ოქმი #10

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #10

 

. თბილისი                                   6 აპრილი 2012 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, კ. ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე რ. ყანჩაველი, ი. გაბისონია, ვ. ქარუმიძე, მ. ჯულაყიძე, გ. სირაძე, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

ირაკლი გორდულაძე – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი გივი კუბლაშვილის, ზაზა კორინთელისა და გიორგი ჯანოაშვილის კანდიდატურები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) ვაკანტურ თანამდებობაზე თანხმობის მისაღებად.

/მომხ. ირაკლი გორდულაძე/

 

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები:თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დასაქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ

(მესამე მოსმენა)

/მომხ. გია ხუროშვილი/  

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად

 

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლიბის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მესამე მოსმენა)

/მომხ. გია ხუროშვილი/  

აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად

 

  1. 4.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ.

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 5.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

(მეორე მოსმენა)

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 6. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი)“ და „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმება (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი)“

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

 

 

  1. 1.მოისმინეს:

  

  

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი  გივი კუბლაშვილის, ზაზა კორინთელისა და გიორგი ჯანოაშვილის კანდიდატურები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის (მეურვის) ვაკანტურ თანამდებობაზე თანხმობის მისაღებად.

 

მომხსენებელმა წარმოადგინა კანდიდატურების (დანართი 1) ბიოგრაფიები.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

  1. 2.მესამე

მოსმენით

   განიხილეს:

 

მოხსენება თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“, დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის   შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ საქართველოს კოდექსის“ პროექტის მიმართ გამთქმული   შენიშვნების (დანართი 3) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 4).

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით (მომხრე 10, წინააღმდეგი 1 (ჩახვაძე) მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

  1. 3.მესამე

მოსმენით

   განიხილეს:

 

მოხსენება „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლიბის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

ბადაგაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

  1. 4.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 7) გათვალისწინებით რედაქტირებული „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ კანონპროექტების ტექსტები (დანართი 8).

 

აღინიშნა რომ, პირველი მოსმენით წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის ინიციატივა - „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­­რო კო­დექ­სში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნის შესახებსა­ქარ­თვე­ლოს კანონის პროექტი, იყო თანმდევი კანონპროექტილიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში ცვლილების შე­ტა­ნის თა­ობ­­ზე კა­ნონპრო­ექ­ტისა და რო­მე­ლიც გამოთხოვილ იქნა საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის მიერ.

 

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს კა­ნონის ­პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი არსი მდგო­მა­რე­ობს იმ­­ში, რომ საქართველოს საჰაერო კოდექსი შესაბამისობაში იქნას მოყვანილისარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონთან, რომლის შესაბამისადაც აღარ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის რეგისტრაციისათვის დადგენილი მოსაკრებელი, კერძოდ, საჰაერო კოდექსიდან ხდება 22- მუხლის მე-8 ნაწილის ამოღება, რაც ითვალისწინებდა საჰაერო ხომალდის მესაკუთრის მიერ რეგისტრირების სერტიფიკატის მისაღებად სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

 

კანონპროექტის ინიცირებ ასევე განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებითსაქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულების შესრულების აუცილებლობით, რომელიც გულისხმობს ევრორეგულაციების და მათ საფუძველზე მიღებული პროცედურების, სახელმძღვანელოების, სახელმძღვანელო მასალების დარგში დანერგვას და მათ საფუძველზე საქმიანობის განხორციელებას. კერძოდ, საჰაერო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლს, სადაც საუბარია საავიაციო საქმიანობის ნორმატიულ აქტებზე ემატება 11 ნაწილი, რომელშიც მოხდება იმის აღნიშვნაც, რომ საავიაციო საქმიანობა რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებით და პროცედურებით.

 

ასევე პირველი მოსმენით წარმოდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა - „სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ კოდექსის მოქ­მე­დი რედაქცი­ის ის მოთ­ხოვ­ნე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც რე­გუ­ლირ­დე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ი­აც­ი­ის დარ­გში სამართალდარღვე­ვე­ბი, სრუ­ლად არ ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც დარ­გში ფრე­ნის უსაფრთხოების, ასე­ვე სა­ავ­ი­აც­იო უშ­იშ­რო­ებ­ის უზრუნველ­ყო­ფის საკითხებს და იმ პრევენცი­ულ ზომებს, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლი უნ­და იყ­ოს დარ­გის უს­აფრ­თხო ფუნქციონირ­ებ­ის­ად­მი. დარ­გში შესაძლო სამართალდარღვევებ­ზე კო­დექ­სის 109- – 1111-ე მუხლებით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი იმ­დე­ნად მი­ზე­რუ­ლია (შრო­მის ანაზღა­ურ­ებ­ის სამ მინიმალურ ოდ­ენ­ობ­ამ­დე), რომ ის­ი­ნი, პრაქ­ტი­კუ­ლად არ­ავ­ით­არ პრევენცი­ის არსს არ შე­იც­ავ­ენ. A

 

 

 

ვინაიდან, სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ი­აც­ი­ის სფერო წარ­მო­ად­გენს მო­მე­ტე­ბუ­ლი საფრ­თხის წყა­როს, შესაბამისად უნდა არსებობდეს სათანადო სამართლებრივი მიდ­გო­მაც მი­სი უს­აფრ­თხო და მოწესრიგე­ბუ­ლი საქმიანობისა და გან­ვი­თა­რე­ბი­სად­მი. აღ­ნიშ­ნუ­ლი დარ­გის უსაფრ­თხო ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებ­ის სამართლებ­რი­ვი რე­გუ­ლი­რე­ბა უნ­და ეფ­უძ­ნე­ბო­დეს სატრანსპორ­ტო პრო­ცე­სის უსაფრთხოებას და საიმედოობ­ას, რაც მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტერესების გათვალის­წი­ნე­ბი­სა და დაც­ვის სა­უკ­ეთ­ე­სო სა­შუ­ალ­ებ­აა. აქედან გამომდინარე, ადმინისტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კოდექ­სი უნდა ითვალის­წი­ნებ­დეს ეფექტურ სანქციებს იმ სამართალდარღვე­ვებისათვის, რომელიც საფრთხეს უქმნის სა­მო­ქა­ლა­ქო ავ­ი­აც­ი­ის დარ­გის უს­აფრ­თხო ფუნქციონირებას.U

 

კანონპროექ­ტი ითვალისწინებს:

) ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 109-ე, 111-ე და 1111-ე მუხლე­ბის ახ­ალ რედაქ­ცი­ას და საპ­რე­ვენ­ციო შე­სა­ბა­მის სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ებს;

) 1112-ე, 1113-ე, 1114-ე და 1115-ე ახ­ალ მუხ­ლებს, რომ­ლე­ბი­თაც გათვალისწინებუ­ლია საჰაე­რო ხო­მალ­დის ექს­პლუ­ატ­აც­ი­ის, სა­ავ­­­ცო ტექ­ნი­კის ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის, სამოქალა­ქო აერ­ოდ­რომ­ზე ფრე­ნე­ბის უს­აფრ­თხო­ებ­ის უზ­რუნველ­მყო­ფი ნორმების დარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება;

გ) 213-ე მუხლის ახალ რედაქციას, რომელიც ემყარება ”ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის თანახმადაც, საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური რეგულირების ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო;

დ) კოდექსის 239-ე მუხ­ლის 471-ე პუნქტის და­მა­ტე­ბას, რო­მე­ლიც განსაზღვრავს 109-ე და 111-ე-1115-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მის შედ­გე­ნა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სილ პირებს.

 

აზრი გამოთქვეს:

ხუროშვილმა, კოხოძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 9).

 

  1. 5.მეორე

   მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

განხილული იქნა კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 10) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტები (დანართი 11).

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 12).

 

  1. 6.მოისმინეს:

  

 

მოხსენება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი)“ და „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმების (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი)“ შესახებ.

 

 

 

აღინიშნა რომ,მიმდინარე წლის 22 მარტს ფინანსთა სამინისტროში საქართველოსა და განვითრების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის“ დაფინანსებისა და სასესხო ხელშეკრულებებ.

 

ხელშეკრულებები ითვალისწინებს გრძელვადიანი და შეღავათიანი პირობებით ფინანსური რესურსის გამოყოფას ჯამში 70 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, აქედან IDA-ს შეღავათიანი პირობებით გათვალისწინებულია 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფა (სესხის ხანგრძლივობა 25 წელი, მათ შორის 5 წელი შეღავათიანი პერიოდი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 2% ჯამურად), ხოლო IBRD-ის პირობებით კი 30 მილიონი აშშ დოლარის სესხის გამოყოფა (სესხის ხანგრძლივობა 25 წელი, მათ შორის 10 წელი შეღავათიანი პერიოდი, Libor-ზე დაფუძნებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით).

 

პროექტი ითვალისწინებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 225 კმ საერთო სიგრძის (გზების ნუსხა თან ერთვის) შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციას და ასევე კახეთის რეგიონალური გზების დაახლოებით 200 კმ სიგრძის საგზაო ქსელის მოვლა-შენახვას და რეაბილიტაციას. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურის ბენეფიციარი 100 000-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეა, რომელიც საქართველოს რეგიონებში, სარეაბილიტაციო გზების მიმდებარედ ცხოვრობს. პროექტის განხორციელებას კოორდინაციას და მონიტორინგს გაუწევს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

   

აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ამოქმედება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და სტაბილური  განვითარებისთვის, რადგან იგი  ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების სწრაფ განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. გზების რეაბილიტაციის შედეგად, შემცირდება მგზავრობის დრო და სატრანსპორტო ხარჯები,  გაუმჯობესდება მგზავრობის ხარისხი, გაადვილდება სოფლებსა და რაიონულ ცენტრებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა. ყველაფერი ეს კი ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, ტურიზმის და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორების წახალისებას როგორც მშენებლობის მიმდინარეობის, ასევე დასრულების შემდეგ.

 

აღსანიშავია, რომ აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 6 საგზაო მონაკვეთზე უკვე მიმდინარე წლის აპრილ-მაისიდან დაიწყება (მათი საერთო სიგრძდაახლოებით 60 კმ-ია). აღნიშნული გზების ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ხოლო კიდევ 13 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის მიმდინარეობისას 5 000-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. 

 

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი  მსოფლიო ბანკთან შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტის გაგრძელებაა. პირველი პროექტის ფარგლებში (ჯამში 90 მილიონი აშშ დოლარი) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა დაახლოებით  700 კმ შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გზს.

 

სარეაბილიტაციო გზების ნუსხა:

 

  1. 1.შულავერი-წითელი ხიდი (კმ.7-კმ.11);
  2. 2.ქვედა საქარა-საზანო (კმ.1-კმ14);
  3. 3.ქუთაისი-ალპანა-მამისონი (კმ.116-კმ125);
  4. 4.ჩოხატაური-ბახმარო (კმ.4-კმ.6);
  5. 5.ჭიათურა-უსახელო-კორბოული (კმ.6-კმ24);
  6. 6.დიდი დმანისი-დმანისი-ბედიანი (კმ.17-კმ26);
  7. 7.ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგა (კმ.16-კმ22);
  8. 8.ულიანოვკა-ბოდბე-გამარჯვება (კმ.1-კმ21.3);
  9. 9.ნატანები-შრომა-ურეკი (კმ.2-კმ17);
  10. 10.თბილისი-თიანეთი (კმ.39-კმ.51);
  11. 11.ინგირი-შამგონა (7 კილომეტრი);
  12. 12.ქუთაისი-წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილი (კმ.50-კმ63);
  13. 13.ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (კმ.74-კმ.78);
  14. 14.ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის (კმ.13-კმ23.5);
  15. 15.ნოსირი-გეჯეთი-ნოქალაქევი (კმ.9-კმ10, კმ15-კმ.16.5);
  16. 16.იგოეთი-ლამისყანა-ახმაჯი (კმ.1-კმ.9.5);
  17. 17.ზომლეთი-ხიხაძირი (კმ.5-კმ.11);
  18. 18.მცხეთა-შიომღვიმეს მონასტერი (კმ.5-კმ.11);
  19. 19.ჭიათურა-პერევისა-სვერი-თვალუეთი-გეზრული (კმ.8-კმ22);

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, ხუროშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 13).

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                      გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

გიორგი ჯანოაშვილი დაიბადა 1979 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისში.

 

2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის სპეციალობით.

 

2005 წლის 1 მარტიდან 2008 წლის 10 იანვრამდე მუშაობდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - კვლევისა და განვითარების ასოციაციის” პროექტების მენეჯერად, 2008 წლის 1 აპრილიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მოწვეულ სპეციალისტად;

 

2009 წლის 17 ნოემბრიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობის მთავარ სპეციალისტად.

 

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

 

გივი კუბლაშვილი დაიბადა 1983 წლის 30 ივლისს ქ. თბილისში.

 

2004 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობით, სწავლობს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტში  ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

 

2005-2006 წლებში მუშაობდა შპს „საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის კვლევის ინსტიტუტში“ მონიტორინგის სპეციალისტად, 2006 - 2007 წლებში შპს „საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის კვლევის ინსტიტუტში“ გარე რეკლამირების მონიტორინგისა და გაყიდვების მენეჯერად, 2008 - 2009 წლებში სსთიბისი ბანკში“ მოლარე-ოპერატორად;

 

2010 წლის 1 თებერვლიდან დღემდე - მუშაობს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობის მთავარ სპეციალისტად.

 

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

 

ყავს მეუღლე და ქალიშვილი.

ზაზა კორინთელი დაიბადა 1973 წლის 29 დეკემბერს ქ. თბილისში.

 

1997 1999 წლებში სწავლობდა პოლონეთში ქ. კრაკოვის თანამედროვე მუსიკისა და ჯაზის აკადემიაში, 2002 წელს დაამთავრა ნიკო ნიკოლაძის სახელობის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის ბოლნისის ინსტიტუტი საფინანსო-საკრედიტო და საგადასახადო სპეციალობით.

 

2000 წლიდან აქტიურად მონაწილეობს არასამთავრობო სექტორის საზოგადოებრივ და კულტურულ საქმიანობაში: 2004 წლიდან არის ფესტივალ „არტ-გენის“ დამფუძნებელი და არტ-დირექტორი, 2007 წლიდან საქველმოქმედო ფონდ „წამის“ დამფუძნებელი, პრეზიდენტი.

 

ფლობს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, თურქულ და პოლონურ ენებს.

                 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დ ა ს კ ვ ნ ა

 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატურების შესახებ

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი გივი კუბლაშვილის, ზაზა კორინთელისა და გიორგი ჯანოაშვილი კანდიდატურები და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“

საქართველოს კოდექსის პროექტის

განხილვისას წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნა

გათვალისწინების მდგომარეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კოდექსის პროექტიდან ამოღებულ იქნას 45–ე მუხლის მე–4 პუნქტი

 

გათვალისწინებულია

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

1. კანონპროექტის 103–ე მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

9. 2013 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და მისი დადგენილი წესით მიღება.

 

2. კანონპროექტის 103–ე მუხლის მე–10 პუნქტი ამოღებულ იქნას და შესაბამისად პუნქტები გადაინომროს.

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

პროექტი

 

საქართველოს კოდექსი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ

 

კარი III

ტექნიკური საფრთხის კონტროლი

 

მუხლი 45. სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა

1. სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას:

) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა დაწყლის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე:

.) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;

.) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით;

.) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით;

.) მეხუთე კლასის (განსაკუთრებული მნიშვნელობის) შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით;

) თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ მუხლისქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 1 000 ლარით;

) მუნიციპალიტეტის დასახლებაშიქალაქში, გარდა ამ მუხლისქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 500 ლარით;

) მუნიციპალიტეტის დასახლებაშიდაბაში ან სოფელში, გარდა ამ მუხლისქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, – 200 ლარით.

2. თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებს, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

3. II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მითითების გაცემამდე 45 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს.

ცების ეროვნული ნიშანი დაიტანოს დაკანონებულ გაზომვის საშუალებაზე ან თანდართულ დოკუმენტზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის საშუალება არ საჭიროებს ტიპის დამტკიცებას, მწარმოებელს ან იმპორტიორს, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეუძლია საკუთარი ნიშანი დაიტანოს გაზომვის საშუალებებზე ამ შემთხვევაში ასეთი ნიშანი მკაფიოდ უნდა განსხვავდებოდეს ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშნისაგან.

3. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი უნდა დაიტანონ დაკანონებული გამზომი საშუალების გამოსაჩენ ადგილას. ნიშნები უნდა იყოს მკაფიო და არ იშლებოდეს.

4. ტიპის დამტკიცების ეროვნული ნიშანი და მისი დატანისადმი არსებული მოთხოვნები, დგინდება ტექნიკური რეგლამენტით.

 

კარი VIII

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 103. გარდამავლი დებულებები

1. შესაბამისმა უწყებებმა 2012 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას წარუდგინონ მისაღები ტექნიკური რეგლამენტების პროექტები მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (ნორმების, წესების, ინსტრუქციების, მოთხოვნების) რევიზიის შედეგად.

2. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქართველოს მთავრობა დადგენილებით აქვეყნებს ქვეყანაში მოქმედი/რეგისტირებული ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას.

3. საქართველოს მთავრობა ვალდებულია წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნოს და რეესტრში რეგისტრირებული მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების განახლებული სია.

4. ამ კოდექსის ამოქმედებიდან საქართველოს მთავრობამ 6 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა რომელთა ტექნიკური რეგლამენტი საქართველოში დაშვებულია სამოქმედოდ.

5. ამ კოდექსის ძალაში შესვლამდე სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, რომლებიც თავისი შინაარსით არის ტექნიკური რეგლამენტი ექვემდებარება ამ კოდექსის 57- მუხლის შესაბამისი ფორმით გამოცემას და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში რეგისტრაციას.

6. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრა.

7. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაადგინოს ამ კოდექსის 21- მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის სადაზღვევო კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები და დაზღვევის წესი.

8. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში აკრედიტაციის ერთიანმა ეროვნულმა ორგანომაკრედიტაციის ცენტრმა უზრუნველყოს ამ კანონის მოთხოვნათა ასახვა თავის ნორმატიულ აქტებში.

9. 2013 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება და მისი დადგენილი წესით მიღება.

10. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კანონდებლობით დადგენილი წესით.

11. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

12. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დებულება და საშტატო ნუსხა.

13. საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის უფლებამონაცვლედ 1998-2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

15. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კოდექსის 104- მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად ცნობილი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.

16. ამ მუხლის 16- ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებამდე მოქმედებს ამ კოდექსის 104- მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები;

17. ამ კოდექსის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მარგულირებელ ნორმატიული აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამობების განსაზღვრის მიზნით;

18. საქართველოს მთავრობამ 6 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ ქვეყნების ნუსხა რომელთა შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია საქართველოში;

19. საქართველოს მთავრობამ 6 თვის ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს შესაბამისობის შეფასების პროცედურის გავლის წესი იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული შესაბამისობის შეფასებას დაქვემდებარებული ობიექტებისა, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ მუხლის მე-19 ნაწილით განსაზღვრულ დადგენილებაში.

20. საქართველოს მთავრობამ 6 თვის ვადაში უზრუნველყოს იმ ქვეყნების ნუსხის განსაზღვრა, რომელშიც წარმოებულია რეგულირებულ სფეროს მიკუთვნებული პროდუქტი, და საქართველოს ბაზარზე განთავსდება შეზღუდვების გარეშე.

21. საქართველოს მთავრობამ 1 თვის ვადაში დაამტკიცოს შესაბამისობის შეფასების მოდულები და ქვემოდულები და მათთან დაკავშირებული პროცედურები.

22. ამ კოდექსის 89- მუხლით დადგენილი მოდულების შესაბამისად, ქვემოდულები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

23. საქართველოს მთავრობა ადგენს იმ ქვეყნების ნუსხას, რომლის პროდუქტის მარკირება დაიშვება საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი შესაბამისობის შეფასების გარეშე.

24. ამ კოდექსთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო პროექტების წარდგენა.

25. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე 2012 წლამდე არ განხორციელდეს ამ კოდექსით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.

26. ეს კოდექსი ვრცელდება ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ ყველა იმ არაფუნქციონირებად/მიტოვებულ, დანგრეულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც მოექცევა ამ კოდექსის 47- მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ ზონაში, ხოლო 6-თვიანი ვადის დინება დაიწყება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის მიერ ამ კოდექსის 47- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ზონის განსაზღვრის შესახებ მიღებული აქტის ამოქმედების დღიდან.

27. ამ კოდექსის მოქმედება გავრცელდეს ამ კოდექსის 46- და 47- მუხლებით გათვალისწინებულ იმ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებებზედაც, რომლებიც მის ამოქმედებამდე დაიწყო.

28. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონის 22- მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელზედაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დასრულდეს ამ კოდექსის 44- მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ

და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტებზე,

„სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენრეთა დაცვის შესახებ“

საქართველოს კოდექსის პროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტზე

და

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“

საქართველოს კოდექსის პროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 6 აპრილის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კა­ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომერციული ბან­კების საქ­მიანობის შესახებ“ სა­ქართ­ველოს კანონში ცვლილების შე­ტანის თაობაზე“, საქართ­ველოს სამოქალაქო კო­დექსში ცვლილების შეტა­ნის თაობაზე“, „საქართველოს სა­ვაჭრო-სამ­რეწველო პა­ლა­ტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლი­ლების შე­ტა­ნის თაო­ბაზე“,საქართ­ველოს სისხლის სამარ­თ­ლის კოდექსში ცვლი­ლების შეტანის შესახებ“, „წი­აღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო­ბაზე“, საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენრეთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.    

                      

     გიორგი მელაძ

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

„იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მასზე თანმდევ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 6 აპრილის სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლიბის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი 7

”საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების

მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

”საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით საჰაერო კოდექსის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს 11 ნაწილი. შესაბამისად, მართებულია წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

11. გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, საავიაციო საქმიანობა რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოები, სახელმძვანელო მასალებით და პროცედურებით.

გათვალისწინებულია

2.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით საჰაერო კოდექსის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ 11 ნაწილის დამატების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის პუნქტები გადაინომროს.

კერძოდ, საჰაერო კოდექსიდან 22-ე მუხლის მე-8 ნაწილის ამოღება გათვალისწინებულ იქნეს პირველი მუხლის მე-2 პუნქტით (პირველი მუხლის პირველი პუნქტის ნაცვლად). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”2. ამოღებულ იქნეს კოდექსის 22-ე მუხლის მე-8 ნაწილი.”

გათვალისწინებულია

3.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

საქართველოს პარლამენტიდან ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის გათხოვნის გამო საჭიროებას მოკლებულია ”საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის წარმოდგენილი რედაქციის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით შემოთავაზებული ცვლილებების განხორციელება. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონის პროექტიდან ამოღებულ იქნეს პირველი მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედი რედაქციით შემოთავაზებული ცვლილება და პირველი მუხლის მე-3 პუნქტი.

გათვალისწინებულია

4.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე”

გათვალისწინებულია

 

 

 

დანართი 8

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

 

”11. გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, საავიაციო საქმიანობა რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოები, სახელმძვანელო მასალებით და პროცედურებით.

ამოღებულ იქნეს კოდექსის 22-ე მუხლის მე-8 ნაწილი.

  

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                               მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,

„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

და

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ“.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 6 აპრილის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ“.

 

კანონპროექტები: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ მომზადებულად იქნა მიჩნეული საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

რაც შეეხება კანონპროექტს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კომიტეტმა ცნობად მიიღო, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149–ე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, იგი გათხოვნილი იქნება ინიციატორის მიერ.

 

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარ

დანართი 10

 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

კანონპროექტზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

#

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

1.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტს მიზანშეწონილია დაემატოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში ცვლილებაც და ჩასწორდეს ტერმინოლოგიურად, რადგან იცვლება ტერმინი „სათამაშო მაგიდა“ და მის ნაცვლად ხდება ტერმინის „სამორინეს მაგიდის“ შემოღება. შესაბამისად კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) სამორინეს სეიფი – სპეციალურად მოწყობილი ოთახი, სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სულ ცოტა 10000 ლარის ოდენობით), სამორინეს მთელი შიდა დოკუმენტაცია, სამორინეს სათამაშო ინვენტარი, რომელიც არ არის სტაციონარულად დამონტაჟებული (ბურთულები რულეტისთვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს დასტები, კარაბინები ბანქოს დასარიგებლად, სინები ბანქოს დასარიგებლად, კამათლები და ა. შ.)

გათვალისწინებულია

2.

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით ახლებურად ყალიბდება აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროს ცნება. მიზანშეწონილია დაზუსტდეს, რომ აღნიშნული არ ეხება კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. შესაბამისად, კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:             „ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციისა), სადაც მოლარის საშუალებით ხორციელდება მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა“.

გათვალისწინებულია

3.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია       კანონპროექტს დაემატოს კანონის 201 მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილებაც და ჩასწორდეს ტერმინოლოგიურად, რადგან იცვლება ტერმინი „აზარტული ტურნირის მაგიდა“ და მის ნაცვლად ხდება ტერმინის „კლუბის მაგიდის“ შემოღება. შესაბამისად 201 მუხლის მე-2 პუნქტი მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.“.

გათვალისწინებულია

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

4.

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტი

ნათლად უნდა განისაზღვროს, რომ ნებართვის გარეშე დაუშვებელია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების გამართვა სისტემურ–ელექტრონული ფორმით ინტერნეტ მომსახურების ობიექტებში და ასეთი საქმიანობის   განხორციელება სამართალდარღვევაა

გათვალისწინებულია

(შესაბამისი ცვლილებები დაემატა ძირითად კანონპროექტს (კანონის მე–11 მუხლის 24 პუნქტი) და კანონპროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კოდექსის 1762 მუხლი))

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

5.

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნა მიზაშეწონილია ჩასწორდეს ტერმინოლოგიურად და დაემატოს აზარტული კლუბი. შესაბამისად ეს შენიშვნა მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები“.

 

გათვალისწინებულია

6.

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტს დაემატოს დებულება, რომლის მიხედვითაც, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლდება აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები, - საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირების მიერ, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და მოგება, ისედაც უკვე თავისუფლდება საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან, შესაბამისად, მიზანშეწონილია კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები, - საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა“.

გათვალისწინებულია

7.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

საკანონმდებლო პაკეტი, მიზანშეწონილია გასწორდეს რედაქციული თვალსაზრისით.

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

დანართი 11

 

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-3 მუხლის:

ა) ”ა” და „ა1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში;“;

           ა1) აზარტული ტურნირი − თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით. თუ სამორინეს ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას იყენებს მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის და არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, უფლება არ აქვს აზარტული ტურნირის ჩატარებიდან მიიღის შემოსავალი. აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ;“;

         ბ) „გ“, „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „გ) სამორინე – სპეციალური სათამაშო დაწესებულება, რომელშიც ორგანიზატორი  სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინეს მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) საშუალებით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას;

           დ) სამორინეს მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინეს წარმომადგენელსა და მოთამაშეს (მოთამაშეებს) შორის მიმდინარეობს თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის მიზნებისთვის, სამორინეს მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც ამოქმედდება მექანიკურად;

                1) კლუბის მაგიდა − სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც მოთამაშეებს შორის თამაშობა მიმდინარეობს ბანქოს მეშვეობით. თამაშობაში ბანქოს დარიგება შესაძლოა განახორციელოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა) წარმომადგენელმა;“;

გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

               „ზ1) აზარტული კლუბი - სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობა ან შენობა-ნაგებობის ფართობის ნაწილი (მათ შორის, გამოყოფილი ფართობის ნაწილი), სადაც განთავსებულია კლუბის მაგიდა/მაგიდები, რომელიც არ უნდა ჩანდეს შენობა-ნაგებობის გარეთა მხრიდან;“;

             დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „ჟ) სამორინეს სეიფი – სპეციალურად მოწყობილი ოთახი, სადაც ინახება სამორინეს სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სულ ცოტა 10000 ლარის ოდენობით), სამორინეს მთელი შიდა დოკუმენტაცია, სამორინეს სათამაშო ინვენტარი, რომელიც არ არის სტაციონარულად დამონტაჟებული (ბურთულები რულეტისთვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს დასტები, კარაბინები ბანქოს დასარიგებლად, სინები ბანქოს დასარიგებლად, კამათლები და ა. შ.);;

           ე) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „ქ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო - სპეციალურად მოწყობილი ადგილი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკრო საფინანსო ორგანიზაციისა), სადაც მოლარის საშუალებით ხორციელდება მოთამაშისთვის გახსნილ დეპოზიტზე თანხის შეტანა ან/და მოგების გაცემა;“.

 

                2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

          „4. აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობის განმახორციელებლი პირისათვის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი შემთხვევისა.“.

 

                3. მე-11 მუხლის:

             ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „1. ნებართვის გაცემას ექვემდებარება:

             ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა;

             ბ) სამორინეს მოწყობა;

             გ) ტოტალიზატორის მოწყობა;

             დ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა;

             ე) ლოტოს მოწყობა;

             ვ) ბინგოს მოწყობა;

           ზ) აზარტული კლუბის მოწყობა.“;

 

         ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:              

             „21. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობა შეუძლია მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინეს მოწყობის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.”;

 

            გ) 22 პუნქტშემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „23“ პუნქტი:

             „23) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვ გაიცემა მხოლოდ ქ. თბილისში სამორინეს ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინეს დარბაზის ან/და სათამაშო აპარატების სალონისგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.“;

 

             დ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „3. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა 1 წლის ვადით. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები – 5 წლის ვადით, ხოლო აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა - სამორინეს ან სათამაშო აპარატების სალონის იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზეც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა.

             4. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოს მოწყობის ნებართვები გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისთვის.“;

 

             ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

              „5. დაუშვებელია სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მისამართების შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანის გზით, თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი მისამართისთვის დადგენილია მოსაკრებლის სხვა განაკვეთი. აღნიშნულ შემთხვევაში, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის და ტოტალიზატორის მოწყობისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა გაიცეს ახალი ნებართვები.“.    

 

           4. მე–12 მუხლის პირველი პუნქტის:

            ა) „ე” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

            ბ) „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „ვ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;“.

 

           5. მე–19 მუხლის პირველი პუნქტის:

           ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „ბ) სამორინეს მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: სამორინეში არსებული სამორინეს მაგიდების ან/და კლუბის მაგიდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით; მინიმალური და მაქსიმალური ფსონები; სამორინეს მუშაობის წესები; სამორინეში მოქცევის წესები; სამორინეში მიმდინარე თამაშობების წესები; კლუბის მაგიდის არსებობის შემთხვევაში – მომსახურების პროცენტის ოდენობა. მოგების გაცემის ვადა და ადგილი; პრეტენზიის განხილვის ვადა.“;

 

           ბ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „დ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;“.

 

             6. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

             „მუხლი 191

             1. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს აზარტული კლუბის მოწყობის პირობები (რეგლამენტი), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: აზარტულ კლუბში არსებული კლუბის მაგიდების ჩამონათვალი, სახელწოდების, საქარხნო ნომრის, დამზადების წლის და დამამზადებელი ქვეყნის მითითებით; კლუბის მაგიდაზე მომსახურების პროცენტის ოდენობა; აზარტული კლუბის მუშაობის წესები; აზარტულ კლუბში მოქცევის წესები და მიმდინარე თამაშობების წესები; სათამაშო ჟეტონის ნიმუშები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

             2. აკრძალულია აზარტულ კლუბში იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის აზარტული კლუბის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით).“.

 

           7. მე–20 მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „ბ.გ) მოგების გაცემის ადგილი (ადგილები) და ზღვრული ვადა (თუ მოგება გაიცემა ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი (მისამართები)); პრეტენზიის განხილვის ვადა;“.

 

           8. 201 მუხლს:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

            2. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.“;

                ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

             „21. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი აზარტული ტურნირის გამართვის შემთხვევაში აზარტული ტურნირის მოწყობამდე 2 სამუშაო დღით ადრე, ინფორმაციის სახით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს აზარტული ტურნირის მოწყობისა და ჩატარების პირობებს, რომელშიც ასევე უთითებს აზარტული ტურნირის დაწყებისა და დასრულების თარიღებს, კლუბის მაგიდების რაოდენობას.“.

 

           9. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

               „მუხლი 21

              1. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში, აზარტული თამაშობის ორგანიზატორმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი თამაშობის მოწყობის პირობები (რეგლამენტი).

                   2. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეს, აზარტული კლუბის და სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალსა და თამაშის წესებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს აღნიშნულის თაობაზე.

                   3. აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სისტემურ-ელექტრონული თამაშობის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე შეტყობინება განათავსოს თამაშობისთვის განკუთვნილ ვებგვერდზე (ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში) და ცვლილების შეტანიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს.

              

           10. 24–ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

               „1. სამორინეში დამონტაჟებული უნდა იყოს და უნდა ფუნქციონირებდეს არანაკლებ შვიდი სამორინეს მაგიდა, მათგან ერთი – სათამაშო ბორბალზე (რულეტზე) სათამაშოდ.“.

 

           11. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „მუხლი 28

                   1. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, გამოიყენოს თავის სახელზე გაცემული სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე არსებული სალაროები.

                   2. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, სხვა პირებზე გაცემული სამორინეს, აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის ან/და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტებზე მოაწყოს სალაროები.

                   3. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორს თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისას უფლება აქვს, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში მოაწყოს ამ კანონის მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სალარო.“.

 

         12. 29-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) სამორინე, აზარტული კლუბი, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორისთვის, ლოტოსა და ბინგოსთვის სპეციალურად მოწყობილი შენობა-ნაგებობები უზრუნველყოს მუდმივი დენის წყაროთი, აღჭურვოს დარბაზში, სალაროსთან, შემოსასვლელში და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელში ვიდეოჩაწერა უნდა მიმდინარეობდეს ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, სამორინეს, აზარტული კლუბის და სათამაშო აპარატების სალონის მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე – მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული მატარებლები, შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს. სალარო აღჭურვოს ჯავშნიანი ფანჯრით და შესაბამის დაცვის სამსახურთან დამაკავშირებელი საგანგაშო სიგნალით.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორს ეკრძალება მოთამაშეებზე სესხის გაცემა ფსონის დასადებად.“.

 

           13. 311 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იქმნება ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭო (შემდგომ – საბჭო), რომლის შემადგენლობა და რეგლამენტი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”.

 

14. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

           „1. 21 წლამდე პირისთვის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში, ხოლო 18 წლამდე პირისთვის − სათამაშო აპარატების სალონში და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილებში შესვლა ან/და თამაშობებში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში) მონაწილეობა აკრძალულია. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით უზრუნველყოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესული პირის ასაკის შემოწმება, თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი, რომ მისი ასაკი არ აკმაყოფილებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“.

 

15. 33–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „მუხლი 33

                1. სამორინეს მაგიდები,  კლუბის მაგიდები, სათამაშო აპარატები და სხვა სათამაშო ინვენტარი, რომლებიც გამოიყენება თამაშობისათვის, შეიძლება იყოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის საკუთრებაში ან სარგებლობაში.

                2. სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდების და სათამაშო აპარატების გამოყენება თამაშობაში დასაშვებია მხოლოდ განმასხვავებელი აღნიშვნის  (საქარხნო ნომრის) არსებობის შემთხვევაში.“.

 

16. 371 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები:

                „ნ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ – 2 000 ლარს;

                ო) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ, მის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

აქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

                1. 82- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ) აზარტული კლუბის მომწყობი პირის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა;“.

               

                2. 99- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) აზარტული კლუბის მომწყობი პირის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა;“.

 

                3. 154- მუხლის პირველი ნაწილისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) წამახალისებელი გათამაშების, სამორინეს (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.

 

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები;“.

 

4. 259- მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები, - საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა.“.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                 მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

 

1. 1761 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

         მუხლი 1761. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში ან/და მომგებიან   თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის დაშვება

 

1. 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში მონაწილეობის დაშვება, ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის დაშვება, -

 

გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, -

 

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით..

 

2. 1761 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1762 მუხლი:

                „მუხლი 1762. ინტერნეტ მომსახურების გაწევის ობიექტში, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობა.

                1. ინტერნეტ მომსახურების გაწევის ობიექტში, გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობა, -

                გამოიწვევს ინტერნეტ მომსახურების გაწევის ობიექტის მფომელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

 

                2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, -

                გამოიწვევს ინტერნეტ მომსახურების გაწევის ობიექტის მფომელის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.“.

 

 

 

მუხლი 2. ეს კანონის ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                     მიხელ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 6 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

დანართი 13

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებასა

და

„საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმებაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტკის კომიტეტმა 2012 წლის 6 აპრილის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი)“ და „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმება (შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტი)“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე