| ოქმი #11 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #11
ქ. თბილისი 11 აპრილი 2012 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
(მესამე მოსმენა) /მომხ. რუსუდან კემულარია/
/მომხ. რუსუდან კემულარია/
(მეორე მოსმენა) /მომხ. ნათია მიქელაძე/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 11 აპრილის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
სასესხო შეთანხმებაზე რეგიონული განვითარების პროექტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 11 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონული განვითარების პროექტი) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 1
”საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” და ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 4 პროექტი საქართველოს კანონი
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
”11. გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებით და პროცედურებით.” ამოღებულ იქნეს კოდექსის 22-ე მუხლის მე-8 ნაწილი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: `მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000- დან 20 000 ლარამდე.’’
2. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 111. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა,- გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 20 000 ლარამდე.~
3. 1111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: `მუხლი 1111 საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება უფლებამოსილი ორგანოს ნებადაურთველად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა 1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება უფლებამოსილი ორგანოს ნებადაურთველად, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5000- დან 20 000 ლარამდე. 2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.~
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1112-ე - 1115-ე მუხლები:
`მუხლი 1112. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, - გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000- დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1113. სამოქალაქო საავიაცო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა,- გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 -დან 20 000 ლარამდე.
მუხლი 1114. სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1115. სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) არ მქონე ავიასპეციალისტის დაშვება სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) არმქონე ავიასპეცილისტის დაშვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. კოდექსის 132-ე მუხლი ამოღებული იქნეს;
6. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: `მუხლი 213. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ამ კოდექსის 109-ე, 111-ე, 1111-1115 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“
7. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 ნაწილი: „471. Aამ კოდექსის 109-ე, 111-ე, 1111- 1115-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.”
8. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის `დ~ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
M მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 5
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 11 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||






