ოქმი #18

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტის სხდომის

 ოქმი #18

 

. თბილისი                                   24 მაისი 2012 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, კ. კურდღელაშვილი, კ. ბადაგაძე, ზ. კიკალეიშვილი, თ. კოხოძე, რ. მარსაგიშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი,   ი. გაბისონია, მ. ჯულაყიძე, გ. სირაძე, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ზვიად კუკავა – პარლამენტის წევრი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

 

  1. 1.აქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგელი ხელშეკრულება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (მესამე მოსმენა).

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 3.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

(მესამე მოსმენა).

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 4.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07–2/464; 10.05.12) (მესამე მოსმენა).

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 5.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მეორე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 6.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

(მეორე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 7.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

(მეორე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

  1. 8.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

(მეორე მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 9.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07–2/466; 16.05.12)(პირველი მოსმენა).

/მომხ. ნათია მიქელაძე/

 

  1. 10.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის შესახებ (მეორე მოსმენა).                                                                  

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 1.მოისმინეს:

  

 

მოხსენება „ჩვეულებრივი ოპერაციები – საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1“ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დადებული სასესხო ხელშეკრულების შესახებ.

 

აღინიშნა რომ, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2012 წლის 18 აპრილს.

 

ხელშეკრულება ითვალისწინებს ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტისთვის გრძელვადიანი შეღავათიანი პირობებით 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას (სესხის ხანგრძლივობა 25 წელი მათ შორის შეღავათიანი პერიოდი 5 წელი, Libor- ზე დაფუძნებული ცვებადი საპროცენტო განაკვეთი).

 

პროექტი ითვალისწინებს ქობულეთის 28 კმ სიგრძის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას და ქ. ქობულეთსა და ქ. ბათუმს შორის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის გაუმჯობესებას.

 

 

პროექტის განხორციელება, კოორდინაცია და მონიტორინგი ევალება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

 

დამატებითი ინფორმაცია:

2009 წლის 29 აგვისტოს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების პროგრამის შექმნას და შემდგომში ცალკეული ტრანშების სახით კონკრეტული სასესხო ხელშეკრულებების გაფორმებას.

 

ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, 2009 წლის 29 ოქტომბერს ხელი მოეწერა 118.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირველ ტრანშის სასესხო ხელშეკრულებას.

 

ამჟამად, რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი დაფინანსების სასესხო შეთანხმება წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილ მორიგ ტრანშს.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩარკვიანმა, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

  1. 2.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).

  1. 3.მესამე

   მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა და მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

  1. 4.მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07–2/464; 10.05.12) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

5.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, ამიტომ მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

  1. 6.მეორე

მოსმენით

   განიხილეს:

 

მოხსენება საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა და მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).

 

  1. 7.მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

 

მოხსენება „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

კანონპროექტის მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად, მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

 

  1. 8.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

წარმოდგენილი იქნა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 8) რედაქტირებული სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ტექსტი (დანართი 9).

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10).

 

  1. 9.პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07–2/466; 16.05.12) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 11) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენცია, „ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1982 წლის 10 დეკემბრის საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციის, ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის 1 ნოემბრის კონვენციის I/21 წესის შესაბამისად (SOLAS 74), 1966 წლის 5 აპრილის საერთაშორისო კონვენციის დატვირთვის ხაზების შესახებ (LL 1966) და საერთაშორისო კონვენციის გემებიდან ზღვის დაბინძურების თავიდან აცილბის შესახებ (MARPOL 1973) იმ დებულებების შესაბამისად, რომლებიც განსაზღვრავენ სანაპირო სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საზღვაო ინციდენტების და უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცესში; აგრეთვე, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 1997 წლის A.849(20) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევისა და ინციდენტების მოკვლევის კოდექსის“, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 1997 წლის 27 ნოემბრის A.861(20) რეზოლუციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2004 წლის 17 მაისის რეზოლუციის MSC.163(78), რომელიც განსაზღვრავს „გემის საბორტო თვითჩამწერს” (Voyage Data Recorder), საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2008 წლის 16 მაისის MSC.255(84) რეზოლუციის „საზღვაო უბედური შემთხვევებისა და საზღვაო ინციდენტების უსაფრთხოების მოკვლევის საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის კოდექსის (უბედური შემთხვევების მოკვლევის კოდექსი), აგრეთვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2007 წლის 29 ნოემბრის A.996(25) რეზოლუციის დანართის „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სავალდებული ინსტრუმენტების იმპლემენტაციის კოდექსის“, ევროპული პარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2009 წლის 23 აპრილის 2009/18/EC დირექტივის „საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ინციდენტების მოკვლევის ძირითადი პრინციპების დაფუძნების და 1999/35/EC და 2002/59/EC დირექტივებში ცვლილების შეტანის თაობაზე“.) აღებული ვალდებულებების შესრულება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საავიაციო და საზღვაო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის სისტემის შექმნა. კერძოდ, აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტები ითვალისწინებს მონაწილე სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების   მოკვლევა დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოკვლევის ფუნქციას ასრულებენ საავიაციო და საზღვაო სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები - სსიპ სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოები, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ შესაბამის სფეროში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხდეველობის ორგანოს, აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული მოკვლევის სისტემა ვერ უზრუნველყოფს   მოკვლევის პროცესის სათანადო დამოუკიდებლობას.

 

კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საავიაციო და საზღვაო ტრანპორტის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოკვლევის სტრუქტურის შექმნა. ამგვარი მოკვლევის სტრუქტურის არსებობას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დონის ამაღლებაში ვინაიდან, მოკვლევის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მომხდარი სატრანპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მიზეზების დადგენა მათი შემდგომში თავიდან აცილების რეკომენდაციების შემუშავება.  

 

კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას “ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე, საქართველოს   საჰაერო კოდექსში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში იქმნება საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინაშე.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, ჩარკვიანმა, წურწუმიამ, მელაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 12).

 

  1. 10. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

წარმოდგენილი იქნა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით (დანართი 13) რედაქტირებული კანონპროექტის ტექსტი (დანართი 14);

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, ჯაბუამ, კემულარიამ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 15).

 

სხდომის თავმჯდომარე:                                            გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                       რამაზ ყანჩაველი

 

დანართი 1

 

საქართველოს პარლამენტის

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს

 

საქართველოს პარლამენტის

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს

 

ასლი:        საქართველოს პარლამენტის

საორგანიზაციო დეპარტამენტს

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

ხელშეკრულებაზე

„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“

(07–1/359; 16.05.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ   წარმოდგენილი შეთანხმება ხელშეკრულება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1)“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ რატიფიკაციისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

დანართი 2

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ“

(07–2/464; 10.05.12)

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო

ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტზე გამოთქმული

შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. პირველ მუხლ:

             ა) მე-5 პუნქტს დაემატოს ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების (მათ შორის ამ ქონების ჩამოწერის ან/და უტილიზაციის შედეგად მიღებული ქონების) უტილიზაციაზე, გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ან/და მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.”.

            ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

             ”6. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” (შემდგომში - ქონების სააგენტო).

             7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო.

             8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ სასამართლოში.“.

 

გათვალისწინებულია

2.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. მე-2 მუხლის ”ე”, ”კ”, ”ნ”, ”ო”, ”შ”, „ჩ“ და ”ც” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას;

                კ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მსურველთა მოძიებას და პრივატიზების ინიცირების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეწყობას და რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს   ქონების მმართველთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

                ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;

ო) საპრივატიზებო გეგმა – დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის საკადასტრო აზომვითი ნახაზების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის და მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა;

                შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  

                ჩ) საწყისი საპრივატიზებო თანხა − სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;

                ც) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხის ოდენობა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

გათვალისწინებულია

3.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მე-2 მუხლს დაემატოს ”ძ”, ”წ”,   ”ჭ”,”ხ”, ”ჯ”, „ჰ“ და „ჰ1ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

                ”ძ) მომსახურების საფასური - საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი თანხა, რომელიც ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე;

                წ) საპრივატიზებო თანხა - რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხევაში);

                ჭ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური - სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;

               ხ) სარგებლობაში გადაცემის საფასური - ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა რომელიც შედგება სარგებლობაში გადაცემის თანხისა და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

               ჯ) ქონების სააგენტოს ანაზღაურება - საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ნაწილი, რომელიც ქონების სააგენტოს მიერ განხორციელებული პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას/სარგებლობაში გადაცემისას ირიცხება ქონების სააგეტნოს ანგარიშზე;

                ) სარგებლობაში გადაცემის თანხა - ქონების სარგებლობაში გადაცემისას შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;

                1) ქონების მმართველი - სამინისტრო, ქონების სააგენტო, ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი, მის მიერ მიქცეულ ქონებასა და სარგებლობაში გადაცემული მოძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.“.

გათვალისწინებულია

4.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ასევე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს   სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია..

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საკითხს ამზადებს და პრეზიდენტს წარუდგენს ქონების მმართველი.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5.           ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესია საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.”.

გათვალისწინებულია

5.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 51. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

             1. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.

         2. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილინი არიან ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

         3. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

         4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.

         5. სამინისტროს, ქონების სააგენტოს და სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

6. სამინისტრო, ქონების სააგენტო თავისთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებს ასლის დედანთან იგივეობას.

7. სამინისტროსა და ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ქონების სააგენტოს ვებგვერდის (www.privatization.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული ფორმით გამოცემულ დოკუმენტს.”

 

 

 

 

გათვალისწინებულია

6.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. მე-6 მუხლის:

                ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი/სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.”

                ბ) მე-4 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის/მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

                გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ”5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

                დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) აგრეთვე ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტებით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7. თუ ქონების მმართველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე/სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უკან უბრუნდება.

8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ სახელმწიფო ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.”

 

გათვალისწინებულია

7.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

”1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო თანხას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა

2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს და ქონების მმართველს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ქონების მმართველი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობით ან ელექტრონული ფორმით (სამინისტროსა და ქონების სააგენტოს შემთხვევაში - ვებგვერდის www.privatization.ge მეშვეობით), რაც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.”

 

 

 

გათვალისწინებულია

8.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14. მე-12 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანის, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოშლის უფლება აქვს ქონების მმართველს, რომელიც ასევე უფლებამოსილია დაასრულოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის პროცედურა. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ზედამხედველობას და სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო.  

                7. ქონების მმართველი ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენთან 15 კალენდარული დღის ვადაში დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საპრივატიზებო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება.”

 

გათვალისწინებულია

9.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

15. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 13. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო შემოსულობა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

           „1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო შემოსულობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურად.

2. მოიჯარეს შეუძლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის სრულად ან ნაწილ-ნაწილ გადახდა 1 წლის განმავლობაში. საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.”

 

 

 

გათვალისწინებულია

10.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17. მე-17 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 17. საჯარო აუქციონზე გასაყიდი დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწინაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

”1. საჯარო აუქციონზე გასაყიდი დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის ყოველი 1 ჰექტარის საწყისი საპრივატიზებო თანხაა 200 ლარი.

2. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებიდან შემოსული საპრივატიზებო შემოსულობა ირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

3. საჯარო აუქციონში გამარჯვებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების საფუძველია.”

 

 

გათვალისწინებულია

11.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

19. მე-181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ქონების მმართველს უფლება აქვს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განახორციელოს შესაბამის მოიჯარეზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო თანხა შეადგენს მისი ყოველწლიური საბაზრო საიჯარო ფასის ხუთმაგ ოდენობას. ქონების ყოველწლიურ საბაზრო საიჯარო ფასს ადგენს საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.”.

გათვალისწინებულია

12.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-27 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

27. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ქონების მმართველი დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამრთლის იურიდიული პირის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამრთლის იურიდიული პირის საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი.”.

გათვალისწინებულია

13.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

მიზანშეწონილია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-28 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

28. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                3. სამინისტროს, ქონების სააგენტოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება სარგებლობაში გამცემის ბიუჯეტში.“.

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

     

            

             მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

           1. პირველ მუხლ:

 

             ა) მე-5 პუნქტს დაემატოს „ი ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

ი) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო ქონების (მათ შორის ამ ქონების ჩამოწერის ან/და უტილიზაციის შედეგად მიღებული ქონების) უტილიზაციაზე, გასხვისებაზე ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვაზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ან/და მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და პირობებით.”

 

            ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

             ”6. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” (შემდგომში - ქონების სააგენტო).

             7. სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს და წარმართავს სამინისტრო.

             8. ქონების სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ სასამართლოში.“.

 

          2. მე-2 მუხლის ”ე”,”კ”, ”ნ”,”ო”, ”შ”, „ჩ“ და ”ც” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”ე) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადამცემი – ქონების მმართველი, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას;

                კ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების პრივატიზების მსურველთა მოძიებას და პრივატიზების ინიცირების გზით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ხელშეწყობას და რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს ქონების მმართველთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

                ნ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ქონების მმართველის მიერ სარგებლობაში გადაუცემელი სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;

ო) საპრივატიზებო გეგმა – დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის საკადასტრო აზომვითი ნახაზების, საკადასტრო ინფორმაციის, ფართობის, ადგილმდებარეობის და მათ საფუძველზე გაანგარიშებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის შესახებ ინფორმაციის ერთობლიობა;

                შ) საპრივატიზებო საფასური – სახელმწიფო ქონების შემძენის/მართვის უფლებით მიმღების მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება საპრივატიზებო თანხისაგან და ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);  

                ჩ) საწყისი საპრივატიზებო თანხა − სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას საპრივატიზებო/მართვის უფლებით გადასაცემი ქონების მინიმალური ღირებულება, რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;

                ც) საწყისი საპრივატიზებო საფასური − თანხის ოდენობა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების საპრივატიზებოდ/მართვის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელიც შედგება საწყისი საპრივატიზებო თანხისაგან, ასევე მესამე პირისათვის ან/და სხვა სუბიექტისათვის გადასახდელი თანხისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“.

           

            3. მე-2 მუხლს დაემატოს ”ძ”, ”წ”, ”ჭ”,”ხ”, ”ჯ”, „ჰ“ და „ჰ1ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

 

                ”ძ) მომსახურების საფასური - საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ქონების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დადგენილი თანხა, რომელიც ირიცხება ქონების სააგენტოს ანგარიშზე;

                წ) საპრივატიზებო თანხა - რომელიც შედგება საპრივატიზებო შემოსულობისა და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხევაში);

                ჭ) საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასური - სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას სარგებლობაში გადასაცემი ქონების მინიმალური თანხა, რომლითაც ხდება სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით გადასაცემად გამოცხადება და რომელზედაც ვაჭრობისას ხორციელდება ფასის მატება;

              ხ) სარგებლობაში გადაცემის საფასური - ქონების სარგებლობაში გადაცემისას მოსარგებლის მიერ სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა, რომელიც შედგება სარგებლობაში გადაცემის თანხისა და ქონების სააგენტოს ანაზღაურებისაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

               ჯ) ქონების სააგენტოს ანაზღაურება - საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის/სარგებლობაში გადაცემის საფასურის ნაწილი, რომელიც ქონების სააგენტოს მიერ განხორციელებული პრივატიზებისას/მართვის უფლებით გადაცემისას/სარგებლობაში გადაცემისას ირიცხება ქონების სააგეტნოს ანგარიშზე;

                ) სარგებლობაში გადაცემის თანხა - ქონების სარგებლობაში გადაცემისას შესაბამის ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;

                1) ქონების მმართველი - სამინისტრო, ქონების სააგენტო, ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი, მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით.“.

           

            4. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევებისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, ასევე სახელმწიფოს, სხვა სუბიექტის ან სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტის მიერ ერთობლივად დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პირდაპირი მიყიდვისას − ასევე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია..

 

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური გადაწყვეტილების საფუძველზე, უსახლკაროდ დარჩენილ საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ან ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო გადაცემის ფორმით პრივატიზების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად, საკითხს ამზადებს და პრეზიდენტს წარუდგენს ქონების მმართველი.

 

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5.           ქონების მმართველი საქართველოს მთავრობის თანხმობით, ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესია საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო ქონებას ამ ქონების ტოლფასი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.”.

           

            5. 31 მუხლის:

              ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ”3. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში, ხოლო ქონების მმართველის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი პირის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 45 კალენდარული დღის ვადაში.”.

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         ”6. საინვესტიციო პირობების არსებობისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში, მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.“.

 

            6. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.ბ“, „ძ.გ“, „ძ.დ“ და „ძ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შემთხვევაში, რაზედაც ქონების მმართველის წარდგინებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ამასთანავე, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ძ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის პრივატიზება დაიშვება მხოლოდ სანიტარული დაცვითი პირობების გათვალისწინებით.”

 

            7. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                მუხლი 51. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები

                1. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით იყენებენ პროგრამულ უზრუნველყოფას და მართვის ერთიან ავტომატურ საშუალებებს.

         2. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილინი არიან ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი მიიღონ, გამოსცენ ან გასცენ მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.

         3. სამინისტრო, ქონების სააგენტო და სააგენტო უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ასლის სახით შეინახონ და გასცენ თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.

         4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ელექტრონულ ასლსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.

         5. სამინისტროს, ქონების სააგენტოს და სააგენტოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

6. სამინისტრო და ქონების სააგენტო თავისთან დაცული დოკუმენტის ქაღალდის ფორმით გაცემული ასლის დამოწმებისას ადასტურებს ასლის დედანთან იგივეობას.

7. სამინისტროსა და ქონების სააგენტოს დოკუმენტი ელექტრონული ფორმით შეიძლება გაიცეს ქონების სააგენტოს ვებგვერდის (www.privatization.ge) შესაბამისი ბმულების მეშვეობით და მისი ამონაბეჭდის მიმართ ასლის დედანთან იგივეობის დამოწმებისათვის დადგენილი წესები არ გამოიყენება. ამ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც თავად ელექტრონული ფორმით გამოცემულ დოკუმენტს.”.

 

           8. მე-6 მუხლის:

                ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი ვალდებულია წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე. საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი/მართვის უფლებით გადაცემის განმახორციელებელი/სარგებლობის უფლებით გადამცემი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.”

 

                ბ) მე-4 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის/მართვის უფლებით გადაცემის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

 

                გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ”5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

 

                დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, აუქციონის შედეგები უქმდება და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა (საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ქონების სააგენტოსათვის გადასახდელი თანხის გამოკლებით) აგრეთვე ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ნორმატიული აქტებით განსაზღვრული აუქციონში მონაწილეობის წესი ან/და პირობები.

 

ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”7. თუ ქონების მმართველმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე/სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე/წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უკან უბრუნდება.

8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგვა, ამ სახელმწიფო ქონების შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.”

 

            9. მე-61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ”მუხლი 61. მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება

                მესამე პირის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება საპრივატიზებო საფასურიდან, ქონების მმართველსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.”

 

            10. მე-7 მუხლის:

 

                ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.”.

 

                ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.

       6. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.“.

 

       11. მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით:

                1. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ქონების მმართველსა და მესამე პირს.

2. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე მესამე პირის მიერ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების შემთხვევაში ისინი მიმართავენ ქონების მმართველს.”

       3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვასა და ნატურაში გადატანას ახორციელებს ქონების მმართველი ან საკითხის ინიციატორი.”.

 

            12. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

”1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო თანხას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა

2. აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს და ქონების მმართველს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ქონების მმართველი გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების დადასტურებას წერილობით ან ელექტრონული ფორმით (სამინისტროსა და ქონების სააგენტოს შემთხვევაში - ვებგვერდის www.privatization.ge მეშვეობით), რაც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველია.”.

 

13. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირებისა ან/და წარდგინების, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე.

21. ქონების მმართველი უფლებამოსილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის საკითხის მომზადებისას განმცხადებელს მოსთხოვოს ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა.”.

 

ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

”5. დაინტერესებულ პირთა წინადადებებს იხილავს ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა და იღებს გადაწყვეტილებას კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

6. კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის მიზნით, ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს საერთო-სახელმწიფოებრივ ან/და საერთაშორისო მნიშვნელობის საინფორმაციო საშუალებებში და განსაზღვრავს ინტერესთა გამოხატვის ვადას, რომელიც, როგორც წესი, არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ამ ვადის გონივრული შემცირება საჯაროობის სხვაგვარად უზრუნველყოფისა და პოტენციური ინვესტორების ინფორმირების პირობით.

7. ქონების მმართველი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობა, ინტერესთა გამოხატვის ვადის დასრულების შემდეგ იხილავს შემოსულ განაცხადებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგეს (ქონების სააგენტო სამინისტროს მეშვეობით) დასაბუთებულ წინადადებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ. გადაწყვეტილებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.”.    

 

14. მე-12 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანის, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოშლის უფლება აქვს ქონების მმართველს, რომელიც ასევე უფლებამოსილია დაასრულოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის პროცედურა. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ზედამხედველობას და სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო.  

                7. ქონების მმართველი ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მისი სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების შემძენთან 15 კალენდარული დღის ვადაში დადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის, ხოლო საპრივატიზებო საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდის შემთხვევაში დადოს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნული იქნება საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება.”.

 

            15. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 13. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო შემოსულობა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

           „1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო შემოსულობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურად.

2. მოიჯარეს შეუძლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურის სრულად ან ნაწილ-ნაწილ გადახდა 1 წლის განმავლობაში. საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.”

 

                16. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                მუხლი 16. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის

                  პრივატიზებისას ქონების მმართველის ვალდებულებები

დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებისას ქონების მმართველის ვალდებულებებია:

ა) საპრივატიზებო გეგმის დამტკიცება. საპრივატიზებო გეგმა შეიძლება დამტკიცდეს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ლოტებად დაჯგუფების პრინციპით;

ბ) საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურებში დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია;

                გ) საჯარო აუქციონის ორგანიზება და ჩატარება, აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ საპრივატიზებო საფასურის გადახდის დადასტურება.

 

            17 .მე-17 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 17. საჯარო აუქციონზე გასაყიდი დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწინაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი

”1. საჯარო აუქციონზე გასაყიდი დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის ყოველი 1 ჰექტარის საწყისი საპრივატიზებო თანხაა 200 ლარი.

2. დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის პრივატიზებიდან შემოსული საპრივატიზებო შემოსულობა ირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

3. საჯარო აუქციონში გამარჯვებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის დასახლების ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყის მიწის ნაკვეთის საფასურს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების საფუძველია.”.

 

         18. მე-18 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი.

       3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამ კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.

                4. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ინიცირებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას.”.

 

       19. მე-181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                1. ქონების მმართველს უფლება აქვს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 2007 წლის 1 იანვრამდე იჯარით გაცემული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება განახორციელოს შესაბამის მოიჯარეზე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო თანხა შეადგენს მისი ყოველწლიური საბაზრო საიჯარო ფასის ხუთმაგ ოდენობას. ქონების ყოველწლიურ საბაზრო საიჯარო ფასს ადგენს საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი.”

 

            20. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 23. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა

 

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვას და სარგებლობაში გადაცემას ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ქონების მმართველი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

 

21. 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

3. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს ქონების მმართველი ან პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის შესახებ - ქონების მმართველის წარდგინებით, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთავრობის წარდგინებით, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით, გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.”.

 

22. 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მოძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სამინისტრო. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.

4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო   შემოსულობა აუქციონის ხარჯების გამოკლებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

             5. ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ინიციირებას.”.

 

            23. 35-ე მუხლის:

               ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 2 კვირის ვადაში დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც შესაბამისი ორგანოსთვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. ქონების მმართველის   მიერ უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გადაცემის საკითხი განიხილება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესით.”

ბ) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”5. სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სარგებლობაში მიღებული სახელმწიფო ქონების სხვა სახელმწიფო ორგანოსთვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, უქმდება ქონების მმართველსა და ამ ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება სარგებლობაში იყო გადაცემული.

6. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც სახელმწიფო ორგანოს, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების მმართველი დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო ორგანო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვისა და ამავე ორგანოსთვის სარგებლობაში გადაცემის რეგისტრაციის მოთხოვნით.

7. თუ ვერ დგინდება ქონების მესაკუთრე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო შესაბამის ქონების მმართველს მიმართავს განცხადებით ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ. ქონების მმართველი განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადებაში დასმულ საკითხზე თანხმობის გაცემის თაობაზე, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე მიმართვის საფუძველია, ან მოტივირებულ უარს აცხადებს ქონების გადაცემაზე. თუ ქონების მმართველი დადგენილ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქონების ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის მოთხოვნით.”.

 

24. 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი, დადგენილი წესით.”.

 

   25. 36-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                11. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო ქონების მმართველის თანხმობით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.”.

 

   26. 36-ე მუხლს დაემატოს 13 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

                13. სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ გააჩნია აღნიშნული ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით), ვალდებულია ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორიული დასკვნის საფუძველზე), სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.”.

 

  27. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ქონების მმართველი დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ უძრავ ქონებას, რომლის პრივატიზებაც აკრძალულია ამ კანონით, უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე გადასცემს მხოლოდ სახელმწიფოს ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამრთლის იურიდიული პირის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო ან სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამრთლის იურიდიული პირის საკუთრებაშია წილის (აქციების) 50% ან 50%-ზე მეტი.”.

 

28. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                3. სამინისტროს, ქონების სააგენტოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლით სარგებლობაში გადაცემისას სარგებლობაში გადაცემის თანხა ირიცხება სარგებლობაში გამცემის ბიუჯეტში.“.

 

            29. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. ქონების მმართველი სახელმწიფო ქონების ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აფუძნებს სააქციო საზოგადოებებსა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.”.

 

            30. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნას.

 

            31. 42-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება ქონების მმართველის ინიციატივისა და დასაბუთებული წინადადების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ კანონის 451 მუხლით დადგენილი წესით.“.

 

           32. 43-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს ახორციელებს ქონების მმართველი რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.”.

 

ბ) 21 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 

           33. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 44. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და   წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების                       განსაზღვრის და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის                                  უფლებით გადაცემის წესი

 

1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეულ ფორმებს და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

                2. მართვის უფლებით გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მმართველი პირი ქონების მმართველის თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მის მართვაში არსებული საწარმოს კაპიტალში სახელმწიფო ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის (შენატანების) განხორციელების შესახებ.“.

                    

                     34. 45-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                3. წილებისა და აქციების პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება. ქონების მმართველი ან კანონით დადგენილ შემთხვევებში პრივატიზების განმახორციელებელი სხვა ორგანო უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში. წილებისა და აქციების პრივატიზებისას მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, რომელთან ერთადაც უნდა დარეგისტრირდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება.

       4. შესაბამისი ქონების მმართველი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ წილებისა და აქციების პრივატიზების ინიცირებას.”.

 

               35. 451 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირებისა და დასაბუთებული წინადადების საფუძველზე.

2. ქონების მმართველი განსაზღვრავს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზების ხელსაყრელ დროს და შეიმუშავებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს, ასევე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.

3. ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადება, რომელშიც მოცემულია პრივატიზების ზოგადი პირობები, მათ შორის, პრივატიზების ფორმა, ვადა და სხვა არსებითი პირობები, ქონების სააგენტოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტების პროექტებთან ერთად წარედგინება საქართველოს მთავრობას.

4. საქართველოს მთავრობა ქონების მმართველის დასაბუთებული წინადადების მოწონების შემთხვევაში განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით პრივატიზების შესახებ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვრება პრივატიზების პირობები, მათ შორის:

ა) პრივატიზებისადმი დაქვემდებარებული წილების ან აქციების რაოდენობრივი ან პროცენტული მაჩვენებელი ან ამ მაჩვენებლის მაქსიმალური ან/და მინიმალური ზღვარი (ზღვრები);

ბ) წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების საპრივატიზებო საფასური (საჯარო შეთავაზების შემთხვევაში − საწყისი საპრივატიზებო საფასური) და ანგარიშსწორების წესი და პირობები;

გ) ქონების მმართველის დასაბუთებულ წინადადებაში განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, პრივატიზების პროცესის დასრულებისათვის საჭირო ძირითადი თარიღები, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების ვადა, წილებზე ან აქციებზე ან სერტიფიკატებით წარმოდგენილ აქციებზე საკუთრების უფლების შეძენის სხვა პირობები, რომელთა შესაბამისად ქონების მმართველი განახორციელებს წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი სხვაგვარი ფორმით შეთავაზებას და მასთან დაკავშირებულ შესაბამის ქმედებებს.

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე ქონების მმართველი განსაზღვრავს პრივატიზების კონკრეტული პირობებს, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.”.

 

36. 491 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 491. საპრივატიზებო პირობების შეუსრულებლობისათვის

                       დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან

                       გათავისუფლება

           შემძენი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების დასაბუთებული თხოვნით მიმართოს ქონების მმართველს. ქონების მმართველი იხილავს წარდგენილ მიმართვას და დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკითხი, დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას.”.

               

                მუხლი 2.

                1. 2012 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობამ:

                ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” დებულება.

               ბ) დაადგინოს სსიპ “სახელმწიფო ქონების სააგენტოს” მიერ გაწეული მომსახურების საფასურები.”

                გ) დაადგინოს ქონების მმართველი პირების უფლებამოსილებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები.

                2. 2012 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

                3. 2012 წლის 10 ოქტომბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

            მუხლი 3.

                1. ეს კანონი გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 მუხლისა ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბერს.

       2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                       მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

სახელმწიფო ქონების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

დანართი 11

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა

1. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტებისა, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იქმნება სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

3. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი ინციდენტების მოკვლევას, გარდა სერიოზული ინციდენტებისა, ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია.

4. სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინციდენტებისა) სამსახურებრივ მოკვლევის წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მუხლი 2. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

               მუხლი 109. საავიაციო შემთხვევები, ინციდენტები და მათი სამსახურებრივი მოკვლევის მიზანი

 

1. საავიაციო შემთხვევა არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული მოვლენა, რომელიც ხდება მის ბორტზე გაფრენის მიზნით ფიზიკური პირის ასვლასა და ხომალდზე მყოფი ყველა პირის მიერ ხომალდის დატოვებას შორის დროის მონაკვეთში, თუ:

) პირი ღებულობს სხეულის სასიკვდილო ან მძიმე ხარისხის დაზიანებას:

კონკრეტულ საჰაერო ხომალდში ყოფნის შედეგად;

საჰაერო ხომალდის რომელიმე ნაწილთან (მათ შორის იმ ნაწილებთან, რომლებიც მოსცილდა ხომალდს) უშუალო შეხების შედეგად;

რეაქტიული ძრავის აირის ჭავლის უშუალო ზემოქმედების შედეგად;

საავიაციო შემთხვევად არ ითვლება ისეთი მოვლენა, როცა სხეულის დაზიანებას პირი იღებს ბუნებრივი მიზეზების გამო ან იგი მიყენებულია სხვა პირთა მიერ ან ადგილი აქვს თვითდაზიანებას, ან თუ სხეულის დაზიანება მიიღეს მგზავრებმა, ან ეკიპაჟის წევრებმა იმ ადგილებში, სადაც მათი ყოფნა აკრძალულია;

) საჰაერო ხომალდი ზიანდება ან ხდება მისი აგებულების დაშლა:

აგებულების სიმტკიცის დარღვევის, საჰაერო ხომალდის ტექნიკური ან საფრენოსნო მახასიათებლების გაუარესების შედეგად;

როდესაც აუცილებელია საჰაერო ხომალდის შრომატევადი რემონტი ან დაზიანებული ნაწილის გამოცვლა;

) საჰაერო ხომალდი უგზო-უკვლოდ იკარგება ან მიუდგომელ ადგილებში აღმოჩნდება.

2. ინციდენტი, საავიაციო შემთხვევის გარდა, არის საჰაერო ხომალდის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ახდენს ან შეეძლო მოეხდინა გავლენა საჰაერო ხომალდის ექსპლუატირების უსაფრთხოებაზე.

3. სერიოზულია ინციდენტი, რომლის გარემოებები მიანიშნებენ იმაზე, რომ არსებობდა ინციდენტის საავიაციო შემთხვევაში გადაზრდის მაღალი ალბთობა.

4. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ საავიაციო შემთხვევებსა და ინციდენტებზე ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

5. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის მიზანია მომავალში საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების თავიდან აცილება. სამსახურებრივი მოკვლევის მიზანს არ წარმოადგენს საავიაციო შემთხვევის, ან ინციდენტის დადგომაში ვინმეს ბრალეულობის, ან პასუხისმგებელობის დადგენა.

 

2. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „მუხლი 110. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევ

1. სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევების და სერიოზული ინციდენტების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი ინციდენტების, გარდა სერიოზული ინციდენტებისა, სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს სააგენტოში შექმნილი სპეციალური კომისია, რომლის უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს განსაზღვრავს სააგენტო.

               3. საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი ინციდენტების, სერიოზული ინციდენტებისა და საავიაციო შემთხვევების მიზეზების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომისია.

               4. ექსპერიმენტულ ავიაციაში მომხდარ საავიაციო შემთხვევას (ინციდენტს) იკვლევს შესაბამისი საუწყებო კომისია.

               5. ისეთი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევისას, რომლებიც შეეხება სხვადასხვა უწყების ინტერესებს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიძლება შექმნას საუწყებათაშორისო კომისია.

6. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის მოკვლევის უფლება ურთიერთშეთანხმებით, შეიძლება მთლიანად, ან ნაწილობრივ გადაეცეს დაინტერესებულ სახელმწიფოს, ან შესაბამის საერთაშორისო   ორგანიზაციას.

7. სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შემთხვევაში, შეტყობინება ეგზავნება საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების სახელმწიფოებს, რომლებსაც უფლება აქვთ მოკვლევაში მონაწილეობის მიღების მიზნით დანიშნონ უფლებამოსილი წამომადგენლები.

8. სამოქალქო საჰაერო ხომალდზე მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შემთხვევაში შეტყობინება ასევე ეგზავნება სამოქალქო ავიციის საერთაშორისო ორგანიზაციას, თუ შესაბამისი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური მასა აღემატება 2250 კილოგრამს ან ეს საჰაერო ხომალდი წარმოადგენს ტურბოაქტიურ თვითმფრინავს.

               3. 113-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს.  

                                    

                მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.                                

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                          მიხეილ სააკშვილი

 

 

 

 

დანართი 12

 

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში

ცვლილების შეტანის შესახებ“

(07–2/466; 16.05.12)  

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 13

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილ კანონის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

 

შენიშვნის ავტორი

შენიშვნის შინაარსი

გათვალისწინების მდგომარეობა

1.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

კანოპროექტის პირველი მუხლით გათვალისწინებული კანონის პირველი მუხლის მე-31 პუნქტის ,,ტ“ ქვეპუნქტში მიზანშეწონილია სიტყვა ,,მომსახურებების“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვა ,,მომსახურება“.

გათვალისწინებულია

2.

სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

კანონპროექტით ცვლილება შევიდეს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტში. შესაბამისად, კანონპროექტის პირველ მუხლს დაემატოს მეორე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასურის განაკვეთი.“.

 

გათვალისწინებულია

 

 

 

დანართი 14

 

პროექტი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 1.პირველი მუხლის მე-31 პუნქტს   დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ტ“ ქვეპუნქტი:

,,ტ) შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე.“

  1. 2.191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასურის განაკვეთი.“.

 

მუხლი 2. კანონი ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი         მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 15

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა

და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

კანონპროექტზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს ანონში ცვლილების შეტანის შესახებ

(07–3/606; 04.05.12)

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 24 მაისის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოსანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ თაობაზედა მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 
modules