| ოქმი #2 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #2
ქ. თბილისი 15 თებერვალი 2012 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
/მომხ. ხათუნა კაპანაძე/
/მომხ.ნათია მიქელაძე/
(მეორე მოსმენა) /მომხ.ნათია მიქელაძე/
(მეორე მოსმენა) /მომხ.ნათია მიქელაძე/
(პირველი მოსმენა) /მომხ.ნინო ენუქიძე/
(პირველი მოსმენა) /მომხ.რუსუდან კემულარია/
/მომხ.რუსუდან კემულარია/
/მომხ.რუსუდან კემულარია/
/მომხ.გოჩა მამაცაშვილი/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
ლევან ნიჟარაძე დაიბადა 1981 წლის 26 ნოემბერს ქ. თბილისში.
2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მშენებლობის მენეჯმენტის სპეციალობით;
2006 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;
2006 წლის მარტიდან 2011 წლის თებერვლამდე მუშაობდა შპს „ლოგოს“ პროექტის მენეჯერად. დროებით უმუშევარია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ნატალია დვალი დაიბადა 1978 წლის 5 იანვარს ქ. თბილისში.
1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით; 2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 2007 წელს დაამთავრა Advanced English Certificate; Internexus, Regent‘s College ლონდონში.
მიღებული აქვს მონაწილეობა პროფესიული ტრენინგებში: 2003 წლის 29 მაისი-2 ივნისი - NDI, IRI, IREX, IFES, Partners Georgia; ტრენინგ-კურსი - ქალები პოლიტიკაში; 2003 წლის მარტი-ივნისი - თბილისი, ICCN - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი, ტრენინგ-კურსი მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების დარგში; 2003-2004 წლებში - NDI საქართველო; მომავალი ქალი ლიდერები.
2000-2002 წლებში იყო თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ლოგიკის მასწავლებელი; 2001-2003 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის 164-ე საშ. სკოლის ლოგიკის მასწავლებლად; 2010 წლიდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაციის „New vision Georgia” წევრი; 2011 წლიდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა“-ს დამფუძნებელი, წევრი; 2005 წლიდან დღემდე არის შპს „ბრიტანული სახლის“ დირექტორი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ნიკოლოზ ნარსია დაიბადა 1979 წლის 26 ივლისს ქ. თბილისში.
2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობით.
1996-2002 წლებში მუშაობდა შპს „სამებაში“ ბუღალტერ-მოანგარიშედ; 2002-2003 წლებში მუშაობდა შპს „ეგრის-აუდიტის“ აუდიტორად; 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისათვის“ მოწვეული სპეციალისტი; 26.03.2004-11.06.2004 წელს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის მე-4 განყოფილების (შიდა ქართლი) ოპერატიული თანამშრომელი; 26,10,2004-28,12,2004 წელს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა უსაფრთხოების სამმართველოს რეჟიმისა და პირადი უსაფრთხოების განყოფილების წამყვან სპეციალისტად; 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის სამაშველო სამსახურში.
დროებით უმუშევარია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი ლევან ნიჟარაძის, ნიკოლოზ ნარსიასა და ნატალია დვალის კანდიდატურები და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომა
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
შეერთებისთვის წარმოდგენილ „საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ“ 1967 წლის კონვენციაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის შესახებ“ 1967 წლის კონვენცია და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 6
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
”6. სამინისტრო მასთან დაცული დოკუმენტაციის ქაღალდის მატარებლის მეშვეობით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებს ასლის დედანთან იგივეობას. 7. სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დოკუმენტი ელექტრონული სახით შეიძლება გაიცეს სამინისტროს ვებგვერდის – www.privatization.ge შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს.”
ა) მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ კანონის საფუძველზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;” ბ) 41 და 42 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
”2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას ელექტრონული ფორმით, ვებგვერდ – www.privatization.ge-ის მეშვეობით, ან წერილობით, რაც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.”
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში. ” ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
,,მუხლი 473. თხოვების ხელშეკრულების შეწყვეტა და მოძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემა 1. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება ჩაითვალოს ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმით გადაცემულად და შეწყდეს შესაბამისი თხოვების ხელშეკრულებები. 2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული თხოვების ხელშეკრულებების მიმართ.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 7
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 8 პროექტი
საქართველოს კანონი
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ, 41, 30/12/2004) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ამ კანონით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლების (შემდგომში “მოსაკრებლები“) გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს (შემდგომში ,,სააგენტო“). სააგენტო მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს ამ კანონით და საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“
ბ) კანონს მე-9 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 92 მუხლები:
,,მუხლი 91. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება
1. ამ კანონით განსაზღვრული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდაზე პასუხისმგებელ პირს (შემდგომში პასუხისმგებელი პირი) და სააგენტოს შორის შესაძლებელია დაიდოს მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შეთანხმება (შემდგომში ,,შეთანხმება“).
2. შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს: ა) პასუხისმგებელი პირის მიერ განცხადების შეტანის მომენტისათვის ან რომელიმე კონკრეტულ პერიოდში/პერიოდებში გადასახდელი მოსაკრებლების და საურავის ოდენობის განსაზღვრა, შემცირება, ან/და მათი გადახდის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გადავადება (მათ შორის განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება; ბ) მომავალ პერიოდში/პერიოდებში გადასახდელი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრა, მისი გადახდის (მთლიანად ან ნაწილობრივ) ვადის განსაზღვრა, გადავადება (მათ შორის განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოსაკრებლების გადახდის გადავადება (მათ შორის განაწილვადება) არა უმეტეს 3 წლით ხორციელდება წლიური 4% სარგებლით, ხოლო სამ წელზე მეტი ვადით - არანაკლებ წლიური 4%-ით. 4. შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებელ პირს დაეკისრება გადაუხდელი თანხის 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა. 5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შეთანხმების გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
მუხლი 92. შეთანხმების გაფორმება
1. პასუხისმგებელი პირი შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადების მიღების შემდგომ სააგენტო უფლებამოსილია: ა) უარი თქვას შეთანხმების გაფორმებაზე, რაც წერილობით უნდა ეცნობოს პასუხისმგებელი პირს. ასეთ შემთხვევაში სააგენტო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უარი; ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, რომელიც თავის მხრივ გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 2. შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება პასუხისმგებელი პირის მიერ შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა, ხოლო ამ კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობა. 3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პასუხისმგებელ პირს უნდა ეცნობოს წერილობით. 5. შეთანხმების დადების შემდეგ დაუშვებელია შეთანხმებით გათვალისწინებული მოსაკრებლების ოდენობის გადახედვა (დაზუსტება), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია. 6. პასუხისმგებელი პირის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევა გამოიწვევს შეთანხმების გაუქმებას საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის და შეთანხმების შესაბამისად.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
დანართი 9
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომა
დანართი 10 პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხლი 312) 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25. სააგენტოს მიზნები 1. სააგენტოს ძირითადი მიზანია სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განკარგვა, განაწილება, რეალიზაცია ან/და მისი განადგურების ღონისძიებათა კოორდინაცია და ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა. 2. სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, მათ შორის, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას. 3. დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის განხორციელებისას, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესს, მომსახურების სახეებს და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასაური მთლიანად მიიმართება სააგენტოს ანგარიშზე.“.
მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობის განხორციელებისას, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეების და საფასურის ოდენობის დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 11
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 12
საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათ კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ „საქართველოსა და აზიის განვითარების შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფანი)“ 2011 წლის 30 დეკემბერის ცვლილებაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფანი)“ 2011 წლის 30 დეკემბერს წერილების გაცვლის გზით დადებული ცვლილება და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 13
საქართველოს პარლამენტის საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი : საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 14
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|






