|
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომის
ოქმი #26
ქ. თბილისი 29 ივნისი 2012 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
|
კომიტეტის წევრები:
|
მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე, ა. თავდგირიძე, გ. კანდელაკი, ზ. კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;
|
|
აპარატის მუშაკები:
|
ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, ვ. ქარუმიძე, თ. ჯაფარიძე;
|
|
მოწვეულები:
|
რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ანზორ ბოლქვაძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი.
|
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
- 1.საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
(მესამე მოსმენა)
/მომხ. ზვიად კუკავა/
2.საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(მეორე მოსმენა)
/მომხ. ანზორ ბოლქვაძე/
3.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული დაფინანსების შეთანხმება „დაფინანსება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტისათვის“.
/მომხ. რუსუდან კემულარია/
- 1.მესამე
მოსმენით
განიხილეს:
|
მოხსენება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).
|
- 2.მესამე
მოსმენით
განიხილეს:
|
მოხსენება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში ცვლილებები არ განხორციელებულა.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).
|
- 3.მოისმინეს:
|
მოხსენება „დაფინანსება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტისათვის“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული დაფინანსების შეთანხმების შესახებ.
აღინიშნა, რომ, სატრანსპორტო - საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკი აქტიურადაა ჩართული ქვეყნისთვის საკვანძო და სტრატეგიული პროექტის - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში, რომლის ძირითადი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის სავაჭრო, ეკონომიკურ, სატრანზიტო და ლოჯისტიკურ ცენტრად.
მიმდინარე წლის 28 ივნისს საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას (IDA) შორის ხელი მოეწერა დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის მიერ დაახლოებით 43 მლნ აშშ დოლარის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსის (სესხის სახით) გამოყოფას აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მესამე პროექტის დამატებითი დაფინანსებისთვის.
შეთანხმებით დაგეგმილია რუისი-აგარის გზის არსებული მონაკვეთის მოდერნიზაცია თანამედროვე სტანდარტების ოთხზოლიან ავტომაგისტრალად, ასევე აგარის ახალი შემოვლითი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით განხორციელდება.
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის გაგრძელებას, რისთვისაც მსოფლიო ბანკის მიერ ამ ეტაპისათვის საქართველოსათვის უკვე დაახლოებით 250 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი არის გამოყოფილი.
აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ამოქმედება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და სტაბილური განვითარებისთვის, რადგან ის ხელს შეუწყობს რეგიონების სწრაფ განვითარებასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. აღნიშნული გზის ამოქმედების შედეგად, საქართველოს აღმოსავლეთ–დასავლეთ დერეფნის ცენტრალურ ნაწილში კიდევ უფრო შემცირდება მგზავრობის დრო და სატრანსპორტო ხარჯები, გაუმჯობესდება მგზავრობის ხარისხი, გამარტივდება და უსაფრთხო გახდება სატრანზიტო მოძრაობა, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე ეკონომიკის სხვა სექტორების წახალისებას როგორც მშენებლობის მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ.
ამდენად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასაფინანსებლად მიმართული სახსრები ცალსახად წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკაში გაწეულ მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებას, რომელიც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ბოლო წლებში დაგროვდა თანამშრომლობის კარგი გამოცდილება სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელების კუთხით და ასევე შემდგომშიც გაგრძელდება თანამშრომლობა შეთანხმებული სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებით.
როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკთან მიმდინარე წლის მარტში გაფორმდა „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების მეორე პროექტის“ დაფინანსებისა და სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც მსოფლიო ბანკთან შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების პროექტების გაგრძელებაა. პირველი პროექტის ფარგლებში (ჯამში 90 მილიონი აშშ დოლარი) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა დაახლოებით 700 კმ შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ გზას.
სესხის ფინანსური პირობებია:
- სესხის ოდენობა - 27.7 მლნ SDR (ხელმოწერის თარიღისთვის დაახლოებით 42 მლნ აშშ დოლარი)
- სესხის დაფარვის ვადა - 25 წელი, მათ შორის 5 წელი შეღავათიანი პერიოდი.
- მომსახურების წლიური გადასახდელი - 0.75% (Service Charge)
- წლიური საპროცენტო გადასახდელი - 1.25% (Interest Charge)
- ვალდებულების გადასახდელი - მაქს. 0.5% (Commitment Charge)
ძირითადი თანხის დაფარვის გრაფიკი შემდეგია:
წელიწადში ორჯერ, 15 იანვარი და 15 ივლისი;
15.07.2017 - 15.01.2027 პერიოდში გადაიხდება ძირითადი თანხის 1.65% წელიწადში ორჯერ,
15.07.20127 - 15.01.2037 პერიოდში გადაიხდება ძირითადი თანხის 3.35% წელიწადში ორჯერ,
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
კანდელაკმა, კვიციანმა, ჩახვაძემ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).
|
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(07-3/646; 19.06.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 29 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-3/647; 19.06.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 29 ივნისის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს წევრების კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
დაფინანსების შეთანხმებაზე
„დაფინანსება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული
ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტისათვის“
(07–1/378; 28.06.12)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 29 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დაფინანსების შეთანხმება „დაფინანსება აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტისათვის“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|