| ოქმი #69 |
|
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 11 მაისის სხდომის დღის წესრიგი: 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”. (II მოსმენა) 2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (III მოსმენა) სხდომას ესწრებოდნენ: კობა ბადაგაძე, ზაზა გელაშვილი, გიორგი იმნაძე, გოჩა კუპრავა, ზაზა მადურაშვილი, ვახტანგ მარტოლეკი, ხათუნა ოჩიაური, კახა სუხიშვილი, ზურაბ კიკალეიშვილი, სამსონ ქუთათელაძე, რატი მაისურაძე, გიორგი ტატიშვილი, გიორგი ჩივიაშვილი. ქვორუმის დადასტურების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა გელაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი წარმოადგინა თავდაცვიხ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ჯორბენაძემ. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით პირებს, რომლებსაც არა აქვთ მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური, მაგრამ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტობის პერიოდში ერთხელ მაინც გაიარეს სამხედრო სარეზერვო სამსახური 2007-2008 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური ჩაეთვლებათ მოხდილად, მიენიჭებათ რიგითის წოდება და ჩაირიცხებოან რეზერვში. კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, რომლის მიხედვითაც ეროვნული უშიშროების საბჭო უფლებამოსილი იქნება კოორდინაცია გაუწიოს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. წარმოდგენილი კანონპროექტების თაობაზე კომიტეტის წევრების მიერ შენიშვნები გამოთქმული არ ყოფილა. გადაწყვიტეს: 1.მიზანშეწონილია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”. მეორე მოსმენით განხილვა. 2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი: "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” მესამე მოსმენით განხილვა. |






