ოქმი #3

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #3

 

. თბილისი                                   23 თებერვალი  2012 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ. სამადაშვილი, . წურწუმია, კ. ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე,   ი. გაბისონია. მ. ჯულაყიძე, გ. სირაძე, ვ. ქარუმიძე, თ. შაბაშვილი, მ. მეტრეველი, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ნინო ენუქიძე – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხათუნა კაპანაძე – მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, ვახტანგ ბალავაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებ შეტანის ობაზე“.

(მესამე მოსმენა)

/მომხ.ნათია მიქელაძე/

  1. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მესამე მოსმენა)

/მომხ.ნათია მიქელაძე/

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის“ მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მეორე მოსმენა)

/მომხ.ნინო ენუქიძე/

 

  1. 4.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მეორე მოსმენა)

/მომხ.ხათუნა კაპანაძე/

 

  1. 5.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ.ხათუნა კაპანაძე/

 

  1. 6.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ხათუნა კაპანაძე/

 

  1. 7.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონბმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/

  1. 8.საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონბმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/

 

  1. 1.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და  „სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებ შეტანის ობაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისას კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ შესულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹1).

 

  1. 2.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისას კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისას კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილება არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).

 

  1. 3.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის“ მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილება არ შესულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

  1. 4.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. წარმოდგენილი იქნა გამოთქმული შენიშვნების (დანართი 4) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტი (დანართი 5).

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).

 

  1. 5.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 7) შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

ბადაგაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹8).

  1. 6.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 9) შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹10).

 

  1. 7.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 11) შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ, კიკალეიშვილმა;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹12).

 

  1. 8.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონბმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 13) შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ, ჯაბუამ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹12).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                         გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“                                                                 საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

და          

     „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“                                                                      საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 23 თებერვლის სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებ სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 23 თებერვლის სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 23 თებერვლის სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

კანონის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

ვინაიდან კანონპროექტით წარმოდგენილ 25-ე მუხლს ემატება მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება სააგენტოს შექმნის მიზანს და ეხება სააგენტოს მიერ განსახორციელებელ ფუნქციებს, მიზანშეწონილია, მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"სააგენტოს მიზნები და ფუნქციები"

გათვალისწინებულია

მიზანშეწონილია, კანონპროექტის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცალსახად განისაზღვროს საფასურის დაწესება და შემდგომ მოხდეს საფასურის ოდენობის დადგენა.

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

პროექტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხლი 312) 25- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 25. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები

1. სააგენტოს ძირითადი მიზანია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განაწილება, რეალიზაცია ან/და მისი განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა.

2. სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას.

3. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის განხორციელებისათვის წესდება საფასური, რომელიც მთლიანად მიიმართება სააგენტოს ანგარიშზე.

4. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის განხორციელებისას, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესს, მომსახურების სახეებს და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

 

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის განხორციელებისას, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეების და საფასურის ოდენობის დამტკიცება.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

საქართველოს პრეზიდენტი           მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 23 თებერვლის სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

                                                                                          პროექტი                                            

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

     1.   საქართველოს საგადასახადო კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:

 

„მუხლი 261. ტურისტული საწარმო

             1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასტუმროს მშენებლობას, სასტუმროს აქტივების ან მისი ნაწილის სხვა პირზე მიწოდებას მისი უკან იჯარით მიღების მიზნით და უზრუნველყოფს მისი, როგორც სასტუმროს ფუნქციონირებას, ექსპლუატაციაში მიღებიდან არანაკლებ 8 წლის განმავლობაში.

       

         2. ამ მუხლით გათვალისწინებული იჯარა არის პირის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ტურისტული საწარმოსგან სასტუმროს აქტივების/მისი ნაწილის შეძენა და ამავე საწარმოსათვის დროებით ფასიან სარგებლობაში გადაცემ, მისი გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ.

 

            3. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია ეწეოდეს მხოლოდ ამ მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას, შენობის ფართის არანაკლებ 40%-სა გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებისათვის გამოსაყენებლად, ამასთან ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის განმავლობაში ტურისტული საწარმოს მიღებული შემოსავალი კონკრეტული ობიექტიდან არ უნდა იყოს გასხვისებული და უკან დაბრუნებული ქონებაზე ნაკლები.

 

           4. პირს, ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭება შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ქონების შემძენის მიერ, ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე-51 მუხლის საფუძველზე   თანხის დაბრუნებისას, მოითხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა.

 

             5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში უქმდება ტურისტული საწარმოს სტატუსი, იჯარის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ტურისტული საწარმოსათვის სტატუსის მინიჭების მომენტიდან ჰკარგავენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით მინიჭებულ უფლებებს და დადგენილ საგადასახადო შეღავათებს და ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე-51 მუხლის საფუძველზე დაბრუნებული თანხის გადახდევინების უზრუნველყოფა ხორციელდება სოლიდარულად ამ პირთა ქონებიდან ან წარდგენილი უზრუნველყოფიდან.

 

         6. ტურისტული საწარმოსათვის სტატუსის მინიჭების და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

          

 

         2. 63 -ე მუხლის მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„5.1 პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად ან მის უფლებამოსილ/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილ სასტუმროს აქტივებს/მის ნაწილს იჯარით გადასცემს ამავე ტურისტულ საწარმოს, აქტივის შეძენისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი უბრუნდება საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენიდან 3 თვის ვადაში თუ დაცულია 26 მუხლითა და ამ მუხლით განსაზღვრული პირობები.

 

3. 99-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“და „ძ“ ქვეპუნქტი:

 

„ჩ) ტურისტული საწარმოს მიერ სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ან/დას მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი სარგებელი.

 

ძ) ტურისტული საწარმოს მიერ, სასტუმროს ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთი თვის ვადით სასტუმროს მომსახურების(სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად წარმოშობილი სარგებელი“

           4. 174-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ)   პირისათვის, რომელსაც ამ კოდექსის 63-ე მუხლის მე- 51 მუხლის საფუძველზე დაბრუნებული აქვს აქტივის შეძენისას გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი, დაბრუნებული თანხის ფარგლებში.“

 

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 23 თებერვლის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 05.09.2003 წელი) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 

4. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები მათი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას თავისუფლდებიან რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან .“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                            იხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

კანონპროექტზე

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 23 თებერვლის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების   შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 11

პროექტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 191 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

         ა) 191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 პუნქტი:

               „131. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო ფასის გადახდის ნაცვლად შესაძლებელია მოხდეს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის სანაცვლო ქონების გადაცემა (გაცვლა). ქონების ღირებულება დგინდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე.“;

              

) 191 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 და მე-20 პუნქტები:

„19. თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების სახელმწიფოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძელზე.. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია ასევე მიიღოს გადაწყვეტილება აქციებზე და წილებზე საკუთრების უფლების მიტოვების თაობაზე, აქციებზე და წილებზე თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება შესაბამის უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

20. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, აქციები და წილები შეიძლება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს. მოძრავი ქონების, აქციებისა და წილების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს . თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით. ქონების გადაცემა ხორციელდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძელზე.. . თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ასევე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აქციებსა და წილებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ, აქციებსა და წილებზე . თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრების უფლება მიტოვებულად ითვლება საკუთრების უფლების მიტოვების უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან..

 

2. 195 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის მიერ გადაწყვეტილების გაცნობისთანავე, უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას...

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                               მიხეილ     სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 23 თებერვლის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 13

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

               

მუხლი 1. საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

                1. 231 მუხლ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2 პუნქტი:

                2) ადგილობრივ საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აქციებისა და წილების სახელმწიფოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის, თვითმმართველობის ერთეულებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, ასევე აქციებზე და წილებზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება..“

 

               2. 321 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს განუსაზღვროს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის და გაცნობის წესი და პირობები.’’.

 

                3.. კანონის 38- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მთავრობის კომპეტენციას ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხებში განეკუთვნება:

) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის განსაზღვრა, პრივატიზება და მართვა, ამ ქონების დაცვა და მოვლა-პატრონობა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;

) ადგილობრივი საკუთრების ქონების სარგებლობაში გადაცემა, მათ შორის, წარმომადგენლის ან შუამავლის მეშვეობით;

) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;

) ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი პირისათვის ან/და წარმომადგენლისათვის ქონების განკარგვასთან დაკავშირებული, მათ შორის, ელექტრონული აუქციონის წარმოების, შიდა პროცედურების განსაზღვრა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით;

) პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;

ვ) დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;

) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;

) სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

) მთავრობის მიერ დაფუძნებული ან/და მისი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული სამეწარმეო იურიდიული პირების ქონების გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის წესების დამტკიცება..’’

 

                4.. 38- მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის მე–2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განხორციელებისას ქ. თბილისის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი/შუამავალი უფლებამოსილი არიან ნებისმიერი დოკუმენტაცია მიიღონ, შეადგინონ ან/და გასცენ როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა, თუკი ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი გამომცემი ორგანოს ოფიციალური ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაცემული ნებისმიერი შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი ელექტრონული ფორმით გაცნობისთანავე.“

               

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                 მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

დანართი 14

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 23 თებერვლის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 
modules