ოქმი #15

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #15

 

 

. თბილისი                                   10 მაისი 2012 . 

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, კ. კურდღელაშვილი, კ. ბადაგაძე,

გ. კანდელაკი, თ. კოხოძე, რ. მარსაგიშვილი, კ. ოქრიაშვილი, თ. ჩარკვიანი, დ. ოვაშვილი, გ. ჩახვაძე;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, რ. ყანჩაველი, . ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი, პაპუნა პეტრიაშვილი – ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, ზვიად კუკავა – პარლამენტის წევრი, ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შოთა თარხნიშვილი – კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან გახელაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მეორე მოსმენა)

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(მეორე მოსმენა)

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

(პირველი მოსმენა)

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის შესახებ

(პირველი მოსმენა)

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

 

  1. 6.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“,

/მომხ. პაპუნა პეტრიაშვილი/

საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი მოხსენება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით“,

/მომხ. შოთა თარხნიშვილი/

 

  1. 7.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/მომხ. პაპუნა პეტრიაშვილი/

 

  1. 8.საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის   2011 წლის ანგარიში

/მომხ. ევან გახელაძე/

 

1. მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტი ჩასწორდა რედაქციულად (დანართი 1).

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹2).  

 

2. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).

 

3. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 4) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, წარმოდგენილი ცვლილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ემატება სახელმწიფო ორგანოების/საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არსებული მოძრავი ქონების განკარგვის (პრივატიზების, უსასყიდლოდ გადაცემის, განადგურების) ფუნქცია. კანონპროექტით მომსახურების სააგენტოსათვის გადაცემული ნებისმიერი მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი (მათ შორის უცხო ქვეყნისაც), სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების ყიდვა არ შეეძლო იმ კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე მეტი იყო. ამ ქონების ყიდვა არ შეეძლო აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირს.

კანონპროექტით განიმარტება „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილების“ ცნება. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით განისაზღვრება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების, ასევე მისთვის განსაკარგავად გადაცემული სახელმწიფო ქონების (სახელმწიფო   ორგანოების/საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არსებული მოძრავი ქონების) უსასყიდლოდ გადაცემას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამასთან ერთად განისაზღვა რომ, სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ელექტრონუული აქუციონის გზით მოძრავი ქონების პრივატიზებისას სააგენტოსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარაბის აქტი. ასევე დადგინდა, რომ სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა, ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ზუსტდება, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის აკრძალვა არ ვრცელდება აღნიშნული ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემაზე.

 

აზრი გამოთქვეს:

ჯაბუამ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹5).

 

4. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებსაქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 6) შესახებ.

 

აღინიშნა რომ,   წარმოდგენილი კანონპროექტით „მაუწყებლობის შესახებ“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ საქართველოს კანონებში შედის ცვლილება.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468  გადაწყვეტილებით  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს სახალხო დამცველის საკონსიტუციო სარჩელი და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის სიტყვები “ლიცენზიის მფლობელი”. ასევე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „საკაბელო ქსელის“.   ამ გადაწყვეტილების მიღების შედეგად მაუწყებლობა საკაბელო ქსელის გამოყენებით აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას, რის გამოც საჭირო გახდა ახალი რეგულაციის შემოღება ავტორიზაციის სახით.

 

შემოთავაზებული კანონპროექტის თანახმად სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელებაზე დგინდება ორი რეჟიმი: ლიცენზირება და ავტორიზაცია. აღნიშნული ცვლილებით ლიცენზირებას დაექვემდებარება მხოლოდ რადიოსიხშირული სპექტრის და ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები გამოყენებით მაუწყებლობის განხორციელება, ხოლო სხვა ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენებით მაუწყებლობის განხორციელება დაექვემდებარება ავტორიზაციას.

 

კანონპროექტით ცვლილება შედის აგრეთვე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის შემუშავება განპირობებულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან. მისი ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება იქნება დასჯადი საქართველოს კანონმდებლობით.  

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹7).

 

5.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 8) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის თანახმად კანონის პირველი მუხლი 31 პუნქტს ემატება ქვეპუნქტი რის თანახმადაც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი არ ვრცელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹9).

6. მოისმინეს:

 

მოხსენება „საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ“ „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშისა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ.

 

2011 წელს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის უმთავრესი მიზანი იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის უარყოფით შედეგების დაძლევა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა, სადაც გადაიდგა კრიზისიდან გამოსვლის ხელისშემწყოფი მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თუ 2009 წელს ეკონომიკური რეცესია დაფიქსირდა, უკვე 2010 წელს ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2011 წელს წინა წელთან შედარებით მშპ 7.0 პროცენტით გაიზარდა და ნომინალურ გამოხატულებაში 24.2 მლრდ ლარი შეადგინა.

 

2011 წელს მშპ- ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და მშენებლობის დარგებმა. ამ დარგებმა განაპირობეს მშპ-ის 3.7 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო ზრდის 53.8 პროცენტს შეადგენს.

 

2011 წელს, წლიურმა ინფლაციამ (გასული წლის დეკემბერთან შედარებით) 2.0 პროცენტი, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციამ 8.5 პროცენტი შეადგინა. 2011 წლის დეკემბერში 2010 წლის დეკემბერთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასები 7.5 პროცენტით გაიზარდა. 2011 წლის მანძილზე ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ უმნიშვნელო რყევებით ხასიათდებოდა. 2011 წლის ბოლოს ლარის საშუალო თვიური კურსი 5.8 პროცენტით გამყარდა და 1.66 ლარი/აშშ დოლარი შეადგინა. 2011 წელს წინა წელთან შედარებით სარეზერვო ფულის მასა 39.4 პროცენტით გაიზარდა და 2 901.0 მლნ ლარი შეადგინა. 2011 წელს დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში 54.4 პროცენტით, ხოლო დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში 7.7 პროცენტით გაიზარდა. დოლარიზაციის კოეფიციენტი ამავე პერიოდისთვის, 2010 წლის დეკემბერთან შედარებით 7.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა 64.4 პროცენტს გაუტოლდა. 2011 წელს წინა წელთან შედარებით საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი სესხებზე ეროვნულ ვალუტაში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 22.2 პროცენტს გაუტოლდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.5 პროცენტს გაუტოლდა. ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა დეპოზიტებში, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. ასე მაგალითად, ამ პერიოდში საშუალო საპროცენტო განაკვეთი დეპოზიტებზე ეროვნულ ვალუტაში 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 11.7 და 8.2 პროცენტი შეადგინა.

2011 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით 35.5 პროცენტით გაიზარდა და 9 247 მლნ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 2 189 მლნ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი7 058 მლნ დოლარი, რაც, შესაბამისად, 39.0 პროცენტით და 34.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

 

შემოსავლების სახით 2011 წელს მობილიზებულ იქნა 6 970.3 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 100.1%-ია. შემოსავლების საერთო მოცულობა გასულ წელთან შედარებით 18.8%-ით გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 28.8% შეადგინა.

გადასახადების სახით 2011 წელს მობილიზებულ იქნა 6 134.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (6 090.0 მლნ ლარი) 100.7%-ია. გადასახადების საერთო მოცულობა გასულ წელთან შედარებით 26.0%-ით გაიზარდა, ხოლო მისი წილი შემოსავლების 88.0% შეადგენს. გადასახადების მოცულობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 25.3% შეადგინა.

 

საშემოსავლო გადასახადის სახით 2011 წელს მობილიზებულ იქნა       1 551.0 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1 513.0 მლნ ლარი) 102.5%-ია. მშპ- მიმართ მისი წილი 6.4%-ია. მობილიზებული თანხები წინა წელთან შედარებით 29.0%-ით გაიზარდა. გადასახადებში საშემოსავლო გადასახადის წილი 25.3%- შეადგენს.

 

მოგების გადასახადის სახით მობილიზებულ იქნა 832.2 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (835.0 მლნ ლარი) 99.7%-ია. მობილიზებული თანხები წინა წელთან შედარებით 44.5%-ით გაიზარდა. მშპ- მიმართ მისი წილი 3.4%-ია. გადასახადებში მოგების გადასახადის წილი 13.6%-ია.

 

იმპორტის გადასახადის სახით 2011 წელს მობილიზებულ იქნა 93.2 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (92.0 მლნ ლარი) 101.3%-ია. მშპ-ის მიმართ მისი წილი 0.4%-ია. გადასახადებში იმპორტის გადასახადის წილი 1.5%- შეადგენს.

 

ქონების გადასახადის სახით 2011 წელს მობილიზებულ იქნა 220.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 108.0%-ია. მობილიზებული თანხები 14.9%-ით გაიზარდა. მშპ-ის მიმართ მისი წილი 0.9%-ია. გადასახადებში ქონების გადასახადის წილი 3.6%- შეადგენს.

სხვა გადასახადის სახით 2011 წელს მობილიზებულ იქნა 38.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (39.0 მლნ ლარი) 98.4%-ია. მშპ-ის მიმართ მისი წილი 0.2%-ია. გადასახადებში სხვა გადასახადის წილი 0.6%- შეადგენს.გრანტების სახით მობილიზებულია 223.7 მლნ ლარი, საპროგნოზო მაჩვენებლის (306.5 მლნ ლარი) 73.0%. მშპ- მიმართ მისი წილი 0.9%-ია. სხვა შემოსავლების სახით 2011 წელს მობილიზებულ იქნა 611.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (565.0 მლნ ლარი) 108.3%-ია. მშპ- მიმართ მისი წილი 2.5%-ია. სხვა შემოსავლების წილი შემოსავლებში 8.8%- შეადგენს.

 

არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მობილიზებულ იქნა 283.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (240.0 მლნ ლარი) 118.3%-ია. მშპ- მიმართ მისი წილი 1.2%-ია. ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 71.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 119.9%-ია. მშპ- მიმართ მისი წილი 0.3%-ია.

 

2011 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში მისაღები გრანტები განისაზღვრა 306 545.2 ათასი ლარით, (ბიუჯეტის მხარდამჭერი, ხარჯებზე მიბმული საინვესტიციო და სხვა გრანტები). სულ 2011 წლის განმავლობაში გრანტის სახით ფაქტიურად მიღებული და ბიუჯეტის შემოსულობებში ასახულია 223 096.7 ათასი ლარი, წლიური დაზუსტებული გეგმის 72.8 %, მათ შორის: ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი _ 23 592.5 ათასი ლარი, ხარჯებზე მიბმული (საინვესტიციო და სხვა) გრანტები _ 199 504.2 ათასი ლარი.

 

საკუთრებიდან მიღებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 164.7 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (161.0 მლნ ლარი) 102.3%-ია.

აქედან:

- პროცენტები _ 19.4 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (16.5 მლნ ლარი) 117.4%-ია.

- დივიდენდები _ 34.3 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (34.0 მლნ ლარი) 100.8%-ია.

- რენტა _ 111.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (110.5 მლნ ლარი) 100.5%-ია.

საქონლისა და მომსახურების რეალიზაციიდან მობილიზებულია 62.3 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (47.6 მლნ ლარი) 131.0%-ია. აქედან,

- ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით _ 55.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (40.9 მლნ ლარი) 135.0%-ია, მათ შორის:

- სალიცენზიო მოსაკრებელი _ 0.6 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (0.4 მლნ ლარი) 162.2%-ია;

- სანებართვო მოსაკრებელი _ 28.6 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (16.0 მლნ ლარი) 178.9%-ია;

- სარეგისტრაციო მოსაკრებელი _ 1.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1.09 მლნ ლარი) 99.5%-ია;

- სახელმწიფო ბაჟი _ 20.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (19.5 მლნ ლარი) 105.4%-ია;

- საკონსულო მოსაკრებელი _ 2.0 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1.8 მლნ ლარი) 109.7%-ია;

- სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი _ 1.1 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1.0 მლნ ლარი) 107.1%-ია.

- არასაბაზრო წესით გაყიდული საქონლისა და მომსახურებიდან _ 7.2 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (6.7 მლნ ლარი) 106.9%-ია, მათ შორის:

- საქონლის რეალიზაციიდან _ 4.2 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (4.2 მლნ ლარი) 98.9%-ია;

- მომსახურების გაწევიდან _ 3.0 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (2.5 მლნ ლარი) 120.5%-ია;

 

სანქციების (ჯარიმები და საურავები) სახით მობილიზებულია 121.3 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (113.0 მლნ ლარი) 107.4%-ია.

 

ნებაყოფლობითი ტრანსფერებიდან, გრანტების გარდა, მობილიზებულია 2.0 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (1.7 მლნ ლარი) 120.2%-ია.

 

შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების სახით მობილიზებულია 66.9 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (66.8 მლნ ლარი) 100.1%-ია.

 

არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მობილიზებულ იქნა 189.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (170.0 მლნ ლარი) 111.7%-ია. მშპ- მიმართ მისი წილი 0.8%-ია.

 

ფინანსური აქტივების კლებიდან (ვალუტა და დეპოზიტების გარეშე) მობილიზებულ იქნა 69.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (60.0 მლნ ლარი) 115.8%-ია. მშპ- მიმართ მისი წილი 0.3%-ია.

 

გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშებზე აღრიცხულია 11 167.1 ათასი ლარი, საიდანაც 10 782.2 ათასი ლარი წარმოადგენს წინა წლების გამოუყენებელი საბიუჯეტო სახსრების დაბრუნებას, ხოლო 348.4 ათასი ლარიგაურკვეველი თანხები, რომლებიც დაზუსტების შემდგომ მიიმართება დანიშნულებისამებრ.

 

2011 წლის განმავლობაში სამჯერ იქნა შეტანილი ცვლილებასაქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონში. ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 462 640.8 ათასი ლარით და განისაზღვრა 7 569 732.2 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 7 459 279.5 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 98.5 %-ია. საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებსაქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტი ხარჯები განისაზღვრა 6 029 421.0 ათასი ლარით. საანგარიშო პერიოდში ხარჯების დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 5 854 870.4 ათასი ლარი, რაც ბიუჯეტით დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 97.1%-ია, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 5 823 849.8 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 99.5%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვრა 974 402.6 ათასი ლარით. არაფინანსური აქტივების ზრდის დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა      1 069 417.3 ათასი ლარი, რაც ბიუჯეტით დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 109.8%-ია, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 1 039 075.0 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 97.2%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა (ვალუტა და დეპოზიტების გარეშე) განისაზღვრა 380 273.8 ათასი ლარით. ფინანსური აქტივების ზრდის დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 478 959.9 ათასი ლარი, რაც ბიუჯეტით დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 126.0%-ია, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 429 976.5 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 89.8%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტი ვალდებულებების კლება განისაზღვრა 185 634.8 ათასი ლარით. ვალდებულებების კლების დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 166 484.5 ათასი ლარი, რაც ბიუჯეტით დამტკიცებული შესაბამისი მაჩვენებლის 89.7%-ია, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 166 378.2 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 99.9%-ია.

 

შრომის ანაზღაურებისმუხლი საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 1 013 012.2 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა _ 1 012 474.1 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 99.9%-ია.შრომის ანაზღაურებისმუხლი საკასო შესრულება ხარჯების საკასო შესრულების 17.4%-ია, ხოლო შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი გადასახდელების - 13.6%-.

 

საქონელი და მომსახურებისმუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განსაზღვრულ იქნა 998 531.6 ათასი ლარის ოდენობით. საკასო შესრულებამ კი შეადგინა 989 005.5 ათასი ლარი, რაც გეგმის 99.0%-ია.საქონელი და მომსახურებისმუხლი საკასო შესრულება ხარჯების საკასო შესრულების - 17.0%-ია, ხოლო შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი გადასახდელების - 13.3 %-.

 

პროცენტისმუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განსაზღვრულ იქნა 282 703.7 ათასი ლარის ოდენობით. საკასო შესრულებამ კი შეადგინა 282 699.6 ათასი ლარი, რაც გეგმის 100%-, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი ხარჯების 4.9%- შეადგენს.

სუბსიდიებისმუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 203 868.5 ათასი ლარით. ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 196 746.1 ათასი ლარი, რაც გეგმის 96.7%-, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი ხარჯების 3.4%- შეადგენს.    

 

გრანტებისმუხლით საანგარიშო პერიოდში საკასო შესრულებამ შეადგინა       1 117 001.6 ათასი ლარი, რაც დაზუსტებული გეგმიური მაჩვენებლის (1 121 971.9 ათასი ლარი) 99.6%-, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი ხარჯების 19.2%- შეადგენს.

 

სოციალური უზრუნველყოფისმუხლით საანგარიშო პერიოდში საკასო შესრულებამ შეადგინა 1 540 924.8 ათასი ლარი, რაც დაზუსტებული გეგმიური პარამეტრის (1 544 301.9 ათასი ლარი) 99.8%-, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი ხარჯების 26.5%- შეადგენს.    

 

სხვა ხარჯებისმუხლით საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გეგმა განისაზღვრა 690 480.7 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საკასო ხარჯი გაწეული იქნა 684 998.2 ათასი ლარის მოცულობით, რაც გეგმის 99.2%-, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული მთლიანი ხარჯების 11.8%- შეადგენს.

 

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროში საკასო შესრულებამ შეადგინა 1 816 347.8 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის (1 829 531.9 ათასი ლარი) 99.3%, ხოლო მთლიანი ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების 26.5%- შეადგენს.

 

 

თავდაცვის ღონისძიებების დასაფინანსებლად დაგეგმილ იქნა 715 577.4 ათასი ლარის გამოყოფა. საკასო შესრულებამ შეადგინა 715 476.8 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 100%, ხოლო მთლიანი ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 10.4%;

 

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილ იქნა 845 770.5 ათასი ლარის გამოყოფა, ხოლო საკასო შესრულებამ შეადგინა 843 584.7 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 99.7%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 12.3%;

 

ეკონომიკური საქმიანობის სფეროს დასაფინანსებლად 2011 წლის გეგმამ შეადგინა 921 943.9 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ _ 895 482.6 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 97.1%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 13.0%.

 

გარემოს დაცვის სფეროს დასაფინანსებლად 2011 წლის გეგმამ შეადგინა 26 244.3 ათასი ლარი, ხოლო საკასო შესრულებამ _ 24 679.8 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 94.0%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 0.4%.

 

საბინაო-კომუნალური მეურნეობის სფეროს დასაფინანსებლად 2011 წელს დაგეგმილი იყო 36 134.0 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 35 492.2 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 98.2%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 0.5%.

 

 

დასვენების, კულტურის და რელიგიის სფეროს დასაფინანსებლად 2011 წელს განსაზღვრული იყო 157 626.7 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 156 514.2 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებელის 99.3%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 2.3%..

 

განათლების სფეროს დასაფინანსებლად 2011 წლის გეგმამ შეადგინა 570 253.7 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ კი _ 564 920.6 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 99.1%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 8.2%.

 

სოციალური დაცვის სფეროს დასაფინანსებლად 2011 წელს განსაზღვრული იყო     1 449 299.3 ათასი ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 1 447 898.0 ათასი ლარი, ანუ გეგმიური მაჩვენებლის 99.9%, ხოლო სულ ხარჯები და არაფინანსური აქტივების ზრდის საკასო შესრულების – 21.1%.

 

საქართველოს კონტოლის პალატის მოხსენებაში აღინიშნა, რომ   ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით სამართლიანად ასახავს 2011 წლის განმავლობაში მიღებული შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილების მაჩვენებლებს. ამავე დროს გამოთქვამს შემდეგ რეკომენდაციებს:

 

  1. 1.ფისკალური დისციპლინისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი არ ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ჰქონდეს ორგანული კავშირი წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალიწინებულ პარამეტრებთან, რისთვისაც აუცილებელია ქვეყნის წლიური ბიუჯეტის შემუშავება დაეფუძნოს ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის პარამეტრებს და არა პირიქით. ამისათვის საჭიროა მთავრობამ კომპლექსურად გადაწყვიტოს როგორც საკანონმდებლო, ასევე მეთოდოლოგიური საკითხები.

 

  1. 2.ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზირება ბიუჯეტის სხვა პარამეტრებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. შესაბამისად შემოსავლების მოცულობის მაღალი ხარისხით პროგნოზირებისათვის მიზანშეწონილია შესაბამისი პროგნოზირების მეთოდოლოგიის სრულყოფა, მისთვის ნორმატიული ხასიათის მინიჭება და სისტემატიზაცია.

 

  1. 3.მიზანშეწონილია გამოთავისუფლებული ასიგნებების გადანაწილებისას მთავრობამ მოახდინოს პრიორიტეტული სფეროების დაფინანსება.

 

  1. 4.სახელმწიფო ხაზინის ერთიანი სისტემის ანგარიშებზე ნაშთის სახით არსებული სახსრების განაწილების გამჭირვალობა საჭიროებს მთავრობის მხრიდან ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში დეტალური ინფორმაციის მომზადებას.
  2. 5.მობილიზებული საგადასახადო შემოსავლების ზუსტი პროგნოზირებისათვის, გამჭირვალედ წარმოდგენისათვის და ეკონომიკური აქტივობის ობიექტურად შეფასებისათვის საჭიროა გაიმიჯნოს ნებაყოფლობით და საგადასახადო ადმინისტრირების შედეგად მობილიზებული შემოსავლები, რისთვისაც მიზანშეწონილია ცვლილება საბიუჯეტო კლასიფიკაციაში.

 

 

  1. 6.მიზანშეწონილია მთავრობამ განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ფინანსურ საქმიანობაზე და მათ მიერ მიღწეულ და პოტენციურ მაჩვენებლებზე, მათ შორის მოგებიდან დივიდენდების სახით მიღებულ ბიუჯეტის კუთვნილ შემოსავლებზე. იმ საწარმოების მიმართ, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, ჩამოაყალიბოს დასაბუთებული მიდგომა ასეთი საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის მიზანშეწონილობის თაობაზე.

 

  1. 7.სსიპ-ების მიერ საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო მომსახურების/სერვისების გაწევის მიზნით მიღებული შემოსავლები ზუსტი და სრული მოცულობით უნდა აღირიცხებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში. სსიპ-ების საკუთარი შემოსავლების ანალიზისათვის და გამჭირვალობისათვის რეკომენდებულია სსიპ-ების მიერ მიღებული საკუთარი შემოსავლების, კომერციულ ბანკების ანგარიშებზე ასახვასთან ერთად, ხაზინის ერთიანი ანგარიშში აღრიცხვა.

 

  1. 8.მიზანშეწონილია მთავრობის მიერ ავტონომიურ რესპუბლიკებთან, თვითმმართველ ერთეულებთან და მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად რეგიონების განვითარებისათვის კონკრეტული პროექტების შემუშავება და მის შესაბამისად წლიური ასიგნებების უშუალოდ რეგიონების ბიუჯეტში გათვალისწინება.

 

  1. 9.სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანია არამარტო არაფინანსური აქტივების რეალიზაციით მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები(ერთჯერადი შემოსავლები), არამედ მთავრობის მიერ პრივატიზებით განსაზღვრული პირობების შესრულების მონიტორინგი, რაც უფრო ობიექტურად წარმოაჩენდა პრივატიზაციის პროცესის აუცილებლობას და მისი განხორციელების შედეგად მიღებულ საერთო სარგებლიანობა. ასევე პრივატიზაციის პროცესი ერთიანი მეთოდოლოგიით უნდა წარიმართოს.

 

  1. 10.

 

  1. 11.სახელმწიფო ქონების აღრიცხვის დუბლირების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის ქონების გადაცემისას მიზანშეწონილია შემუშავდეს ისეთი მექანიზმები, რომლითაც ბუღალტრული გატარებები განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. ყველა სახელმწიფო ქონება საჯარო რეესტრში უნდა იქნეს დარეგისტრირებული, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა დაასრულოს სახელმწიფო ქონების ნუსხის შედგენა.

 

  1. 12.სახელმწიფო შესყიდვების შედეგად წარმოქმნილი დანაზოგი ხშირ შემთხვევაში იხარჯება გეგმით გაუთვალისწინებელ საჭიროებებზე, ამიტომ, მიზანშეწონილია შესყიდვებიდან მიღებული დანაზოგების უფრო ეფექტიანი მართვა.

 

  1. 13.ბიუჯეტით დასახული პრიორიტეტების განხორციელების შესახებ ანგარიშის მოსამზადებლად დაიხვეწოს ამ ანგარიშის წარმოდგენის ფორმა, რომელშიც სრულად და გამჭირვალედ იქნება ასახული აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მდგომარეობა, რითაც შეიქმნება საფუძველი ფინანსთა სამინისტროს მიერ წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის მომზადებისა და ასევე პროგრამული ბიუჯეტის ფარგლებში დასახული პრიორიტეტების შეფასებისათვის.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹10).

 

7. მოისმინეს:

 

მოხსენება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიზანია საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება. მისი ძირითადი არსი მდგომარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცებაში.

 

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრება 8 216,0 მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ მოცულობას აღემატება 200.6 მლნ ლარით, კერძოდ: სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა იზრდება 120.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 420.0 მლნ ლარის ოდენობით. მათ შორის 110.5 მლნ ლარით იზრდება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის საფასურიდან მიღებული შემოსავლები, ხოლო დანარჩენი კატეგორიები ჯამურად იზრდება 9,5 მლნ ლარით; გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები იზრდება 91,3 მლნ ლარით, მათ შორის: ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების მოცულობა იზრდება 85,4 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ არსებული გეგმიური მაჩვენებელი უკვე შესრულებულია და სხვადასხვა რეფორმების წარმატებით განხორციელების შემდგომ ევროკავშირთან მიღწეულ იქნა შეთანხმება დამატებითი გრანტების ჩამორიცხვასთან დაკავშირებით; საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტების მოცულობა იზრდება 5,8 მლნ ლარით და აღნიშნული თანხა მთლიანად წარმოადგენს სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მისაღებ თანხებს; ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი მცირდება 10,7 მლნ ლარით, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) კრედიტების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებების კორექტირებასთან; საგადასახადო შემოსავლების მთლიანი მოცულობა არ იცვლება, თუმცა ხორციელდება გადასახადების ცალკეულ კატეგორიებიდან დაგეგმილი შემოსავლების კორექტირება; არ იცვლება ფინანსური და არაფინანსური აქტივების კლებიდან დაგეგმილი შემოსულობების მოცულობა.

 

ბიუჯეტის საფინანსო რესურსის ზრდის გათვალისწინებით წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 139.5 მლნ ლარით და განისაზრვრება 8 055,0 მლნ ლარის ოდენობით. საბიუჯეტო სახსრები იზრდება 144.4 მლნ ლარით, საინვესტიციო გრანტების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები იზრდება - 5.8 მლნ ლარით, ხოლო საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებები მცირდება - 10.7 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად: მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე წელს კახეთსა და იმერეთში დაგეგმილი ისტორიული ძეგლების, ტურისტული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია; საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება; ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსება, ასევე ზამთრის პერიოდში შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით თოვლსაწმენდი ტექნიკის შესყიდვა; საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ასევე მათი სპორტული დარბაზების და მოედნების მოწყობა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა; სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის (მ.შ. ფეხბურთის მოედნები) რეაბილიტაცია; ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციის დასრულება; ქ. ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაში სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა; რთველის ხელშეწყობის მიზნით ყურძნის შესყიდვა, გადამუშავება და სხვა თანმდევი ღონისძიებები, აგრეთვე მოსახლეობის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების ხელშეწყობა; ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთათვის მშენებარე ახალი კორპუსის სათანადო ინვენტარით აღჭურვა, სასჯელაღსრულების ზოგიერთი დაწესებულების რეკონსტრუქცია და საზოგადოებრივი მისაღებების მშენებლობა; ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის, ასევე კულტურის სამინისტროს საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქიონირებისათვის; მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო კონფერენციის - თბილისი + 35“-ის ჩატარება;

 

ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამის გათვალისწინებული ღონისძიებების საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადატანასთან დაკავშირებით, სათანადო ცვლილებები ხორციელდება შესაბამის სამინისტროების ასიგნებებში;

 

ამასთან, სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების ასიგნებებში ზუსტდება დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების მოცულობა და მათი შესაბამისი თანადაფინსების თანხები;

 

გარდა აღნიშნულისა განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად 197 ერთეულით იზრდება ბიუჯეტით გათვალისწინებული მომუშავეთა რიცხოვნობა. კერძოდ, 116 ერთეულით იზრდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის რიცხოვნობა (ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია), 36 ერთეულით - იუსტიციის სამინისტროს რიცხოვნობა (სსიპ - „სმართ ლოჯიქი“) და 45 ერთეულით - თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნება (სსიპ - მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი);

 

წარმოდგენილი ცვლილებებით არ იცვლება ნაერთი ბიუჯეტის საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა და მისი ნიშნული შენარჩუნებულია მთლიანი შიდა პროდუქტის 3,5%-ის დონეზე. ცვლილებები ძირითადად უკავშირდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, რაც ერთის მხრივ ხელს უწყობს დასაქმებას და მეორეს მხრივ წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების მნიშვნელოვან ელემენტს.

 

აზრი გამოთქვეს:

ბადაგაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹11).

 

 

8. მოისმინეს:

 

მოხსენება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის   2011 წლის ანგარიშის თობაზე.

 

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა პროგრამულ პრიორიტეტებზე. 2009-2010 წლებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაიწყო ახალი პროგრამული პროდუქტების სპეციალიზებულ სამაუწყებლო არხებზე განთავსება. შესაბამისად, სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს პროგრამულ და საბიუჯეტო პრიორიტეტებს ახალი რეალობის გათვალისწინებით. პროგრამული და საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრისას სამეურვეო საბჭო ხელმძღვანელობს ამ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილებით და საქართველოს კანონმდებლობით. პრიორიტეტები წარმოდგენილია სამაუწყებლო არხების მიხედვით და მაუწყებელს ავალდებულებს დაიცვას გაზომვადი ხარისხობრივი და რაოდენობრივი კრიტერიუმები (პროგრამულ ნაწილში დროითი მასშტაბები, ხოლო საბიუჯეტო ნაწილში დაფინანსების წყაროები და ფინანსირების პარამეტრები). პროგრამული პრიორიტეტების დროითი მასშტაბებით წარმოდგენა გულისხმობს საეთერო დროის ამ დოკუმენტით განსაზღვრულ განაწილებას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, შემეცნებით საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამებს შორის არხების მიხედვით. პროგრამული პრიორიტეტები განისაზღვრება იმ არხებისა და პროექტებისათვის, რომელთა საყოფაცხოვრებო ანტენებით მიღების საშუალება არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე: 1. ,,პირველი არხი“, 2. ,,მეორე არხი“, 3. ,,რადიო-1“ , 4. ,,საქართველოს ენებზე მაუწყებლობა“ ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრისას სამეურვეო საბჭო ხელმძღვანელობს იმ მოსაზრებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის სახელმწიფო სუბსიდიის ნაწილი მთლიანად უნდა მოხმარდეს პრიორიტეტებით ზემოთ განსაზღვრული არხებისა და პროექტების, ასევე, მაუწყებლის ტექნიკური ბაზისა (მათ შორის მაუწყებლის ვიდეო-აუდიო არქივის) და ადმინისტრირების ფინანსურ უზრუნველყოფას. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოებული დროებითი ან გრძელვადიანი პროდუქტები და პროექტები, რომელთა საყოფაცხოვრებო ანტენებით მიღების საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს, ან მათი მიღება შეზღუდულია (მაგ; ,,პირველი კავკასიური არხი“,,,რადიო 2“, IP ტელევიზია და სხვა).

 

აზრი გამოთქვეს:

ოვაშვილმა, კურდღელაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹12).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                         გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                                რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 100 ლარი;“;

ბ) მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამორინეს მოწყობა:

.) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) წელიწადში არაუმეტეს 5 000 000 ლარი;

.) ალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში წელიწადში 250 000 ლარი.“;

გ) 108 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 109 პუნქტი:

„109. საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა:

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს;

ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება).“.

 

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) კატეგორიების მიხედვით დგინდება მხოლოდ ამ კანონით, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

 

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი სანებართვო მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.“.

 

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 1 ივლისამდე დაადგინოს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები.

 

მუხლი 3. სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს, 2012 წლის 1 ივლისამდე გადახდილი სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი ეთვლება გადახდილად იმ ვადის განმავლობაში, რა ვადისთვისაც ეს მოსაკრებელი იყო გადახდილი.

 

მუხლი 4.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე    და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს კანონი

 

სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხლი 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-2 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვა - სახელმწიფო ქონების პრივატიზება,   მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გადაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

 

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,გ) პრივატიზება – ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობი აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით;;

 

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ განსაკარგავად გადაცემული ქონების ასევე სახელმწიფო საკურებაში მიქცეული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;;

 

დ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

               ი) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება სააგენტოს მიერ მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების ასევე სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

 

                ე) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1 ქვეპუნქტი:

 

                1) განსაკარგავად გადაცემული ქონება - სახელწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელიც სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და რომელიც მის განკარგვაზე გადაწვეტილების მიღების შემდეგ გადაეცა სააგენტოს შემდგომი განკარგვის მიზნით;“.

 

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზები შემთხვევისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“;

 

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს იყოს ნებისმიერი საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები. “.

 

          3. 31 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“.

           4. მე-5 მუხლის:

 

           ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე ,,www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში.;

 

           ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

           „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსების წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორციელებენ მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებ თაობაზე ინფორმაციის განთავსებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.“.

 

              გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადას ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.“.

 

              5. 51 მუხლის პირველი-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         ,,1. სამინისტრო და სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.

         2. სამინისტრო და სააგენტო უფლებამოსილები არიან ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღო, გამოსცე ან გასცე მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

         3. სამინისტრო და სააგენტო უფლებამოსილები არიან ელექტრონული ასლის სახით შეინახო და გასცენ მათ მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

         4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.

         5. სამინისტროს და სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.“.

 

                6. მე-6 მუხლის:

                ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება არ გაიყიდა/არ გადავიდა სარგებლობაში, დასაშვებია მისი განკარგვა საჯარო აუქციონის ფორმით. სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესსა და პირობებ ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“;

 

                ბ) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                61. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვისას დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა, დამატებითი ვადის დადგენისა და აუქციონის შედეგების გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, ხოლო სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონების, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შემთხვევაში - საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

 

                7. 27-ე მუხლის მე-7   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                7. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“.

 

                8. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                მუხლი 29. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმები და განკარგვის განმახორციელებელი ორგანოები

 

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (შემდგომში – მოძრავი ქონება) განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ის  სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. ამის შემდეგ, სახელმწიფო ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქონების შემდგომი განკარგვის მიზნით, მიმართავს სააგენტოს. განკარგვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებზე, რომლებიც ახორციელებენ მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების განკარგვას. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები მათთვის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.

3. თუ მოძრავი ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო/სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ან პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ სამინისტროს, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ქონებისა) განმკარგავი ორგანოა სააგენტო.

5. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მიერ ხორციელდება ქონების სააგენტოსათვის გადაცემა.

6. სააგენტოს მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განკარგვის ფორმებია:

       ა) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზება აუქციონის (მათ შორის, ინტერნეტაუქციონის) ფორმით;

            ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზება სავაჭრო ობიექტის (მათ შორის, ინტერნეტმაღაზიის) საშუალებით;

             გ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზება მესამე პირის მეშვეობით;

                დ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განაწილება;

                ე) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების განადგურება.

         7. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზებისას, ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ფორმების ერთდროულად გამოყენების თაობაზე.“.

 

               9. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6- მე-8 პუნქტები:

                6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმეება არ ვრცელდება სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით მოძრავი ქონების პრივატიზებაზე.

                7. ელექტრონული აუქციონის ფორმით მოძრავი ქონების პრივატიზებისას სააგენტოსა და მყიდველს შორის ფორმდება მიღება- ჩაბარების აქტი.

                8. სააგენტოს მიერ მოძრავი ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.

 

              10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:

„მუხლი 311. სააგენტოს მიერ განსაკარგავად გადაცემული ქონების     განკარგვის წესი

 

1. სააგენტოს მიერ მისთვის განსაკარგავად გადაცემული ქონების პრივატიზების ფორმის შერჩევა შესაძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სპეციფიკიდან ან/და ღირებულებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. განსაკარგავად გადაცემული ქონება სააგენტოს მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ასევე სხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, სახეობის გათვალისწინებით, შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს სოციალური მიზნებისათვის.

3. განსაკარგავად გადაცემული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, შესაძლებელია განადგურდეს   სააგენტოს მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. განსაკარგავად გადაცემული ქონების მესამე პირის მეშვეობით პრივატიზება ხორციელდება სააგენტოს მიერ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

 

               11. 37-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება არ გაიცემა სარგებლობის უფლებით, გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ქონების ლიზინგით გაცემის შემთხვევებისა.“.

 

           

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება.

 

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                        მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

პროექტი

საქართველოს კანონი

“ საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ:

 

  1. 1.პირველი მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.

2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალეობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.

 

  1. 2.მე-2 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;

 

  1. 3.მე-2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მაუწყებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება;

  1. 4.მე-2 პუნქტის ი) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა;

 

  1. 5.მე-2 პუნქტის რ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, განახორციელოს მაუწყებლობა, განსაზღვრული პირობების დაცვით;

 

  1. 6.მე-2 პუნქტის ს) ქვეპუნქტი ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

 

  1. 7.მე-2 მუხლის ტ) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით განსაზღვრული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას, რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის.

 

  1. 8.მე-2 პუნქტის ჩ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის დაწყება;

 

  1. 9.მე-2 მუხლის ჰ4) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4) სამაუწყებლო კონცეფცია – საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ან მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო მოდელს, შეიცავს პროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას;

  1. 10.მე-2 მუხლის ჰ5) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა ოდენობამ.“

 

  1. 11.მე-2 მუხლის ჰ13) პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ13) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს

 

  1. 12.მე-2 მუხლის დაემატოს შემდეგი რედაქციის ჰ16 პუნქტი:

„ჰ16) ავტორიზაცია - მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) რეგისტრაცია კომისიის მიერ, ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;“

 

  1. 13.მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;

 

  1. 14.მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მაუწყებებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.“

 

  1. 15.მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ი) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ი) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

 

  1. 16.მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის მ) ქვეპუნქტი:

„მ) მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია.“

 

  1. 17. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებლების შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

 

  1. 18.მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რდაქციის ლ) ქვეპუნქტი:

„ლ) რეგისტრირებული ავტორიზებული მაუწყებლების შესახებ.“

 

  1. 19.მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ლიცენზიის მფლობელის“ შეიცვალოს

სიტყვით „მაუწყებლის“.

 

  1. 20.23-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლისათვის;

 

  1. 21.23-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ფლობს აქციებს ან წილს, სხვა მაუწყებელში, ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას;

 

  1. 22.23-ე მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) არის სხვა მაუწყებლის, ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი.“

 

  1. 23.23-ე მუხლის პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას.

 

  1. 24.IV თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი IV. მაუწყებლობის სფე­რო­ში საქმიანობის ლი­ცენ­ზი­რე­ბა და ავტორიზება“

 

  1. 25.36-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები

                1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზების საფუძველზე.

               2. მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა თუ მაუწყებლობა ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით 9საეთერო მაუწყებლობა), ან თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით.

                3. მაუწყებლობა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.“

 

  1. 26.დაემატოს შემდეგი რედაქციის 361 მუხლი:

„მუხლი 361. ლი­ცენ­ზირების ორ­გა­ნი­ზე­ბა

1. მაუწყებლობის სფე­რო­ში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კო­მი­სია, რო­მე­ლიც საჯაროობის პრინციპის დაცვით:

ა) ამ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე გას­ცემს ლი­ცენ­ზი­ებს და აწარ­მო­ებს უწ­ყებ­რივ სალიცენზიო რე­ესტრს;

ბ) აკონ­ტრო­ლებს სალი­ცენ­ზი­ო პი­რო­ბე­ბის დაც­ვას;

გ) ამ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, ­ა­ჩე­რებს და ანა­ხ­ლებს ლიცენზიის მოქმედებას, ­ა­უქ­მებს ლი­ცენ­ზი­ას;

დ) ახორციელებს ლიცენზირების სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ამ კანონის საფუძველზე ავტორიზაციას დაქვემდებარებული მაუწყებლობისა“.

 

  1. 27.დაემატოს შემდეგი რედაქციის 362 პუნქტი:

„მუხლი 362 ავტორიზების ორგანიზება

1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) ახდენს ამ კანონით გათვალისიწნებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

ბ) აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას.

გ) ამ კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას.

დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

  1. 28.37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი

1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

) ადმინისტრაციული ორგანო;

) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

)ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

 

  1. 29.371-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 371. შესაბამისობის დეკლარაცია

1. ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;

გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;

დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.

2. შესაბამისობის დეკლარაციას ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი კომისიას წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

  1. 30.38-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 38. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახეები და სახეობები“

 

  1. 31.38-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“

 

  1. 32.38-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნას;

 

  1. 33.41-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტები ამოღებულ იქნას;

 

  1. 34.41-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) მაუწყებლობის ლიცენზიის სახე და სახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;

 

  1. 35.41-ე მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაშისაიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი;

 

  1. 36.43-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითება:

ა) გასაცემი ლიცენზიის სახე და სახეობა;

ბ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა;

გ) პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

დ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი;

ე) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი;

ვ) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები.

 

  1. 37.43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და გამოქვეყნებიდან მომდევნო 1 თვის მანძილზე სალიცენზიო განცხადებების მიღებას;

 

  1. 38.43-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და თანდართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა; დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია განუსაზღვრავს მას დამატებით 5 სამუშაო დღეს, დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის;

 

  1. 39.43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია  ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის, მომდევნო 20 დღის ვადაში;“

 

  1. 40.43-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდგომ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას; დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.“

 

  1. 41.დაემატოს შემდეგი რედაქციის 451 მუხლი:

„მუხლი 451. მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი

1. საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი მიმართავს კომისიას განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია.

2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;

გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა (საერთო ან სპეციალიზებული), რომლის ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი;

დ) საქმიანობის მოკლე აღწერილობა;

ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.

3. განცხადებას უნდა დაერთოს:

) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაშისაიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი;

) შესაბამისობის დეკლარაცია.

4. განცხადების მიღებიდა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს მაუწყებლობის ავტორიზაციას, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.

5. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5 დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

6. ავტორიზებულ პირებზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

5. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას ამის თაობაზე. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

6. მაუწყებლობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.

7. პირს უფლება აქვს დაიწყოს მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან.

8. ავტორიზებული პირი ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები, ასევე კომისიის გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ავტორიზებული საქმიანობა;

ბ) დაიცვას ყველა ის საავტორიზაციო პირობა, რომელიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

9. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

10. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელება კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე.

11. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება.

12. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.

 

  1. 42.VI თავის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“თავი VI. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები

 

  1. 43.48-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები

ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საავტორიზაციო ან/და სალიცენზიო განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.

 

  1. 44.დაემატოს შემდეგი რედაქციის 481 მუხლი:

„მუხლი 481 ლიცენზიის გადაცემა

ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.

 

  1. 45.49-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 49. არქივი

მაუწყებელი ვალდებული შექმნა არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახო პროგრამები. დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე.“

 

  1. 46.51-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა

მაუწყებლები ვალდებულნი არიან, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყონ სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებელთა და მსმენელთა წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.

 

  1. 47.511-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით; კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლების ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.

  1. 48.52-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.მაუწყებლები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.

 

  1. 49.53-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.

 

  1. 50.54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„ მუხლის 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა

1.     მაუწყებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება.

2. მაუწყებლები ვალდებულნი არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

 

  1. 51.55-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 55. წინასაარჩევნო დებატები

1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს.

2. საერთო მაუწყებმა თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყო ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

 

  1. 52.56-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს უფლება აქვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა ან რეკლამა განათავსოს ნებისმიერ დროს, კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

  1. 53.57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა

მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა.

 

  1. 54.58-ე მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 58. მთავარი მოვლენა

1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრავს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების ნუსხას;

2. მთავარი მოვლენების საქართველოს სახელმწიფო ენაზე(ენებზე) ექსკლუზიური მაუწყებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ/ავტორიზებულ მაუწყებლებს.

3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური საეთერო მაუწყებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის, უფასოდ.“

 

  1. 55.61-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 61. მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალეობა

1.მაუწყებლი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) შესაბამისობის დეკლარაცია;

) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის, ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ;

) სხვა მაუწყებში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ;

) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ;

) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ;

) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ.

2. მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა.

3. მაუწყებ ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს:

ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს;

ბ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის წილს ან აქციებს;

გ) საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს.

4. მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.

 

  1. 56.62-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.

 

  1. 57.63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ცამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება რეკლამის დამკვეთს.

 

  1. 58.64-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საერთო ან სპეციალიზებული, ასევე სათემო მაუწყებლობის არხზე რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის. ამ კანონით დადგენილი წესით რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც, მაგრამ ისე, რომ შენარჩუნდეს პროგრამის ფასეულობა.

 

  1. 59.65-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

1. მაუწყებლი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა.

 

  1. 60.66-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი, რომლიც საკუთარ ეთერში განათავსებ წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.

 

  1. 61.69-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება გავლენა მოახდინოს მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე, ან ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.

 

  1. 62.70-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 70. ანგარიშვალდებულება

1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან.

2. მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა.

3. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

4. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.

5. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ არ არის განსაზღვრული სხვა ვადა. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.

 

  1. 63.71-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.

 

  1. 64.71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

 

  1. 65.71-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-4 პუნქტი:

„4. ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება ისჯება კანონით.

 

  1. 66.72-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი

1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

2. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა, არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

3. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით.

4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მაუწყებელს.

5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მაუწყებლისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.

6.მაუწყებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

  1. 67.75-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მაუწყებლები (გარდა საზოგადოებრივი და საეთერო მაუწყებელებისა), დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.

               

  1. 68.76-ე მუხლის 25-ე პუნქტი ამოღებულ იქნას;

 

 

მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) 1441-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

 

 

მუხლი 3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებენ მაუწყებლობას, რომლისთვისაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებულია ავტორიზაცია, ვალდებულნი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გაიარონ ავტორიზაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

 

უხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი (07–3/600; 04.05.2012)საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

პროექტი

 

საქართველოს კანონი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

მუხლი 1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N22, 18.05.2005, მუხ. 151) პირველი მუხლის მე-31 პუნქტს   დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი:

,,ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე.“

 

 

მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი             მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე“ საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე

„საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ“

და

საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილ მოხსენებაზე

„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიში „საქართველოს 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ“ და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილ მოხსენება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით“ და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 11

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და

კულტურის კომიტეტს

 

ასლი:         საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის

2011 წლის ანგარიშზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 10 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის   2011 წლის ანგარიში და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 
modules