ოქმი #14

  

 

დარგობრივი ეკონომიკისა და 

ეკონომიკური პოლიტიკის 

კომიტეტის სხდომის  

ოქმი #14

 

  

. თბილისი              3 მაისი 2012 .

  

სხდომას თავმჯდომარეობდა:    გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:                    რამაზ ყანჩაველი

  

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, კ. კურდღელაშვილი, კ. ბადაგაძე,

გ. კანდელაკი, თ. კოხოძე, რ. მარსაგიშვილი, კ. ოქრიაშვილი, თ. ჩარკვიანი, დ. ოვაშვილი, გ. ჩახვაძე;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, რ. ყანჩაველი, . ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

მარიკა ვალიშვილი - ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, ნათია მიქელაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, დავით თოდრაძე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

(მესამე მოსმენა) 

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

(პირველი მოსმენა)

/მომხ. მარიკა ვალიშვილი/

 

 

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

(პირველი მოსმენა)

 

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

 

 4.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“

 

/მომხ. რუსუდან კემულარია/

  

  1. 5.საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

/მომხ. დავით თოდრაძე/

 

  1. მესამე

   მოსმენით

   განიხილეს:

 

მოხსენება „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

2. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 2) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემა განხორციელდება ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ნაცვლად წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დასკვნისა.

 

აზრი გამოთქვეს:

ოქრიაშვილმა, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

3. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 4) რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 5).

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება   (დანართი 6).

 

4. მოისმინეს:

 

მოხსენება საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმების შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

კანდელაკმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება    (დანართი 7).

 

5.მოისმინეს:

 

მოხსენება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,     „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“   საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს რეგლამენტის პროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტი ვრცელი დოკუმენტია. იგი შედგება 14 კარისაგან, 59 თავისაგან და 321 მუხლისგან.

 

დოკუმენტის ასეთი მოცულობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, სწორედ აქედან გამომდინარე საკამოდ ვრცლად გამოიყურება გარდამავალი დებულებების ნაწილი.   ყველა ის ნორმა, რომელიც 2013 წლამდე იმოქმედებს შეტანილია გარდამავალ დებულებებში,   მუდმივი ნორმები კი ასახულია კანონპროექტის ძირითად ვარიანტში. ეს არის საკითხები, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს პარლამენტის ურთიერთობას პრეზიდენტთან პარლამენტის ურთიერთობებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მთავრობასთან, რომელიც 2013–მდე სხვა ნორმით იმოქმედებს, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებები, რა თქმა უნდა, ნორმები შიცვლება და შესაბამისობაში მოვა იმ საკონსტიტუციო მოდელთან, რომელიც ამოქმედდება.

 

რაც შეეხება მნიშვნელოვან სიახლეებს, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს რამოდენიმე საკითხი: სადღეისოდ მოქმედ რეგლამენტში არ არსებობს პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან ურთიერთობის არანაირი ნორმა. პარლამენტის წევრი, იმის მიუხედავად, არის მაჟორიტარული წესით არჩეული თუ პარტიული სიით, თანაბარი უფლებამოსილება და ვალდებულება გააჩნია.

 

შესაბამისად, დეპუტატთა მთავარი მოვალეობა, ალბათ, არის მათი ურთიერთობა ამომრჩევლებთან, ხოლო მოქმედების ერთერთი ძირითადი საფუძველი ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელსაც პარლამენტარები იღებენ ამომრჩევლებთან შეხვედრებზე, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მათ მიერ კონკრეტული ქმედებებისა და რეაგირების განხორციელება.

 

ახალი პროექტის მიხედვით, შესაბამის კომიტეტს აქვს   ვალდებულება, გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია და დასახოს რეაგირების კონკრეტული მექანიზმები.

 

ეს, ერთი მხრივ, კონკრეტულ ჩარჩოებში აქცევს დეპუტატთა კორპუსის ურთიერთობას ამომრჩეველთან, ხოლო მეორე მხრივ, აძლიერებს პარლამენტის საკონტროლო ფუნქციას. იმიტომ, რომ ამომრჩევლებისგან მიღებული ინფორმაციის შედეგად იხვეწება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და სამინისტროებთან ურთიერთობა, რაც თვისი არსით არის პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობა და გარკვეული კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

 

მეორე საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, არის ის, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პარლამენტის საქმიანობას უკავშირდება და რა თქმა უნდა, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს არის ღიაა და გამჭვირვალე. დღესაც,   არანაირი პრობლემა საჯარო ინფორმაციის მიღებაზე პარლამენტის მხრიდან არ არის. თუმცა, გაცილებით უფრო უკეთესი იქნება თუ საკანონმდებლო პროცესის თვალსაზრისით მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი რომ   საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდოს მყისიერად, როგორც კი პარლამენტისთვის იქნება ცნობილი.

 

კერძოდ, რეგლამენტის პროექტით ნებისმიერი კანონპროექტი შემოსვლისთანავე უნდა განთავსდეს პარლამენტის ვებგვერდზე რითაც, პარლამენტის წევრებს და საზოგადოებას ერთდროულად ექნებათ საშუალება გაერკვნენ, თუ რას გულისხმობს კანონპროექტი.

ასევე ოპერატიულად გახდება საჯარო ყველა ის სიახლე, რომელიც ბიუროს მიერ იქნება მიღებული.

 

შემდეგი საკითხი, გახლავთ პარლამენტის მუშაობის რეჟიმი. მოქმედი ნორმის მიხედვით პლენარული კვირის განამვლობაში, სესიები უნდა იმართებოდეს კვირაში 4 დღე, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, თუმცა ბოლო ორი მოწვევის განამვლობაში 7–8 წელია ამ ნორმას არ უმუშავია. ამას თავის მიზეზი ჰქონდა, როდესაც კანონმდებელი თავის დროზე 4 დღეს ვარაუდობდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ იყო პერიოდი როდესაც საქართველოში საკანონმდებლო საქმიანობა გაცილებით უფრო დატვირთული იყო, რადგან მოსამზადებელი იყო ახალი კანონები ყველა მიმართულებით.

 

ამჟამად პარლამენტრი ძირითადად მუშაობს არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებით, ანუ უმთვრესად ხდება ცვლილებების შეტანა მოქმედ კანონმდებლობაში. შესაბამისად საჭიროება 4 დღიანი პარლამენტის სხდომებისა უკვე აღარ არის.

სწორედ აქედან გამომდინარე წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სამშაბათი და ხუთშაბათი პლენარული კვირისა იქნება საკომიტეტო სხდომებისთვის განკუთვნილი დღეები, ხოლო ოთხშაბათი და პარასკევი პლენარული სხდომებისთვის. ფაქტიურად, ეხლაც, დაახლოებით ამ რეჟიმში მუშაობს პარლამენტი. უბრალოდ ხდება ამ პრაქტიკის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა.

 

რაც შეხება მეორე კვირას, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება კომიტეტების სხდომების ჩატარებაც, მაგრამ ძირითადი ყურადღება დაეთმობა ამომრჩევლებთან შეხვედრებს. სწორედ ეს გახდება პარლამენტართა მთავარი საქმიანობა ამ მეორე კვირის განმავლობაში.

 

ასევე, არის კონკრეტული სიახლეები საბიუჯეტო საქმიანობის დეტალების სრულყოფის თუ ისეთი ტექნიკური პრობლემის დახვეწის თვალსაზრისით, როგორიცაა თუნდაც სხდომების ხანგრძლივობის საკითხი.   დღესდღეობით სხდომები შეიძლება გაგრძელდეს 21 საათამდე. თუმცა, როგორც გამოცდილება აჩვენებს, არის შემთხვევები,   მაგალითად სამთავრობო საათი, ან პოლიტიკური დებატები, როცა საჭირო ხდება მუშაობის დროის გაგრძელება. ამიტომ საჭიროა იმ ნორმის განსაზღვრა, თუ რა შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ან არ იყოს მისაღები სხდომის უფრო ხანგრძლივად გაგრძელება, რაც II მოსმენისთვის უნდა დაიხვეწოს.

 

ასევე დასახვეწია რეგლამენტის საჯარიმო სანქციების ნაწილი.   დღევანდელი ნორმები საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრია რაც,   მეორე მხრივ, ამ სანქციების არაქმედუუნარობას განაპირობებს.

 

საქმე იმაშია, რომ თუ დღესდღეობით, პულტის სხვისთვის გადაცემის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია გულისხმობს ერთი თვის ხელფასის ოდენობის დაქვითვას. ეს კი ნიშნავს, რომ თუ ასეთი სანქცია განხორციელდება, სხვა სანქციები,   იგივე   პლენარული თუ კომიტეტის სხდომების გაცდენისათვის, ყველანაირ აზრს კარგავს.

 

გარდა ამისა არის საკითხი, რომელზეც ინიციატორები ველოდებით ფრაქციებისა და კომიტეტებისაგან მოსაზრებებს, რომელთა საფუძველზე პარლამენტის პლენარულ სხდომას   II მოსმენისთვის წარეგიდგინება შეჯერებულ ვარიანტი.

 

აზრი გამოთქვეს:

ბადაგაძემ, ჩარკვიანმა, ოქრიაშვილმა, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება                               (დანართი 8).    

 

 

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                         გიორგი მელაძე

 

 

 

სხდომის მდივანი:                                                                 რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

 

და

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

 

 

 

 

კანონპროექტებზე

 

„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

და

 

სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 3 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სში ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

 

 

საქართველოს კანონი

 

 

 

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

 

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

 

 

 

 

 

       მუხლი 1. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, #33, 31 ივლისი, 1997, გვ. 20) 25- მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

       ,,) წარმოების საშუალებების ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები.”

 

 

 

 

 

       მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

         საქართველოს პრეზიდენტი       იხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

 

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

 

და

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

 

 

 

 

კანონპროექტზე

 

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

 

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 3 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე    და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

 

 

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

 

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების

 

გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

საფინანსო – დაბიუჯეტო კომიტეტი

 

კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 100 ლარი;“;

ბ) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამორინეს მოწყობა:

.) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) წელიწადში არაუმეტეს 5 000 000 ლარი;

.) ალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში წელიწადში 250 000 ლარი.“;

გ) 108 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 109 პუნქტი:

„109. საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს;

ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება).“.

 

გათვალისწინებულია

 

 

კანონპროექტის პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–2 პუნქტი:

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 

შესაბამისად შეიცვალოს ამ პუხლის პუნქტების ნუმერაცია

გათვალისწინებულია

 

საფინანსო – დაბიუჯეტო კომიტეტი

 

კანონპროექტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–2 და მე–3 მუხლები:

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები.

მუხლი 3. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს, 2012 წლის 1 ივლისამდე გადახდილი სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი ეთვლება გადახდილად იმ ვადის განმავლობაში, რა ვადისთვისაც ეს მოსაკრებელი არის გათვალისწინებული.

გათვალისწინებულია

 

საფინანსო – დაბიუჯეტო კომიტეტი

 

შესაბამისად შეიცვალოს კანონპროექტის მე–2 მუხლის ნუმერაცია და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

 

 

 

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

 

 

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

 

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-7 მუხლის:

 

ა) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 100 ლარი;“;

 

ბ) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ე) სამორინეს მოწყობა:

 

.) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) წელიწადში არაუმეტეს 5 000 000 ლარი;

 

.) ალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში წელიწადში 250 000 ლარი.“;

 

გ) 108 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 109 პუნქტი:

 

„109. საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა:

 

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს;

 

ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება).“.

 

 

 

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

 

„22. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი სანებართვო მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.“.

 

 

 

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები.

 

 

 

მუხლი 3. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს, 2012 წლის 1 ივლისამდე გადახდილი სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი ეთვლება გადახდილად იმ ვადის განმავლობაში, რა ვადისთვისაც ეს მოსაკრებელი არის გათვალისწინებული.

 

 

 

მუხლი 4.

 

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

 

და

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

 

 

 

 

კანონპროექტზე

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 3 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

 

 

საქართველოს პარლამენტის

 

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

 

 

საქართველოს პარლამენტის

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

 

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

 

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

 

და

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

 

 

 

 

შეთანხმებაზე

 

საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“

 

 

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 3 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ   წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.

 

 

 

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

 

 

საქართველოს პარლამენტის

 

საპროცედურო საკითხთა და

 

წესების კომიტეტს

 

 

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

 

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

 

და

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

 

 

 

 

საქართველოს რეგლამენტის პროექტზე

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“

 

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 3 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 
modules