”

 

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. მყიდველი ვალდებულია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 2 კალენდარულ წელზე მეტი, უზრუნველყოს საპრივატიზებო საფასურის გადახდა და წარუდგინოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ ვრცელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით განხორციელებულ განკარგვის/სარგებლობის უფლებით გაცემის შემთხვევებზე).”

 

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5. ვალდებულების არსებობისას ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან, ხოლო ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას საპრივატიზებო საფასურის გადახდის დღიდან 5 სამუშაო დღეში სახელმწიფო ქონების განმკარგავი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია. ”

 

  1. 4.მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის/სარგებლობის უფლების გადაცემის მიზანია, საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს /სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები, და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ საპრივატიზებო საფასურს /სარგებლობაში გადაცემის საფასურს შესთავაზებს.”

 

  1. 5.მე-6 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,31. ელექტრონული აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას/სარგებლობის უფლებით გაცემისას, აუქციონში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული პირი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს,    ასევე აუქციონში გამარჯვებული, სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის საფასურს, წარადგენს ვებ-გვერდის - www. eauction.ge- ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის საშუალებით.

 

  1. 6.მე-6 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”11. ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის V თავზე. სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ნივთების რეალიზაციისას საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

 

  1. 7.მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო შემოსულობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო შემოსულობა შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.”

 

  1. 8.მე-19 მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურის ან საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ამ მუხლის მე-6 პუნქტი.”

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარებიდან 2 წელს.”

  1. 9.31-ე მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

”1. მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საფასურის და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.”

 

ბ) მე-3-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასურის შემოსულობის ნაწილი, აუქციონის ხარჯების გამოკლებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. სამინისტროს მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასურის შემოსულობის ნაწილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.”

 

 

  1. 10.43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.”

 

  1. 11. 43-ე მუხლის მე-21 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

 

  1. 12.44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”მუხლი 44. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი

 

  1. 1.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
  2. 2.მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირი სამინისტროს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.
    1. 13.45-ე მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. წილებისა და აქციების საპრივატიზებო საფასურს და საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.”

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. პრივატიზებისას განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.

 

 

  1. 14.473 მუხლის შემდეგ დაემატოს 474 მუხლი შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 474. 2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის და აუქციონის ფორმით პრივატიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების წესი.

   2011 წლის 1 იანვრამდე იჯარა-გამოსყიდვის, კონკურსის, აუქციონის ან სხვა ფორმით ქონების პრივატიზებისას, თუ საკუთრების უფლების დადასტურების ვადა დადგა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია. საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მყიდველი ვალდებულია ასევე დაარეგისტრიროს შესასრულებელი და დასადასტურებელი ვალდებულებები.”

 

  1. 15. 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 491 მუხლი შემდეგი რედაქციით:

 

”491 საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება

  1. 1.შემძენი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების დასაბუთებული თხოვნით მიმართოს სამინისტროს. სამინისტრო იხილავს წარდგენილ მომართვას და დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას.   დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკითხი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.”

 

მუხლი 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ ”საწარმოთა მართვის სააგენტოს” ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება 2012 წლის 1 მაისამდე.

მუხლი 3. ეს კანონი, გარდა მე-10-მე-12 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მუხლი 4. კანონის მე-10-მე-12 პუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                   მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ლატარიები, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიები, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

კანონპროექტზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნა

გათვალისწინების მდგომარეობა

საქართველოს პარლამენტის წევრი

ვახტანგ ბალავაძე

 

 

 

 

 

 

 

 

კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

) 191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 პუნქტები:

„19. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძელზე.

20. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აქციები და წილები შეიძლება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს. მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს . თბილისის მთავრობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძელზე.

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 191 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

                ა) 191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

               „131. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელია მოხდეს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა). ქონების ღირებულება დგინდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე.“;

               ) 191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 პუნქტები:

„19. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძელზე.

20. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აქციები და წილები შეიძლება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს. მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს . თბილისის მთავრობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძელზე.

 

2. 195 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ გადაწყვეტილების გაცნობისთანავე, უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.“.

 

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                     მიხეილ     სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონბმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 11

 

საქართველოს დედაქალაქის-თბილისის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

კანონპროექტზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნა

გათვალისწინების მდგომარეობა

საქართველოს პარლამენტის წევრი

ვახტანგ ბალავაძე

 

 

 

 

 

 

 

 

კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. 231 მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2   და ტ2  პუნქტები:

 

                2) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, თვითმმართველობის ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

                2) სოციალურ–კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება.

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

კანონპროექტის პირველი მუხლის მესამე პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო ფასისა) და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;

  

გათვალისწინებულია

დანართი 12

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               

მუხლი 1. საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

                1. 231 მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2   და ტ2  პუნქტები:

 

                2) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, თვითმმართველობის ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

 

                2 ) სოციალურ–კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება.

 

               2. 321 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განუსაზღვროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და გაცნობის წესი და პირობები.’’.

 

                3. კანონის 38- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მთავრობის კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება:

) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრა, პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;

) ადგილობრივი საკუთრების ქონების სარგებლობაში გადაცემა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;

) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;

) ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის ან/და წარმომადგენლისათვის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის წარმოების, შიდა პროცედურების განსაზღვრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;

) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური (გარდა სააუქციონო საპრივატიზებო ფასისა) და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;

ვ) დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;

) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;

) სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

) მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება.’’

 

                4. 38- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განხორციელებისას ქ. თბილისის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი/შუამავალი უფლებამოსილი არიან ნებისმიერი დოკუმენტაცია მიიღონ, შეადგინონ ან/და გასცენ როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუკი ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი გამომცემი ორგანოს ოფიციალური ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.“

               

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                   მიხეილ სააკაშვილი

 

დანართი 13

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 14

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“

საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს რგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 15

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 16

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

1. კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ1) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;“

 

2. კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელების საკითხი, გარდა ისეთი უწყვეტი მომსახურების შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება მომდევნო წლის 1 თებერვლამდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხორციელდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.“

 

3. კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმას შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგენს სააგენტოს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების შესყიდვების წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს, შესყიდვების გეგმის წარდგენის მომენტისათვის, შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.“

 

5. კანონის მე-9 მუხლს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„41. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა შესყიდვების წლიურ გეგმაში და შეცვლილი შესყიდვების გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა.

 

6. კანონის 161 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოწვეულ ზიანზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია ამ კანონის მე–9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიულ აქტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება.“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                            მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 17

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 18

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

ასლი:               საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციომდეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

შეთანხმებაზე

„საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი   შეთანხმება   „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

დანართი 19

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილეის შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“,საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე(№07-5/1327) და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

დანართი 20

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

და

„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტებ „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მათ მიმართ შენიშვნები და არ გააჩნია.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

დანართი 21

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:  საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილების შეტანის თაბაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 7 მარტის სხდომაზე ენით განიხილა საქართველო პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიას, გია გოგუაძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი (№07-5/1337) საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაბაზე და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 
modules