|
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომის
ოქმი #13
ქ. თბილისი 25 აპრილი 2012 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
|
კომიტეტის წევრები:
|
თ. წურწუმია, კ. კურდღელაშვილი, კ. ბადაგაძე, გ. კანდელაკი, ზ. კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;
|
|
აპარატის მუშაკები:
|
ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე ვ. ქარუმიძე, გ. სირაძე, მ. მეტრეველი, თ. ჯაფარიძე;
|
|
მოწვეულები:
|
ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი.
|
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
- 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
(მესამე მოსმენა)
/მომხ. ნათია მიქელაძე/
- 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(მეორე მოსმენა)
/მომხ. ნათია მიქელაძე/
- 3.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჟაფარიძის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-5/1385; 17.04.12)
(პირველი მოსმენა)
/მომხ. ზვიად კუკავა/
- 4.საქართველოს პარლამენტის წევრების კახა ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-5/1399; 23.04.12).
/მომხ. ზვიად კუკავა/
- 1.მესამე
მოსმენით
განიხილეს:
|
მოხსენება „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.
წარმოდგენილი იქნა კანონპროექტების მიმართ გამოთქმული შენიშვნების (დანართი1) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტების ტექსტი (დანართი 2).
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).
|
|
2. მეორე
მოსმენით
განიხილეს:
|
მოხსენება „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.
წარმოდგენილი იქნა კანონპროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნების (დანართი4) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 5).
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
კიკალეიშვილმა, ჩახვაძემ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).
|
- 3.პირველი
მოსმენით
განიხილეს:
|
მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-5/1385; 17.04.12)
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჟაფარიძის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
წარმოდგენილი იქნა კანონპროექტის მიმართ გამოთქმული შენიშვნების (დანართი7) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 8).
აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება განაპირობა ყოველდღიურ სამეწარმეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში წარმოქმნილმა პრობლემამ, რომელიც დაკავშირებულია „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულ ხარვეზთან, რომელიც არ აძლევს საშუალებას მოვალე საწარმოს, კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილების უუნარობის შემთხვევაში სასამართლოში მიმართვისას გაიხსნას გადახდისუუნარობის საქმე და შემდგომში გაკოტრებულად გამოცხადდეს საწარმო, რადგან სასამართლო იმ პირობებში, როდესაც საწარმოს არ გააჩნია საკმარისი ქონება, რათა დაფაროს გაკოტრების ხარჯები, გადახდისუუნარიანობის საქმის გახსნაზე უარს აცხადებს.
სასამართლო იყენებს რა კანონის ნორმას გაკოტრების ზოგადი მიზნების შესახებ, არ ხსნის გაკოტრების წარმოებას, თუკი დაადგენს, რომ საწარმოს არ გააჩნია საკმარისი ქონება, რათა დაფაროს გაკოტრების ხარჯები. ამასთან სამეწარმე ურთიერთობებში ზოგჯერ პარტნიორების საერთო თანხმობის არარსებობის გამო ვერ ხერხდება ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
იქმნება სიტუაცია, როცა, ერთი მხრივ, პარტნიორების მიერ ვერ მიიღება გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე, მეორე მხრივ, დირექტორი ასრულებს თავის ვალდებულებას გადახდისუუნარობის დადგომისთანავე მიმართოს სასამართლოს გაკოტრების თაობაზე, ხოლო სასამართლო უარს ამბობს გაკოტრების წარმოების დაწყებაზე იმ მიზეზით, რომ საწარმოს არ გააჩნია საკმარისი ქონება, რომ დაფაროს გაკოტრების ხარჯები მაინც. ამასთან, პარტნიორებმა, რომც მიიღონ გადაწყვეტილება ლიკვიდაციის თაობაზე, ამ გზაზე გადაულახავი წინააღმდეგობაა მეწარმეთა შესახებ კანონის ნორმა, რომელშიც აღნიშნულია ,,კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება წარედგინება მარეგისტრირებელ ორგანოს და იგი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია“.
გასაგებია, რომ თუკი საწარმოს არ გააჩნია გაკოტრებისათვის საჭირო ხარჯების თანხები, ის ვერც კრედიტორებს დააკმაყოფილებს. იქმნება სიტუაცია, როცა, ერთი მხრივ, არსებობს საწარმო, რომლის არსებობას არც იურიდიული და არც ეკონომიური საფუძველი არ გააჩნია, მეორე მხრივ არ არსებობს ამ საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი გზა. ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები გვთავაზობს ამ პრობლემების მოგვარების სამართლებრივ საშუალებას, რაც აღმოფხვრის არსებულ სამართლებრივ ჩიხს, რომელშიც ხვდება სამეწარმეო სუბიექტი.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ჩახვაძემ, კოხოძემ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 9).
|
- 4.მოისმინეს:
|
მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-5/1399; 23.04.12) საქართველოს პარლამენტის წევრების კახა ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
აღინიშნა რომ, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება განპირობებულია გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საგადასახადო ორგანოსათვის განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის და გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრით.
კანონპროექტის მიზანია მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი მიერ საგადასახადო ორგანოსათვის განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების სამართლებრივი რეგლამენტაცია, ასევე, გადახდისუუნარობის პროცესის დახვეწა და ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც გამოვლინდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისას.
ამ მიზნით, კანონს ემატება 361 მუხლი, რომლის თანახმად, მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციები. ასევე, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში, შეიტანოს მათში ცვლილება ან/და დამატება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რაც მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისაგან;
კანონის 38-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებით იცვლება აუქციონის დანიშვნის ვადები და უქმდება ქონების ნატურით გადაცემა, ასევე ემატება მესამე აუქციონის ჩატარების სამართლებრივი რეგულაცია. კერძოდ, თუ მეორე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მეორე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, მაშინ მეორე აუქციონის ჩატარებიდან არა უმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მესამე აუქციონი. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აღსრულების ეროვნული ბიურო. მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონების საწყისი ფასი შეადგენს ნულ ლარს. თუ მესამე აუქციონზე სამეურვეო ქონება ვერ გაიყიდა ან მესამე აუქციონის ჩატარების შემდეგ დარჩა სამეურვეო ქონების ნაწილი, მაშინ აღნიშნული ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
საგადასახადო კოდექში ცვლილება გამომდინარეობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებიდან და შეეხება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ პირის გათავისუფლებას სხვადასხვა გადასახადისაგან, როგორიცაა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი. ამავდროულად, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით რეალიზაცია იბეგრება დღგ-ით ამ მუხლის შესაბამისად, ხოლო ამ ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის თანხის პირის (სამეურვეო ქონების მესაკუთრის) სახელით ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილება გამომდინარეობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებიდან და კოდექსს ემატება 16510 მუხლი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ გადაცდომად განისაზღვრება მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ საგადასახადო ანგარიშგების „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ჩახვაძემ, ჯაბუამ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10).
|
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
”საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”
და
”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
|
|
შენიშვნის ავტორი
|
შენიშვნის შინაარსი
|
გათვალისწინების მდგომარეობა
|
|
”საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე”
|
|
1.
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
|
”საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ” შეთანხმებით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტით საჰაერო კოდექსის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს 11 ნაწილი, რომელშიც მიეთითება საავიაციო საქმიანობის საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის შესაბამისი აქტებით დარეგულირების თაობაზე. ამასთან, მართებულია იმავე მუხლში აღინიშნოს, რომ აღნიშნული აქტები ვრცელდება მხოლოდ სამოქალაქო საავიაციო საქმიანობაზე. შესაბამისად, მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
11. გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებით და პროცედურებით.”
|
გათვალისწინებულია
|
|
”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე”
|
|
1.
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
|
მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილ 1112-ე მუხლში და შესაბამისად, მის სათაურში გაკეთდეს მითითება, რომლითაც აღინიშნება, რომ ამ მუხლების დებულებები ვრცელდება მხოლოდ სამოქალაქო, და არა სახელმწიფო, საჰაერო ხომალდზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მართებულია კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილი 1112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1112. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000- დან 10 000 ლარამდე.”
|
გათვალისწინებულია
|
|
2.
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
|
მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილ 1113-ე მუხლში და შესაბამისად, მის სათაურში გაკეთდეს მითითება, რომლითაც აღინიშნება, რომ ამ მუხლების დებულებები ვრცელდება მხოლოდ სამოქალაქო, და არა სახელმწიფო, საჰაერო ხომალდზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მართებულია კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით წარმოდგენილი 1113-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 1113. სამოქალაქო საავიაცო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა
სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 - დან 20 000 ლარამდე.”
|
გათვალისწინებულია
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 2
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
- 1.კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
”11. გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებით და პროცედურებით.”
- 2.ამოღებულ იქნეს კოდექსის 22-ე მუხლის მე-8 ნაწილი.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`მუხლი 109. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა
სამოქალაქო საჰაერო ხომალდით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000- დან 20 000 ლარამდე.’’
2. 111-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 111. სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა
სამოქალაქო ავიაციის დარგში მოქმედი ნორმატიული აქტების დარღვევა,-
გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 20 000 ლარამდე.~
3. 1111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`მუხლი 1111 საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება უფლებამოსილი ორგანოს ნებადაურთველად, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის დარღვევა
1. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება უფლებამოსილი ორგანოს ნებადაურთველად, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000- დან 20 000 ლარამდე.
2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდით საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის ან საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.~
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1112-ე - 1115-ე მუხლები:
`მუხლი 1112. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა
სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000- დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1113. სამოქალაქო საავიაცო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა
სამოქალაქო საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესების დარღვევა,-
გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 -დან 20 000 ლარამდე.
მუხლი 1114. სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა
სამოქალაქო აეროდრომზე ფრენების უსაფრთხოების უზრუნველმყოფი და ექსპლუატაციის დადგენილი ნორმების დარღვევა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000-დან 10 000 ლარამდე.
მუხლი 1115. სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) არ მქონე ავიასპეციალისტის დაშვება
სამუშაო ადგილზე შესაბამისი კვალიფიკაციის (ოსტატობის) არმქონე ავიასპეცილისტის დაშვება, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
5. კოდექსის 132-ე მუხლი ამოღებული იქნეს;
6. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
`მუხლი 213. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -სამოქალაქო ავიაციის სააგენტო
ამ კოდექსის 109-ე, 111-ე, 1111-1115 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილ პირებს.“
7. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 ნაწილი:
„471. Aამ კოდექსის 109-ე, 111-ე, 1111- 1115-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფლებამოსილი პირები.”
8. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის `დ~ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
M
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 25 აპრილის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
|
შენიშვნის ავტორი
|
შენიშვნის შინაარსი
|
გათვალისწინების მდგომარეობა
|
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
|
კანონპროექტის პირველი მუხლის მე–3 პუნქტის გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) მე-9 და მე-10 ნაწილები ამოღებულ იქნას.
|
გათვალისწინებულია
|
|
კანონპროექტის პირველი მუხლის მე–3 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
დ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი შეღავათები.“.
|
გათვალისწინებულია
|
დანართი 5
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის ”დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”დ) ”ბილეთი” - მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის ვალდებულებას”.
2. 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. სამგზავრო მატარებლის კატეგორიებია:
ა) მოძრაობის სიჩქარის მიხედვით – ჩქარი და სამგზავრო;
ბ) მსვლელობის მანძილის მიხედვით – საერთაშორისო, მაგისტრალური და რეგიონული.”.
3. 39-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. საერთაშორისო და მაგისტრალური მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად;
ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ;
გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი;
დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად;
ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური;
ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა;
ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური;
თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით;
ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.”.
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”7. რეგიონული მატარებლით მგზავრობისათვის მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი);
ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი;
გ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი.”.
გ) მე-9 და მე-10 ნაწილები ამოღებულ იქნას.
დ) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაკისათვის საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი შეღავათები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 6
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 25 აპრილის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 7
“საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“
კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
|
შენიშვნის ავტორი
|
შენიშვნის შინაარსი
|
გათვალისწინების მდგომარეობა
|
|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
|
კანონპროექტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N9, 31.03.2007, მუხ. 87) 20-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 – მე-7ე პუნქტები:
„4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალის მიერ განცხადების შეტანის დროისათვის მისი ქონება ვერ უზრუნველყოფს ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული მიზნების მიღწევას, მაშინ სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტან პირს ავალებს უზრუნველყოს საწარმოს შესაძლო გაკოტრებულად გამოცხადებისა და მისი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კრედიტორთა გაფრთხილება ამ მუხლის მე-5-7 პუნქტებით დადგენილი წესით.“.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს განჩინების მიღებიდან 1 თვის ვადაში საწარმო საკანონმდებლო მაცნეში აქვეყნებს ინფორმაციას. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და იმის თაობაზე, რომ კრედიტორებმა, რომლებსაც სურთ თავიანთი მოთხოვნის აღიარება შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს განცხადების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. საწარმო, ასევე, უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის ყველა ცნობილი კრედიტორისათვის მოწოდებას.
6. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საწარმოს კრედიტორებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნა საწარმოს ქონებიდან, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით ამ კანონით დადგენილი წესით.
7. თუ საკანონმდებლო მაცნეში ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში არ იქნება წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნა საწარმოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და საწარმოს ქონებიდან თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, სასამართლო საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე გამოაცხადებს მას გაკოტრებულად, რაც წარმოადგენს საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.“.
|
გათვალისწინებულია
|
|
კანონპროექტის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
11. სასამართლოს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ, რომელიც უფლებამოსილი პირის მიერ 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.
|
გათვალისწინებულია
|
დანართი 8
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N9, 31.03.2007, მუხ. 87) 20-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 – მე-7ე პუნქტები:
„4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფ მოვალის მიერ განცხადების შეტანის დროისათვის მისი ქონება ვერ უზრუნველყოფს ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული მიზნების მიღწევას, მაშინ სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტან პირს ავალებს უზრუნველყოს საწარმოს შესაძლო გაკოტრებულად გამოცხადებისა და მისი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კრედიტორთა გაფრთხილება ამ მუხლის მე-5-7 პუნქტებით დადგენილი წესით.“.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს განჩინების მიღებიდან 1 თვის ვადაში საწარმო საკანონმდებლო მაცნეში აქვეყნებს ინფორმაციას. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და იმის თაობაზე, რომ კრედიტორებმა, რომლებსაც სურთ თავიანთი მოთხოვნის აღიარება შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს განცხადების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. საწარმო, ასევე, უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის ყველა ცნობილი კრედიტორისათვის მოწოდებას.
6. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საწარმოს კრედიტორებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნა საწარმოს ქონებიდან, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით ამ კანონით დადგენილი წესით.
7. თუ საკანონმდებლო მაცნეში ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში სასამართლოში არ იქნება წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნა საწარმოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისა და საწარმოს ქონებიდან თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, სასამართლო საწარმოს მოთხოვნის საფუძველზე გამოაცხადებს მას გაკოტრებულად, რაც წარმოადგენს საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.“.
მუხლი 2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994.##21-21, მუხ.455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
11. სასამართლოს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრებულად გამოცხადების შესახებ, რომელიც უფლებამოსილი პირის მიერ 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.
ბ) 142 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
1. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ან საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 9
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 25 აპრილის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-5/1385; 17.04.12) და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 10
საქართველოს პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 25 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახა ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-5/1399; 23.04.12) და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|