| ოქმი #16 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ოქმი #16
ქ. თბილისი 15 მაისი 2012 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
/მომხ. გია ხუროშვილი/ 2.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მესამე მოსმენა). /მომხ. რუსუდან კემულარია/
/მომხ. რუსუდან კემულარია/ 4.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (პირველი მოსმენა). /მომხ. რუსუდან კემულარია/
/მომხ. რუსუდან კემულარია/ 6.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პირველი მოსმენა). /მომხ. ნათია მიქელაძე/ 7.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (პირველი მოსმენა). /მომხ. ნათია მიქელაძე/
/მომხ. ნათია მიქელაძე/ 9.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (პირველი მოსმენა). /მომხ. ნათია მიქელაძე/ 10.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (მეორე მოსმენა). /მომხ. ზვიად კუკავა/ 11.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (მეორე მოსმენა). /მომხ. ზვიად კუკავა/ 12.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ /მომხ. დიმიტრი ძაგნიძე/
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4 პროექტი
საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 28.12.2009, მუხ. 361) 261 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ იმ საწარმოზე, რომლის აქციები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების საკითხი წყდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 5
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 6
პროექტი
საქართველოს კანონი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 49) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ნავთობის გადამუშავება - პროცესების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ნედლი ნავთობის გადამუშავებას ნავთობპროდუქტების მიღების მიზნით; ასევე, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ნავთობპროდუქტების შერევა (კომპაუნდირება), მიღებული პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის მიზნით.“
მუხლი 2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის არ გამოიყენება გადამუშავების და თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისა, რომელიც გამოიყენება საქონლის შერევის (კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით.“
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 7
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07–2/464; 10.05.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 8 პროექტი საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით: ”6. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” (შემდგომში - ქონების სააგენტო). 7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო. 8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ სასამართლოში.“.
2. მე-2 მუხლის ”ე”,”კ”, ”ნ”, ”შ” და ”ც” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას; კ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მსურველთა მოძიებას და პრივატიზების ინიცირების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეწყობას და რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ქონების მმართველთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე; ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის; შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისაგან და მომსახურების საფასურისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ც) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხის ოდენობა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო შემოსულობისაგან და მომსახურების საფასურისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.
3. მე-2 მუხლს დაემატოს ”ძ”, ”წ” და ”ჭ” ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: ”ძ) მომსახურების საფასური - საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი თანხა, რომელიც ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე; წ) სარგებლობაში გადაცემის საფასური - ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა რომელიც შედგება შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხისგან და მომსახურების საფასურისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ჭ) ქონების მმართველი - სამინისტრო, ქონების სააგენტო, ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი, მის მიერ მიქცეულ ქონებასა და სარგებლობაში გადაცემული მოძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.“.
4. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ასევე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საკითხს ამზადებს და პრეზიდენტს წარუდგენს ქონების მმართველი. გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”5. ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. მისი გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.”.
5. 31 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ქონების მმართველის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პირის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.”. ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”6. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.“.
6. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“, „ძ.გ“, „ძ.დ“ და „ძ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც ქონების მმართველის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.”
7. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”1. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს. 2. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილინი არიან ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 3. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს. 5. სამინისტროს, ქონების სააგენტოს და სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით. 6. სამინისტრო, ქონების სააგენტო თავისთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებს ასლის დედანთან იგივეობას. 7. ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ქონების სააგენტოს ვებგვერდის (www.privatization.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული ფორმით გამოცემულ დოკუმენტს.”.
8. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა აგრეთვე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.“.
9. მე-61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 61. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურიდან, ქონების მმართველსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.”
10. მე-7 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.”. ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი. 6. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.“.
11. მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით: „1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ქონების მმართველსა და მესამე პირს. 2. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე მესამე პირის მიერ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების შემთხვევაში ისინი მიმართავენ ქონების მმართველს.” 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვასა და ნატურაში გადატანას ახორციელებს ქონების მმართველი ან საკითხის ინიციატორი.”.
12. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს და ქონების მმართველს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ქონების მმართველი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობით ან ელექტრონული ფორმით (ქონების სააგენტოოს შემთხვევაში - ვებგვერდის www.privatization.ge მეშვეობით), რაც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.”.
13. მე-10 მუხლის: ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირებისა ან/და წარდგინების, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. 21. ქონების მმართველი უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის საკითხის მომზადებისას განმცხადებელს მოსთხოვოს ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.”. ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ”5. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე. 6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით. 7. ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგეს (ქონების სააგენტო სამინისტროს მეშვეობით) დასაბუთებულ წინადადებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.”.
14. მე-10 მუხლს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით: ”12. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება ქონების მმართველს. სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულების დადებამდე დაადგინოს ხელშეკრულების მოშლის განსხვავებული სამართლებრივი შედეგები და პირობები.“.
15. მე-12 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანის, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოშლის უფლება აქვს ქონების მმართველს, რომელიც ასევე უფლებამოსილია დაასრულოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის პროცედურა. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ზედამხედველობას და სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო. 7. ქონების მმართველი ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამისი საფასურის გადახდის თაობაზე და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენთან 15 კალენდარული დღის ვადაში დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება.”.
16. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო შემოსულობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურად.”.
17. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისას ქონების მმართველის ვალდებულებები დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისას ქონების მმართველის ვალდებულებებია: ა) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით; ბ) საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებში დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია; გ) საჯარო აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ საპრივატიზებო საფასურის გადახდის დადასტურება.
18 . მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი. 3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით. 4. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ინიცირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.”.
19. მე-181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქონების მმართველს უფლება აქვს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განახორციელოს შესაბამის მოიჯარეზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული უძრავი ქონების საფასური შეადგენს მისი ყოველწლიური საბაზრო საიჯარო ფასის ხუთმაგ ოდენობას. ქონების ყოველწლიურ საბაზრო საიჯარო ფასს ადგენს საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.”.
20. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 23. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ქონების მმართველი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.
21. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”3. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს ქონების მმართველი ან პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის შესახებ - ქონების მმართველის წარდგინებით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.”.
22. 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. 4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა აუქციონის ხარჯების გამოკლებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 5. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ინიციირებას.”.
23. 35-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”1. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. ქონების მმართველის მიერ უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით.” ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”5. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული სახელმწიფო ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, უქმდება ქონების მმართველსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება სარგებლობაში იყო გადაცემული. 6. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების მმართველი დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით. 7. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო შესაბამის ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების მმართველი დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით.”.
24. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი, დადგენილი წესით.”.
25. 36-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ქონების მმართველის თანხმობით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.”.
26. 36-ე მუხლს დაემატოს 13 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „13. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ გააჩნია აღნიშნული ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით), ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორიული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.”.
27. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქონების მმართველი დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი.”.
28. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ქონების მმართველის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური ირიცხება სარგებლობაში გამცემის ბიუჯეტში.“.
29. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”2. ქონების მმართველი სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.”.
30. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნას.
31. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება ქონების მმართველის ინიციატივისა და დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით.“.
32. 43-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს ქონების მმართველი რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.”. ბ) 21 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
33. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესი 1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2. მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირი ქონების მმართველის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.“.
34. 45-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ქონების მმართველი ან კანონით დადგენილ შემთხვევებში პრივატიზების განმახორციელებელი სხვა ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება. 4. შესაბამისი ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების ინიცირებას.”.
35. 451 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირებისა და დასაბუთებული წინადადების საფუძველზე. 2. ქონების მმართველი განსაზღვრავს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს. 3. ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი პირობები, ქონების სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობას. 4. საქართველოს მთავრობა ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შესახებ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება პრივატიზების პირობები, მათ შორის: ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივი ან პროცენტული მაჩვენებელი ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ან/და მინიმალური ზღვარი (ზღვრები); ბ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო საფასური) და ანგარიშსწორების წესი და პირობები; გ) ქონების მმართველის დასაბუთებულ წინადადებაში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითადი თარიღები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად სამინისტრო განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს. 5. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ქონების მმართველი განსაზღვრავს პრივატიზების კონკრეტული პირობებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.”.
36. 491 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 491. საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლება შემძენი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების დასაბუთებული თხოვნით მიმართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი იხილავს წარდგენილ მიმართვას და დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკითხი, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.”.
მუხლი 2. 1. 2012 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ: ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” დებულება. ბ) დაადგინოს სსიპ “სახელმწიფო ქონების სააგენტოს” მიერ გაწეული მომსახურების საფასურები.” გ) დაადგინოს ქონების მმართველი პირების უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები. 2. 2012 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება 3. 2012 წლის 10 ოქტომბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. 1. ეს კანონი გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) 67-ე მუხლის 14 და 15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”14. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა. შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის (შემდგომში -ქონების მმართველი) თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 15. ქონების მმართველი უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული ქონების ”ქონების მმართველის” თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 27.07.2007, მუხ. 318) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”11. იმ შემთხვევაში, როდესაც კომპეტენტურმა სახელმწიფო ორგანომ გაასხვისა მხოლოდ მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთზე, ამ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება საკუთრების უფლების აღიარება, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებულ მიწის ნაკვეთს განსაზღვრავს “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში (ვებგვერდი, 19/04/2012 სარეგისტრაციო კოდი 040110030.05.001.016678 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შევიდეს ცვლილება და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონება გადაეცემა ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ”თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №59, 02.11.2010, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ა.ა) ”ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ა) გაასხვისოს სასტუმრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რის თაობაზედაც გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს ”სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ქონების მმართველს (შემდგომში - ქონების მმართველი);” ა.ბ) ”გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”გ) ქონების მმართველთან შეთანხმებით სასტუმროს სამშენებლო პროექტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები.”
ბ) მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ბ) ქონების მმართველს წარუდგინოს განაცხადი და ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობისათვის განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის შესახებ;”
2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”4. ინვესტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მმართველი მას აძლევს 3-თვიან დამატებით ვადას.”
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”2. ქონების მმართველი უზრუნველყოფს ინვესტორისათვის სასტუმროს სამშენებლო პროექტის უსასყიდლოდ გადაცემას.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”6. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონების მიმართ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება “სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველის (შემდგომში - ქონების მმართველი) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.”.
2. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებში აღნიშნული ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს – ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით. 2. ქონების მმართველი წარდგენილ თხოვნაზე იღებს დასაბუთებულ, დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას და წერილობით აცნობებს თხოვნის წარმომდგენს მისი წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) უძრავი ქონების თაობაზე ქონების მმართველის გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. თუ უფლებამოსილმა ორგანომ 1 თვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება, თვითმმართველი ერთეულის მიერ მოთხოვნილი ქონება ჩაითვლება მისთვის საკუთრებაში გადაცემულ ქონებად.”.
3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 7. უფლებამონაცვლეობა თვითმმართველ ერთეულზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში გადაცემასთან ერთად გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან ქონების მმართველის მიერ ქონების გადაცემის მიზნით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.”.
4. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში. ”
5. 81 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს ქონების მმართველს”.
6. 191 მუხლის: ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”14. თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხს, როგორც წესი, ქონების მმართველის, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინებით წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხს ამზადებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.” ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”16. თვითმმართველი ერთეულის ქონების ან/და აქციებისა და წილების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. საკითხს ამზადებს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”ს” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”ს) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო– სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;
2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ”ს1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ”ს1) სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” - სახელმწიფო ქონების განკარგვასთან/სარგებლობაში გაცემასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებზე;”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 9
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 10
პროექტი
საქართველოს კანონი
„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №59, 02.11.2010, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. კანონის მე-4 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს ”დ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ”დ) მიმართოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით.”. ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს ”ზ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას წარუდგინოს შემოთავაზებული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც სასტუმროს მშენებლობის ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 2 თვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომისიის მიერ მიღებულ იქნა სხვაგვარი გადაწყვეტილება.”.
2. კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”5. კომისია განიხილავს ინვესტორის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და ინფორმაციას და 2 კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის, ან/და ინვესტორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომართვის შემთხვევაში, კომისია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორის მიმართ ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ.
4. კანონის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”მუხლი 8. პასუხისმგებლობა 1. ინვესტორის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე 3-თვიან დამატებით ვადაში სასტუმროს მშენებლობის დაუსრულებლობის შემთხვევაში მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოერთმევა საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული უძრავი ქონება, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული თავისუფალი ტურისტული ზონის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, შესაბამის მიწის ნაკვეთზე უქმდება თავისუფალი ტურისტული ზონის სტატუსი და მასთან დაკავშირებული საშეღავათო პირობები.”
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 11
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 12
პროექტი
საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ.69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცები: „ინსპექტირება“ (საინსპექციო შემოწმება) – საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის, მათ შორის ფრენის უსაფრთხოების შესაბამისობის შეფასების პროცესი, რომელიც ხორციელდება სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირის (ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი, SAFA ინსპექტორი) მიერ დოკუმენტების, ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის და საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების ფორმით. „ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი“ – სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას. „SAFA ინსპექტორი“ – სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ინსპექტირებას უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის შემოწმების პროგრამის (SAFA) შესაბამისად. „EASA“ – ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო. „SAFA“ - უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების განსაზღვრის (საჰაერო ხომალდის ბაქანზე შემოწმების) პროგრამა“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირება 1. ინსპექტირებას ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი ან/და SAFA ინსპექტორი. 2. ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორი და SAFA ინსპექტორი დამოუკიდებელნი არიან თავის საქმიანობაში და მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. 3. სააგენტო უზრუნველყოფს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის და SAFA ინსპექტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას ინსპექტირების პროცესში. 4. ინსპექტირების წესი, აგრეთვე ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორისა და SAFA ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით“.
3. 25-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოსა და სხვა სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის შესაძლებელია გაფორმდეს შეთანხმება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით ფუნქციების, მოვალეობების და საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ, ჩიკაგოს კონვენციის 83-ე bis მუხლის მოთხოვნების შესაბამისად“.
4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. საავიაციო პერსონალის მომზადება საავიაციო პერსონალის მომზადება ხორციელდება სასწავლო დაწესებულებებში, რომლებსაც აქვთ სათანადო სერტიფიკატი“.
5. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 51. სამუშაო და ფრენის დროის ნორმები „1. სამოქალაქო ავიაციის სამუშაო და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს ავიასაწარმოების ადმინისტრაცია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, საფრენოსნო ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასა და საფრენოსნო შემადგენლობასთან შეთანხმებით. 2. იკრძალება იმ სამუშაო და ფრენის დროის გადამეტება, რომელიც განსაზღვრული და დადგენილია სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით. 3. სახელმწიფო ავიაციის სამუშაო და ფრენის დროის ნორმებს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო“.
6. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 56. სერტიფიცირება სამოქალაქო ავიაციაში 1. საავიაციო საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ან უზრუნველყოფენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას და საავიაციო სამუშაოებს, ავიაციის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, აეროდრომები, აეროპორტები, საჰაერო ხომალდები, მათი ძრავები, სახმელეთო და საავიაციო მოწყობილობები, საჰაერო ტრასები, ჰაერსანაოსნო და საჰაერო მოძრაობის მართვის საშუალებები, საავიაციო სასწავლო დაწესებულებები, საავიაციო პერსონალი, საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოები და მათი ტექნიკური პერსონალი, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა საქმიანობა უშუალოდ არის დაკავშირებული სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, ექვემდებარება სერტიფიცირებას. სერტიფიკატი ადასტურებს მათს შესაბამისობას ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნებთან. 2. სამოქალაქო ავიაციის დარგში სერტიფიცირების წესებს ადგენს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა, მისი დანართებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 13
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 14 პროექტი საქართველოს კანონი„საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ (პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/05/1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კოდექსის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 111. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან - სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან“ და სააგენტოსთან შეთანხმებით. 2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებულნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან - საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურისა“ და სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას. 3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, საზღვაო ნავსადგურებსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან - საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურთან“ შეთანხმებით.“
2. კოდექსის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. კოდექსის მიხედვით „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის არაწყალწყვის გემებს და ჰიდროთვითმფრინავებს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ: ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, ხიფათში ჩავარდნილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად; ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ-საკარანტინო სამსახური, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა.შ.); გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის; დ) სპორტული ღონისძიებებისათვის; ე) სხვა მიზნებისათვის. 2. კოდექსის მიზნებისათვის გემს წარმოადგენს წყალზედა მოტივტივე პლატფორმები და ინსტალაციები. 3. ზომამცირე გემი - გემი, სიგრძით 7 (შვიდი) მეტრზე ნაკლები, განკუთვნილი, მათ შორის, დასვენება-გართობისათვის, ტურისტული და სპორტული მიზნებისათვის, სამეურნეო და ბიზნეს საქმიანობისათვის, მიუხედავად გემის ტიპის, წარმოშობის და ნაოსნობის რაიონისა.“
3. კოდექსის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. კოდექსის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 271. საზღვაო ნაოსნობის თავისებურებების გათვალისწინებით სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით, კანონის ანალოგიით ან საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით, თუ მათ არ აწესრიგებს ეს კოდექსი. 2. გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კანონმდებლობისა, საზღვაო ნაოსნობა რეგულირდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ან მისი ორგანოების მიერ მიღებული რეზოლუციებით
5. კოდექსის მეორე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II გემის რეგისტრაცია
მუხლი 28ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გემი: ა.ა) დიდი გემი - მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა შეადგენს 100 ტონას ან მეტს; ა.ბ) პატარა გემი - მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა შეადგენს 100 ტონაზე ნაკლებს, გარდა ზომამცირე გემებისა; ა.გ.) მშენებარე გემი - მშენებარე მცურავი საშუალება, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემების კორპუსის ნომრით ან სხვა რაიმე საშუალებით. ბ) მთავარი რეგისტრატორი - სააგენტოს დირექტორი; გ) რეგისტრატორი - წარმოადგენს პირს, რომელზეც მთავარმა რეგისტრატორმა მოახდინა მისი უფლებამოსილებების დელეგირება სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით; დ) რეესტრი - საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სააგენტო; ე) გემის რეგისტრაციის შეჩერება - გემის რეგისტრაციის მოწმობის ან დროებითი რეგისტრაციის მოწმობის შეჩერება, რომლის საფუძველზეც გემს ჩამორთმეული აქვს საქართველოს დროშით სარგებლობის უფლება; ვ) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა - გემის რეესტრიდან ამოღება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე; ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა - გემის რეესტრიდან ამოღება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით; თ) რეგისტრაცია - გემის დროებითი, ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია; თ.ა.) მუდმივი რეგისტრაცია - გემის რეგისტრაცია რეესტრში განუსაზღვრელი ვადით. თ.ბ.) ვადიანი რეგისტრაცია - გემის გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; თ.გ.) დროებითი რეგისტრაცია - გემის რეგისტრაცია რეესტრში ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში.
მუხლი 291. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის/ნაოსნობის უფლება გემს ენიჭება საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება ენიჭება მშენებარე გემს. 3. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ყველა ფორმა. 4. რეესტრში გემის რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი ან მუდმივი ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე. 5. რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელიც არის: ა) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება; ბ) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება; გ) უცხოელი გემთმფლობელის საკუთრება, რომელსაც საქართველოში ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ამ კოდექსიდან გამომდინარე ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფი გემი. 6. საქართველო არ სცნობს გემის პარალელურ რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 7. საქართველო არ სცნობს უცხო ქვეყნის რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას, თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება საქართველოს რეესტრიდან ან შეუჩერდება რეგისტრაცია. 8. ბერბოუტ ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში, თუ დაფრახტვის მომენტში მისი რეგისტრაცია დროშის სახელმწიფოს რეესტრში შეჩერებულია ან არ არის სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრირებული. 9. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის რეესტრში, საქართველოში მისი რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ან შეწყვეტის/მოხსნის შემდეგ. 10. სათანადო უფლების გარეშე გემზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 301. გემის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო, რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობებს. 2. სააგენტო აწარმოებს რეესტრს, ამტკიცებს გემის რეგისტრაციის წესებს, აგრეთვე რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს. 3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს რეესტრში გემის მუდმივ რეგისტრაციამდე 6 (ექვსი) თვის ვადით, ერთ წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული 1 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორის თანხმობით, დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა შეიძლება დამატებით გახანგრძლივდეს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, როგორსაც მუდმივი რეგისტრაცია.
მუხლი 311. მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს. 2. რეგისტრატორი ახორციელებს რეესტრში გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 3. მთავარ რეგისტრატორს შეუძლია გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება მხოლოდ შემდეგ პირებზე: ა) სააგენტოს თანამშრომელი - რეგისტრატორი; ბ) საქართველოს საჯარო მოსამსახურე; გ) საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირი; დ) აღიარებული ორგანიზაცია, ამ კოდექსის II1 თავის დებულებების შესაბამისად.
მუხლი 321. რეესტრი შედგება წიგნებისაგან, კერძოდ: ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნი; ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნი; გ) ბერ-ბოუტ ჩარტერის წიგნი; დ) მშენებარე გემების წიგნი. 2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება სახელმწიფო რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში. 3. გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვ.) რეგისტრირდება სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში. სახელმწიფო რეესტრში გემის რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზეც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა, ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვ). 4. ბერ-ბოუტ ჩარტერის წიგნში გემის რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რასაც გემის მუდმივი რეგისტრაცია. ბერ-ბოუტ ჩარტერის რეესტრში გემის რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერ-ბოუტ ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადიდან გამომდინარე ან სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად. 5. რეესტრში გემის რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის/ნაოსნობის უფლების პირველადი მტკიცებულება. 6. ზომამცირე გემების რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო. მუხლი 331. საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია. 2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაცია. 3. ბერ-ბოუტ ჩარტერის წიგნში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომლის რეგისტრაციაც სხვა ქვეყნის შესაბამის რეესტრში არის შეჩერებული და ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი. 4. მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით, რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელია მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის დარეგისტრირების საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს გემის რეესტრში დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას.
მუხლი 341. რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომელზეც ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ამ კოდექსის II1 თავის შესაბამისად. 2. პატარა გემი, რომლის ასაკიც არ აღემატება 3 (სამი) წელს არ არის ვალდებული გაიაროს ტექნიკური ზედამხედველობა ყოველწლიურად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 351. გემის რეგისტრაცია რეესტრში დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით. 2. რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი და მუდმივი. 3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს ვადიან ან მუდმივი რეგისტრაციამდე. 4. პატარა გემის რეგისტრაცია არის მუდმივი და მისი რეგისტრაციის შეჩერება, მოხსნა ან შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. 5. დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ყოველწლიურ დამოწმებას. 6. ბერ-ბოუტ ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით, რომლის ვადა განისაზღვრება ბერ-ბოუტ ჩარტერის ხელშეკრულებით დადგენილი ვადით ან სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში გემის რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 2 წლისა. 7. გემს აქვს სახელი, რომელსაც ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც შეიძლება შეიცვალოს გემთმფლობელის მოთხოვნით. მუხლი 361. გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია, თუ: ა) გემი არ შეესაბამება უსაფრთხოების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ სტანდარტებს ან შეიცავს ზღვის გარემოს დაბინძურების რისკს; ბ) გემზე არ არსებობს დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიები; გ) არსებობს წინასწარ დადასტურებული ეჭვი, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. დ) არსებობს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათალისწინებული გარემოებები. 2. რეესტრში გემის რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია: ა) გემის ბერ-ბოუტ ჩარტერის რეგისტრაცია სხვა ქვეყნის რეესტრში; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადეგნილი გადასახდელის გადაუხდელობა; გ) რეგისტრირებული გემთმფლობელის წერილობითი განცხადება; დ) გემი მისი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარ შეესაბამება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს ან შეიცავს ზღვის გარემოს დაბინძურების რისკს; ე) არ არსებობს გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიები; ვ) არსებობს წინასწარ დადასტურებული ეჭვი, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. 3. გემის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებია, თუ: ა) გემთმფლობელმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა რეგისტრაციის შეწყვეტა; ბ) ჩამოწერეს; გ) სცნეს უვარგისად შემდგომი ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის; დ) დაიღუპა. ე) გავიდა ბერ-ბოუტ ჩარტერის ვადა (ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის შემთხვევაში). ვ) გემის მესაკუთრემ ან სხვა უფლებამოსილმა პირმა მოითხოვა ბერ-ბოუტ ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტა. ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. 4. გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია, თუ: ა) რეგისტრაციის შემდეგ მოხდა გემის ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მოხდა მისი სხვაგვარი განადგურება, ხანძარი ან ჩაძირვა; ბ) არ/აღარ შეესაბამება ამ კოდექსის დებულებებს ან/და გემის რეგისტრაციის პირობებს; გ) არ/აღარ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ უსაფრთხოების, უშიშროების და გარემოს დაცვის შესახებ სტანდარტებს. დ) სხვა სახელმწიფოების ნავსადგურებში დააკავეს. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევებში გემთმფლობელი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაცის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით. 7. გემის რეგისტრაციის შესახებ სააგენტოში უფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, მთავარ რეგისტრატორს უფლება აქვს განაცხადოს უარი გემის რეგისტრაციიდან მოხსნაზე/შეწყვეტაზე, თუ გემთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება სააგენტოს წინაშე არ შესრულებულა სრულად ან ნაწილობრივ. სააგენტო არ გასცემს რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას, თუკი გემის რეგისტრაციის მოწმობა ან სხვა მოთხოვნილი მოწმობები არ ჩაბარდა მას. 8. პატარა გემის რეგისტრაციიდან მოხსნის ან რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) გემის დაღუპვა; ბ) გემთმფლობელის წერილობითი განცხადება; გ) გემთმფლობელის შეცვლა. მუხლი 371. გემი სანაოსნოდ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ნაოსნობის უშიშროების გარემოს დაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისობას ადგენს სააგენტო ან/და აღიარებული ორგანიზაცია ამ კოდექსის II1 თავის შესაბამისად.
მუხლი 381. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები: ა) რეგისტრაციის მოწმობა; ბ) გემის ეკიპაჟის განრიგი; გ) გემის ჟურნალი; დ) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემებისათვის); ე) გემის რადიოსადგურის ჟურნალი; ვ) სანიტარიული ჟურნალი; ზ) გემის სანიტარიული მოწმობა; თ) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად; ი) სხვა საბუთები, რომლებიც გათალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 2. გემის, რადიოსადგურის, სანიტარიული და სამანქანო ჟურნალების წარმოება ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. ამასთან, სანიტარიული ჟურნალის წარმოების და გაცემის წესს სააგენტო განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. ამ მუხლში აღნიშნული საბუთების დედნები უნდა ინახებოდეს გემზე. რეგისტრაციის მოწმობა გემზე შეიძლება ინახებოდეს ასლის სახით მანამ, სანამ გემი არ მიიღებს დედანს. 4. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ სატონაჟო მოწმობა. სპეციალური მომსახურების გემის წყალწყვა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით. 5. პატარა გემი არ არის ვალდებული ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი, თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. 6. საქართველოს გემებს, რომლებიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საბუთების გარდა, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო მოწმობებიც. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამონაკლისის დაშვება სააგენტოს შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.
მუხლი 391. გემის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სააგენტო, მის მიერ დადგენილი წესით. 2. სააგენტოს უფლება აქვს მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე, რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები. 3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით. 4. გამონაკლის შემთხვევებში, სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება, მოწმობების არ ქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, თუკი აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 5. სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით, გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განხორციელების თაობაზე იმ გემზე, რომელიც ჩართულია სანაპირო ნაოსნობაში, თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
მუხლი 40საქართველოს ნავსადგურში უცხო ქვეყნის დროშით შემოსული გემის განზომილებათა, სამგზავრო, სატვირთო მარკის მოწმობებისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის აღიარება ხორციელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის მხარეც არის საქართველო. მუხლი 41საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყნისათვის, უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით.”
6. კოდექსის 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
7. კოდექსს დაემატოს II1 თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი II1 საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემმოწმებელი ორგანიზაციების აღიარება, მათი უფლებამოსილების, ფუნქციონირების წესები და სტანდარტები
მუხლი 441ამ თავის მიზნებისთვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უფლებამოსილების მინიჭება - საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციისთვის უფლებამოსილების დელეგირების ან გადაცემის სათანადო აქტი; ბ) გემი - საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ტიპის გემი; გ) ქართული გემი - ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი; დ) გემთმფლობელი - გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი; ე) სატვირთო გემი - გემი, რომელიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და არ წარმოადგენს სამგზავრო გემს; ვ) სამგზავრო გემი - გემი, რომელიც იტევს 12 მგზავრზე მეტს და სადაც მგზავრი წარმოადგენს ნებისმიერ პირს, გარდა: ვ.ა) კაპიტნისა, ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა; ვ.ბ) 1 (ერთი) წლამდე ასაკის ბავშვისა. ზ) სატვირთო გემის უსაფრთხოების რადიოკავშირის რადიო მოწმობა - მოწმობა, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესწორებული რადიო წესებით; თ) კლასის მოწმობა - აღიარებული ორგანიზაციის მიერ, მათ მიერვე შემუშავებული და გამოქვეყნებული წესების და პროცედურების საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის შესაბამისობას განსაზღვრული მიზნებისათვის ან მომსახურებისათვის; ი) ინსპექტირება და შემოწმება - ქართული გემების აუცილებელი ინსპექტირება და შემოწმება საქართველოში მოქმედი და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის სხვა აქტების, სტანდარტების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე; კ) საერთაშორისო ხელშეკრულებები - კ.ა) 1974 წლის კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, ცვლილებათა გათვალისწინებით; კ.ბ) 1966 წლის კონვენცია სატვირთო მარკის შესახებ, ცვლილებათა გათვალისწინებით; კ.გ) 1973 წლის საერთაშორისო კონვენცია გემებიდან დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ (MARPOL) ცვლილებათა გათვალისწინებით; კ.დ) 1969 წლის კონვენცია ხომალდის გაზომვის შესახებ, (TONNAGE 69), ცვლილებათა გათვალისწინებით; კ.ე) ამ საერთაშორისო ხელშეკრულებების ოქმები, სხვა დაკავშირებული დოკუმენტები, ცვლილებები და სათანადო კოდექსები მათი უახლესი ვერსიით; კ.ვ) სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელსაც სავალდებულოდ აღიარებს საქართველო და შეეხება საზღვაო უსაფრთხოებას, უშიშროებას და ზღვის გარემოს დაცვის საკითხებს. ლ) ადგილსამყოფელი - რეგისტრირებული ოფისის, ცენტრალური ადმინისტრაციის ან ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის ადგილსამყოფელი; მ) გემის ოპერატორი - გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი (ბერბოუტ ჩარტერი), რომელმაც გემთმფლობელისგან მიიღო გემის მართვის პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის აღებისას თანხმობა განაცხადა, განახორციელოს ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და პასუხისმგებლობა; ნ) კონტროლი ორგანიზაციასთან მიმართებით - უფლებები, კონტრაქტები ან ნებისმიერი სხვა კანონიერი თუ ფაქტობრივი საშუალება, რომლებიც ცალმხრივად ან ერთობლივად ანიჭებენ პირს შესაძლებლობას, რომ გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იურიდიულ პირზე ამ კოდექსით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ო) წესები და პროცედურები - აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემის დიზაინის, კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვისა და შემოწმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები; პ) მინისტრი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი; ჟ) ორგანიზაცია - იურიდიული პირი, როგორიცაა საკლასიფიკაციო საზოგადოება ან სხვა კერძო დაწესებულება, მისი ფილიალი და მისი კონტროლის ქვეშ არსებული სხვა პირები, რომლებიც ერთობლივად თუ ცალ-ცალკე ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ექცევა ამ კოდექსის მოქმედების სფეროში; რ) გემების შემმოწმებელი - პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. ს) აღიარებული ორგანიზაცია - ამ კოდექსის დებულებების თანახმად აღიარებული ორგანიზაცია; ტ) სავალდებულო მოწმობა - საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს მიერ ან საქართველოს სახელით გაცემული მოწმობა; უ) IMO-ს A.847 (20) რეზოლუცია - ,,საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1997 წლის 27 ნოემბრის რეზოლუცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დოკუმენტების იმპლემენტაციისათვის დროშის სახელმწიფოს დასახმარებლად შემუშავებული სახელმძღვანელოს შესახებ” დანართისა და დამატება 1-ის ჩათვლით; ფ) IMO-ს A.739(18) რეზოლუცია - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1993 წლის 4 ნოემბრის რეზოლუცია სახელმძღვანელოს შესახებ ადმინისტრაციის სახელით მოქმედი ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების მისანიჭებლად; ქ) MSC Circ. 710 / MEPC Circ. 307 – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ 1995 წლის 9 ოქტომბრის ცირკულარი ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისათვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ. ღ) გადამცემი ორგანიზაცია - გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასის ქვეშაც იმყოფებოდა გემი. ყ) მიმღები ორგანიზაცია - გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასის ქვეშ უნდა გადავიდეს გემი. 1. ევროკავშირის მიერ აღიარებული ორგანიზაცია უფლებამოსილია განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებები საქართველოს დროშით მცურავი გემების მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებისას. 2. საქართველოს დროშით მცურავი გემის მიმართ აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებისას ყველა ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია წინასწარი კონსულტაციები გაიაროს სააგენტოსთან, იმის თაობაზე, თუ რა სახის უფლებამოსილებების დელეგირებას ითხოვს იგი. 3. კონსულტაციების შედეგად სააგენტოს შეთანხმება ორგანიზაციასთან ფორმდება წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს და პასუხობდეს 4415 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი საქმიანობა საქართველოს დროშით მცურავ გემებთან დაკავშირებით რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს აღიარებული ორგანიზაციებისათვის სავალდებულო ინსტრუქციები ქართული გემების ინსპექტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების თაობაზე, როგორც ამას ითვალისწინებს საერთაშორისო ხელშეკრულებები და IMO-ს 847(20) რეზოლუციის დამატება და დანართი. 5. სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად ახორციელებს აღიარებული ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას და კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 6. საქართველო უფლებამოსილია მიიღოს ფინანსური კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციებისგან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი ან ზიანი, ფიზიკური ზიანი ან დაღუპვა გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ქმედებით. 7. წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დავების მოგვარება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მუხლი 4431. სააგენტო უფლებამოსილია გემის შემმოწმებელს ან აღიარებულ ორგანიზაციას სრულად ან შეზღუდულად გადასცეს უფლებამოსილება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ქართული გემების ინსპექტირება და შემოწმება, სატვირთო მარკის მონიშნვა, ტევადობის გაზომვა, გემების მშენებლობისა და შეკეთების მონიტორინგი, საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი მოწმობის გაცემა და განახლება, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნებისაგან გათავისუფლების შესახებ მოწმობის გაცემა და განახლება, 4412 მუხლთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა. 2. სააგენტო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გაცემულ ყველა მოწმობას, რომელშიც აღნიშნულია გამონაკლისები საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მიუხედავად იმისა, იგი მუდმივია თუ დროებითი, აგრეთვე ასეთ მოწმობაში განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებას. 3. სატვირთო გემის რადიოსადგურის მოწმობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ აღიარებულ, სათანადო პრაქტიკისა და კვალიფიციური პერსონალის მქონე კერძო ორგანიზაციას შესაძლოა მიენიჭოს უფლებამოსილება დამოუკიდებლად განახორციელოს რადიო-საკომუნიკაციო უსაფრთხოების შეფასება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სათანადო უფლებამოსილებების მისაღებად, კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ და სააგენტოს მიერ დადგენილ და გამოქვეყნებულ მოთხოვნებს. ორგანიზაციის აღიარება და მოვალეობათა გადაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. სააგენტოს უფლება აქვს გააუქმოს იმ კერძო ორგანიზაციის აღიარება, რომელიც აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან რომლის შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად შეფასდება.
მუხლი 444სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაცის შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით შესაძლოა განისაზღვროს აღიარებული ორგანიზაციის ვალდებულება, დააფუძნოს საქართველოში წარმომადგენლობა. მუხლი 4451. ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მიერ, უფლება აქვს სააგენტოში წარადგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ასეთი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის MSC Circ. 710 / MEPC Circ. 307 ცირკულარის მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება წერილობითი შეთანხმების პროექტის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას. 2. საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლებამოსილია წარუდგინოს სააგენტოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველ ნაწილს. ასევე, პროექტი უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელიც დააკმაყოფილებს სააგენტოს, რათა შეამოწმოს განმცხადებელი ორგანიზაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. 3. სააგენტოს უფლება აქვს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს. 4. პასუხისმგებლობა ორგანიზაციის მიერ ყალბი ან მცდარი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 5. ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს დროშით მცურავი გემების მიმართ სააგენტოსთან წერილობით შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და ძალაში შედის ასეთი გამოქვეყნების შემდეგ. მუხლი 4461. სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში განსაზღვრული აღიარებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით საქართველო უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისაგან, თუ სასამართლო ან არბიტრაჟი საქართველოს დააკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის დაზარალებული მხარეებისათვის კომპენსაციის გადახდას, რომელიც გამომდინარეობს ნებისმიერი ინციდენტიდან, რაც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან, ან პირად ზიანთან ან სიკვდილთან და გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ან მისი ორგანოების, თანამშრომლების, აგენტების ან ორგანიზაციის სახელით მოქმედი სხვა პირების ბრალეული ქმედებით. 2. სააგენტოს და აღიარებულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე. მუხლი 4471. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა შეასრულოს ამ კოდექსის 443 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ასეთ ორგანიზაციას, მისი უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე. 2. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის აღიარება უქმდება ან შეჩერდება ევროკომისიის მიერ, ასეთი ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს ან დროებით უჩერდება უფლება, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებანი საქართველოს დროშით მცურავი გემის მიმართ. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილება შეჩერდება ან უქმდება სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. 4. სააგენტომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. 5. თუ სააგენტო აღიარებას შეუჩერებს აღიარებულ ორგანიზაციას, მაშინ ამ უკანასკნელს იმავე ვადით შეუჩერდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ქართული გემებისათვის მოწმობების გაცემისა და განახლების უფლებამოსილება. 6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილები გავლენას არ ახდენს იმ მოწმობების მოქმედებაზე, რომლებიც გაცემულია აღიარების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.
მუხლი 4481. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს IMO-ს აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ. 2. უფლებამოსილების შეჩერების/გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით ქვეყნდება საჯაროდ.
მუხლი 4491. სააგენტო ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციების მუშაობას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი სათანადოდ ასრულებენ 443 მუხლში განსაზღვრულ ამოცანებს. 2. სააგენტო აღიარებული ორგანიზაციის მონიტორინგს განახორციელებს სულ მცირე ორ წელიწადში ერთხელ და ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების ანგარიშის გამოქვეყნება არაუგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა. 3. 445 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე ნებისმიერი აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსათვის, ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხის მართვის სისტემის შედეგები. მუხლი 44101. ამ მუხლში განსაზღვრული უფლებები ენიჭება გემის ნებისმიერ ინსპექტორს შეფასების, კონტროლის ან 449 მუხლში განსაზღვრული მონიტორინგის სათანადო პროცედურების განსახორციელებლად. 2. გემის ნებისმიერ ინსპექტორს უფლება აქვს მარტო ან იმ პირის თანხლებით, ვის დასწრებასაც იგი მიიჩნევს აუცილებლად მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებებისას და იმ დანადგარითა და მატერიალური აღჭურვილობით, რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს: ა) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ გემზე, მოიპოვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, გააკონტროლოს და შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერი გემი როგორც ნავსადგურში, ისე ნაოსნობის დროს, რომელიც შემოწმების პერიოდში იმყოფება აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობის ქვეშ; ბ) შევიდეს, გააკონტროლოს, შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქართველოში ან სხვაგან არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება, გარდა კერძო საკუთრებისა, თუ არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ იგი წარმოადგენს, ან გამოიყენება შესაფასებლად აღიარებული ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის მიზნებისთვის; გ) შეამოწმოს ნებისმიერი სახით დაცულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები, წიგნები ან დოკუმენტები, რომლებიც ინახება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ საქართველოს გემზე, ან „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ ნებისმიერ უძრავ ქონებაში ან სხვა ადგილას (გარდა კერძო საკუთრებისა), თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს ივარაუდოს, რომ ისინი შეიცავენ მისთვის საინტერესო ინფორმაციას ან თუ დაშვება დაკავშირებულია უშუალოდ იმ მიზანთან, რისთვისაც მას მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლება. მას უფლება აქვს გადაიღოს ამ ინფორმაციის ან ამონარიდების ასლები, თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს ივარაუდოს, რომ ეს ამონარიდები შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამხილებად სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში განსაზღვრული გემის ოპერატორი, კაპიტანი ან ნებისმიერი სხვა მეზღვაური ან აღიარებული ორგანიზაცია ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, გარდა კერძო საკუთრებისა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ინსპექტორი საჭირო დახმარებითა და აუცილებელი ინფორმაციით, რაც აუცილებელია ინსპექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების შესასრულებლად. მუხლი 44111. საქართველოს ყველა გემი, რომლებზეც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და ჰქონდეს მის მიერ მინიჭებული კლასი. 2. გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გემებისა, აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომლის რეგისტრული ტონა შეადგენს 500 ტონას ან 500 ტონაზე მეტს, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა. 3. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე. მუხლი 4412საქართველოს გემები უნდა აშენდეს და შეესაბამებოდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამანქანო, ელექტრო და საკონტროლო მექანიზმების დამონტაჟების მოთხოვნებს. მუხლი 44131. აღიარებული ორგანიზაცია თანამშრომლობს სააგენტოსთან და გემების ინსპექტორებთან, რათა ხელი შეუწყოს მისი კლასის ქვეშ მყოფ გემებთან დაკავშირებით დაფიქსირებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას. 2. აღიარებული ორგანიზაცია სააგენტოს აწვდის საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ არსებით ინფორმაციას. 3. აღიარებული ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, გეგმიური შემოწმების, რეკომენდაციების, კლასის პირობებისა და საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი მისი კლასისთვის მიკუთვნებული გემებისთვის საექსპლუატაციო პირობებისა და საექსპლუატაციო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. 4. აღიარებულ ორგანიზაციას, რომელიც სარგებლობს 445 მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილებით, ეკრძალება საქართველოს გემისთვის მოწმობის გაცემა, თუ ამ გემს უსაფრთხოების მიზნით გაუქმებული აქვს კლასი ან იმყოფება კლასის ცვლილების პროცესში მანამ, სანამ სააგენტო გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას არის თუ არა აუცილებელი სრული ინსპექტირების ჩატარება. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის პირობების დარღვევით გაცემული ნებისმიერი მოწმობა ბათილია. 6. გემის მიერ კლასის შეცვლის შემთხვევაში: ა) გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამომავლო გეგმიური შემოწმების, რეკომენდაციებისა და სათანადო გემისთვის გაცემული კლასის პირობების, ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ; ბ) გადაცემის დროს, გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას გადასცეს გემის სრულყოფილი საარქივო ჩანაწერები; გ) მიმღებ ორგანიზაციას უფლება აქვს გასცეს მოწმობები სათანადო გემისთვის მხოლოდ ყველა გეგმიური შემოწმებისა და კონტროლის დამაკმაყოფილებელ დონეზე ჩატარების შემდეგ და გადამცემი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, ყველა სამომავლო რეკომენდაციისა და გემისთვის წინა პერიოდში გაცემული კლასის პირობების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ; დ) გემისთვის სათანადო მოწმობების გაცემამდე მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია გადამცემი ორგანიზაციისგან მიიღოს ინფორმაცია მოწმობის გაცემის თარიღის შესახებ, განთავსების ადგილისა და ღონისძიების დაზუსტების მიზნით, რომლებიც საჭიროა თითოეული გეგმიური შემოწმებისთვის, რეკომენდაციისთვის თუ კლასის მინიჭების პირობისთვის. მუხლი 4414
მუხლი 4415წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო, ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO-ს A.739(18) რეზოლუციის მე-2 დანართის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის MSC Circ. 710 და MEPC Circ. 307 ცირკულარებით გათვალისწინებული მოდელური ხელშეკრულების დებულებებს. მუხლი 44161. აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების, მათ შორის პატარა და ზომამცირე გემების, ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი განსაზღვრავს აკრედიტაციის მინიჭების პროცედურებს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გემების ტექნიკური ზედამხედველობის უფლება აქვს ასევე აღიარებულ ორგანიზაციას სააგენტოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად. 3. აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. 4. აკრედიტაცის მიზნებისათვის ორგანიზაციის აღიარების აუცილებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო მისი ნორმატიული აქტით. სააგენტო ასევე ადგენს/ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც ორგანიზაცია განახორციელებს ასეთი გემების ტექნიკურ ზედამხედველობას. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აკრედიტებული ორგანიზაცია განსაზღვრავს პატარა და ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს.“
8. კოდექსის 58 მუხლში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 58 სამხედრო საფრთხის, სამხედრო მოქმედების, აგრეთვე მეკობრეთა თავდასხმის შემთხვევაში გარემოებათა გათვალისწინებით, ისე რომ ზიანი არ მიადგეთ გემის ბორტზე მყოფ ადამიანებს, გემის კაპიტანი ვალდებულია გამოიყენოს საერთაშორისო სამართლით ნებადართული ყველა ღონისძიება, რათა არ დაუშვას გემზე მყოფი ადამიანების, მასზე არსებული საბუთების, ტვირთისა და სხვა ქონების თავდამსხმელთა ხელში ჩაგდება.“
9. კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებების გამწევი კომპანიები ვალდებულნი არიან სააგენტოს წარუდგინონ სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე.“
10. კოდექსის 791 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 791 საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და შიდა წყლებში შემოსული გემების შუქურით და სანავიგაციო ნიშნების მომსახურების საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.“
11. კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყოველი გემი, განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა, ვალდებულია საზღვაო ნავსადგურიდან გემის გასვლამდე საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურისაგან მიიღოს გასვლის წერილობითი თანხმობა.“
12. კოდექსს 83-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 831 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8311. გემის დაპატიმრება ხდება მხოლოდ „საზღვაო სარჩელის” უზრუნველსაყოფად. 2. საზღვაო სარჩელი გამომდინარეობს გემის საკუთრებისა და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან, რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის, მართვის, ექსპლუატაციის, კომერციული გამოყენების, იპოთეკის ან გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას. 3. გემის დაპატიმრება ან გათავისუფლება ხდება მხოლოდ სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. 4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გემის დაპატიმრება ან სასჯელის დაკისრება შეიძლება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით.“
13. კოდექსის 861 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8611. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი. 2. ნავსადგურის კაპიტნად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს განათლება გემთწამყვანის სპეციალობით, 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის წოდება და კაპიტნად მუშაობის მინიმუმ 12 თვის სტაჟი. 3. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი; ბ) საზღვაო ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის გაფორმება (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად; გ) საქართველოს ნავსადგურში შემოსული გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში; დ) თანხმობის მიცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე შესაბამისი ნავსადგურის აკვატორიაში; ე) ნავსადგურის აკვატორიაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია; ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე კონტროლი. 4. სააგენტოს თავისი ფუნქციების განხორციელებისას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) დააკავოს გემი ან ტვირთი; ბ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა დიპლომები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები; გ) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე. 5. თუ უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემი საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისას ვერ წარმოადგენს ამ კოდექსითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საბუთებს, გემთმფლობელის ხარჯზე, ტექნიკური ზედამხედველობის წესით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს მისი ტვირთტევადობა, მგზავრთტევადობა, წყალზედა ბორტის მინიმალური სიმაღლის განსაზღვრა და რადიოსადგური საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემების შემოწმებისთვის დადგენილი წესების შესაბამისად.“
14. კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ბერბოუტ-ჩარტერი შეიძლება დაიდოს მხოლოდ ამ კოდექსის 41-ე მუხლის გათვალისწინებით.“
15. კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გემის აბანდონი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად.“
16. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIV1 თავი:
„თავიXXIV1 მეზღვაურის ფორმები მუხლი 3741საქართველოს დროშით მცურავ გემზე მეზღვაურები ვალდებულნი არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა. ფორმა უნდა შეესაბამებოდეს შრომის პირობებს და ჰქონდეს სიმბოლიკა, რომელიც განასხვავებს მეზღვაურის კომპეტენციის დონეს. მუხლი 37421. სააგენტოს თანამშრომლები ვალდებულნი არიან ატარონ შესაბამისი სამუშაო ფორმა. 2. იმ თანამშრომელთა სიას, რომელნიც ვალდებულნი არიან ატარონ სამუშაო ფორმა განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. მუხლი 37433741 და 3742 მუხლებში განსაზღვრული ფორმის ძირითად მახასიათებლებსა და შინაარსს განსაზღვრავს სააგენტო.“
17. კოდექსის XXV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “XXV დასკვნითი და გარდამავალი დებულებები მუხლი 37441. თუ მოწმობა გაცემულია კოდექსის II1 თავის ძალაში შესვლამდე, მაშინ იგი ჩაითვლება ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად გაცემულად და ძალის მქონედ, თუ მისი გამცემი ორგანიზაცია მიიღებს აღიარებას კოდექსის II1 თავის შესაბამისად. 2. თუ მოწმობა გაცემულია კოდექსის II1 თავის ძალაში შესვლამდე და გამცემი ორგანიზაცია ვერ მიიღებს აღიარებას კოდექსის II1 თავის შესაბამისად, მაშინ ასეთი მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემული მოწმობის მოქმედების ვადით. მუხლი 375 ეს კოდექსი ამოქმედდეს 1997 წლის 1 ივლისიდან.“
18. საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს საზღვაო კოდექსის დანართი
საქართველოს საზღვაო კოდექსში გამოყენებული საზღვაო ტერმინები 1. გემი – ადამიანების გადასაყვანი და ტვირთის გადასაზიდი მცურავი სატრანსპორტო საშუალება. 2. ბარჟა – მცურავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბუქსირით მოძრაობს, კარჭაპი. 3. ბუქსირი (ბუქსირმზიდი) – საბაგირე გემი. 4. საბუქსირე – გემი ან სხვა მცურავი ობიექტი, რომელიც ბუქსირმზიდის მეშვეობით დაცურავს (მოძრაობს). 5. კრუიზი – საზღვაო მოგზაურობა. 6. ფრახტი – გემით ტვირთის გადაზიდვის ქირა. 7. დაფრახტვა – გემის დაქირავება გარკვეული ვადით. 8. დამფრახტავი – გემის დამქირავებელი. 9. გამფრახტავი – გემის გამქირავებელი. 10. ჩარტერი – გემთმფლობელსა და გემის დამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება გემის დაფრახტვის შესახებ. 11. ბერბოუტ-ჩარტერი – გემის დაქირავება უეკიპაჟოდ. 12. ტაიმ-ჩარტერი – გარკვეული დროით გემის დაქირავება ეკიპაჟით. 13. სარეისო ჩარტერი - განსაზღვრული რაოდენობის ტვირთის წინასწარ შეთანხმებულ ნავსადგურებს შორის გადაზიდვის მიზნით გემის დაფრახტვა. 14. გემის იპოთეკა – გემის იპოთეკით დატვირთვა ამ კოდექსის შესაბამისად. 15. ოპერატორი: ა) თანამდებობის პირი, რომელიც იღებს და უშუალო შემსრულებელს აცნობს დისპეტჩერის განკარგულებას; ბ) ბერბოუტ-ჩარტერის დროს გემთმფლობელი ან დამფრახტავი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ოფიციალურად ეკისრება მფლობელის ან დამფრახტავის პასუხისმგებლობა; 16. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორი – პირი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ვალდებულია საკუთარ განკარგულებაში მიიღოს ტვირთი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვის ობიექტია. სატრანსპორტო ტერმინალის ოპერატორად არ ჩაითვლება პირი, რომელიც, ტვირთის გადაზიდვის საერთაშორისო კონვენციის თანახმად, გადამზიდველია. 17. სტალიური დრო – ზუსტად განსაზღვრული სუფთა დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გემის დატვირთვა ან გადმოტვირთვა. 18. კონტრსტალიური დრო – დამატებითი დრო გემის სატვირთო სამუშაოების დამთავრებისათვის განსაზღვრული დროის ამოწურვის შემდეგ. 19. დისპაჩი – პრემია, რომელსაც გემთმფლობელი უხდის ტვირთის პატრონს გემის ვადაზე ადრე დატვირთვისათვის ან გადმოტვირთვისათვის. 20. დემერეჯი – შეთანხმებული თანხის ოდენობა, რომელსაც ჩარტერერი უხდის გემთმფლობელს გემის მოცდენისათვის კონტრსტალიური დროის მიხედვით. 21. დისპაში – ავარიის შემთხვევაში ზარალის გაანგარიშება, რომელიც მოდის ტვირთსა და გემზე. 22. ნავსადგურის კაპიტანი – სააგენტოს ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე. 23. სალოცმანო სამსახური – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი იურიდიული ან ფიზიკური პირი ან/და საწარმოს სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სალოცმანო მომსახურებას სერტიფიცირებული ლოცმანის მეშვეობით, სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 24. ლოცმანი – კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უზრუნველყოფს გემის გაცილებას საქართველოს საზღვაო ნავსადგურების მისასვლელებთან. 25. კონოსამენტი – დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება სამართლებრივი ურთიერთობა ტვირთის გადამზიდავსა და მიმღებს შორის და რომელშიც აღნიშნულია ტვირთის ყველა რეკვიზიტი (საზღვაო ზედნადები). 26. საორდერო კონოსამენტი – კონოსამენტი, რომელშიც მითითებული არ არის ტვირთის კონკრეტული მიმღები, აღნიშნულია მხოლოდ ის პირი, რომლის ბრძანებითაც შეიძლება გაიცეს ტვირთი. 27. კაბოტაჟი – სანაპირო ნაოსნობა ერთი სახელმწიფოს ნავსადგურებს შორის. 28. სადისბურსმენტო ანგარიში – დოკუმენტი, რომლითაც ხდება ანგარიშსწორება გემთმფლობელსა და ნავსადგურს შორის. 29. სურვეირული მომსახურება – ცარიელი და დატვირთული გემის აზომვა, მისი ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, აგრეთვე ტვირთის რაოდენობის, მისი დანაკლისისა და დაზიანების შემოწმება და ა.შ. 30. დროშის სახელმწიფო კონტროლი – იმ სახელმწიფოს კონტროლი ეკიპაჟსა და კომპანიაზე, რომლის დროშითაც დაცურავს გემი. 31. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი – სახელმწიფოს კონტროლი მის ნავსადგურში შესულ გემებზე. 32. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი – საქართველოში რეგისტრირებული გემების მონაცემთა ბაზა. 33. საკლასიფიკაციო საზოგადოება – ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის წესებისა და ზედამხედველობის შესაბამისად ხორციელდება გემების დაპროექტება, მშენებლობა და ა.შ. 34. პირდაპირი შერეული გადაზიდვა – ტვირთის გადაზიდვა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით. 35. პირდაპირი საწყლოსნო გადაზიდვა – გაგზავნის და დანიშნულების ადგილებს შორის ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვა დატვირთვის გარეშე წყლისა და საზღვაო გზების მეშვეობით (მაგალითად, ჰამბურგიდან ფოთამდე ან ბათუმამდე მდინარეებით – ელბითა და დუნაით და შავი ზღვით). 36. BIMCO – ბალტიის საერთაშორისო საზღვაო კონფერენცია – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც: აერთიანებს გემთმფლობელებს, ბროკერებს, გემის აგენტებს; ქმნის და ამტკიცებს საზღვაო გადაზიდვების უნიფიცირებულ ფორმებს, კონოსამენტებსა და სხვა საზღვაო კომერციულ დოკუმენტებს. BIMCO აღიარებულია მსოფლიოს ყველა არბიტრაჟის მიერ. საზღვაო-კომერციული შეთანხმების შედგენისას აუცილებელია მისი დოკუმენტებით ხელმძღვანელობა. 37. გემის ზღვაოსნობაუნარიანობა – გემის ზღვაოსნობის თვისებათა ერთობლიობა, რომლითაც უზრუნველყოფილია მისი შეუფერხებელი და უსაფრთხო ცურვა. 38. სათანადო მზრუნველობა – გემის ზღვაოსნობაუნარიანობის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, როგორც გადამზიდავის კომპეტენტური და გონივრული ძალისხმევა ჰააგის წესების მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის „a“, „b“, „c“ ნაწილებით გათვალისწინებული აუცილებელი პირობების შესასრულებლად. 39. ზღვაში ჩაძირული ქონება – ზღვაში ან ზღვის ნაპირზე აღმოჩენილი ნებისმიერი დაკარგული, უპატრონო, მიგდებული ქონება. „ჩაძირულ ქონებაში“ იგულისხმება ნაპირზე გამორიყული ტვირთი, ზღვის ზედაპირზე მოტივტივე დაღუპული გემის ნამსხვრევები, ნებისმიერი გემი და ქონება, რომელიც გადაიზიდებოდა გემით ან მისი მეშვეობით და ა.შ.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 15
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 16
საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი
დანართი 17
პროექტი
საქართველოს კანონი “ საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
„მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო 1. ეს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს. 2. ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალეობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.“
„ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის საქმიანობა;“
„ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების მფლობელსა და მაუწყებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება;“
„ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობა;
„რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება, განახორციელოს მაუწყებლობა, განსაზღვრული პირობების დაცვით;
„ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
„ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიცენზიის მფლობელი ან ავტორიზებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საკუთარი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით განსაზღვრული სამაუწყებლო პროდუქციის გადაცემას, რომელიც სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს ერთდროულად ხელმისაწვდომია მაყურებლისთვის/მსმენელისთვის.
„ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის დაწყება;
„ჰ4) სამაუწყებლო კონცეფცია – საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებლის ან მფლობელის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის სავარაუდო მოდელს, შეიცავს პროგრამების დასახელებას და მოკლე ანოტაციას;
„ჰ5) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის აუდიტორიის პიკურმა ოდენობამ.“
„ჰ13) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა მიერ მომსახურების გაწევის წესებს“
„ჰ16) ავტორიზაცია - მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის (გარდა საეთერო და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობისა) რეგისტრაცია კომისიის მიერ, ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;“
„ბ) სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;“
ე) მაუწყებლის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი და ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მაუწყებებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება.“
„ი) მაუწყებელთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;“
„მ) მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია.“
„5. რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან მაუწყებლები. რეგულირების საფასურის ოდენობაა მაუწყებლის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი. რეგულირების საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში მაუწყებლების შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.“
„ლ) რეგისტრირებული ავტორიზებული მაუწყებლების შესახებ.“
სიტყვით „მაუწყებლის“.
„გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს სხვა მაუწყებლისათვის;
„დ) ფლობს აქციებს ან წილს, სხვა მაუწყებელში, ან იმ საწარმოში, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას;“
„ე) არის სხვა მაუწყებლის, ან იმ პირის, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას, თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი.“
„ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი სხვა მაუწყებლის ან იმ პირის მიმართ, რომელიც ახორციელებს ტელერადიოპროდუქციის წარმოებას ან/და მიწოდებას.“
„თავი IV. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზება“
25. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის საფუძვლები 1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, აგრეთვე ამ საქმიანობის ლიცენზირების ან/და ავტორიზების საფუძველზე. 2. მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა თუ მაუწყებლობა ხორციელდება სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით, რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით 9საეთერო მაუწყებლობა), ან თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით. 3. მაუწყებლობა, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.“
„მუხლი 361. ლიცენზირების ორგანიზება 1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით: ა) ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს; ბ) აკონტროლებს სალიცენზიო პირობების დაცვას; გ) ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და ანახლებს ლიცენზიის მოქმედებას, აუქმებს ლიცენზიას; დ) ახორციელებს ლიცენზირების სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. 3. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აუცილებელ ტექნიკურ რეგულაციასთან და შეზღუდული რესურსების გამოყენებასთან, ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ამ კანონის საფუძველზე ავტორიზაციას დაქვემდებარებული მაუწყებლობისა“.
„მუხლი 362 ავტორიზების ორგანიზება 1. მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით: ა) ახდენს ამ კანონით გათვალისიწნებული საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს; ბ) აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. გ) ამ კანონით დადგენილი წესით აჩერებს და აუქმებს ავტორიზაციას. დ) ახორციელებს ავტორიზაციის სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
„მუხლი 37. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი 1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. 2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციული ორგანო; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე; გ)ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი; ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი; ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.“
„მუხლი 371. შესაბამისობის დეკლარაცია 1. ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ; გ) დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები; დ) ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე. 2. შესაბამისობის დეკლარაციას ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი კომისიას წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“
„მუხლი 38. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახეები და სახეობები“
„3. მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“
„გ) მაუწყებლობის ლიცენზიის სახე და სახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;“
„ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი;
„1. საეთერო (სიხშირული სპექტრის გამოყენებით) მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მიეთითება: ა) გასაცემი ლიცენზიის სახე და სახეობა; ბ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა და გავრცელების გეოგრაფიული ზონა; გ) პროგრამირების მინიმალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია; დ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი; ე) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი; ვ) მოსამზადებელი სხდომის, ზეპირი მოსმენისა და კონკურსის ჩატარების თარიღები.
„2. კომისია უზრუნველყოფს კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას და გამოქვეყნებიდან მომდევნო 1 თვის მანძილზე სალიცენზიო განცხადებების მიღებას;
„3. სალიცენზიო განცხადებების მიღების დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზედაც ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და თანდართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა; დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია განუსაზღვრავს მას დამატებით 5 სამუშაო დღეს, დოკუმენტაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. იკრძალება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის საფოსტო გზავნილის სახით მიწოდება კომისიისთვის;
„4. კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებები და თანდართული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისათვის, მომდევნო 20 დღის ვადაში;“
„5. საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდგომ კომისია ატარებს ზეპირ მოსმენას; დოკუმენტაციის არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამირებისა და საინვესტიციო ვალდებულების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისათვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.“
„მუხლი 451. მაუწყებლობის ავტორიზაციის ერთიანი წესი 1. საერთო ან სპეციალიზებული მაუწყებლობის განხორციელების მსურველი პირი მიმართავს კომისიას განცხადებით, რომლის ფორმასაც ამტკიცებს კომისია. 2. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს: ა) ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა; ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს; გ) განსახორციელებელი მაუწყებლობის სახეობა (საერთო ან სპეციალიზებული), რომლის ავტორიზაციასაც ითხოვს ავტორიზაციის მსურველი პირი; დ) საქმიანობის მოკლე აღწერილობა; ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში. 3. განცხადებას უნდა დაერთოს: ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ფიზიკური პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი; ბ) შესაბამისობის დეკლარაცია. 4. განცხადების მიღებიდა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს მაუწყებლობის ავტორიზაციას, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რესტრში რეგისტრაციით. ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეიტანება შესაბამისობის დეკლარაციის მონაცემებიც და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. 5. თუ საავტორიზაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5 დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად. 6. ავტორიზებულ პირებზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან. 5. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს მაუწყებლობას, ან განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას ამის თაობაზე. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის მაუწყებლობის სახეობის მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. 6. მაუწყებლობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. 7. პირს უფლება აქვს დაიწყოს მაუწყებლობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. 8. ავტორიზებული პირი ვალდებულია: ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები, ასევე კომისიის გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ავტორიზებული საქმიანობა; ბ) დაიცვას ყველა ის საავტორიზაციო პირობა, რომელიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; ვ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა; 9. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია: ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით; ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს. 10. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელება კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე. 11. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე შესრულებული უნდა ჰქონდეს ყველა კანონისმიერი ვალდებულება. 12. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.
“თავი VI. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები და შინაარსობრივი მოთხოვნები“
„მუხლი 48. ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე საავტორიზაციო ან/და სალიცენზიო განცხადებაში ნაკისრი ვალდებულებებით.“
„მუხლი 481 ლიცენზიის გადაცემა ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობით.“
„მუხლი 49. არქივი მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. დავის შემთხვევაში მასთან დაკავშირებული პროგრამები ინახება დავის დასრულებამდე.“
„მუხლი 51. პროგრამული უზრუნველყოფა მაუწყებლები ვალდებულნი არიან, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყონ სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებელთა და მსმენელთა წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.“
„2. კომისია უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს საერთო და სპეციალიზებულ მაუწყებელთა ვალდებულება, ყოველკვირეულ სამაუწყებლო ბადეში განათავსონ არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი (გარდა სერიალისა) პირველადი წარმოების ენაზე (ენებზე), საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირების გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ენაზე სუბტიტრირებით; კომისიის დადგენილებით აგრეთვე განისაზღვრება საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლების ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების წესი.“
„1.მაუწყებლები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები.“
„1.მაუწყებლები ვალდებულნი არიან ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით.“
„ მუხლის 54. სამართლიანობა და მიუკერძოებლობა 1. მაუწყებლები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. 2. მაუწყებლები ვალდებულნი არიან ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყონ ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.“
„მუხლი 55. წინასაარჩევნო დებატები 1. საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. 2. საერთო მაუწყებელმა თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, აგრეთვე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.“
„6. საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირს უფლება აქვს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პროგრამა ან რეკლამა განათავსოს ნებისმიერ დროს, კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
„მუხლი 57. ქვეცნობიერზე ზემოქმედების დაუშვებლობა მაუწყებლებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის გადაცემა, რომელსაც შეუძლია ტექნიკური აუდიო ან ვიზუალური მონტაჟის საშუალებით დროის უმცირეს მონაკვეთში ან სხვაგვარად გადასცეს ინფორმაცია ან მსმენელის ან მაყურებლის ქვეცნობიერზე ზემოქმედებით გავლენა მოახდინოს მათ აზრებზე ისე, რომ მათ ნაწილობრივ ან სრულად არ ჰქონდეთ გაცნობიერებული ეს გავლენა.“
„მუხლი 58. მთავარი მოვლენა 1. კომისია საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით განსაზღვრავს და 3 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს მთავარი მოვლენების ნუსხას; 2. მთავარი მოვლენების საქართველოს სახელმწიფო ენაზე(ენებზე) ექსკლუზიური მაუწყებლობა შეუძლიათ მხოლოდ ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ/ავტორიზებულ მაუწყებლებს. 3. დაუშვებელია მთავარი მოვლენების ექსკლუზიური საეთერო მაუწყებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მთავარი მოვლენების ექსკლუზიურ მაუწყებლობას ახორციელებს, ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საეთერო მაუწყებელი, რომლის სამაუწყებლო ბადეც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის, უფასოდ.“
„მუხლი 61. მაუწყებლის საკუთრების გამჭვირვალეობა 1.მაუწყებელი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) შესაბამისობის დეკლარაცია; ბ) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის ფლობის, ან მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ; გ) სხვა მაუწყებელში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; დ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ფლობის შესახებ; ე) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემაში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; ვ) საინფორმაციო სააგენტოს ფლობის შესახებ; ზ) საინფორმაციო სააგენტოში წილის ან აქციების ფლობის შესახებ; თ) სხვა საწარმოს ან სხვა საწარმოში წილის ან აქციების 5%-ის ან მეტის ფლობის შესახებ. 2. მაუწყებელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას კომისიას წარუდგენს არა უგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა. 3. მაუწყებელი ასევე ვალდებულია გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ მისი წილის ან აქციების მფლობელი, დამფუძნებელი, სხვა წევრი, ხელმძღვანელი, შემომწირველი ან მათი ოჯახის წევრი იმავდროულად ფლობს: ა) მაუწყებლობის სფეროში სხვა ლიცენზიის მფლობელის ან მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირის წილს ან აქციებს; ბ) პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის წილს ან აქციებს; გ) საინფორმაციო სააგენტოს წილს ან აქციებს. 4. მაუწყებელი შესაბამისობის დეკლარაციას აქვეყნებს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.
„1. მაუწყებელი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში. მაუწყებელი ასევე ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს ინტერნეტის მეშვეობით საკუთარ ვებგვერდზე.“
„3. მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე. წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება რეკლამის დამკვეთს.“
„3. საერთო ან სპეციალიზებული, ასევე სათემო მაუწყებლობის არხზე რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამებს შორის. ამ კანონით დადგენილი წესით რეკლამა ან ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს პროგრამაშიც, მაგრამ ისე, რომ შენარჩუნდეს პროგრამის ფასეულობა.
„1. მაუწყებელი ვალდებულია ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმოს 3 საათში არანაკლებ 90 წამისა.“
„1. საერთო მაუწყებელი, აგრეთვე სხვა მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად, მაგრამ 3 საათში არანაკლებ 90 წამისა განათავსონ ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა.“
„1.სპონსორს ან რეკლამის მიმწოდებელს ეკრძალება გავლენა მოახდინოს მის მიერ დაფინანსებული პროგრამის შინაარსსა და ხანგრძლივობაზე, ან ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაში.“
„მუხლი 70. ანგარიშვალდებულება 1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან. 2. მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. 3. მაუწყებელი (გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. 4. კომისია ადგენს ანგარიშგების ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში, გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მაუწყებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და შემოწირულებებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. 5. კომისია უფლებამოსილია მაუწყებლისაგან გამოითხოვოს, ხოლო ეს უკანასკნელი ვალდებულია კომისიას სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის, ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მაუწყებლის მიერ არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად; მაუწყებელმა მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინონ მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, თუ კომისიის მიერ არ არის განსაზღვრული სხვა ვადა. კომისია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები.
„1. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე მაუწყებლის მიერ ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს.“
„2. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობისათვის, ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისათვის გაფრთხილების გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში მის მიერ ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“
„4. ლიცენზიის ან/და ავტორიზაციის გარეშე მაუწყებლობის განხორციელება ისჯება კანონით.
„მუხლი 72. ჯარიმის ოდენობა და გადახდის წესი 1. ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა. 2. მაუწყებლის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მას დააკისროს ჯარიმა, არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით. 3. მაუწყებლის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა, არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მიზნით. 4. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოტივებისა და საფუძვლების მითითებით, გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით ეცნობება მაუწყებელს. 5. ჯარიმა გადახდილი უნდა იქნეს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მაუწყებლისათვის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში. 6.მაუწყებლის მიერ დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო. ჯარიმის თანხა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“
„3. მაუწყებლები (გარდა საზოგადოებრივი და საეთერო მაუწყებელებისა), დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის რადიოსიხშირეებით სარგებლობის უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოიპოვებენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის წესით, ლიცენზიის საფუძველზე.“
მუხლი 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) 1441-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1441. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა 1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ ან/და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 3. პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის ახორციელებენ მაუწყებლობას, რომლისთვისაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გათვალისწინებულია ავტორიზაცია, ვალდებულნი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში გაიარონ ავტორიზაცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 18
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07–3/600; 04.05.2012)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და თეიმურაზ წურწუმიას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 19
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07–3/606; 04.05.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 20
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07–2/463; 10.05.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 15 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|





