ოქმი #19

                  დარგობრივი ეკონომიკისა და

                   ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #19

 

. თბილისი                                   30 მაისი 2012 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, კ. კურდღელაშვილი, კ. ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, რ. მარსაგიშვილი, დ. ოვაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, მ. მეტრეველი, მ. ჯულაყიძე, თ. ტეფნაძე, თ. შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, გ. სირაძე, მ. მეტრეველი, თ. ჯაფარიძე.

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი;

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოსანონში ცვლილების შეტანის შესახებ(მესამე მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჟაფარიძის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ(07–3/586; 10.04.12

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 3.საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოსანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(პირველი მოსმენა).

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 4.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

(მესამე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 5.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

(მესამე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 6.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მესამე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 7.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მესამე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 8.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07–2/466; 16.05.12)(მეორე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 9.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმებები:   „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ქუვეიტის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“.

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 10.აქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგელი ფინანსური ხელშეკრულება „საქართველოსა და ევროპის საივესტიციო ბანკს შორის (საქართველო აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი – A)“

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 1.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოსანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

  1. 2.მესამე

      მოსმენით

        განიხილეს:

 

მოხსენება საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ (07–3/586; 10.04.12   საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჟაფარიძის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

აღინიშნა, რომ რადგან კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა,   მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

 

  1. 3.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებსაქართველოსანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 3) შესახებ.

 

კანონპროექტის თანახმად მარეგულირებელ კომისიასთან არსებულ საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შექმნის უფლებამოსილება ენიჭება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარეს (სახალხო დამცველის ნაცვლად). ასევე წარმოდგენილი ცვლილებით საკონკურსო პირობები დადგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ, ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

  1. 4.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

  1. 5.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

  1. 6.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

რადგან კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩარკვიანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

  1. 7.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექტის მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი8) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი   9).

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, ჯაბუამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10).

 

  1. 8.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07–2/466; 16.05.12) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ   შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 11).

 

  1. 9.მოისმინეს:

 

მოხსენება „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ქუვეიტის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმების შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

ოვაშვილმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 12).

 

აღინიშნა, რომ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი - საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის და მათ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2012 წლის 29 მარტს ქ. დუბაიში.

 

საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა თავისუფალი კონკურენციის მხარდაჭერა. საავიაციო სფეროში ამ კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციას და ავიასატრანსპორტო ქსელის გაფართოების ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ, მოითხოვს საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმებების გადახედვას და საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის კუთხით არსებული შეზღუდვების მოხსნას.

 

 

წარმოდგენილი შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები და ტევადობა. სიხშირე დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისათვის საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც შესაძლოა განხორციელდეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.

 

შეთანხმება ასევე არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა, ქვეყნებს შორის განრიგების დამტკიცება, შესვლისა და გაფორმების რეგულირება, ტარიფების დადგენა, საბაჟო და სხვა გადასახდელებისგან გათავისუფლება, ინფორმაციის გაცვლა, ფრენის უსაფრთხოება, საავიაციო უშიშროება და ა.შ.

 

შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, მომსახურების პირობების ამაღლებასა და ტურიზმის სფეროს განვითარებას.

               

საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2012 წლის პირველ აპრილს ქ. ქუვეითში.

 

საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა თავისუფალი კონკურენციის მხარდაჭერა. საავიაციო სფეროში ამ კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციას და ავიასატრანსპორტო ქსელის გაფართოების ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ, მოითხოვს საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმებების გადახედვას და საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის კუთხით არსებული შეზღუდვების მოხსნას.

წარმოდგენილი შეთანხმების თანახმად, ავიასაწარმოებს ეძლევათ საშუალება დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები და ტევადობა. სიხშირე დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისათვის საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე, საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც შესაძლოა განხორციელდეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.

 

შეთანხმება ასევე არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა, ქვეყნებს შორის განრიგების დამტკიცება, შესვლისა და გაფორმების რეგულირება, ტარიფების დადგენა, საბაჟო და სხვა გადასახდელებისგან გათავისუფლება, ფრენის უსაფრთხოება, საავიაციო უშიშროება და ა.შ.

 

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვლება საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ 1996 წლის 26 ნოემბრის შეთანხმება.

 

შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, თავისუფალი კონკურენციის განვითარებას, მომსახურების პირობების ამაღლებასა და ტურიზმის სფეროს განვითარებას.                               

 

  1. 10.მოისმინეს:

 

მოხსენება „საქართველოსა და ევროპის საივესტიციო ბანკს შორის   (საქართველო აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი – A)“ აქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგელი ფინანსური ხელშეკრულების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, პროექტი „საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი“ ითვალისწინებს სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე დაახლოებით 52 კილომეტრის სიგრძის ახალი 4 ზოლიანი გზის მშენებლობას და გრიგოლეთი-ქობულეთის (მდ. ჩოლოქი) მონაკვეთის (16 კმ.) არსებული გზის რეაბილიტაციას;

 

პროექტის დასაფინანსებლად ევროპის საინვესტიციო ბანკი გამოყოფს 170 მილიონი ევროს ოდენობის სესხის შემდეგი ფინანსური პირობებით:

 

სესხის ხანგრძლივობა: 30 წელი, შეღავათიანი პერიოდი: 10 წელი. სესხის საპროცენტო განაკვეთი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე): EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი; ან ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (2012 წლის 20 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 3.65% წლიურად)

 

საპროცენტო მარჟა: ცვლადი (2012 წლის 20 აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 1.14% წლიურად), რომელიც ფიქსირდება თითოეული ტრანშის მიღებისას; ადმინისტრირების გადასახადი: 50,000 ევრო (ერთჯერადი გადასახადი); ვალდებულების გადასახადი: არ არის გათვალისწინებული.

 

პროექტის ფარგლებში, ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის (NIF) ფარგლებში 2012 წლის 11 მაისს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისადაც ევროკავშირი გამოყოფს 20 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს.

 

აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია - გრიგოლეთის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობით ტრანზიტული მოძრაობისგან განიტვირთება აჭარის რეგიონთან დამაკავშირებელი არსებული გზა, რომელიც სამტრედია - გრიგოლეთის გავლით გადის გურიის რეგიონის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში.

  

 

 

აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთი - ქობულეთის მონაკვეთზე აქტიური სამშენებლო სამუშაოების დაწყება ნავარაუდეია 2013 წლის დასაწყისიდან.

 

პროექტის განმახორციელებელი იქნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 13).

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                       გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოსანონში ცვლილების შეტანის შესახებ

(07–3/606; 04.05.12)

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილებიშე­ტა­ნის შე­სა­ხებ

(07–3/586; 10.04.12

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძის, ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი   „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებიშეტანის შე­სა­ხებ  და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

საქართველოს კანონი

 

`დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ~

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

 

 

       მუხლი 1. `დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ~ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #26, 30.09.2002, მუხ. 125) 152 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

      

`2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით ქმნის საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, რომელშიც შედიან შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით.

      

3. საკონკურსო პირობებს ადგენს შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით~.

 

 

 

       მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი             იხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე მესამ მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამ მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

დანართი 8

სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო

ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტზე გამოთქმული

შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

პარლამენტის წევრი

ხათუნა ოჩიაური

პირველი მუხლი „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნატი, და შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და აღნიშნული სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემა ჩაჯდეს იგივე რეგულაციაში.

გათვალისწინებულია

 

 

2.

საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             მუხლი 3.

                1. ეს კანონი გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს.

                2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

გათვალისწინებულია

დანართი 9

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

     

            

             მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

           1. პირველ მუხლ:

 

             ა) მე-5 პუნქტს დაემატოს „ი და „კ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების (მათ შორის ამ ქონების ჩამოწერის ან/და უტილიზაციის შედეგად მიღებული ქონების) უტილიზაციაზე, გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ან/და მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით;

კ) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და აღნიშნული სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გადაცემაზე.“.

 

            ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

             ”6. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” (შემდგომში - ქონების სააგენტო).

             7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო.

             8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ სასამართლოში.“.

 

          2. მე-2 მუხლის ”ე”,”კ”, ”ნ”,”ო”, ”შ”, „ჩ“ და ”ც” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას;

                კ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მსურველთა მოძიებას და პრივატიზების ინიცირების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეწყობას და რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ქონების მმართველთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

                ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;

ო) საპრივატიზებო გეგმა – დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის საკადასტრო აზომვითი ნახაზების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის და მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა;

                შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან და ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  

                ჩ) საწყისი საპრივატიზებო თანხა − სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;

                ც) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხის ოდენობა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

           

            3. მე-2 მუხლს დაემატოს ”ძ”, ”წ”, ”ჭ”,”ხ”, ”ჯ”, „ჰ“ და „ჰ1ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

 

                ”ძ) მომსახურების საფასური - საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი თანხა, რომელიც ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე;

                წ) საპრივატიზებო თანხა - რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხევაში);

                ჭ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური - სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;

               ხ) სარგებლობაში გადაცემის საფასური - ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება სარგებლობაში გადაცემის თანხისა და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

               ჯ) ქონების სააგენტოს ანაზღაურება - საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ნაწილი, რომელიც ქონების სააგენტოს მიერ განხორციელებული პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას/სარგებლობაში გადაცემისას ირიცხება ქონების სააგეტნოს ანგარიშზე;

                ) სარგებლობაში გადაცემის თანხა - ქონების სარგებლობაში გადაცემისას შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;

                1) ქონების მმართველი - სამინისტრო, ქონების სააგენტო, ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი, მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.“.

           

            4. მე-3 მუხლის:

 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ასევე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია..

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საკითხს ამზადებს და პრეზიდენტს წარუდგენს ქონების მმართველი.

 

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5.           ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესია საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.”.

           

            5. 31 მუხლის:

 

                ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ”3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ქონების მმართველის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პირის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.”.

 

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         ”6. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.“.

 

            6. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

                2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“, „ძ.გ“, „ძ.დ“ და „ძ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც ქონების მმართველის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.”

 

            7. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

                მუხლი 51. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

                1. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.

         2. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილინი არიან ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

         3. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

         4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.

         5. სამინისტროს, ქონების სააგენტოს და სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

6. სამინისტრო და ქონების სააგენტო თავისთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებს ასლის დედანთან იგივეობას.

7. სამინისტროსა და ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ქონების სააგენტოს ვებგვერდის (www.privatization.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული ფორმით გამოცემულ დოკუმენტს.”.

 

           8. მე-6 მუხლის:

                ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი/სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.”

 

                ბ) მე-4 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის/მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

 

                გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ”5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

 

                დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) აგრეთვე ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტებით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

 

ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7. თუ ქონების მმართველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე/სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უკან უბრუნდება.

8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ სახელმწიფო ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.”

 

            9. მე-61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ”მუხლი 61. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება

                მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურიდან, ქონების მმართველსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.”

 

                        10. მე-7 მუხლის:

 

                ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.”.

 

                ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.

       6. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.“.

 

            11. მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

                1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ქონების მმართველსა და მესამე პირს.

2. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე მესამე პირის მიერ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების შემთხვევაში ისინი მიმართავენ ქონების მმართველს.”

       3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვასა და ნატურაში გადატანას ახორციელებს ქონების მმართველი ან საკითხის ინიციატორი.”.

 

            12. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

”1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო თანხას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა

2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს და ქონების მმართველს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ქონების მმართველი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობით ან ელექტრონული ფორმით (სამინისტროსა და ქონების სააგენტოს შემთხვევაში - ვებგვერდის www.privatization.ge მეშვეობით), რაც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.”.

13. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირებისა ან/და წარდგინების, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე.

21. ქონების მმართველი უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის საკითხის მომზადებისას განმცხადებელს მოსთხოვოს ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.”.

 

ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

”5. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით, ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.

7. ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგეს (ქონების სააგენტო სამინისტროს მეშვეობით) დასაბუთებულ წინადადებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.”.  

 

14. მე-12 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანის, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოშლის უფლება აქვს ქონების მმართველს, რომელიც ასევე უფლებამოსილია დაასრულოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის პროცედურა. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ზედამხედველობას და სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო.  

                7. ქონების მმართველი ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენთან 15 კალენდარული დღის ვადაში დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საპრივატიზებო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება.”.

 

            15. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 13. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო შემოსულობა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

           „1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო შემოსულობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურად.

2. მოიჯარეს შეუძლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის სრულად ან ნაწილ-ნაწილ გადახდა 1 წლის განმავლობაში. საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.”

 

                16. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                მუხლი 16. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის  პრივატიზებისას ქონების მმართველის ვალდებულებები

 

                დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისას ქონების მმართველის ვალდებულებებია:

ა) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;

ბ) საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებში დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

                გ) საჯარო აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ საპრივატიზებო საფასურის გადახდის დადასტურება.

 

            17 .მე-17 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 17. საჯარო აუქციონზე გასაყიდი დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწინაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

”1. საჯარო აუქციონზე გასაყიდი დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის ყოველი 1 ჰექტარის საწყისი საპრივატიზებო თანხაა 200 ლარი.

2. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებიდან შემოსული საპრივატიზებო შემოსულობა ირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

3. საჯარო აუქციონში გამარჯვებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების საფუძველია.”.

 

         18. მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.

       3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.

                4. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ინიცირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.”.

 

            19. მე-181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                1. ქონების მმართველს უფლება აქვს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განახორციელოს შესაბამის მოიჯარეზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო თანხა შეადგენს მისი ყოველწლიური საბაზრო საიჯარო ფასის ხუთმაგ ოდენობას. ქონების ყოველწლიურ საბაზრო საიჯარო ფასს ადგენს საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.”.

 

            20. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 23. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ქონების მმართველი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

 

21. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს ქონების მმართველი ან პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის შესახებ - ქონების მმართველის წარდგინებით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.”.

 

22. 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო   შემოსულობა აუქციონის ხარჯების გამოკლებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

             5. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ინიციირებას.”

 

            23. 35-ე მუხლის:

               ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. ქონების მმართველის   მიერ უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით.”

ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული სახელმწიფო ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, უქმდება ქონების მმართველსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება სარგებლობაში იყო გადაცემული.

6. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების მმართველი დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.

7. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო შესაბამის ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების მმართველი დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით.”.

 

24. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი, დადგენილი წესით.”.

 

   25. 36-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                11. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ქონების მმართველის თანხმობით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.”.

 

   26. 36-ე მუხლს დაემატოს 13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

                13. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ გააჩნია აღნიშნული ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით), ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორიული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.”.

 

  27. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ქონების მმართველი დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამრთლის იურიდიული პირის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამრთლის იურიდიული პირის საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი.”.

 

28. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                3. სამინისტროს, ქონების სააგენტოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება სარგებლობაში გამცემის ბიუჯეტში.“.

 

            29. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. ქონების მმართველი სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.”.

 

            30. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნას.

 

            31. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება ქონების მმართველის ინიციატივისა და დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით.“.

 

           32. 43-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს ქონების მმართველი რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.”.

 

ბ) 21 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 

           33. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 44. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების                       განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის                                  უფლებით გადაცემის წესი

 

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

                2. მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირი ქონების მმართველის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.“.

 

                     34. 45-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ქონების მმართველი ან კანონით დადგენილ შემთხვევებში პრივატიზების განმახორციელებელი სხვა ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.

       4. შესაბამისი ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების ინიცირებას.”.

 

               35. 451 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირებისა და დასაბუთებული წინადადების საფუძველზე.

2. ქონების მმართველი განსაზღვრავს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

3. ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი პირობები, ქონების სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

4. საქართველოს მთავრობა ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შესახებ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება პრივატიზების პირობები, მათ შორის:

ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივი ან პროცენტული მაჩვენებელი ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ან/და მინიმალური ზღვარი (ზღვრები);

ბ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო საფასური) და ანგარიშსწორების წესი და პირობები;

გ) ქონების მმართველის დასაბუთებულ წინადადებაში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითადი თარიღები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად ქონების მმართველი განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს.

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ქონების მმართველი განსაზღვრავს პრივატიზების კონკრეტული პირობებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.”.

 

36. 491 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 491. საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის

                       დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან

                       გათავისუფლება

 

           შემძენი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების დასაბუთებული თხოვნით მიმართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი იხილავს წარდგენილ მიმართვას და დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკითხი, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.”.

               

 

                მუხლი 2.

                1. 2012 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ:

                ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” დებულება.

                           ბ) დაადგინოს სსიპ “სახელმწიფო ქონების სააგენტოს” მიერ გაწეული მომსახურების საფასურები.”

                გ) დაადგინოს ქონების მმართველი პირების უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები.

                2. 2012 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

                3. 2012 წლის 10 ოქტომბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

 

            მუხლი 3.

                1. ეს კანონი გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს.

       2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                          მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

გიორგი მელაძე

კომიტეტის თავმჯდომარ

დანართი 11

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ“

(07–2/466; 16.05.12)  

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 12

 

     საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

შეთანხმებებზე:

„საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და

„საქართველოს მთავრობასა და ქუვეიტის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ   წარმოდგენილი შეთანხმებები:   „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის თავიანთ სახელმწიფო ტერიტორიებს შორის და მათი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და ქუვეიტის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ რატიფიკაციისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

დანართი 13

 

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

ასლი:       საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის

ფინანსურ ხელშეკრულებაზე

(საქართველო აღმოსავლეთ – დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი – A)“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 30 მაისის სხდომაზე განიხილა აქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგელი  „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველო აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი – A)“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ რატიფიკაციისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 
modules