ოქმი #5

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #5

                                                                                                                                                                                                                             2011     10 მარტი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ეკატერინე ხერხეულიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე,  რამინ ბაირამოვიემზარ გელაშვილიარმენ ბაინდურიანიისვახან შამილოვი,ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილინაულ ჯანაშია.

სხდომას ესწრებოდაა. ალავიძე, კ. ანჯაფარიძე, ა. ბოლქვაძე, ჯ. ბაღათურია - საქართველოს პარლამენტის წევრები; გ. ხუროშვილი -საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; ა. გიგაური - იუსტიციის სამინისტრო, თ. თოდუა - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები.

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (№07-2/282; 18.02.11) (მეორე მოსმენა);

2. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. ალავიძისა და მ. ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" (№07-3/408; 25.02.11);

3. საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" (№07-3/406; 22.02.11)

4. საქართველოს პარლამენტის წევრის ა. ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" (№07-3/403; 18.02.11);

5. საქართველოს პარლამენტის წევრის ჯ. ბაღათურიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" (№07-3/146; 02.07.09)

1. მოისმინეს:

 გიორგი ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (№07-2/282; 18.02.11) (მეორე მოსმენა);

კანონპროექტი განსაზღვრავს სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების წესს.

აზრი გამოთქვეს:

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს კომიტეტის წევრმა დ. ლორთქიფანიძემ, საია-ს წარმომადგენელმა თ. თოდუამ. გია ხუროშვილის განცხადებით, სიახლე, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შემოღებას ითვალისწინებს, ყველასთვის მისაღებია, რაც შეეხება გამოთქმულ შენიშვნებს, კანონპროექტზე მუშაობა კვლავაც გრძელდება და რიგი მოსაზრებების ასახვა დოკუმენტში აუცილებლად მოხდება. მისივე განცხადებით, პლენარულ სხდომაზე გატანამდე დებუტატები კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს კიდევ ერთხელ გაეცნობიან.

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2. მოისმინეს:

ანდრო ალვიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" (№07-3/408; 25.02.11);

კანონპროექტის თანახმად ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის გაცვლითი კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილზე  განთავსება სავალდებულო ხდება.

კანონპროექტის შემუშვება მიზნად ისახავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მომხმარებელთა ინტერესების დაცვის ახალი მექნიზმის შემუშავებას. მომხმარებელს ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება ექნება პუნქტისგან მოითხოვოს ოპერაციის გაუქმება და გაცვლილი ვალუტის უკან დაბრუნება.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3. მოისმინეს:

კახი ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" (№07-3/406; 22.02.11)

კანონპროექტის თანახმად, ქ. თბილისის ტერიტორიაზე ეზოების, სკვერების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრა, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა, გადათხრის ადგილების პირვანდელი მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.  იგივე ქმედება  ჩადენილი  "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონის პრეოქტის პირვეილ მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

4. მოისმინეს:

ა. ბოლქვაძის ინფორმაცია კანონის პრეოქტზე "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახევ".

 კოდექსის ცვლილებებით განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების წესები და მათი დარღვევების ადმინისტრაციული სასჯელები.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

5. მოისმინეს:

ჯონდი ბაღათურიას ინფორმაცია კანონის პროექტზე "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" (№07-3/146; 02.07.09)

ინიციატივის თანახმად პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;  განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ. მისი განცხადებით, ინიციატივაში წარმოდგენილი ლიბერალური მიდგომები მისაღებია, თუმცა აუცილებელია იმ საფრთხეების გათვალისწინებაც, რაც შეიძლება კანონპროექტის მიღებამ გამოიწვიოს. ჯონდო ბაღათურიას ინიციატივის შესახებ მსჯელობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივად გააგრძელებენ.

გადაწყვიტეს:

წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ მსჯელობას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები გააგრძელებენ.

  1. სხდომის თავმჯდომარე: ლ. თორდია
  2.  
  3. სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე