ოქმი #2

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #2

                                                                                                                                                                                                                             2011    17 თებერვალი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიეკატერინე ხერხეულიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე,  რამინ ბაირამოვიემზარ გელაშვილიარმენ ბაინდურიანინაულ ჯანაშია,ისვახან შამილოვიჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდმარიკა ვერულაშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიგ. მაკასარაშვილი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე; გ. ხუროშვილი -საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები.

დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (07-2/272; 28.01.11)

მოისმინეს:

 

კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენით მოისმინეს გ, მაკასარაშვილის ინფორმაცია კანონპროექტზე "პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ".

კანონპროექტი  პაემნის უფლებასთან, მათ შორის ხანგრძლივი პაემნის უფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. კანონის ამოქმედებისთანავე, მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ხანგრძლივი პაემნით, რომელიც 24 საათით არის განსაზღვრული. ეს დრო მათ შეუძლიათ ოჯახის წევრებთან სუფთა და კომფორტულ გარემოში გაატარონ თავისუფლების აღკვეთის ტერიტორიაზე. პირველი მოსმენის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ის შემთხვევები დაზუსტდა, როდესაც მსჯავრდებულებს არ შეეძლებათ ისარგებლონ ხანგრძლივი პაემნებით. კერძოდ, ხანგრძლივი პაემანი არ მიეცემათ დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისა, აგრეთვე იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც  იმყოფებიან საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვთ დისციპლინური სახდელი ან/და შეფარდებული აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა.  

პროექტის მიხედვით, მსჯავრდებულებს ერთი წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ, წახალისების სახით კი შეეძლებათ ისარგებლონ კიდევ ერთი დამატებითი პაემნით. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს 1 წლის განმავლობაში ექნებათ 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების  ფორმით–წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი. ქალ მსჯავრდებულს უფლება ექნება 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 2 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებით ხანგრძლივი პაემანი.

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: ლ. თორდიამ, ე. ხერხეულიძემ, დ. ლორთქიფანიძემ. დ. ლორთქიფანიძის აზრით აზრით, აუცილებელია ხანგრძლივი პაემნების რაოდენობის რიცხვის გაზრდა, განსაკუთრებით არასრულწლოვანი და ქალი მსჯავრდებულებისთვის.  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა თორდიასა და მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გიორგი ხუროშვილის განცხადებით, კანონპროექტში ხანგრძლივი პაემნების ის რაოდენობაა გათვალისწინებული, რის საშუალებასაც   დღეს არსებული ინფრასტრუქტურა იძლევა. ამასთანავე აღინიშნა, რომ აღნიშნული ნორმის ამოქმედება ხდება ორი წლით ადრე იმ ვადასთნ შედარებით, რაც მოქმედი კანონით  არის გათვალისწინებული.

საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლები შეთანხმდენენ, რომ პაემნების რიცხვის გაზრდის საკითხის განხილვის ვალდებულება აისახება გარდამავალ დებულებებში, ფორმულირებასთან დაკავშირებთ კი, პროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვამდე  კონსულტაციები გაიმართება.

გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობა პირველ ეტაპზე შეეძლებათ  არასრულწლოვანთა №11, რუსთავის №6 და №16 დაწესებულებების მსჯავრდებულებს, სადაც დასრულებულია შესაბამისი  ინფრასტრუქტურის მშენებლობა.  ხანგრძლივი პაემნებისათვის შესაფერისი გარემოს შექმნა  და მშენებლობა სხვა დაწესებულებებში ეტაპობრივად დაიწყება და 2012 წლის 1 ივნისისთვის  დასრულდება.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანოპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ს       სხდომის თავმჯდომარე: ლ. თორდია

          სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე