ოქმი #17

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის

 ოქმი #17

 

. თბილისი                                   18 მაისი 2012 . 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, კ. ბადაგაძე, კ. კურდღელაშვილი,

ზ. კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, რ. მარსაგიშვილი, დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ.ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი, ი. გაბისონია, მ.ჯულაყიძე, გ. სირაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ვაჟა პეტრიაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიის ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსიპრემიერმინისტრის მთავარი მრჩეველი,

ზვიად კუკავა – პარლამენტის წევრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

(მეორე   მოსმენა)

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

 2.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07–2/464; 10.05.12). (მეორე   მოსმენა).

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 3.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ(07–3/600; 04.05.2012) (მესამე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრებიკახაბერ ანჯაფარიძის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ (07–3/586; 10.04.12 (მეორე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს ანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის შესახებ(პირველი   მოსმენა)

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 6.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ

/მომხ. ვაჟა პეტრიაშვილი, გია ხუროშვილი/

 

  1. 1.მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

 

მოხსენება „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტის მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 1) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 2).

აზრი გამოთქვეს:

პეტრიაშვილმა, ჩახვაძემ, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

  1. 2.მეორე

   მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07–2/464; 10.05.12) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტის მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 4) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 5).

 

აზრი გამოთქვეს:

პეტრიაშვილმა, ჩახვაძემ, ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

  1. 3.მესამე

   მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ(07–3/600; 04.05.2012) საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანოპროექტის მიმართ მესამე მოსმენისათვის რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. ამდენად, მის ტექსტს ცვლილება არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹7).

 

  1. 4.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ (07–3/586; 10.04.12. საქართველოს პარლამენტის წევრებიკახაბერ ანჯაფარიძის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტის მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 8) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 9).

 

აზრი გამოთქვეს:

ხუროშვილმა, ჩახვაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹10).

 

  1. 5.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს ანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 11) შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹12).

 

6. მოისმინეს:

მოხსენებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტების მიღების მიზეზია საქართველოში გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის შექმნა და ფასიანი ქაღალდები ბაზრის ჩამოყალიბება. კანონპროექტის მიზანია ინდივიდუალური დაგროვების სისტემისთვის ხელშეწყობის მექანიზმის ჩამოყალიბება. ამასთან, გრძელვადიანი კრედიტისთვის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საფონდო ბირჟის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება. „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის, დივიდენდის და პროცენტის შემცირების შედეგად მიღებული თანხით ფიზიკური პირების მიერ ნებაყოფლობით ინდივიდუალურ დაგროვების განხორციელება. ამასთან, საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისაგან თავისუფლდება აღნიშნული დანაზოგი.

 

„ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების შესახებკანონპროექტი გათვალისწინებულია საქართველოში ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაგროვების სისტემის შექმნა. კანონპროექტის მიზანია ინდივიდუალური დაგროვების სისტემისთვის ხელშეწყობის მექანიზმის ჩამოყალიბება. ამასთან გრძელვადიანი კრედიტისთვის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის საფონდო ბირჟის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.

 

ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაგროვების სისტემის ჩამოყალიბებისთვის სამართლებრივად წესრიგდება დაგროვების განხორციელების მექანიზმები. კერძოდ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიქმნას აქტივების მმართვეელი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული შენატანის მართვას. ამასთან აქტივების მართვა უნდა განხორციელდეს ფიზიკური პირის მიერ არჩეული სქემის პირობების შესაბამისად.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, კუკავამ, კემულარიამ, კიკალეიშვილმა, წურწუმიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 13).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                             გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                      რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე

შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტი

 

მუხლი პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 47, 28.12.2009, მუხ. 361) 261 Mმუხლის:

1. პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

2. მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:              

„5. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებასა და გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საწარმოს წმინდა მოგებიდან სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ.“.

გათვალისწინებულია

 

 

 

დანართი 2

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

         მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 261 მუხლის:

         1. პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას (გარდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

 

2. მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:  

„5. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმო, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, წმინდა მოგების განაწილებსა და გამოყენებაზე გადაწყვეტილება მიიღება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამასთან, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული საწარმოს წმინდა მოგებიდან სახელმწიფოსათვის გადასარიცხი დივიდენდების ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებულად მიმართვის შესახებ..

 

        

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

 

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის თაობაზე

(07–2/464; 10.05.12)

კანონპროექტზე გამოთქმული შენიშვნების

გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

საფინანსო – დაბიუჯეტო კომიტეტი

 

კანონპროექტის პირველი მუხლში საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში სასურველია:

 

39–ე მუხლის მე–2 ნაწილი ითვალისწინებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მისი სისტემის შემადგენლობაში შემავალ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.

გათვალისწინებულია

 

საფინანსო – დაბიუჯეტო კომიტეტი

 

105–ე მუხლის მე–4 ნაწილის ა) ქვეპუნქტი საჭიროებს დაკონკრეტებას, იმ თვალსაზრისით, რომ იგი ითვალისწინებდეს ასევე საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებასაც.

გათვალისწინებულია

საფინანსო – დაბიუჯეტო კომიტეტი

 

106–ე მუხლს   დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი)ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები“

გათვალისწინებულია

საფინანსო – დაბიუჯეტო კომიტეტი

 

205–ე მუხლის მე–13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქში აღნიშნული თარიღი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადასთან.

 

 

 

 

დანართი 5

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილებიშეტანის შესახებ

  

მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ნავთობის გადამუშავება - პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით; ასევე, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება), მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით.“

 

მუხლი 2.          საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მისი სისტემის შემადგენლობაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.“.

 

2. 105-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების (მათ შორის, უსასყიდლოდ) შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო წელს, როდესაც ეს საქონელი ან მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში;“.

 

3. 106-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები.“.

 

4. 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;“.

 

5. 309-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება გადამუშავების და თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.“

 

 

მუხლი 3.       ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                    მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ“

(07–2/464; 10.05.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ

(07–3/600; 04.05.2012)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ”

კანონპროექტის განხილვისას წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

ავტორი

შენიშვნა

შედეგი

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიზანშეწონილია წარმოდგენილ კანონის პროექტის ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცვლილება კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ცვლილებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თუ მოვალე ამ კანონის მე–17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და ამასთან, მოვალე მიიჩნევს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის, მისი ქონება გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მაშინ მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას, რომ მოვალის ქონება ვერ უზრუნველყოფს გაკოტრების დაწყების შემთხვევაში საპროცესო ხარჯების დაფარვას;ბ) მტკიცებულებას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების შესახებ.“

გათვალისწინებულია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

მიზანშეწონილია წარმოდგენილ კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ცვლილება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ა) 20-ე მუხლ მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საქმეზე ახალი გარემოებების აღმოჩენისა და ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში“.

 

ბ) 20–ე მუხლს დაემატოს 4–9 პუნქტები:

„4. თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოვალის მიერ მე–16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის, მოვალის ქონება გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო იღებს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განჩინებაში მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად იქნება გამოცხადებული რეგისტრაციის გაუქმების გზით იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში სასამართლოში არ იქნა შეტანილი კრედიტორის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება იმავე მოვალის მიმართ.

5. სასამართლო ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების მიღებიდან არა უგვიანეს მესამე დღისა საკანონმდებლო მაცნეში, მოვალის კრედიტორების ინფორმირების მიზნით, აქვეყნებს:

ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდუსუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით.

6. ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული მოვალის ქონებიდან, შეუძლია მიმართოს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით ამ კანონით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე–14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებითა და მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

8. თუ ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში სასამართლოში არ იქნება წარდგენილი კრედიტორის მიერ ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, სასამართლო მოვალეს აცხადებს გაკოტრებულად, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

9. ამ მუხლის მე–8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოვალის ქონება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაწილდება მის პარტნიორებზე მათი შეთანხმების შესაბამისად   მოვალის რეგისტრაციის გაუქმებამდე.

10. თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის მიერ ამ კანონის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების სინამდვილეში ან მიიჩნევს რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ მისი ქონება გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ ამ კანონის მე–19 მუხლით დადგენილი წესით.“

გათვალისწინებულია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

მიზანშეწონილია წარმოდგენილ კანონის პროექტის ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ” მეორე მუხლის ბ) ქვეპუნქტში გათვალისწინებული ცვლილება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ბ) მე-142 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. სასამართლოს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სასამართლოს შეუძლია მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილი პირიმიერ 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.

გათვალისწინებულია

 

 

 

დანართი 9

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N9, 31.03.2007, მუხ. 87):

  1. 1.კანონის მე–16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანა მოვალის მიერ

  1. 1.მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ კანონის მე-15 მუხლით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს:

ა) მოვალისათვის ცნობილი ქონების ნუსხას, აგრეთვე მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობას, ამ ანგარიშების რეკვიზიტებისა და ბანკების მისამართების მითითებით;

ბ) უზრუნველყოფილ კრედიტორთა ნუსხას არსებული ვალდებულებების, უზრუნველყოფის საგნებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით;

გ) მოვალისათვის ცნობილი დანარჩენი კრედიტორების ნუსხას არსებული ვალდებულებებისა და კრედიტორთა სახელების (სახელწოდებების) და მისამართების (საიდენტიფიკაციო ნომრების) მითითებით;

დ) მოვალის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასლს, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მოვალე გადახდისუუნაროა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე იმყოფება.

  1. 2.თუ მოვალე ამ კანონის მე–17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და ამასთან, მოვალე მიიჩნევს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის, მისი ქონება გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, მაშინ მოვალის მიერ სასამართლოში შეტანილი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მონაცემების გარდა უნდა შეიცავდეს:

ა) მითითებას, რომ მოვალის ქონება ვერ უზრუნველყოფს გაკოტრების დაწყების შემთხვევაში საპროცესო ხარჯების დაფარვას;

ბ) მტკიცებულებას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მითითების შესახებ.“

                2. ა) 20-ე მუხლ მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საქმეზე ახალი გარემოებების აღმოჩენისა და ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში“.

 

ბ) 20–ე მუხლს დაემატოს 4–9 პუნქტები:

 

„4. თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მოვალის მიერ მე–16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის, მოვალის ქონება გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო იღებს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განჩინებაში მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად იქნება გამოცხადებული რეგისტრაციის გაუქმების გზით იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში სასამართლოში არ იქნა შეტანილი კრედიტორის მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება იმავე მოვალის მიმართ.

5. სასამართლო ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების მიღებიდან არა უგვიანეს მესამე დღისა საკანონმდებლო მაცნეში, მოვალის კრედიტორების ინფორმირების მიზნით, აქვეყნებს:

ა) განჩინებით გათვალისწინებულ ინფორმაციას;

ბ) ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდუსუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით.

6. ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებულია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ამ მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებული მოვალის ქონებიდან, შეუძლია მიმართოს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით ამ კანონით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე–14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებითა და მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები.

8. თუ ამ მუხლის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში სასამართლოში არ იქნება წარდგენილი კრედიტორის მიერ ამ მუხლის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება, სასამართლო მოვალეს აცხადებს გაკოტრებულად, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

9. ამ მუხლის მე–8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოვალის ქონება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნაწილდება მის პარტნიორებზე მათი შეთანხმების შესაბამისად მოვალის რეგისტრაციის გაუქმებამდე.

10. თუ სასამართლოს ეჭვი შეეპარა მოვალის მიერ ამ კანონის მე–16 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული მითითებისა და მტკიცებულების სინამდვილეში ან მიიჩნევს რომ მოვალის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოვალის მითითებას, რომ მისი ქონება გაკოტრების დაწყების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ ამ კანონის მე–19 მუხლით დადგენილი წესით.“

 

მუხლი 2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994.##21-21, მუხ.455) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) 142 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„1. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ან საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ბ) მე-142 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

11. სასამართლოს, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სასამართლოს შეუძლია მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც უფლებამოსილი პირი მიერ 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა წარედგინოს მარეგისტრირებელ ორგანოს. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმოს საწარმოს რეგისტრაცია.

 

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                   მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი   „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებიშეტანის შე­სა­ხებ (07–3/586; 10.04.12)   და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 11

 

პროექტი

 

 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

 

 

          მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი (ვებგვერდი, 110525008, 25/05/2011) მე–2 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან.“.

 

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

(07–3/615; 10.05.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

დანართი 13

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

ასლი:      საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტებზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილების შეტანის შესახებ

და

„ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ

(07–2/465; 11.05.12)

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 18 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებდა „ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ.

 

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას და აღნიშნავს, რომ   „ნებაყოფილობითი ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ“ კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამასთან ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კომიტეტს აქვს შემდეგი წინადადებები:

 

 

  1. 1.სასურველია კანონპროექტში აისახოს მისი მიმართება საქართველოს პარლამენტის მიერ 1998 წლის 30 ოქტომბერს მიღებულ კანონთან „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“, რომელიც ასევე ნებაყოფილობითი შენატანებით განსაზღვრულ სქემებს არეგულირებს, ოღონდ საპენსიო სფეროში.

 

  1. 2.მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით სქემის მონაწილეს დაზოგილი თანხის მიღება მმართველი კომპანიის აქტივებიდან შეეძლებათ არანაკლებ თხუთმეტწლიანი დაგროვების განხორციელების შემდეგ. იმის გამო, რომ ასეთი დაგროვების სისტემა ჩვენს რეალობაში ახალია, ნდობის ფაქტორის განმტკიცების მიზნით შეიძლება განხილული ყოფილიყო უფრო ნაკლები ვადა.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 
modules