ოქმი #1

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #1

 

. თბილისი                                   10 თებერვალი,  2012 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

მ.სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე,

კ. კურდღელაშვილი, . კიკალეიშვილი,

გ. კანდელაკი, რ.მაისურაძე, დ.ოვაშვილი,

თ. ჩარკვიანი, გ.ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე,   თ.შაბაშვილი, ი. გაბისონია. მ.ჯულაყიძე, გ. სირაძე,   თ.ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ნინო ენუქიძე – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე,

ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,

დავით ლომიძე – შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დანელია – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.

 

 

      

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                            დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი    შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“

/მომხ.ნათია მიქელაძე/

 

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,   „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ.

(პირველი მოსმენა)

/მომხ.ნათია მიქელაძე/

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებ შეტანის ობაზე“.

(პირველი მოსმენა)

/მომხ.ნათია მიქელაძე/

 

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ.ნათია მიქელაძე/

 

5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

/მომხ.ნინო ენუქიძე/

 

6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ

   სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ

/მომხ. დავით ლომიძე/

 

1. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ   რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი    შეთანხმების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, 2011 წლის 25 ოქტომბერს ქ. ამანში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება-. აღნიშნული შეთანხმება ეფუძნება ღია ცის პრინციპებს.

 

შეთანხმების მიხედვით ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისათვის საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.

 

აღნიშნული შეთანხმების ძლაში შესვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ოირდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, მომსახურების პირობების ამაღლებას და ტურიზმის განვითარებას.

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

2. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,   „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

აღინიშნა რომ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კა­ნონ­პრო­ექ­ტის ძირითადი არსია ნებართვის შემოღება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განხორციელებულ შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე, როდესაც გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება უცხო ქვეყნის გადამყვან-გადამზიდველის, ან უცხო ქვეყნაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის მიერ, რომელიც ასრულებს არაკომერციულ (კერძო) ფრენას.

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ­პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი არ­სი მდგო­მა­რე­ობს იმ­აში, რომ შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გამცემ ორგანოდ განისაზღვროს სსიპ ”სამოქალაქო ავიაციის სააგენტო”.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილების შე­ტა­ნის შესახებ კანონპროექტი ითვალის­წი­ნებ­ს ეფექტურ სანქციებს იმ სამართალდარღვე­ვებისათვის, რომელიც საფრთხეს უქმნის სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ი­აც­ი­ის დარ­გის უს­აფრ­თხო ფუნქციონირებას.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 2) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტების ტექსტები (დანართი 3).

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

3. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და  „სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებ შეტანის ობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ. განხილული იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 5) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 6).

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

 

4. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, წარმოდგენილი ცვლილებებით დაზუსტებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადა, კერძოდ ნაცვლად 1 თვისა განსაზღვრულია 30 კალენდარული დღე, ხოლო პირდაპირი მიყიდვისას საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადა განისაზღვრება პრეზიდენტის განკარგულებით.

 

კანონპროექტით სამინისტროს ენიჭება ასევე უფლებამოსილება, ვებ-გვერდის მეშვეობით გადასცეს აუქციონზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 8) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 9).

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10).

 

5. მოისმინეს:

მოხსენება „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

 

აღინიშნა რომ, შემოთავაზებული კანონპროექტის   მიღების მიზეზია ყაზბეგის რაიონში არსებული ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელების ხელშეწყობის აუცილებლობა.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის გამოყოფილი   ფართობებისათვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მოხსნას, რომლებიც ხვდებიან ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, კიკალეიშვილმა, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 11).

 

6. მოისმინეს:

მოხსენება სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ

სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა რომ, კანონპროექტით ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებებისათვის ადმინისტრაციული სასჯელის შეფარდება სამედიცინო საქმიანობის უკანონოდ წარმოებისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების დარღვევის შემთხვევაში.

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, კიკალეიშვილმა, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 12).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                           რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

დანართი 1

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

სარატიფიკაციო შეთანხმებაზე

„საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ   წარმოდგენილი    შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და

„საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“

კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”

გათვალისწინებულია

„საქართველოს საჰაერო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

პროექტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ.264 ) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

  

       ა)   24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 282 და   28 3 პუნქტები:

               „282 შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამყვან-გადამზიდველი, ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდი, რომელიც ასრულებს არაკომერციულ (კერძო) ფრენას.  

         28.3 საქართველოში რეგისტრირებული გადამყვან-გადამზიდველის, ან არაკომერციულ (კერძო) ფრენის განმახორციელებელი საჰაერო ხომალდის შიდა არარეგულარული ფრენის ნებართვა, რომელიც სრულდება სერტიფიცირებულ აეროდრომზე.”

 

         ბ) 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           3. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები (გარდა 24-ე მუხლის 28-ე, 281,, 282,, 283, პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

 

       გ) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ნებართვის გამცემი ვალდებულია განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა, გარდა 24-ე მუხლის 28-ე, 281,, 282,, 283, პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.”

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი               მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

  

   1. 22-ე მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებული იქნეს.

  

   2. 48-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „3.დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.“

 

   3. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „ მუხლი 59. საავიაციო საქმიანობის ნებართვა

1. არარეგულარული საერთაშორისო და შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან საავიაციო სამუშაოები ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.

2. საჰაერო გადამყვან-გადამზიდველს ეკრძალება ნებართვით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება, თუ მას არ გააჩნია მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი.

3. სააგენტო გასცემს:

ა)   საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას.           

ბ)   არარეგულარული საერთაშორისო   საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას;

გ) შიდა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას, უცხო ქვეყნის გადამყვან-გადამზიდველის ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის მიერ არაკომერციულ (კერძო) ფრენის შესრულებისას.“

დ) საქართველოში რეგისტრირებული გადამყვან-გადამზიდველის, ასევე არაკომერციული (კერძო) ფრენის განმხორციელებელი საჰაერო ხომალდის შიდა არარეგულარული ფრენის ნებართვას.

4. სააგენტო ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი

 

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კოდექსში

ცვლილები შე­ტა­ნის შე­სა­ხებ

 

მუხ­ლი1. სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კოდექსში (საქარ­თვე­ლოს სსრ უმ­აღ­ლე­სი საბ­ჭოს უწ­ყე­ბე­ბი, N12, 1984 წე­ლი, მუხ. 421) შეტა­ნილ იქ­ნ შემ­დე­გი ცვლი­ლე­ბა:            

  1. 1.109-ე მუხ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით:

მუხ­ლი 109. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დით სა­ხი­ფა­თო ტვირ­თის გადაზიდვის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დით სა­ხი­ფა­თო ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვის წესების  დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 2000-დან 20 000 ლა­რამდე”.

  1. 2.111-ე მუხ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით:

მუხ­ლი 111. სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ი­აც­ი დარ­გში მოქ­მე­დი ნორმატიული აქტების დარღვევა

                  სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ი­აც­ი­ის დარ­გში მოქ­მე­დი ნორმატიული აქტების დარღვევა,-

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500-დან 20 000 ლა­რამ­დე.  

  1. 3.1111-ე მუხ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით:

მუხ­ლი 1111. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივრ­ცის გა­მო­ყე­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორგა­ნოს ნე­ბა­და­ურ­თვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივრცეში ფრენი წესის ან სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ობ­ის მომ­სა­ხუ­რე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა

  1. 1.სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივრ­ცის გამოყე­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს ნე­ბა­და­ურ­თვე­ლად, -

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 5000-დან 20 000 ლა­რამ­დე.

  1. 2.სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დისა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივრ­ცეში ფრენის წესის ან სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ობ­ის მომსახუ­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, -

გა­მო­იწ­ვევს დაჯბას 1 000 ლა­რის ოდ­ენ­ობ­ით”.

4. კო­დექსს და­ემ­ატ­ოს შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის 1112-ე - 1115- მუხ­ლე­ბი:

                       მუხ­ლი 1112. სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა

სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დის ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, -

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 5 000 - დან 10 000 ლა­რამ­დე.

მუხ­ლი 1113. სა­ავ­ი­ა­ცო ტექ­ნი­კის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის წე­სე­ბის დარღვე­ვა

სა­ავ­ი­აც­იო ტექ­ნი­კის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, -

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 5000 -დან 20 000 ლა­რამ­დე.

მუხ­ლი 1114. სა­მო­ქა­ლა­ქო აერ­ოდ­რომ­ზე ფრე­ნე­ბის უს­აფრ­თხო­ებ­ის უზრუნველმყო­ფი და ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა

სა­მო­ქა­ლა­ქო აერ­ოდ­რომ­ზე ფრე­ნე­ბის უს­აფრ­თხო­ებ­ის უზ­რუნ­ველ­მყო­ფი და ექსპლუ­ატ­აც­ი­ის დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 5 000-­დან 10 000 ლა­რამ­დე.

       მუხ­ლი 1115. სა­მუ­შაო ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის (ოს­ტა­ტო­ბის) არმქონე ავიასპეციალისტის დაშ­ვე­ბა

სა­მუ­შაო ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის (ოს­ტა­ტო­ბის) არ­მქო­ნე ავიასპეცილისტის დაშ­ვე­ბა,

გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 5 000 ლა­რის ოდენობით.

5.    კო­დექ­სის 132- მუხ­ლი ამ­ოღ­ებ­უ­ლ იქ­ნ

6.    213- მუხ­ლი ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს შემ­დე­გი რე­დაქ­ცი­ით:

მუხ­ლი 213. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

ამ კო­დექ­სის 109-, 111-, 1111-ე-1115- მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ადმინისტრაცუ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვების საქ­მე­ებ­ის გან­ხილ­ვი­სა და ადმინისტრაცი­უ­ლი სახ­დე­ლის და­დე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სა­მო­ქა­ლა­ქო ავიაციის სა­აგ­ენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სილ პი­რებს”.

7. 239- მუხლს და­ემ­ატ­ოს შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის 471-ე ნა­წი­ლი:

471. ამ კო­დექ­სის 109-, 111-ე, 1111-ე-1115- მუხ­ლე­ბით გათვალის­წი­ნე­ბულ ადმინისტრა­ცი­უ­ლ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვათა შესახებ ოქმს ად­გენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი აჯარო სამართლის იურიდიული პირის - სა­მო­ქა­ლა­ქო ავიაციის სა­აგ­ენ­ტოს უფლებამოსილი პი­რები”.

8. 295- მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის ქვე­პუნ­ქტი ამ­ოღ­ებ­ულ იქ­ნ.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                            მიხეილ სააკაშვილი           

 

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

და მის თნმდევ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 თებერვლის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებდა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეზღვაურის წიგნაკის გაცემისათვის“;

გათვალისწინებულია

 

2.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მეზღვაურის წიგნაკის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 35 ლარია“.

გათვალისწინებულია

 

3.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეზღვაურის წიგნაკის გაცემისათვის - შესაბამისი განცხადების შეტანისას“.

 

გათვალისწინებულია

 

 

დანართი 6

პროექტი

საქართველოს კანონი

„სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

               

     მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს

კანონშ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №9, 26.04.2002, მუხ. 43)

შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    

„მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.“

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილები შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

      

მე-3 მუხლის „გ’’ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „გ“ მეზღვაურის წიგნაკის გაცემისათვის.“

მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი   რედაქციით:

         „5. მეზღვაურის წიგნაკის გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 35 ლარია.“

  1. 1.მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მეზღვაურის წიგნაკის გაცემისათვის - შესაბამისი განცხადების შეტანისას“.

   მუხლი 2.   ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

დანართი 7

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“                                                                 საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

და          

     „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“                                                                      საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 10 თებერვლის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებ სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ვალდებულების შესრულების სრულად ან ნაწილობრივ დადასტურებისთვის გამოყენებულ იქნას როგორც ელექტრონული, ასევე წერილობითი ფორმა და შესაბამისად, სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების   დადასტურებას ელექტრონული ფორმით, ვებგვერდ – www.privatization.ge-ის მეშვეობით, ან წერილობით, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.”

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს ცვლილება:

  1. 1.მე-51 მუხლს დაემატოს მე-6-მე-7 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

 

”6. სამინისტრო მასთან დაცული დოკუმენტაციის ქაღალდის მატარებლის მეშვეობით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებს ასლის დედანთან იგივეობას.

7. სამინისტროს/სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს დოკუმენტი ელექტრონული სახით შეიძლება გაიცეს სამინისტროს ვებგვერდის – www.privatization.ge შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან სისწორის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული სახით გამოცემულ დოკუმენტს.”

 

  1. 2.მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ა) აუქციონში გამარჯვებულმა ამ კანონის საფუძველზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საპრივატიზებო საფასური;”

ბ) 41 და 42 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 

  1. 3.მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას ელექტრონული ფორმით, ვებგვერდ – www.privatization.ge-ის მეშვეობით, ან წერილობით, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.”

 

  1. 4.

       ა)მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას მყიდველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასურს იხდის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ ვადაში. ”

 

         ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                          მიხეილ სააკაშვილ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 10 თებერვლის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 11

 

საქართველოს პარლამენტის

გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების კომიტეტს

 

ასლი:           საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 10 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

ასლი:      საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სამართალდარღვევა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 10 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სამართალდარღვევა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებდა მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე