ოქმი #1

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #1     

                                                                                                                                                                                                                            

 

 

 2011    თებერვალი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია

 

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ემზარ გელაშვილინაულ ჯანაშიაისვახან შამილოვიჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: დიმიტრი ლორთქიფანიძე,  ეკატერინე ხერხეულიძე, მარიკა ვერულაშვილი, არმენ ბაინდურიანირამინ ბაირამოვი.

სხდომას ესწრებოდახათუნა კალმახელიძე - სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ირინე ქურდაძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები.

დღის წესრიგი:

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანნმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (07-2/272; 28.01.11)

 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (07-5/931; 01.02.2011)

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე" (№07-5/935, 01.02.2011);

4.  საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე";

5. საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა

და დამატების შეტანის თაობაზე";

6. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპიული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე";

7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე" (№07-5/928, 01.02.2011);

1.       მოისმინეს:

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანნმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტზე "პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (07-2/272; 28.01.11)

 

კანონპროექტის თანახმად მსჯავრდებულებს საქართველოში ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის საშუალება  მიეცემათ. მინისტრის ინფორმაციით, ხანგრძლივი პაემნის შემოღება გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრებოდა, მაგრამ საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრომ დააჩქარა ეს პროცესი და დღეისათვის გრძელვადიანი პაემნებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დასრულებულია არასრულწლოვანთა №11, რუსთავის №6 და №16 დაწესებულებების ტერიტორიებზე. კანონის ამოქმედებისთანავე, აღნიშნულ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ხანგრძლივი პაემნით, რომელიც პროექტის მიხედვით 24 საათით არის განსაზღვრული. ეს დრო მათ შეუძლიათ ოჯახის წევრებთან სუფთა და კომფორტულ გარემოში გაატარონ თავისუფლების აღკვეთის ტერიტორიაზე.პროექტის მიხედვით, მსჯავრდებულებს ერთი წლის განმავლობაში 2 ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ, წახალისების სახით კი შეუძლიათ ისარგებლონ კიდევ ერთი დამატებითი პაემნით. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საბოლოო ჯამში წელიწადში 4 პაემნით  შეეძლებათ სარგებლობა. პაემანი ფასიანი იქნება და სავარაუდოდ, 60 ლარი ეღირება.

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: ლ. თორდიამ, დ. ლორთქიფანიძემ. აღინიშნა, რომ ხანგრძკივი პაენმებით სარგებლობის უფლება მომავალში დანარჩენ კატეგორიის პატიმრებზეც უნდა გავრცელდეს. 

გადაწყვიტეს: 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონის პროექტს და მიზანშეწონილად მიიჩნევენ მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2.       მოისმინეს:

 

ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე "იურიდიული დახმარების შესახებ" კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (07-5/931; 01.02.2011)

 

კანონპროექტის თანახმად უფასო იურიდიული სამსახურით სარგებლობის უფლება ადმინისტრაციულ პატიმრებსაც მიეცემათ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3.       მოისმინეს:

ირინე ქურდაძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე "ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე" (№07-5/935, 01.02.2011);

კანონპროექტის არსი საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის და სტუდენტებისათვის უსაფრთხო, სტაბილური გარემოს შექმნაა. კანონის მიღების შემთხვევაში გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სკოლის მანდატურის სამსახურის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურად გარდაქმნა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მობილობის ერთიანი წესის დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭება. ასევე შესაძლებელი გახდება მანდატურის სამსახურის გამოყენება არა მხოლოდ სახელმწიფო სკოლებში, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ, საერთოდ, ზოგადსაგანმათლებლო სისტემაში. თუმცა, ეს არ ავალდებულებს კერძო სკოლების ხელმძღვანელებს მანდატურის სამსახურის გამოყენებას.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირველი მსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

4.       მოისმინეს:

კახი ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე";

 

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პირს, რომელიც ნარკოტიკულ დანაშაულს ჩაიდენს, მოქმედი კანონმდებლობით ჩამოერთმევა სხვადასხვა უფლება, მათ შორის, საექიმო საქმიანობის, ავტომანქანის მართვის, საჯარო სამსახურში მუშაობის და სხვა. კანონპროექტის თანახმად კანონში უნდა გეკეთდეს დათქმა, რომლითაც დამნაშავისადმი მისი პიროვნებიდან და დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომის საშუალებას მისცემს მართლმსაჯულებას.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

5.       მოისმინეს:

კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

კანონპროექტის მიხედვით, სასამართლოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განსახილველი საქმეების ერთმანეთისაგან გამიჯვნა მოხდება და ცვლილებები, ძირითადად, ტექნიკური ხასიათისაა.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამნტის პლენარულ სხდომაზე.

6. მოისმინეს: კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპიული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე";

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი დადგენილების პროექტს

7. მოისმინეს:

ირინე ქურდაძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე "ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე" (№07-5/928, 01.02.2011);

 

კანონპროექტის მიზანია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფუძნება და მისი კომპეტენციების განსაზღვრა. აგრეთვე, სკოლების ბრენდირების წესის შემოღება და სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა და სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით, მათი წახალისება. ბრენდირება, სხვადასხვა კრიტერიუმებით, სკოლების ათვარსკვალვიანი სისტემით შეფასებას  გულისხმობს. უმაღლესი შეფასების მქონე სკოლის კურსდამთავრებულთათვის საატესტატო გამოცდების ჩაბარება აუცილებელი აღარ იქნება და ზოგადი განათლების ატესტატს ისინი ავტომატურად მიიღებენ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

ს       სხდომის თავმჯდომარე: ლ. თორდია

          სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე

 
modules