ოქმი #37

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 5 თებერვლის სხდომის
ოქმი #37

სხდომას ესწრებოდნენ: კობა ბადაგაძე, ზაზა გელაშვილი, გიორგი იმნაძე, გოჩა კუპრავა, ზაზა მადურაშვილი, ვახტანგ მარტოლეკი, კახა სუხიშვილი, ზურაბ კიკალეიშვილი, სამსონ ქუთათელაძე, გიორგი ტატიშვილი.

მოწვეული სტუმრები: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი  ჩიორა თაქთაქიშვილი.

დღის წესრიგი:

1.          საქართველოს პარლამენტის წევრების აკაკი მინაშვილისა და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:  "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”.

ქვორუმის დადასტურების შემდეგ,  კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა გელაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი.

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი კომიტეტის წევრებს განსახილველად წარმოუდგინა კანონპროექტის ინიციატორმა ქალბატონმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მან აღნიშნა, რომ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი განხილული იქნა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის 78-ე პლენარულ სესიაზე და მიღებული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.  რეკომენდაციების კანონში ასახვის მიზნით ინიცირებული იქნა წარმოდგენილი კანონის პროექტი, რომლის მიზანია შესაბამისობაში მოიყვანოს კანონი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნასთან. ცვლილებები შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის პირობებში გამონაკლისი შემთხვევების დაზუსტებას გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროების გათვალისწინებით. კანონპროექტის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას.

გადაწყვიტეს: მიზანშეწონილია კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.

 

სხდომის თავმჯდომარე:                      ზაზა გელაშვილი

 
modules